შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (7)


28-07-2015, 00:46
ავტორი lisebeth
ნანახია 4 526

იმ წუთიდან რაც სამხილი იპოვეს ლექსოს ყელსაბამის სახით მასზე ძებნა ოფიციალურად დაიწყო. ირაკლი სრულიად განადგურებული და სახეწაშლილი იყო. მიუხედავად იმისა,რომ იჟინებდა ძებნაში მეც უნდა მივირო მონაწილეობაო ,როგორც იქნა დაითანხმეს და იქედან გამოუშვეს. ლევანმა პარტნიორი მანქანაში ჩაისვა და თავისთან წამოიყვანა. ნიკაც თან ახლდათ. სახლში შესვლაც ვერ მოასწრეს ბარბარე ,რომ მოეგებათ.
-რა გაიგეთ? იქ იყო ? იპოვეთ?
-დაწყნარდი ბარბი, სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ_დაამშვიდა ლევანმა
-მაგრამ მისი ყელსაბამი ვიპოვეთ. ოქროს ჯვარი და ძებნა გამოაცხადეს_დაამატა ნიკამ
-მახსოვს ეგ ჯვარი. იქ წავიდა?
-ასე გამოდის რადგან რომ წამოგიყვანეთ ეგ ჯვარი კისერზე ეკეთა. როგორც ჩანს იქ რაღაც მოხდა და მოსძვრა
-ჩემს შვილს რაღაც დაუშავეს ...ვგრძნობ. როგორ არ მითხრა ასეთი სერიოზული პრობლემები თუ ჰქონდა._ტირილნარევი ხმით თქვა ირაკლიმ და თავი ხელებში ჩარგო
-რცხვენოდა ბატონო ირაკლი . მანქანა ამიტომაც გაყიდა.
-ბიძია მითხარი, რომ იპოვნიან...ხომ იპოვნიან არა?_იმედის ძებნა დაიწყო ბარბარემ ლევანის თვალებში ,რომელმაც ძლიერად მოეხვია გოგონას.
-იპოვნიან და იმედია ყველაფერი კარგად იქნება_ბარბარე მის მკერდზე აქვითინდა

მოულოდნელად სახლის კარი გაიღო და პოლიციის უფროსი გამოჩნდა. ყველა ფეხზე წამოიჭრა.
-მოხდა რამე? იპოვეთ ლექსო ?_მიეგება ირაკლი
-ამ წუთას წითელი ჯვრიდან მაცნობეს ,რომ ამავე აღნაგობის ახალგაზრდა მიიყვანეს სამკურნალოდ.
-წითელი ჯვრიდან ?
-დიახ ასე ხდება ხოლმე.
-ლექსოა?
-არ ვიცით ,მაგრამ ცნობა ყველა საავადმყოფოში დავაგზავნეთ და მხოლოდ ესენი გამოგვეხმაურნენ დადებითად.
-ხო მაგრამ იმედი ხომ არის?
-არის რათქმაუნდა ,მაგრამ ეგ ბიჭი როგორც გვითხრეს გარეუბანში ნაგავსაყრელზე იპოვა ქალმა ,რომელიც გამოსადეგ ნივთებს აგროვებს ხოლმე . გუშინ დილით მიიყვანეს.
-ოღონდ ის იყოს და ...
-წავიდეთ თორემ უკვე გვიანია
-მეც მოვდივარ_გაემზადა ბარბარემ
-შენ დარჩი საჭირო არაა. ყველაფერს გაგაგებინებ _თქვა ლევანმა
-მოვდივარ მეთქი და მორჩა.ვერავინ მაიზულებს დარჩენას
-კარგი წამოვიდეს დრო აღარ გვაქვს_ნერვიულად ამოთქვა ირაკლიმ და კარისკენ გაიქცა.


მთელი გზა ნერვიულად აკანკალებდა ხელებს ბარბარე. ლევანი თვალს აპარებდა ხოლმე მისკენ ,მაგრამ არაფერს ეუბნებოდა. ირაკლიზეც ფქრობდა ,რომელიც მეორე მანქანაში ჩაისვეს პოლიციელებმა. წინ მიმავალი მათი მანქანა ,რომ გაჩერდა ლევანმაც ასევე მოიქცა. ირაკლი ლამის გაუჩერებელი მანქანიდან გადმოხტა და ნებართვის გარეშე გაიქცა შიგნით. ბარბარეც უკან მიჰყვა. თეთრ ხალათებში გამოწყობილი ხალხი ირეოდა. კაცმა ერთ-ერთი მათგანი გააჩერა და იითხა უცნობი პაციენტი სად არისო. პოლიციის ოფიცერმა ,რომელიც უკვე მოსულიყო ანიშნა სურვილი შეესრულებინათ. ქალი დინჯი ნაბიჯებით წაუძღვა წინ და თეთრი ფარდა გადასწია.
ახალგაზრდა ქერა ბიჭი მთელს სახეზე დალურჯეებებით და შეხვეული საფეთქლით თითქოს უსულოდ იწვა სწოლზე. ირაკლიმ თეთრი ზეწარი გადააძრო და ახლოდან დახედა. ბარბარემ სწრაფად მოუარა საწოლს მეორე მხრიდან და დანახვისთანავე შეიკივლა. ამოცნობა არც სჭირდებოდა მხარზე ამოსვირინგებული გვირგვინი უკვე ცხადყოფდა ,რომ ის იყო.
-ის არის?_მოუსვენრად იკითხა პოლიციელმა. ლევანმა უკვე იცნო და შეწუხებული სახით იყურებოდა. ბარბარემ თანხმობის ნისნად თავი დაუქნია და ხელზე ხელი მოუჭირა.
-ჩემი სვილი ასეთ დღეში ვინ ჩააგდო...
-უკვე ვიცით ვინც და ვეძებთ ბატონო ირაკლი.
-უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
-აქ ვერ დავტოვებთ. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ_ამოუკვნესა ბარბარემ და თმაზე ხელი გადაუსვა
-მართალი ხარ.ახლავე ჩემს მეგობარ ექიმს დავურეკავ და ვკითხავ როგორ მოვიქცეთ.
-მოგესალებით_ოთახში საშუალო ასაკის კაცი შემოვიდა,რომელსაც თეთრი ხალათი ამშვენებდა. აშკარად ექიმი იყო.
-მოგესალმებით ექიმო_ხელი გაუწოდა კარში მდგარმა ლევანმა
-ჩემი შვილი როგორაა?
-თავის სერიოზული ტრამვა აქვს. სურათებით თუ ვიმსჯელებთ ოპერაცია გახდება საჭირო . როგორც ჩანს რაღაც ჩაარტყეს ან დაცემის დროს დაუზიანდა.
-სერიოზულია?
-უფრო დაზუსტებით მაშინ ვიტყვით გონს ,რომ მოვა
-და რატომ არ მოდის გონს?_იკითხა ბარბარემ
-უნდა დაველოდოთ გოგონა.
-ლევან გთხოვ დათოს დაურეკე საავადმყოფოში და მდგომარეობა აუხსენი. ახლა საუბარი არ შემიძლია_სთხოვა ირაკლიმ და მანაც თანხმობის ნიშნად ტელეფონი მოიმარჯვა. ცოტა ხანში უკან შემობრუნდა.
-ირაკლი არ ინერვიულო მითხრა პაციენტის გადმოყვანას მოვითხოვ და სასწრაფოს მანქანას მეც გამოვყვებიო .
-გმადლობ. _ბარბარემ ანიტას შეტყობინება გაუგზავნა ლექსო ვიპოვეთ და საავადმყოფოში გადმოგვყავსო.
გოგონამაც წასასვლელად მოემზადა. დათო დაპირებისამებრ თან მოყვა სასწრაფოს და ლექსო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე რჩევით სრული გამოკვლევები ჩაუტარეს,რომ დაედგინათ რა ქონდა დაზიანებული. მანამ სანამ ექიმები მდგომარეობას აფასებდნენ ირაკლი და ბარბარე პალატიდან არ გამოსულან. ბიჭს ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა თითქოს ეძინა. მამამისი კი ადგილს ვერ პოულობდა და ოხრავდა. ლევანმა მეგობარს გარეთ გასვლა და ყავის დალევა შესთავაზა . ბარბარე კი ხვეწნის მიუხედავად იქ დარჩა.ანიტამაც დაიგვიანა . მარტო დარჩენილი ბარბი კი ადგილს ვერ პოულობდა და მხოლოდ ფიქრობდა იმაზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო. უკვე აზროვნებას და გონებას კარგავდა ლექსოს ხელი ,რომ შეირხა. თავიდან იფიქრა მომეჩვენაო,მაგრამ მერე თავიც გაამოძრავა და ისიც სმენად იქცა.
-ლექსო...ლექსო გესმის ჩემი? მე ვარ ბარბი ...გესმის ?
-მტკივა...თავი მტკივა ...
-ვიცი ,მაგრამ გაგივლის ...
-მტკივა...მართლა ძალიან მტკივა_ მშიერი მხეცივით დაიღრიალა ბიჭმა და საწოლიდან წამოვარდა. ძირს გადმოსვლა ვერ შეძლო,მაგრამ პირველი რაც ხელში მოხვდა ქვე მყოფი ბარბარე იყო. უყვიროდა, უღრენდა და ცოფებს ყრიდა.
-დამშვიდდი. ვიცი რომ ძალიან გტკივა ,მაგრამ დაწყნარდი .უნდა დაწყნარდე..._ევედრებოდა გოგონა და ხელიდან უსხლტებოდა. ბიჭმა სიცარიელე ,რომ იგრძნო და ვერაფერს მოებღაუჭა სულ გაგიჟდა და გადაირია. ოთახში ექიმი შემოვარდა,რომელსაც იმ წუთას მოსული ანიტაც მოჰყვა
-ბარბი რა სჭირს?_აღშფოთდა გოგონა
-ტკივილმა გააგიჟა და არც კი იცის რას აკეთებს
-სად ვარ..._დაიყვირა ლექსომ
-საავადმყოფოში ხართ . დამშვიდდით _საწოლზე გააკავა ექიმმა და მისი რენტგენის სურათი ხელიდან დაუცურდა. ანიტა მაშინვე ასაღებად დასწვდა.
-რატომ არის ასეთი სიბნელე?შუქი აანთეთ..._ისევ დაიბრდღვინა და გაიწია. ექიმმა და ექთანმა ერთმანეთს გადახედეს. დათომ მას თავი დაუქნია ,რაც ექთნისთვის გასაგები იყო. ბარბარემ და ანიტამ კი ვერაფერს მიხვდნენ.
-რას ამბობ ლექსო არ ბნელა. გარეთ უკვე ღამეა ,მაგრამ სინალე ანთია_თმაზე მიეფერა ბარბარემ
-ბარბი შენ ხარ? _შედარებით მშვიდად გამოეხმაურა იგი
-მე ვარ აბა ვინ ..._გოგონა კისერზე მოეხვია რამაც უფრო მეტად დაამშვიდა სიტუაცია.
-ლექსო გონს მოხვედი ?_შემაოვარდა ირაკლი
-დაწყნარდით ბატონო ირაკლი
-მამა..._გაურკვეველი მისამართით გაიწვდინა ხელი ლექსომ. მის თვალწინ ისევ სიბნელე იყო
-აქ ვარ შვილო
-აანთეთ ეს წყეული სინათლე_ისევ იფეთქა მასში მხეცმა და მისმა გაქნეულმა ხელმა ბარბარე ძირს მოისროლა. გოგონამ მხოლოდ შეკივლება მოასწრო.
-რას აკეთებ გაგიჟდი ?_შეუტია ლევანმა და მის ასაყვანად დაიხარა. მერე კი ლექსოსკენ გაიწია.
-დამშვიდდით ბატონო ლევან _ბიჭს წინ გადაეღობა დათო _საქმე ისააა ,რომ ის ვერ ხედავს...
-რაა? _ერთდრულად ამოთქვა ყველამ. ლექსოს კი სახეზე ყველა ნაკვტი წაეშალა
-რას ნისნავს ვერ ვხედავ?_ისევ იფეთქა და გარშემო ყველაფერს დასალეწად წასწვდა. ექიმმა ექთანს რაღაც ანიშნა და დამამშვიდებელმა რამდენიმე წუთში ძალა გამოაცალა ბიჭს.
-ჩემი შვილი ვერ ხედავს?
-დარტყმა თუ დაცემა ძალიან ძლიერი იყო. თავსი ჰემატომა აქვს , რომელიც მხედველობის ნერვს აწვება. წითელ ჯვარსი ექიმმა სწორად ივარაუდა. ოპერაციაა საჭირო.
-გამოიხედავს? ხომ გამოიხედავს?
-იმედი მაქვს კი...
-იმედი? საუკეთესო ექიმი მოიწვიე ვინც გეგულება დათო ...რამდენსაც მოითხოვს გადავუხდი.
-შემიძლია ამ სფეროში საუკეთესო ექიმი გირჩიო . რუსუდან წერეთელი ,მაგრამ სამწუხაროდ ამწუთას საქართველოში არ იმყოფება.
-მისი კოორდინატები მომეცი. მე დავურეკავ და დაველაპარაკები. აუცილებლად შევთანხმდებით.
-როგორც გინდა ირაკლი. მის სავიზიტო ბარათს მოვძებნი. კაბინეტში უნდა მქონდეს.
-ბიძია ლექსო ვერ ხედავს_ამოიკვნელა ბარბარემ
-საყვარელო დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება
-დედამისს უნდა დავურეკო_თქვა ირაკლიმ_აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს.
-სადაა დედამისი?_დაინტერესდა ანიტა. _არასდროს მოუყოლია დედამისზე.
-ამერიკაშია რაღაც იურიდიულ ფორუმზე. დედამისიი იურისტია და ხშირად მოგზაურობს . მსგავს ფორუმებს ხშირად ესწრება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. თვენახევრის წინ წავიდა ...უნდა დავურეკო თანაც ახლავე._ირაკლიმ პალატა დატოვა რომ დაერეკა.
ბარბარემ წამლით მიძინებულ ლექსოს თმაზე მიეფერა და ცრემლები ნიარვარივით წასკდა. ისევ კადრივით გაურბინა იმ ორიოდე დღემ ,რომელიც ერთად გაატარეს. იმ რამდენიმე თვემ ,რომელიც მასზე ფიქრში გაატარა.. იმ საბედისწერო ღამემ ,როცა პირველად იწვა მასთან . ის ტყუილებიც გაახსენდა ,რომლებიც მის გამო მრავალსგზის თქვა...ნიკაც გაახსენდა...ყველაფერი გაახსენდა ... ბოლოს ისიც როგორც გამოაგდო იმ ღამით
არა რომ არ გამოეგდო ეს ხომ არ მოხდებოდა?
ისევ მასთან სიყვარულში ,რომ დაეკარგა თავი ასე ხომ არ დასრულდებოდა?
ერთხელ კიდევ ,რომ გამხდარიყო მასთან ყოფნის და სიყვარულის მონა რა შეიცვლებოდა ამით? მხოლოდ ის ,რომ ახლა შიძლებოდა ისევ სადმე ზღვის პირას პიკნიკზე ყოფილიყვნენ და ლექსოს მისი მშვენიერი ლურჯი თვალებით ისევ შეძლებოდა მისი დანახვა...
ადამიანები თავს ყოველთვის მასინ რატომ ვიდანაშაულებთ ,როცა რაღაც სასინელი უკვე მომხდარია?
ყოველთვის წარსულის შეცვლას რატომ ვლამობთ ?
სუნთქვა შეეკრა და რაღაც არანორმალურად მოუნდა მის გამო კიდევ არაერთხელ ეთქვა ბინძური ტყუილი. ოღონდ ახლა შეძლებოდა გამოხედვა და მისი დანახვა.
გვერდით მოუწვა და თავი კისერში ჩაუდო. ლევანს უნდოდა მოეცილებინა ,მაგრამ შეეცოდა და თავი დაანება.
-დედამისს ვესაუბრე.გაგიჟდა საწყალი ქალი. მითხრა .რომ ხვალ მისი გამოსვლაა,რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროს. ზეგ დილით ჩამოვა
-ძალიან კარგი_მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს ლევანმა_ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება
-როგორ ვერ გავიგეთ თუ ამათ შორის ასეთი სერიოზული რამ ხდებოდა?
-დარწმუნებული ვარ დიდი ხანი არაა რაც ერთმანეთს ხვდებიან
-მეგონა შენს ძმისშვილს საქმრო ყავდა
-ერთმანეთს დაშორდნენ და ახლა ვხვდები მიზეზს.
-რა გაუჭირდა ჩემს შვილს იმის ფასი საქმე ბანდიტებთან დაეჭირა? რაში სჭირდება თამაში,როცა ყველაფერი აქვს. ფულის სესხება კრიმინალური ცხოვრების მქონე ხალხისგან? გაუგონარი ამბავია_გაგიებას ცოტაღა უკლდა ირაკლის
-ახალგაზრდაა და შეცდა. მოდი იმაზე ვიფიქროთ,რომ ყველაფერი კარგად იყოს . გაკვეთილი იქნება ეს ამბავი.
ორივემ პალატისკენ გაიხედა სადაც მშვიდად ეძინა ლექსოს და მის მკერდზე ბარბარეს. ანიტამ ის იყო მინის კარი გამოიხურა.
-ლევანი ბიძია მე უნდა წავიდე. ხვალ დილით ისევ შემოვივლი
-ჩემი მძოლი წაგიყვანს.
-გმადლობთ. ყველაფერი კარგად იქნება_გაუღიმა ირაკლის და წავიდა.


___
ახალი თავი პატარაა ,მაგრამ მეტი ვერ მოვასწარი.ხვალ დიდი დაიდება



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა ძალიან მომწონს <3 ველოდები შემდეგ უფრო დიდ თავს :***

 


№2  offline წევრი .anka.

ძალიან კარგი იყო smile

 


№3  offline წევრი lisebeth

Just give me a Hand . . .
განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა ძალიან მომწონს <3 ველოდები შემდეგ უფრო დიდ თავს :***

.anka.
ძალიან კარგი იყო smile

დიდი მადლობა <3

 


№4  offline წევრი lamazmani

Kaia momwons magarad veli axal tavs male dade

 


№5  offline წევრი თათა

Ra gamikete gogo es chem leqso,rogor damitanje,sawyali :( ;D ai dzalian kargia,warmatebebs gisurveb ♥♥♥♥

თათა
Ra gamikete gogo es chemi leqso,rogor damitanje,sawyali :( ;D ai dzalian kargia,warmatebebs gisurveb ♥♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№6  offline წევრი lisebeth

lamazmani
Kaia momwons magarad veli axal tavs male dade

თათა
Ra gamikete gogo es chem leqso,rogor damitanje,sawyali :( ;D ai dzalian kargia,warmatebebs gisurveb ♥♥♥♥

თათა
Ra gamikete gogo es chemi leqso,rogor damitanje,sawyali :( ;D ai dzalian kargia,warmatebebs gisurveb ♥♥♥♥


უღრმესი მადლობა მიყვარხართ

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

დღეს ველოდებოდი შემდეგს :(((

 


№8  offline წევრი lisebeth

Just give me a Hand . . .
დღეს ველოდებოდი შემდეგს :(((


გამოგზავნილია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent