შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[6]


29-07-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 926

ლამის იყო წავქცეულიყავი..ის რას მეუბნებოდა..კიდევ კარგი მალე გასცილდა კარის ზღურბლს..დაბნეული შევყურებდი საკუთარ თავს სარკეში...
ეს მამის მზრუნველობა იყო,თუ შუა ხნის კაცის გატაცება?რას ნიშნავდა ეს ყოველივე..ან იქნებ ისე მითხრა...მეორე „მე“ ისევ მებრძოდა...ან იქნებ წარმოსახვა ისე ჩამკეტოდა,რომ ვაკუუმი თანდათან მღრნიდა.
„ალბათ,არ ესიამოვნა,მამა რომ ვახსენე“-ადვილად გამოვიტანე დასკვნა,მაგრამ ამ აზრს მაინც ვერ ვიშორებდი..თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო,სად იყო გამოსავალი? არც არსად...აი,პასუხი,რომელიც მუდამ ყურში ჩამესმოდა..
საკუთარ თავს დავუწყე დაკვირვება..ლოყები გამწითლებოდა და ქერა თმა მხრებზე ჩამომშლოდა...ცისფერი თვალები ისევ გიზგიზებდა..ეს,ალბათ,ადრენალინი იყო? პატარა ცხვირი თვალებს თითქოს ერთმანეთისგან აშორებდა,რომ არ შეყვარებოდათ ერთმანეთი,რომ არ შერწყმოდნენ ერთურთს და მთლიანობად არ ქცეულიყვნენ...საშუალო ზომის პირი ცხვირის ქვემოთ,პატარა ყურები...ნორმალური ზომის ნიკაპი და გრძელი კისერი...175 ვიქნებოდი სიმაღლეში და,იმისდა მიუხედავად,რომ ჩემთვის ვარჯიში უცხო ხილი იყო,მაინც კარგ ტანზე ვიდექი.ისეთზე,რომ ბევრს შეშურდებოდა,მაგრამ განა ეს მანაღვლებდა იმ წამს? გული ისე მიტოკდა,რომ არ ვიცი...
გავიხადე და საცვლებით ავიტუზე სარკესთან..პიჟამოს დავუწყე ძებნა,მაგრამ მზერა მალევე შემიჩერდა საშუალო ზომის მკერდზე..ადრე არ დავფიქრებულვარ ამაზე,მაგრამ ძალიან მიმზიდველი უნდა ყოფილიყო...გამახსენდა,როგორ ამომხედა ბიჭმა,რომელსაც ბოლოს ასანთი მივყიდე...აშკარად,მას უყურებდა-ამას ახლა მივხვდი...საჯდომიც მიმზიდველი მქონდა...სწორი ფეხები ...ბუნებრივად დამყვებოდა სილამაზე,მაგრამ სიღარიბე...აი,ეს იყო ჩემი ბედი...
მაგრამ არასდროს მიცდია მისი გამოყენება ფულის საშოვნელად..ვერც კი ვხვდებოდი,რატომ ვფიქრობდი ახლა ამაზე,მაგრამ კონცენტრაცია,რომ მიჭირდა აშკარა იყო..ბორდელში არასდროს ამოვყოფდი თავს..არასდროს დავეცემოდი და საკუთარ პატვმოყვარეობას არ შევლახავდი..ეს იყო ერთადერთი რამ,რაც დამრჩებოდა.საკუთარ სხეულ არასდროს გავყიდდი,თუნდაც იმ იმედით,რომ სული კვლავ ჩემს განკარგულებაში იქნებოდა.
აი,ასეთი იყო ანი და ამას ორივე „მე“ ეთანხმებოდა..აი,რაშიც თანხმდებოდა ეს ორი ცრუპენტელა..მხოლოდ ამ ერთ საკითხში..თუმცა მთავარში..კიდევ კარგი,მაგრამ მერე ერთმანეთის დახოცვა რომ დაეწყოთ.თავ-ბედი არ მექნებოდა საწყევლი?
ღიმილით ჩავრთე ტელევიზორი...რაღაც გადაცემას დავუწყე ყურება,მაგრამ მალევე მომბეზრდა...როგორი დაძაბული ვიყავი..ისეთი,რომ რეალობა და წარმოდგენა ერთმანეთში მთლად ამრეოდა..თითქოს ჯაჭვივით გადახლართულიყვნენ ეს ორნი და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ.
მერე და ძილი რომ არ მეკარებოდა.ადრე კი ისე გემრიელად ვეშვებოდი სიზმრებში.აშკარად,ნერვიულობამ ამიტანა.თვალები არ მეხუჭებოდა,თითქოს რაღაც სქელი ფენა აკავებდა მათ.
გვიანი კი იყო,მაგრამ გადავწყვიტე ნათიასთვის მაინც დამერეკა.ჩემი დაქალი იყო და საუკეთესო მრჩეველი,მსმენელი....ჩემი სულის ნაწილი,რომელიც არ გამქრალა,ჯერ კიდევ ცოცხლობდა.დიახ,ცოცხლობდა და არც არასდროს გაწყვეტდა არსებობას.ის ხომ ისე მჭირდებოდა,როგორც ხელს თვალი და თვალი ხელს.
-ნათია,მე ვარ...-დაბნეულმა დავიწყე.
-ასე გვიან,ანი..არ მჯერა..-აღფრთოვანება შევატყვე მის ხმაში.
-ბაკურიანში ვარ.-მართლა?
-კი,მართლა და ეს კაცი ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა...-დაეჭვებით დავუწყე საუბარი,მაგრამ საკუთარ ფიქრებზეც კი ვიბეოდი.
-ღადაობ? კარგი ადამიანიო,არ თქვი?-კი,არის,მაგრამ...-ყველაფერი დეტალებში მოვუყევი.
-მიხარია,რომ ისევ ასე ახლოს ვართ,ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს...
-ჰო,მაგრამ..რა გავაკეთო?
-ჯერ არაფერია საგანგაშო.სხვა გამოსავალიც არ გაქვს..იქნებ დაიწყო მუშაობა,მერე სადმე დაიქირავებ ბინას და...-როგორც ყოველთვის ის საუკეთესო მრჩეველი იყო.ტელეფონიდანაც კი ვგრძნობდი მის მაჯისცემას.
-ვნახოთ..მადლობ,ნათ.-ანი,რას ამბობ.
-შენ სკოლაში ხარ ხვალ წასასვლელი,არა?-კი,გოგო.
ნათიას დავემშვიდობე და მივაშტერდი ხედს,რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა..თოვლი,თოვლი და ისევ თოვლი!როგორ მიყვარდა ეს...
არ მეძინებოდა და გარეთ გავედი..ახლოს სადღეღამისო კაფე იყო და იქ შევედი.ყავა შევუკვეთე და ნელ-ნელა დავუწყე წრუპვა.მხოლოდ მე ვიყავი და საათის წიკ-წაკი მკაცრად ჩამესმოდა...აბა,რა იქნებოდა,როცა აღელვებულ გულისცემასთან ერთად საათის ხმაც გაბრუებს...იქნებ ეს სულაც არ იყო გაბრუება..იქნებ სხვა რამ იყო..მაგრამ რა?
მიმტანმა აღელვება შემნიშნა და წინ დამიჯდა.გამიკვირდა მისი ქმედება და უბრალოდ გავუღიმე.
-ასე გვიან რა გინდა?-ვერ დავიძინე.
-რა გქვია?-ანი,შენ?-ლინდა.
-ყავას არ დალევ?-ქალმა ისე მკითხა,თითქოს მისი დიდი ხნის ნაცნობი ვყოფილიყავი.სიმართლე,რომ ვთქვა,გამიკვრიდა მისი მზრუნველოდა.“კვლავ დაიარებიან ამ ორომტიალში კეთილი ადამიანები“-გავიფიქრე და ქალს,ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, ვუპასუხე.
-დიახ,დავლევ-ვუპასუხე და მადლობა თვალებით გადავუხადე.
აღელვებული ხარო,მკითხა,მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე და მზერა მოვარიდე.ყავა წინ დამიდო და გაღიმებული თვალებით შემომხედა.“როგორი პოზიტიური ადამაინია“-გავიფიქრე და ფული გავუწოდე,რაზეც იუარა,კი ვეხვეწე,აიღეო,მაგრამ არდა არ გამომართვა,რის შემდეგ უფრო დავრწმუნდი მასში.“რა კარგი ქალის“-ყავის წრუპვას,როცა მოვრჩი,ქალი შევათვალიერე და შემდეგ ვკითხე:-გინდა გავისეირნოთ?-მან პასუხად თავი დამიქნია და წინ გამიძღვა.კაფის კარები ჩარაზა და ისევ მე მომიბრუნდა.
თოვლში გვერდი-გვერდ მივდიოდით,ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი..
-ოჯახი გყავს?-რატომღაც ვკითხე ლინდას.ალბათ,უხერხული სიჩუმის განმუხტვას ვცდილობდი.ვაკვირდებოდა მის ნაბიჯებს და თავად მიკვრიდა,რატომ.ისევ თოვდა და თმებზე მეცემოდა.“სნეგურაჩკა“ გამახსედა.მისი ხომ ბავშვობაში მჯეროდა..მჯეროდა მანამ,სანამ,ერთ ახალ წელს,მამა მთვრალი არ შემოვარდა.მახსოვს,როგორ მომიკლა გული,არც სანტა არსებობს,არც ელფები და არც „სნეგურაჩკაო.“დღესავით მახსოვს როგორ ავტირდი და იმ არაკაცმა მე და დედა დიდი ამბითა და ზარ-ზეიმით აწყობილი ნაძვის ხე ფეხის დარწყმით წააქცია,მერე სამზარეულოში შევიდა და გემრიელობების გადაჭმა დაიწყო,ერთი თქვენიცო.დედა ვერ შეეწინაარმდეგა,მეტიც,ხმაც კი ვერ ამოიღო საწყალმა,მე კი რას გავაწყობდი,ჩემს სორიში ატირებული შევედი და საბანში შევძვერი,თითქოს ასე მოვწყდებოდი მამაჩემი მწარე რეალობას და სხვა სამყაროში გადავფქრინდებოდა.იმ საღამოა,ასე შევხვდი ახალ წელს,ატირებული და გულმოკლული.მის შემდეგ ეს დაგვებედა.არც ერთ ახალ წელს აღარ მოგვილხენია და,მეტიც,ამ დღეს,საბოლოოდ,დასამართა ჩვენი ოჯახური სიამტკბილობანა.
-მე?!-მხრები აიჩეჩა და მერე განაგრძო..-ქმარი დამშორდა..-ქალის ხმიდან მწუცარება გამომსჭვიოდა.
-ვწუხვარ.-წუხარ.ის დიდი ხნის წინ იყო..შენ?
და ჩემი სუსტი წერტილი გამოჩნდა...ჩემი ოჯახი..არ ვიცი,რატომ,მაგრამ მოვუყევი მათზე...ბოლოს გადავწყვიტე,მამუკაზეც მეამბო.ლინდაც აღშფოთა,შევეცოდე,ალბათ.უხმოდ გადამეხვია ქალი.აკანკალებული ვიყავი,მთელი სხეულით ვთრთოდი,ტუჩები ჩამლურჯებოდა...
-ჩამოვჯდეთ-სკამზე დამსვა..აცრემლიანებულ თვალებში მიყურებდა..
-აი,ეს არის,რაც მადარდებს,მაღელვებს..
-დამშვიდდი..
-მოდი,ისევ კაფეში დავბრუნდეთ..იქ თბილა-მზრუნველად ჩაილაპარაკა.
ისევ იმ მაგიდასთან დავსხედით.გათენებიბამდე ვსაუბრობით,მერე წამოვდექი,გადავეხვიე და კარებოსკენ ავიღე გეზი-ჩემი წასვლის დროა.
ის უკან გამომედევნდა და ხელში რაღაც ფურჩელი დამაკავა.არ მიკითხავს,რა იყო,როცა ნომერში ავედი,გავშალე,მისი ნომერი იყო...გამეღიმა და ჩავილაპარაკე:-კეთილი ადამიანებიც არსებობენ!
ცხოვრება ბრძოლაა,ბრძოლა,რომელშიც არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი...დიახ,ის ყველაზე საშიშია...იმედის დასამარება-ეს ბოლო ნაბიჯია საკუთარი თავის დამარხვისკენ.
მთელი ღამის უძინარი ვიყავი,მაგრამ მაინც ფხიზელი..კი,გამიკვირდა,მაგრამ ამაზე აღარ დამიწყია ფიქრი.სასადილოში ჩავედი,სადაც ვსაუზმობდით ხოლმე,მამუკა იქ დამხვდა,სიგარეტს ეწეოდა.მის წინ დავდექი,მაგრამ არ შემიხედავს.უხერხულად ვიჯექი.უხმოდ დავასრულეთ საუზმეც და კვლავ იგივე განმეორდა..ისევ თხილამურები..ახლაც ნასიამოვნები დავრჩი.
ასე გავიდა რამდენიმე დღე.წასვლისას ლინდასთან შევიარე.ცოტა წავიჭორავეთ და დავპირდი,რომ,როცა მოვხვდებოქი ბაკურიანში მის კაფეში შემოვიდოდი..ვუთხარი,მაგრამ საკუთარ სიტყვებში თავად კი არ ვიყავი დარწმუნებული..უფრო მეტიც,ვფიქრობდი,რომ ის სრული სისულელე იყო.
მე და დასვენება..მე და სიმშვიდე...ეს ხომ შეუძლებელი..მე და წვალება და ტანჯვა...აი,რა არის რეალობა..ვცდილობდი,რომ ძლიერი ვყოფილიყავ..ცხოვრებისთვის შემეხედა ოპტიმისტურად,მაგრამ განა ეს ადვილი იყო?!
ისევ მანქანაში ვიჯექი და ვბრუნდებოდი,ერთი შეხედვით ჩახუთულ,მაგრამ საყვარელ დედაქალაქში...თბილისში,რომელიც ერთდროულად მიყვარდა და მძულდა...მძულდა და მიყვარდა...ეს საოცარია ან იქნებ გასაკვირი,მაგრამ ამას ვგრძნობდი..წარმოიდგინეთ,ჯაჭვი,რომლის ერთი მხარე თეთრია და მეორე -შავი-აი,ასე აღვწერდი მაშინ ჩემს გრძნობას,რომ გეკითხათ.
.თეთრი-ეს სიყვარული იყო,ხოლო შავი-სიძულვილი..მამუკასადმიც იგივეს ვგრძნობდი..ცხოვრებისადმიც...და საერთოდ მთელი სამყაროსადმი..
უცნაური გოგონა,რომელსაც არ ჰქონდა წარსული,აწმყოში რაღაცას ეპოტინება,მაგრამ მისი მომავალი ჯერჯერობით განუსაზღვრელია...აი,ასეთია ანის,ჩემი,ცხოვრება...
ისევ დავბრუნდით სახლში..ნაცნობი გარემო..მამუკას ბინა ისევ ისე გამოიყურებოდა,როგორც დავტოვეთ.ან ვინ შეცვლიდა რამეს? როგორ ვაკვირდებოდი დეტალებს თავადაც მიკვრიდა..მიკვირდა,მაგრამ მაინც ვაგრძელებდი იგივეს.
-ანი,დაისვენე-მამუკა თავის ოთახში შევიდა ისე,რომ არც კი შემოუხედავს.
დაბნეულმა შევაბიჯე ოთახში და წამოვწექი.ანისთან მინდოდა საუბარი,მაგრამ სახლის ტელეფონის გამოყენება არც ისე მოსახერხებელი იყო..დარჩენილი ფულით გადავწყვიტე მობილური ტელეფონი მეყიდა..მამაკაცისთვის არც დამიბარებია ისე გავედი,“ტაქსი“ დავაჩერე და ბაზარში გავედი.ყველაზე იაფფასიანი ავარციე,ნომერიც ვუშოვე და კმაყოფილი დავბრუნდი...დიდი დრო არ დამჭირვებია და მამუკასაც ვერ გაეგო ჩემი წასვლა..თუმცა მას ხომ ეძინა და რა გამოაფხიზლებდა.
ნელი ნაბიჯით გამოვედი ოთახიდათ,თითქოს უკან ვინმე მომსდევდა.სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე.შიგნით თითქმის არაფერი იყო,ფული კი მამუკას არ დაეტოვებინა,ამიტომ გადავწყვიტე,რაც იყო იმით დავნაყრებულიყავი.
მხოლოდ ორი ცალი პომიდორი და ორი ნაჭერი ყველი ელაგა.გამოვალაგე და ტაფა ჩართე.წვრილად დაჭრა პომიდორი,ყველი ზემოდან დავაწყვე და შეცწვი.ადრე ვიღაცამ მითხრა,გემრიელიაო,მაგრამ ვინ ვერ ვიხსენებ,მაგრამ,რაც მთავარია,ამ წამს მიშველა.
შემდეგ ლეპტოპი ჩავრთე და მუსიკები უმაღლეს ხმაზე გავუშვი,თან ლოგინზე ვკოტრიალობდი,მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა.გამახსენდა,რომ დღეს მამუკა გვიანობამდე არ მოვიდოდა და ნათიას დავურეკე,რომელიც შემპირდა სკოლის მერე გამოგივლიო.მისმართი ვუთხარი და გახარებული ფეხმორთხმით დავჯექი ხალიჩაზე.
მაგრამ რა უნდა მეკეთებინა,არ ვიცოდი..მანამდე რა მოიცდიდა.ლეპტოპი ჩავრთე და „მოსიარულე მკვდრების“ ყურება დავიწყე.ადრე არასდროს მინახავს,ამიტომ პირველი სეზონის პირველივე სერია ჩავრთე და ჩავუჯექი.
დროც მალე გავიდა.ზარი გავიგე თუ არა,წამოვხტი.ნათიას დანახვაზე სახე გამებადრა,კარები გავაღე.
-ურა-ბავშვივით წამოიძახა და კისერზე ჩამომეკიდა,თან ხელში სავსე პარკები ეკავა.
-როგორ გამახარე.-ნახე რა მოგიტანე?
-რა?-თვალები დავჭყიტე და ნათიას გაბადრულ სახეს ახლო ხელში შევხედე.
ხტუნვა დავიწყე ჩემი საყვარელი „ამერიკანოსა“ და “დონატების“ დანახვაზე.“ამერიკანო“ ხომ ნებისმიერ ყავას მერივდა და ეს ნათიამ შესანიშნავად იცოდა.
მაგიდაზე დავაწყვე ყველაფერი და ჭორაობა დავიწყეთ,მაგრამ მხოლოდ სასიამოვნოზე ვსაუბრობდით.არც მამუკა გვიხსენებია,არც დედა და არც მამა.
-იცი,ეკა გათხოვდა?
-რომელი ეკა?!-მხრების აჩეჩვით შევხედე.გახსენება კი დავიწყე,მაგრამ მთლად დაბინდულს ეკა კი არა,მგონი საკუთარი სახელიც არ მახსოვდა.
-ჩვენი კლასელი.
-უი,ჰო...ვის გაყვა?-ინტერესით შევეკითხე.
-ვიღაც 30 წლის კაცს.სიმპათიური მაინც იყოს,რა მოაწონა მასში.-ჰაჰჰაჰა..-დადავიხარხარე და ნათიას მონატრებულ ნაკვთებს დავუწყე დაკვირვეა.
-არ გაგიგონია,სიყვარული ბრმააო-გადაოხაირდარა და მერე დასძინა-შენც არ მოგივიდეს ასე.
-ღადაობ?-ირონიით შევხედე მის სუფფთა თვალებს.
-რა ლამაზი ხარ,შე ოხერო-ასე ხშირად მომმართავს.ჩემზე გიჟდება,მაგრამ საკუთარი გარეგნობა არ აკმაყოფილებს.
თვითონაც მაღალია,ჩემზე ოდნავ დაბალია,მაგრამ ეს შეუმძჩნეველია,არ ცუდი ტანი აქვს,პირიქით მომხიბლავია საკმაოდ,ქართულ ცეკვებზე დადის ბავშვობიდან და ხშირად მოგზაურობს.ვეუბნებოდი ხოლმე მეც წამიყვანეო,მაგრამ ყოველთვის იცოდა,რომ ვხუმრობდი.
ლამაზია მუქი თაფლისფერი თვალები და ყავისფერი თმააქვს ,მაგრამ მაინც უკმაყოფილოა,რადგან ჭარბთმიანობა აწუხებს.უკვე აღარ ვიცი,კვირაში რამდენ საათს ატარებს ეპილაციაზე.გიჟს გავს ხოლმე.რა კრემები არ აქვს..რამდენაირი ეპილატორი და თანაც სულ კოსმეტოლოგთან ზის.გამონაყარიც აწუხებდა და ახლა,მგონი ეშელა.
-არ დაიწყო შენებურად-გავუღიმა და „დონატის“ დარჩენილი დაწილი პირში ჩავიდე.
საღამოსთვის ნათია წავიდა.ისე გადავეხვიეთ,თითქოს საუკუნე ვეღარ ვნახათ ერთმანეთსო.წავიდა თუ არა,მაშინვე ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი.რა იყო ეს? ახლა კი ვიყავი კარგად,მაგრამ ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა..მუქთად ყოფნა...ოხ,ეს მწარე რეალობა იყო,მაგრამ ტკბილი და თან ისეთი,რომელიც არ გრძელდება დიდხანს.
მამაკაცი დატვირთული დაბრუნდა.ცელოფნები გამოვართვი და სამზარეულოში შევიტანე.
-ყავა ამიდუღე,თუ არ გეზარება-თხოვნით შემომხედა და თავის ოთახში გავიდა.
ვახშვიმას ხმა არც ერთს ამოგვიღია,მაგრამ,როცა სამზარეულოდან გადიოდა მომიახლოვდა და მომმართა:
-ანი,ახლა დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო.
პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი,მერე საოჯახო ნაყინი გამოვიტანე.ნუ,ნაჭამი მქონდა,მაგრამ კიდევ მინდოდა,ისე მიყვარდა,რომ უარს მასზე არსდროს ვამბობდი.ზამთარი კი იყო,მაგრამ მამუკა მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა და მეც ამიყოლია.
ჯამი გავავსე და ოთახში შევედი.ლეპტოპი ჩავრთე და ახალ ამბებს დავუწყე კითხვა.საინტერეესო მაინც და მაინც არაფერი იყო,მაგრამ ნაყინი ისე შემომეჭამა,რომ ვერც მივხვდი.
შემდეგ,რატომღაც ვერ ვიძინებდი...არადა უძილობა ადრე ხომ არ მჩვევია..გამახსენდა,რომ გუშინ შავი კატა ვნახე გზაჯვარედინზე,თან ისეთი შავი თვალები ჰქონდა..მასში დაიკარგებოდი კიდეც...გული ცუდს მიგრძნობდა..
ერთი მე ჩამძახოდა:“ცრურწმენაა..განა სულ არ ხედავ შავ კატას“.მაგრამ მისი სიტყვებით ვერ ვმშვიდდებოდი...ვწრილაებდი ლოგინში.
„იქნებ მამამ დედა ცემა?“=-ვკითხე საკუთარ თავს,მაგრამ სახლშ დარეკვა ხომ არ შემეძლო...იქნებ გამერისკა,მაგრამ...მაგრამ არ ვიცოდირა იყო გამართლება...მერე საათს ავხედე და სამი ხდებოდა..გვიანი იყო და აზრი არც დარეკვას ჰქონდა..მამაჩემი რომ გამეღვიძებინა გაგიჟდებოდა..
წინასწარმეტყველი არ ვიყავი...მხოლოდ დაბნეული და საკუთარ თავში დკარგული გოგონა...რა იყო სიმართლე? ან სად იყო ბედისწერის ზეიმი?
_______
მადლონა ყველას.
ველი თქვენს შეფასებებს.მიყვარხართ.



№1  offline წევრი Anuuc^.^

ახალი თავიიი❤წავალ წავიკითხავ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი lamazi gogona

მომეწონა ძაან როგორ ყოველთვის

 


კაია ველი მომდევნოს

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
მომეწონა ძაან როგორ ყოველთვის

შეყვარებული გოგონა
კაია ველი მომდევნოს

მადლობთ..

 


№5  offline წევრი თათა

Aii tvalebi gaminatda dges dilit ro shemovedi da am istoriiis axali tavi davinaxe♥♥♥♥♥warmatebebi suuul@

[quote=თათა]Aii tvalebi gaminatda dges dilit ro shemovedi da am istoriiis axali tavi davinaxe♥♥♥♥♥warmatebebi suuul!
--------------------
tatukakhorava

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

[quote=თათა]Aii tvalebi gaminatda dges dilit ro shemovedi da am istoriiis axali tavi davinaxe♥♥♥♥♥warmatebebi suuul@

[quote=თათა]Aii tvalebi gaminatda dges dilit ro shemovedi da am istoriiis axali tavi davinaxe♥♥♥♥♥warmatebebi suuul![/quote]
მადლობა დიდი.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent