შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (2)


28-07-2015, 23:57
ავტორი stewart
ნანახია 2 111

-ნინა! ჩაილაპარაკა ვიღაცამ და შიშისგან შევხტი. არც კი მეგონა აქ ჩემს გარდა ვინმე თუ იყო. ნელა მივატრიალე თავი კარისსკენ და კაცს შევხედე რომელიც გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა.
-ნინა! კიდევ ერთხელ გაიმეორა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ
-მე არ ვარ ნინა! ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება და მაგიდას მთელი ძალით ჩავაფრინდი.
-ოჰ დაბრუნდი ვაჟბატონო? იას ხმა მომესმა და ამოვისუნთქე თორემ ეს კაცი ისე მიყურებდა მეგონა ჩემთვის რამის დაშავებას აპირებდა
-დედა,ნინა... გაიმეორა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
-წამოდი იქეთ გავიდეთ. ხელით გაიყვანა ქალმა მისაღებში. შეშინებული ვიჯექი და ვერაფრით წარმომედგინა მართლა ასე ვგავდი ნინას? როგორ შეიძლება ისეთი ფიზიკური მსგავსება ყოფილიყო ორ სრულიად უცხო ადამიანს შორის რომ ოჯახის წევრებსაც ვერ გაერჩიათ?
ორ წუთში უკან შემობრუნდნენ. კაცი,რომელიც ლუკად გამეცნ ჩემს წინ დაჯა და ფუნთუშები თეფშზე დაიხვავა.
-მთელ ღამეს სად იყავი გენაცვალე? თბილი ხმით მაგრამ მაინც მკაცრად კითხა იამ და ჩვენთან ერთად თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.
-ლელასთან დავრჩი. პირგამოტენილმა უპასუხა ლუკამ და მადიანად გააგრძელა ჭამა.
-არ მომწონს ეგ გოგო.
-სამაგიეროდ მე მომწონს. ხმით გაიცინა კაცმა და ამით ანიშნა დედას,საუბარი დასრულებულიაო.
ამ ოჯახში ჩემი ცხოვრება იმდენად ჩვეულებრივად გაგრძელდა, თითქოს დაბადებიდან აქ ვიყავი. ჩემი ამბავი ყველას ერთად გავანდე,არ იმსახუებდნენ ჩემგან ტყუილს. იამ თქვა თავიდანვე ვიცოდითო და დამნაშავესავით გამიღიმა,მაშინ უფრო შემიყვარდა ეს ქალი. ამასობაში ორი თვე გავიდა და ივლისმაც მოაღწია. შუა რიცხვებში უკვე ისეთი სიცხე იყო ოთახიდან ოთახში აღარ გავდიოდით,თან იაკო კონდინციონერის ჩართვის უფლებას არ გვაძლევდა-ჰაერს აშრობსო. ჰოდა ერთ დღესაც ლუკამ გამოაცხადა მე და ნატალი ბაჩანას აგარაკზე წავალთო. ყველამ აიტაცა ეს იდეა,ყველამ-ჩემს გარდა. ისედაც ძალიან ვაწუხებდი ამ ხალს ახლა კი უცხო ადამიანიც უნდა შემეწუხებინა. ეს რომ ლუკას ვუთხარი კინაღამ გაგიჟდა რა უცხო,ბაჩა იას ნათლულიაო. რომ გითხრათ ამ წინადადებამ მთლად დამამშვიდათქო,მოგატყუებთ მაგრამ მაინც დავთანხმდი და მეორე დღისით უკვე ყაზბეგისაკენ ავიღეთ გეზი. ბაჩანას სახლი როგორც ჩანს ჯუთაში მდებარეობდა,დიდი გალავნით გამოყოფილი ასეთივე უზარმაზარი სახლი იყო. ჭიშკარი ღია დაგვხვდა ამიტომ პირდაპირ მივაშურეთ სახლის გვერდით მდებარე მოწნულ მაგიდა-სკამებს,სადაც პლედებში გახვეული გოგო-ბიჭები ირეოდნენ. ჩვენს დანახვაზე ყველა ერთიანად გაჩუმდა და მოგვაშტერდა. ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი წარსულის შესახებ ბაჩანას გარდა არავინ იცოდა,მაგრამ მაინც სირცხვილით ვიწვოდი.ასე მეგონა სახეზე მეწერა ჩემი აწ უკვე ყოფილი „პროფესია“. ლუკამ პირველად ჩვენი მასპინძელი,ბაჩანა არაბული გამაცნო. წარბები კუშტად ქონდა შეკრული,არ იღიმებოდა თუმცა მაინც თავაზიანად ჩამომართვა ხელი და ისევ სხვებს მიუბრუნდა. რაღაც სიცივემ დამიარა მისი შეხედვის თანავე,მივხვდი რატომაც იყო ჩემდამი მტრულად განწყობილი და ამის გაცნობიერებაზე ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში,როგორც ჩანს არც ისე მარტივი რამდენიმე კვირა მელოდა წინ.
დანარჩენ საზოგადოებასთან უცებ შევედი კონტაქტში. ლუკამ ჩემი თავი ბიძაშვილად გააცნო და ამით ეჭვი არავის გასჩენია ამიტომ ყველას დავუმეგობრდი. გოგოები სულ სამნი იყვნენ,ორი მათგანი გათხოვილი იყო და ქმრებთან ერთად ისვენებდა. ერთი კი მარტოხელა დედა,რომელიც უაყვარლეს 5 თვის მაშოს ზრდიდა. ეს ბავშვი იმ წამიდან შემიყვარდა როცა ხელში ავიყვანე,სანაცვლოდ კი ისე გამიღიმა რომ მთელი გული გამითბა. მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი თეასთვის დასვენების საშუალება მიმეცა და მაშოსთან მეტი დრო გამეტარებინა. დღეები ერთმანეთს ცვლიდა და ჩემი აქ ყოფნის ერთი კვირის თავზე ბაჩანას ანგარიშზე ორი მკაცრი გამოხედვა,ზიზღი და იმედგაცრუება ირიცხებოდა. თითქმის არ ვლაპარაკობდით,თუ არ ჩავთვლით გაცნობის ცერემონიალს და ერთ დილას-საუზმეზე რომ მთხოვა მარილი მომაწოდეო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,მისი მეგობარი ლუკას ხათრით რომ ჩემი ატანა და მასპინძლობა უხდებოდა.
ნელ-ნელა ღამით დაძინებას მივეჩვიე მაგრამ ხანდახან კოშმარები მაინც მახსენებდა თავს მესიზმრებოდა როგორ მცემდა კლიენტი და როგორ გრძელდებოდა ეს დაუსრულებლად. გაღვიძებული კი ძილის შებრუნებას ვერ ვახერხებდი. ჩვენი ჩამოსვლიდან ზუსტად ერთი კვირის თავზეც იგივე განმეორდა,შეშინებული და ატირებული გამოვედი ოთახიდან,დილის ოთხი საათი იყო. სამზარეულოში წვენის დასალევად შევედი მაგრამ შევკრთი,ბაჩანაც იქ იჯდა და გაუნძრევლად უყურებდა ერთ წერტილს. გამობრუნება დავაპირე მაგრამ შემამჩნია და შემოდიო მითხრა. აკანკალებული ხელით ძლივს მოვახერხე მაცივრიდან წვენის გამოღება და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-არ გეძინება? მკითხა ისე,სასხვათაშორისოდ. მე მხოლოდ თავი გავაქნიე,ვიცოდი ახლა ხმა რომ ამომეღო ან ჩახლეჩილი მექნებოდა ან აკანკალებული.
-ხო პრინციპში ღამით ძილს კი არა მუშაობას ხარ მიჩვული. ჩაიღიმა ცალყბად და წვენი თავადაც ჩამოისხა ჭიქაში. უნებურად შევკრთი მის სიტყვებზე და ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს ორგანიზმში წვამ. სწრაფად ავდექი და გასასვლელად მოვემზადე აღარ მინდოდა კიდევ რამე ეთქვა.
-იცივფიქრობ და ვერაფრით გამიგია ამ გზას თავისით არავინ ირჩვს. მხოლოდ ის ვინც სულიერადაც ბო*ია.
-მერე რა იცი,იქნებ მეც სულიერად ბო*ი ვარ? ცალყბად ჩამეცინა და სწრაფად დავტოვე იქაურობა. კიბეებზე მთელი ძალით ავვარდი და საწოლზე დაშვებულს ყრუ კივილი აღმომხდა. მიუხედავად იმისა რომ დღეში რამდენიმე კაცთან მქნდა სექსი,ზოგი კიდეც მცემდა,ასეთი შეურაცხყოფილი არავის დავუტოვებივარ. ვიწექი პირქვე დამხობილი და უაზროდ ვზლუქუნებდი. არ იყო ბაჩანა კარგი ადამიანი,მხოლოდ იმიტომ რომ განსჯის საგნად აქცია ის,რაც რეალურად არც კი იცოდა და წამსვე გამომიტანა განაჩენი. მთელი ღამის განვალობაში ვტიროდი,მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა და როცა გავიღვიძ უარესი დამხვდა-ტირილისგან ქუთუთოები ერთმანეთზე მიმწებებოდა და თვალებს ვეღარ ახელდი. არ ვიცი რამდენი საათ ვიყავი ასე გაშოტილი და ვცდილობდი პანიკას არ ავყოლოდი მაგრამ ცოტა ხანში დიანა ამოვიდა უნდა ეკითხა ხომ კარგად ხარ-ო,მაგრამ ამ მდგომარეობაში რმ დამინახა შემკივლა და ის ჩავარდა პანიკაში.
-შენ რა,მთელი ღამე ტიროდი? ნერვიული ხმით ლაპარაკობდა და უჯრას ქექავდა ბამბა რომ მოეძებნა.
-არა რა ვტიროდი. ვიცრუე დამაჯერებლა
-ნუ მატყუებ თვალები დასიებული გაქვს. დაიღრინა გოგომ და სხველი ბამბის ნაჭერი ქუთუთოებზე დამისვა. რამდენიმე წამში ვიგრძენი შვება და თვალები გავახილე. ახლა კი წამოდი ვისაუზმოთ-ღიმილით გადმომხედა დიანამ და ჩემი ოთახიდან გავიდა. მოვწესრიგდი მაგრამ თვალებს ვერაფერი ვუშველე,სიმართლე რომ ვთქვა გულის სიღრმეში მინდოდა კიდეც რომ არაბულს დაენახა მისი მწარე ენის შედეგები და სინანული მორეოდა. თუმცა ოთახში რომ შევედი ყველამ გამოხატა შეშფოთბა,რაღა თქმა უნდა არაბულის გარდა. ინდიფერენტული სახით იჯდა და მშვიდად ილუკმებოდა. ისე გავბრაზდი მზად ვიყავი მეორედ დამეწყო ტირილი. სასადილო ოთახიდან სამზარეულოში გავედი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე,წყლის ხმაში ვერც კი გავიგე როგორ ამომიდგა გვერდით ვიღაც.
-მაპატიე. ჩუმი ხმით თქვა ბაჩანამ და ცხელი სუნთქვა ყელზე მომაფრქვია.-მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
----------------
ჩემდა მოულოდნელად,ქალაქიდან მომიწია გასვლა. დაგეგმილი არ მქონდა ამიტომ ვერც გაგაფრთხილეთ და ვერც ვერაფერი
ასე რომ ბოდიშს გიხდით. ხვალ აუილებლად დავდებ უფრო დიდს უბრალოდ ერთ საათში ამის მეტის დაწერა ვერ მოვასწარი.
ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი miyvarxar1992

Kargi iyoo.gaagrdzele.veli shemdegss.warmatebebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent