შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენსი, მე შენ გგრძნობ!


28-07-2015, 14:40
ავტორი MarryLap
ნანახია 2 380

თავი 2
* თხრობას აგრძელებს ნენსი.
როდესაც გავიღვიძე, უფრო სწორად მან გამაღვიძა ჯერ კიდევ ახალი ამოსული იქნებოდა მზე. მას მხოლოდ დიდი ცისფერი ჯინსი ეცვა შავი ქამრით და თეთრი ტრუსი უჩანდა. თმაზე მეფერებოდა. როგორც კი თვალებში ჩავხედე მაშინვე გასული ღამე გამახსენდა : მის სახლში მოვედით, ჩემი ჟაკეტი და ჩანთა მის ოთახში დავყარე, თავბრუ მეხვეოდა არა სასმლის გამო, არამედ მისი მომნუსხველი ღიმილის გამო. ჟრუანტელი მივლიდა მისი შეხებისას და ტუჩებს ძალაუნებურად ხან ერთმანეთს ვაშორებდი, ხან პირიქით ძლიერ ვაჭერდი კბილს რომ გავჩუმებულიყავი. ის ნელა აკეთებდა ყველაფერს და მე ეს მომწონდა. რბილი და დიდი საწოლი ჰქონდა, თავს კარგად ვგრძნობდი და ის ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. კაბა გამხადა, ფეხები წელზე შემოვაჭდე, მან მაისური ერთი ხელის მოძრაობით გაიძრო და მოისროლა კუთხეში, შემდეგ მწყურვალე ლომივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს და მეც არ გამიწევია წინააღმდეგობა...
-ჰეი, კარგად ხარ? - ფიქრებიდან მისმა ახალგაღვიძებულის ხმამ გამომარკვია.
-რა გქვია? - ახლა გამახსნდა რომ მე ჯერ მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
-ლილე.
-მაგარია.
-ყავა გინდა?
-არა.
-მე კიი. გამიკეთებ? - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-მერე შენები სახლში არ არიან? სირცხვილია.
-ჯერ ყველას სძინავს ექვსის ნახევარია.
-კარგი. - საბანს ვიფარებდი სხეულზე და მინდოდა ჩემი კაბა ამეღო, მაგრამ ის ძალიან შორს იყო მე კი შიშველი ვიყავი და მომერიდა ადგომა. მას შევხედე და მიხვდა რაც მინდოდა, მაგრამ ხალყბად გამიღიმა და გავიდა ოთახიდან.
-ჩემი მაისური ჩაიცვი თუ გინდა. - მომაძახა და წავიდა. - სამზარეულოში დაგელოდები.
მე ავდექი, ჯერ აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე ხუთ წუთში და შემდეგ მისი კალათბურთის შორტი და მაისური ჩავიცვი. საძინებლიდან გავედი და მისი ხმა საიდანაც მოდიოდა იქით წავედი.
-აბა, რა ვჭამოთ? მე ყავას გავაკეთებ. - მან მითხრა.
-კარგი მაშინ მე ბლინებს შევწვავ. თაფლით ძალიან გემრიელია. - შევთავაზე.
-მმმ გემრიელად ჟღერს. - მუცელზე მოისვა ხელი, მომიახლოვდა, მაკოცა და შემდეგ ისევ თავის საქმე განაგრძო. მე თხუთმეტ წუთში შევწვი ბლინები და მაგიდის გაწობას შევუდექი, ის მომიახლოვდა უკნიდან და ხელები მომხვის წელზე, შემდეგ მხარზე მაკოცა და როდესაც ჩემი ყურადღება მასზე გადავიტანე რამდენიმე ბლინი აიღო და გაიქცა.
-ეიიი, უსამართლობაა ჩვენ ერთდროულად უნდა ვჭამოთ მოდი ააქ.
ის მაგიდის მეორე მხარეს იდგა და თან ჩემს გაკეთებულ ბლინებს მიირთმევდა.
-კაი მაშინ, შენ თაფლს არ წაგისმევ. - ვითომ გავიბუსხე, ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ცხვირი ავიბზუე.
-კაი, კაი ეგ არ გამახსენდა. - შემდეგ მან დააბრუნა ბლინები თეფშზე მე კი კმაყოფილი სახით ვუყურებდი. ის კვლავ მომიახლოვდა, წელზე მომკიდა ორივე ხელი და მაგიდაზე დამსვა. მე ფეხები შემოვხვიე და თმაში შევუცურე ხელები. ორივე ვიცინოდით, მან ხელი შემიცურა შორტის ქვეშ, მე კი ჩავარტყი
-უნდა ვჭამოთ გეყოს.
-გთხოოვ.
-არა, ახლა არაა მაგის დრო, გეყოს.
-ოოო კაი.
შემდეგ ჩვენ გემრიელად მივირთვით ჩემი გაკეთებული საუზმე და დავლიეთ მისი ადუღებული ყავა. ყველაფერი შესანიშნავად იყო, შემდეგ თეფშები გავრეცხე და ლილემ მითხრა სადღაც უნდა წაგიყვანოო.
-სანამ ლექცია დამეწყება მინდა, რომ მოვასწრო შენთვის რაღაცის ჩვენება.
-კარგი და სიურპრიზია თუ მეტყვი სად მივდივართ?
-სიურპრიზია.
-მოიცა და ასე ხომ ვერ წამოვალ გამოვიცვალო უნდა.
-წამოდი მერე რაა.
-სახლში ამ ტანსაცმლით ვერ მივალ ლილე.
-ნუ ხო, კაი მაშინ მიდი ჩაიცვი შენი კაბა. - მე მივირბინე მასთან ვაკოცე და საძინებელში წავედი.
მას შავი აუდი ჰყავდა. ძალიან კომფორტული მანქანა იყო. თავს კარგად ვგრძნობდი. რახანია ასე აღარ ვყოფილვარ.
-მართვის მოწმობა გაქვს? - მან მკითხა.
-მეკაიფები? მანქანის ტარება არც კი ვიცი.
-ხოდა მგონი დროა რომ ისწავლო. - ერთი საათის მგზავრობის შემდეგ მივედით ავტოდრომზე, რომელიც დაკეტილი იყო.
-უკანონო შეჭრა. კაი რაა გაგიჟდი? დაგვიჭერენ. არ მინდა თან მეშინია მანქანის ტარების. მარტო ვერ დავჯდები საჭესთან.
-ჩემს გვერდით ნურაფრის ნუ გეშინია ნენსი. ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან ადვილია.
-ო ღმერთო რა შარში ვარ. - მან გაიღიმა და გზა განვაგრძეთ. მართლა არ მეგონა თუ ასეთი საინტერესო და სახალისო იქნებოდა მართვის სწავლა. ერთ საათში უკვე თავისფულად დავაქროლებდი მანქანას და ძალიანაც ბედნიერი ვიყავი.
-ააააა რა მაგარია. ძალიან დიდი მადლობა ლილე დღის მშვენიერი დასაწყისისთვის. - მასთან მივედი და ჩავეხუტე მთელი ძალით. მან კი ხელში ამიყვანა და დამატრიალა. როდესაც დამსვა სათვალე მოვხსენი და თვითონ გავიკეთე. - ეს ახლა ჩემია.
-ძალიან გიხდება.
-ვიცი. - პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი და კვლავ მანქანაში ჩავჯექი.
ისიც მოთავსდა მძღოლის სავარძელში და მუსიკა ჩართო.
-ძალიან მხიარული გოგო ხარ ნენსი და ძალიან მომწონხარ.
-მეც ძალიან მომწონხარ.
მან ხელი დამადო მკლავზე, რომელიც ფეხზე მქონდა მოთავსებული. შემდეგ ტუჩენთან მიიტანა და მაკოცა. მე იმ ხელით თმა შევისწორე, მან კი ფეხზე მომკიდა ხელი და ნელ-ნელა ზევით აცურებდა. მე გავაჩერე ის, ლილემ კი ხელი მომიჭირა და გამიღიმა.
-ნუ გეშინია, ამას მანქანაში არ ვაპირებ.
მან სახლში მიმიყვანა, შორიახლოს დამელოდა სანამ წიგნებს ჩავალაგებდი ჩანთაში და გამოვიცვლიდი.
-აღარ მეგონა თუ გაგახსენდებოდა სახლი რომ გაქვს. - სახლში შესვლისთანავე დედაჩემი მომახტა თავისი ლექციებით - ასე უპასუხისმგებლოდ რატომ მოიქეცი ნენსი? რომ მიდიოდი პირდაპირ გაგეფრთხილებინე ანკასთან რომ რჩებოდი არ შეიძლებოდა?
-კაი რაა, ხომ მოგწერე რაღა გინდა მეტი. ეხლა სკოლაში მაგვიანდება უნდა წავიდე არ მცალია.
-გაკვეთილები მაინც გაქვს მომზადებული?
-დედა, მეთორმეტე კლასში ვარ და მასწავლებელი როგორმე გადაიტანს თუ არ ვიცი რამე გაკვეთილი.
-უნამუსო ადამანი ხარ სულ შენ რატომ უნდა მანერვიულებდე.
-დამანებე რა თავი არ შეიძლება? რა გჭირს დღეს რა დაგემართა? ასე არასდროს მოქცეულხარ. რა იყო პირველად დავრჩი ანკასთან? ბოდიში რომ პირდაპირ ვერ გითხარი და ამის შესახებ მესიჯით შეგატყობინე.
-წადი, თავი დამანებე, წადი სადაც გინდა.
-დიახაც წავალ.
სასწრაფოდ ამოვიცვი კაბა და შავი გეტრები, ნაცრისფერი ზედა გადავიცვი, ჩანთაში ჩავალაგე წიგნები და გამოვვარდი სახლიდან. ლილეს მანქანა მოშორებით იდგა დედაჩემს რომ არ შეემჩნია, ამიტომ რამდენიმე მეტრის გავლა მომიწია და შემდეგ ჩემი ადგილი დავიკავე.
-წავედით.
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ წავიდეთ მალე.
-კარგი. -სკოლამდე მთელი გზა ხმა არ ამომიღია არც მე და არც მას. შემდეგ მივედით, მან მანქანა გააჩერა და მკითხა
-სკოლის მერე გამოგიარო? რომელზე გიმთავრდება გაკვეთილები?
-არ ვიცი. მოგწერ შენი ნომერი ჩამაწერინე.
-მომეცი ტელეფონი. - მეც გავუწოდე და თავი ტელეფონზე დარეკა. - კარგი დროებით ლამაზო.
ის გადმოიწია საკოცნელად, მაგრამ მე თავი ავარიდე, გადმოვედი მანქანიდან და ჩემს მეგობრებს შევუერთდი.
-ეს ვინ არის? ვაუ, მაგარი მანქანაა.
-ქეთი გეყოს. მეგობარია ჩემი.
-რამდენი წლისაა?
-ცხრამეტის. კაი ვსიო მორჩა დაკითხვა წავედით კლასში.
დედაჩემის გამო ცუდ ხასიათზე ვიყავი, ყველაზე ბრაზს ვანთხევდი, ამას ვხვდებოდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent