შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (2)


28-07-2015, 00:27
ავტორი N7
ნანახია 5 677

მამაკაცმა ლამის პირდაღებული ანა იმ ოთახში შეიყვანა, სადაც გოგოები ნახა. ამაყი ნაბიებით დადიოდნენ მანამ, სანამ ნაცნობსა და უცნობ სახეს არ შენიშნავდნენ. გაოცებული შემოტრიალდა ერთი გოგო მათკენ და ხელები გაშალა.
–რა ხდება? – წამოიწიკვინა გაბრაზებულმა.
–საშენო არაფერი, – მკაცრად ჩაილაპარაკა ანასთან ერთად მიმავალმა მამაკაცმა. – ამ გოგოს მონახემები ჩაიწერეთ, – მიმართა ჟიურის წევრებს.
–ნიკოლოზ, ერთი წუთით, – დაიჩურჩულა ქალმა ჟიურიდან და ხელში ჩაავლო, გვერდზე გაიყვანა.
–მშვიდობაა, კატერინ? – ძალაუნებური ღიმილით ჰკითხა.
–ვინ არის ეს გოგო?
–არ ვიცი, მაგრამ ვინც არის, ცუდია? – ძალაუნებური ღიმილი ირონიულმა შეცვალა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალის იდეალური ფორმები.
–არა, არაჩვეულებრივია, მაგრამ მიკერძოებაში გადის შენი საქციელი, – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები კატერინამ.
–მოდი თქვენ მონაცემები ჩაიწერეთ და დანარჩენს მე მივხედავ! – მკაცრად დაიჩურჩულა და სანდომიანი ღიმილით წავიდა ქალისკენ, რომელიც სასაცილო მზერას ააყოლებდა და ჩააყოლებდა ხოლმე გოგონებს. – არ მაფიქრებინო ახლა, რომ გშურს მათი, – ყურთან ახლოს უჩურჩულა მამაკაცმა და ოდნავ ჩატეხა ტუჩის ცალი კუთხე.
–შეიძლებოდა შემშურებოდა, ასეთი პრანჭიები რომ არ ყოფილიყვნენ, – გაიცინა ანამ, – ორმეტრიან ქუსლებზე დგანან და ნავზე ჩამოკიდებული დროშებივით ქანაობენ სიარულისას, – ხმამაღალი ფიქრით დასცინა და მამაკაციც გააცინა.
–გოგონა, ჩაგვაწერინეთ თქვენი მონაცემები, – შეაფხიზლა ქალის ხმამ.
–დიახ, ახლავე, – მისკენ მიტრიალდა და უკარნახა ყველაფერი, რისი თქმაც გაზომვის გარეშე შეეძლო. დანარჩენი თავად გაზომეს და უთხრეს დაგირეკავთო.
ნელი და ამავდროულად ამაყი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. იცოდა, რომ მამაკაცი მოსდევდა და ისიც იცოდა, რომ ჩამწკრივებული გოგონები შურიან თვალებს აყოლებდნენ. ერთ–ერთმა თავისი უკმაყოფილების გამოხატვა დააპირა, მაგრამ როგორც პირი დააღო და წიკვინის მაგვარი ბგერები ამოუშვა გულ–მუცლიდან, მაშინვე შეუბღვირა მამაკაცმა და ისიც მოკუმული პირით დაუბრუნდა თავის ადგილს. ნეტავ სცოდნოდა ანას თუ რას წარმოადგენდა ეს მამაკაცი...
–ფეხით ხარ? – უჩურჩულა მაშინვე, როცა ოთახს გასცდნენ.
–არა, ქმარი მელოდება, – ირონიულად ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა ქერა მამაკაცს.
–ქმარს უარს ვერ ეტყვი, ასე თუ გავაკეთებ?! – წინ ასვეტილმა სპონტანურად შეახო თავისი ტუჩები ქალისას და სათითაოდ დაუკოცნა გამობურცული ბაგეები.
ქალი ჯერ გაუცნობიერებლად აჰყვა კოცნაში, შემდეგ კი დენდარტყმულივით ჭყიტა თვალები და გაბრაზებული მიაჩერდა ირონიული ღიმილით სახე გაპობილ მამაკაცს.
–სერიოზულად? – ბრაზით იკითხა.
–მოგეწონა, მერე რა მოხდა, – ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა მამაკაცმა და წარბები ზემოთ აზიდა.
–პირველი: არ მომეწონა, მეორე: აღარ გაბედო და არ შემეხო! – მკაცრად დაუბრიალა თვალები და გზის გაგრძელება დააპირა, იქით გადაინაცვლა მამაკაცმა, საითაც თვითონ და ცხვირწინ აესვეტა.
–და მაინც, ფეხით ხარ?
–ეგ უკვე არ გეხება, – თვალი ჩაუკრა და ხელით დაეჯაჯგურა, გაიწიეო.
–მეხება თუ არ მეხება, წაგიყვან! – თავისი სასწაული ღიმილით ატყვევებდა ქალს და მიუხედავად დიდი ბრაზისა, მაინც ძლივს ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას ანა.
–შენი სახელი? – ვითომ ინტერესით მიაჩერდა მამაკაცს და თავისი საყვარელი, ბრაზის გამომხატველი პოზა მიიღო.
–სახლში ცოლი მელოდება, სახელს როგორ გეტყვი! – ტანის რხევით გააჯავრა ქალი, რომელმაც ისედაც გაკვირვებულმა, უარესად დააღო პირი.
–შენ მგონი არ ხარ სრულ ჭკუაზე, – წარბები კუშტად შეკრა ქალმა და მამაკაცს გვერძე ჩაუარა.
–ნიკოლოზი, ნიკოლოზი მქვია, – დაეწია ისიც და სიცილით ახარა თავისი სახელი.
–ჰოდა, ნიკოლოზ, მოკლედ გეტყვი, შენთვის არ მცალია, – თვალი ჩაუკრა და ამ დავაში მგონი არასწორ გზაზე მოხვდა. ის იყო მარცხნივ შეუხვია, რომ ჩიხში აღმოჩნდა.
–იქნებ ახლა მაინც მოიცალო, – ამ სიტუაციით გაგულიანებული მამაკაცი ახლოს მიიწია ქალისკენ, წელზე ხელი შეუცურა, ძლიერი ხელების საშუალებით თავის სხეულს ააკრო და აკოცა. კოცნიდა გაშმაგებით და გაოცებული ანაც, რომელიც თავიდან ვერ იაზრებდა მომხდარს, უკვე ჰყვებოდა მამაკაცის ტკბილი ტუჩების მოძრაობას.
როგორ უნდოდა ეს კოცნა კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ როგორც მამაკაცმა ტკბილი და ცხელი ბაგეები ქვევით ჩააცოცა, მაშინვე დენდარტყმულივით წამოენთო და ხელი ჰკრა. ნიკოლოზს თვალები შუბლზე აუვიდა, როგორც იტყვიან, ქალის ასეთი საქციელის შემსწრეს. ჯერ იყო და კოცნაში აჰყვა და უარესად გაათბო, შემდეგ კიდე გიჟივით ეცა და მოიშორა თავიდან.
–რა იყო ახლა ეს? – იკითხა გაღიზიანებულმა მამაკაცმა და შეეცადა ქალს მიახლოვებოდა.
–შენ მეკითხები მაგას? – წამოენთო ანა, – ველურივით მეცი და ღმერთმა იცის კიდევ რას გააკეთებდი! – წამოიყვირა და შეეცადა ცახცახის დაფარვას, რომელსაც მისდაუნებურად მოეცვა მთელი სხეული.
–თავად ამყევი კოცნაში! – თვალები სასაცილოდ დაჭყიტა მამაკაცმა.
–ესეიგი, მე სხვა რამის უფლებაც რომ მომეცა, აქ გააკეთებდი ყველაფერს, არა? – მამაკაცის გაოცებულმა სახემ სულ გადარია.
–და რატო არა?! – ირონიულად ჩაიღიმა მამაკაცმა.
–შენც ყველა სხვა დანარჩენისნაირი ნაბი*ვარი ხარ! – მიახალა ანამ და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა.
ისეთი გაბრაზებული იყო, ისეთი, რომ სჯობდა არავინ გადაჰყოდა გზაზე. ჯერ როგორი ჯენტლმენობით დაიწყო ნიკოლოზმა ყველაფერი, შემდეგ კი როგორ შეიშალა. ამაში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს. რა ქნას ახლა მიმზიდველი თუა, მაგრამ მამაკაცის საქციელი არანაირად არ იმსახურებს გამართლებას. იქნებ კიდეც გამართლებოდა, რომ არ ემხეცა და იქვე არ მოესურვა ყველაფერი, მაგრამ ახლა აღარაფერი შეიცვლება. სიმპათიური მამაკაცი და ანას სამოდელო კარიერა წარსულის წყვდიადმა შთანთქა.
საღამოს არავისთან უსაუბრია ნორმალურად. დედასაც და დაქალებსაც მოჭრით უთხრა, რომ უარი განუცხადეს და ამით დაასრულა. რამდენჯერაც მაო შეეცადა მამაკაცზე რამის კითხვას, იმდენჯერ ანამ ხან თავის ტკივილი მოიმიზეზა, ხან უძილობა და მისი სურვილი.
რამოდენიმე დღე სახლიდან მხოლოდ საშოპინგოდ გადიოდა და მალევე ბრუნდებოდა სახლში. თავისი ნაყინი დეპრესიიდან გამოსავალი ერთადერთი გზა იყო, მაგრამ თავის თავს უცხადებდა მკაცრად, რომ ის არ იყო დეპრესიაში და აიძულებდა არ მიძალებოდა ბევრ ტკბილეულს, რათა არ დარღვეულიყო თავისი იდეალური ფორმები.
შუა დღისას ტელევიზორის წინ დამჯდარიყო და ძველს, თუმც საყვარელ ფილმს ვინ იცის მერამდენედ უყურებდა. ‘ბეტმენი’ სასწაულად ხიბლავდა და ეს უკანასკნელი მისი ცხოვრების ერთადერთი საოცნებო მამაკაცი იყო, ნიკოლოზის გამოჩენამდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გააბრაზა ნიკოლოზმა, მაინც თვლის, რომ მასზე სიმპათიურ მამაკაცს ჯერ არ შეხვედრია. ის იყო საყვარელ ნაწილზე გაიბადრა, რომ ტელეფონის წრიპინმა გამოაფხიზლა. წარბები კუშტად შეკრა და ტუმბოზე მიგდებულს გადასწვდა. ვინ იქნებოდა თუ არა მაგდა.
–გისმენ, – აჭრილი ხმით უპასუხა დაქალს.
–რა გჭირს, ცუდად ხარ? – იკითხა შეშინებულმა.
–რა ხდება? – თემის შეცვლას შეეცადა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ დაქალი მიუხვდებოდა ცუდად ყოფნის მიზეზს და ეს ნამდვილად არ სურდა. ახლა ნოტაციების კითხვის ნერვები არ ქონდა.
–ჩემი ძმის დაბადების დღეა დღეს, – გამხიარულდა მაგდა.
–უი, გილოცავ, სულ გადამავიწყდა! – თავი გაიქნია და ძალაუნებურად გაეღიმა, თითქოს ახლა მაგდა მიუხვდებოდა ან დაუნახავდა.
–ჰოდა, რაზე გირეკავ... – საქმეზე გადავიდა, – წვეულებას აწყობს, აგარაკზე და შენც დაგპატიჟა...
–მაგდ, ვერ წამოვალ მე რა, – ისევ ჩაეხლიჩა ხმა და ხველებით შეეცადა ხმის ჩაწმენდას.
ახლა ნამდვილად არ სურდა საზოგადოებას დაპირისპირებოდა. თავადაც არ იცის, რამ გააბრაზა ასე. ეტყობა იმ ნიკოლოზს, რომ მდიდარი, პოპულარული და მექალთანე კაცია, ვითომ მოიხიბლა ჩვენი ანა? რავიცი...
–გოგო, ხუმრობ? რა გჭირს? – დაფეთდა.
–არაფერი, ცოტა გავცივდი მგონი, – უნიჭოდ მოიტყუა.
–ამ შუა ზაფხულში? გამოგივლი... – თითქოს გამაფრთხილებლად ჩასძახა ყურმილში და სანამ რამეს მოისმენდა ანასგან, მანამ გაუთიშა კავშირი.
მეტ დროში არც ელოდა, ათ წუთში კინაღამ შემოამტვრია კარი მაგდამ. ქოთქოთით წავიდა მაო კარის გასაღებად. გაცოფებული შევარდა მაგდა ანას ოთახში.
–ესეიგი გაცივდი, არა? – ცალი წარბი ზემოთ აზიდა, დოინჯი შემოიწყო და მკაცრი მზერით გადმოხედა მწოლიარე დაქალს.
–მაგდ, ვერ წამოვალ რა, – ოდნავ დამანჭა სახე და შეეცადა ღიმილით დაეფარა აწყლიანებული თვალები.
–რა გჭირს შენ? – მომლბალმა მონახა ადგილი ანას ფეხებთან.
–გრძელი ამბავია... – ხელი აიქნია ანამ.
–იმხელაა, რომ 2 საათი არ გეყოს მოსაყოლად?
–მეყოფა, მაგრამ ვერ წამოვალ დაჩის დაბადებისდღეზე.
–ხო იცი, რომ ვერ გიტან ასეთ დაღვრემილს! – ხმაში ბრაზი შეეპარა მაგდას.
–კარგი, აჰა! – გაიკრიჭა. – ახლა წადი და ჩემ მაგიერ მიულოცე დაჩის! – ფეხი ოდნავ გაუხახუნა საჯდომზე, რითიც წამოგდებას შეეცადა.
–იცოდე, რომ არ გაპატიებს! – ფეხზე წამოდგა და კიდევ ერთხელ შეეცადა დაყოლიებას.
–ჩემ ქორწილში რომ დავპატიჟებ, სხვა გზა არ ექნება, – გადაიკისკისა.
–ჰო, შენ ქორწილში ასი წლის მერე! ვერ გაღირსეთ, – ხელი აიქნია, – ჰო, და კიდევ, კატოს და კესოს ენატრები! – თვალი ჩაუკრა.
–მერე მომიყვანე ჩემი გოგუშკები.
–შენ რომ მოხვიდე, ბევრად გაახარებ, – მიაძახა და გავიდა ოთახიდან.
საღამომდე კიდევ უყურა ერთ ფილმს და ბოლოს ოთხ კედელს შორის გამოკეტილს მობეზრდა ეს ყველაფერი, მოკლე სახელოებიანი მაისური გადაიცვა, პრაქტიკული ჯინსი, ჟაკეტი შემოიცვა და ფეხზე კედები. თმა მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა მაოს გასაფრთხილებლად, რომ მიდიოდა, ოღონდ არ უთქვამ სად. ან კი რა უნდა ეთქვა, თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ უნდოდა, რომ ესეირნა.
ეზოში ჩასულმა ჟაკეტის ჯიბეში ჩაალაგა უჩვეულოდ გაყინული თითები და დაღმართს დაუყვა. საყვარელ პარკში ჩავიდოდა, ალბათ. ასეც მოიქცა, ის იყო პატარა ჩიხიდან გადაუხვია, რომელიც ერთ უბანს პარკთან აკავშირებდა, რომ ძლიერ სხეულზე შეჯახება იგრძნო და რეტდასხმულმა გადადგა უკან რამოდენიმე ნაბიჯი. შემდეგ, როცა ბურუსი გაუქრა თვალებიდან და ნელ–ნელა ნაცნობი სხეული დალანდა, თვალები გადაატრიალა და ერთიანად ამოუშვა დაგროვილი ჰაერი.
–ნიკოლოზ? – ჰკითხა სასხვათაშორისოდ და ისევ თავისებურად მომღიმარ მამაკაცს ოდნავ სახე აკაფრულმა და ამავდროულად ოდნავ ბრაზით აელვარებულმა შეხედა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ოხ, ეს შეახებები და ამბები.. :დ
მთელი დღეა მუზას დავდევ და ვერაფრით დავიჭირე. ახლახანს დაწერილი კიდევ ეს გამოვიდა და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან საშინელება არაა...
უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ და გვერდში მიდგახართ..
მიყვარხართ!



№1  offline წევრი KaTE:))

შვიდიანო საშინელება არ იყო, მაგრამ ოდნავ ბანალური გამოგივიდა, ჯობდა განსხვავებული რაიმე შეგეტანა მოთხრობაში... მაგრამ მუზა თუ გაგექცა მტრისას, იმ დღეს ჯობია საერთოდ არ დაწერო. ეს ჩემი აზრია. ისე მაინც ეცადე ჩქარა არ განავითარო მოვლენები და საკუთარი სტილი დამამახაოვრო. კარგი? იმედია ცუეად არმიიღებ შვიდიანო... love wink
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline მოდერი D-roni

me dzalian momewona , chemi azrit aseti weris stili dzalian gixdeba , es gadmoxtonebi da mag momentshi dialogebi dzalian realuria :D me magalitad pekinze vigac simpo gadamixta win da or I saati ar gamishva nu axla is arc damtakebia da arc ukocnia magram mainc realuria dzalian momewona es tavi ufro shemikvardi mitumetes me es gawelvebi ar mizidavs ❤❤❤

 


№3  offline წევრი N7

KaTE:))
შვიდიანო საშინელება არ იყო, მაგრამ ოდნავ ბანალური გამოგივიდა, ჯობდა განსხვავებული რაიმე შეგეტანა მოთხრობაში... მაგრამ მუზა თუ გაგექცა მტრისას, იმ დღეს ჯობია საერთოდ არ დაწერო. ეს ჩემი აზრია. ისე მაინც ეცადე ჩქარა არ განავითარო მოვლენები და საკუთარი სტილი დამამახაოვრო. კარგი? იმედია ცუეად არმიიღებ შვიდიანო... love wink

ვეცადე, ვეცადე, რომ არ გამომსვლოდა ბანალური, მაგრამ ვერ ავცდი, როგორც ხედავ... ალბათ, ხასიათის გავლენაც არის... არც დავწერდი, მაგრამ თქვენზე ვიფიქრე და აი რა გამოვიდა.. ჩქარა მომიწევს განვითარება, რადგან 3 დღეში დასასვენებლად მივდივარ, ასე რომ, არ მინდა მერე გალოდინოთ ან შუაზე გავწყვიტო love ცუდად არ მივიღებ, პირიქით! შვიდიანო კიდევ იცი, როგორ მიხარია?! ^______^ love

D-roni
me dzalian momewona , chemi azrit aseti weris stili dzalian gixdeba , es gadmoxtonebi da mag momentshi dialogebi dzalian realuria :D me magalitad pekinze vigac simpo gadamixta win da or I saati ar gamishva nu axla is arc damtakebia da arc ukocnia magram mainc realuria dzalian momewona es tavi ufro shemikvardi mitumetes me es gawelvebi ar mizidavs ❤❤❤

უფ, რა კარგი ხარ შენ^_^ ძალიან გახარებული ვარ, რომ მოგწონს! ცოტა წავიპლაგიატე წინა მოთხრობიდან გადმოხტომებსა და შეახებებზე, მაგრამ რა ვქნა... სიმპო თუ გადაგიხტა და არ გაგიშვა, მაგას რა სჯობს მერე! winked და ჰო, უღრმესი მადლობა!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ნაჩქარევი რმიყო ოდნავ ეტყობოდა,მაგრამ არაუშავს.მუზა როცა არ გაქვს,მგონი,არ უნდა დააძალო თავს,ნაძალადევი არაფერი ვარგა,მაგრამ მაინც კარგია,რომ დაგვიდე.
სამ დღეში თუ მიდიხარ,ანუ სამ თავს დაწერ და გამოდის,რომ ძალიან უნდა აჩქარდე.ხუთთავიანი ისტორია რა იქნება? კარგი,რა.არ ღირს აჩქარება,სჯობს შუაში დატოვო და მერე გააგრძელო.
რაღაც ბანალური კი იყო,ეს შესახება.ძალიან მობეზრებული მაქვს,მაგრამ სხვა ყველაფერი კარგი იყო,შეეცადე,რომ ორიგინალურობა არ დაუკარგო.
წარმატებები.

 


№5  offline წევრი N7

buubbuuu)))
მომწოოონს ^_^ ერთი სული მაქვს შემდეგი დადო რა ♥♥

მადლობა დიდი! love
drunkinlove

ნაჩქარევი რმიყო ოდნავ ეტყობოდა,მაგრამ არაუშავს.მუზა როცა არ გაქვს,მგონი,არ უნდა დააძალო თავს,ნაძალადევი არაფერი ვარგა,მაგრამ მაინც კარგია,რომ დაგვიდე.
სამ დღეში თუ მიდიხარ,ანუ სამ თავს დაწერ და გამოდის,რომ ძალიან უნდა აჩქარდე.ხუთთავიანი ისტორია რა იქნება? კარგი,რა.არ ღირს აჩქარება,სჯობს შუაში დატოვო და მერე გააგრძელო.
რაღაც ბანალური კი იყო,ეს შესახება.ძალიან მობეზრებული მაქვს,მაგრამ სხვა ყველაფერი კარგი იყო,შეეცადე,რომ ორიგინალურობა არ დაუკარგო.
წარმატებები.
 
პას

ვეცდები ისე დავწერო, რომ საკმარისი იყოს და რაღაც ჩქარი და უაზრო არ გამოვიდეს. ისეც არ მიყვარს გაწელილი ისტორიები love
მადლობა დიდი! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent