შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მტკივა.. •სრულად•


29-07-2015, 04:54
ავტორი Drama Queen
ნანახია 4 707

ღიმილით შეაღო ოთახის კარი, სადაც ორი 'სიცოცხლე' ეგულებოდა. მომღიმარ ქმარს გვერდით მიუწვა და სხეულზე აეკრო. მამაკაცმა ძლიერი მკლავები სუსტ წელზე მოხვია, თავიკი მის კისერში ჩარგო.
- მიყვარხარ.. - დაიჩურჩულა, იმდენად ხმადაბლა, ქალმა ძლივს გაიგო.
- მეც. - უპასუხა.
შუა ღამისას ბავშვის ტირილმა გამოაღვიძა. უცნაურია, ღამე არასდროს ტიროდა პატარა ანასტასია. ბავშვთან მივიდა.
- რაიყო დე, რატომ ტირი? - ნამძინარევმა ჰკითხა. ბავშვს ხელში ასაყვანად შეეხო, როდესაც ეცხელა. შუბლი ცივმა ოფლმა დაუსველა.
- ალექსანდრე.. - ხმაჩამწყდარმა ამიოკნავლა. - ალექსანდრე!
- რა მოხდა? - შეშინებულმა იკითხა.
- სიცხე აქვს, ძალიან ცხელია. - ბავშვს გულში იკრავდა და ტუჩებით შუბლზე სიცხეს უზომავდა.
- ჩაიცვი საავადმყოფოში წავიყვანთ. - განუცხადა. ხუთ წუთში მანქანით საავადმყოფოს გზას ადგნენ.
- ექიმი გვჭირდება! - შენობაში შესვლისთანავე იყვირა ლინდამ. ყველამ მას გახედა. ოცდაათიოდე წლის ქალბატონი მათკედ დაიძრა.
- გამარჯობა, რაშია საქმე? - სწრაფად იკითხა.
- არ ვიცი, ბავშვი ძალიან ცხელია. - ქალმა ხელით მოშინჯა ანასტასიას ტემპერატურა.
- თუ შეიძლება. - ბავშვის გამოსართმევად ნებართვა ითხოვა და ქალმა უმალვე გადასცა. ექიმი გატრიალდა და ბავშვიანად გაქრა.
.
- ვირუსია. - მეათედ გაიმეორა ექიმმა. - არ ვიცით გაუძლებს თუ არა. ძლიერი იმუნიტეტი აქვს შვიდი თვის ბავშვისთვის. - ცრემლიანი თვალებით უსმენდნენ რობოტივით მოლაპარაკე ქალს.
- თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება შვილი მოგვიკვდეს. - ხმაჩამწყდარმა იკითხა.
- ბატონო ალექსანდრე, ამის მცირე შესაძლებლობაა, როგორც უკვე მოგახსენეთ ძლიერი იმუნიტეტი აქვს. - გაუმეორა. - ახლა დაგტოვებთ. - პალატის კარი გაიკეტა. ცოლ-ქმარი დიდხანს უხმოდ იდგნენ, ერთ ადგილს მიშტერებულნი. ლინდა მოულოდნელად გაბრუნდა და მძინარე ანასტასიას მიუახლოვდა.
- დე, - დაიწყო მან, - როგორ გვაშინებ დედიკოს და მამიკოს. კარგად იქნები აი ნახავ. - ტირილით აკოცა შუბლზე და იმ წამს მოსულ ქმარს მკერდზე აეკრო.
- რატომ გახდა ცუდად? - ბავშვურად ატირდა. - რატომ? - აქვითინდა.
- ლინდა, დაწყნარდი. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. - ამშვიდებდა, თუმცა ცრემლებს თავადაც ძლივს იკავებდა. როგორ, ერთადერთი შვილი შეიძლება ხელიდან გამოეცალოთ და ამ ამბავს მშვიდად შეხვდნენ? სურდა ეთქვა, არ ეტირა, მაგრამ ვერ გაბედა. ნამტირალევს სკამზე ჩაეძინა, ქმარზე აკრულს.
.
წუილმა გამოაფხიზლა ორივე. ბუნდოვნად გაიგეს ექთნის ნათქვამი გთხოვთ პალატა დატოვეთო. კარს იქით ელოდნენ ექიმს. ზუსტად არ იციან რამდენ ხანს ელოდნენ.
- ექიმო, როგორ არის? - პალატის კარი გაღებული არ იყო, ლინდა რომ ალაპარაკდა. ქალი ხმას არ იღებდა. თავი დაეხარა. - ექიმო. - სასოწარკვეთილმა ამოიგლიჯა ყელიდან სიტყვა.
- ძალიან ვწუხვარ. - თავდახრილმა თქვა. ქალს ისტერიკული სიცილი აუტყდა.
- ხუმრობთ ხომ? მითხარით, რომ ხუმრობთ! - ნერვიულად იკითხა. ექიმი ისევ უხმოდ იდგა, თავჩაღუნული. - არა, ანასტასია! - უეცრად შევარდა პალატაში. ბავშვისკენ გაიქცა. პატარა გულში ჩაიკრა. - ანასტასია, ჩემო საყვარელო. - ბუტბუტებდა. ვერ გრძნიბდა სუსტ გულისცემას, ვერც ბავშვის სუნთქვას. ახლა იგრძნო, ბავშვი ცივი იყო.
.
- ლინდა, - კარი შემოაღო ალექსანდრემ. - მოდი, საჭმელი გაგიკეთე. - თბილად გაუღიმა. ქალი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ანასტასიას სიკვდილის შემდეგ ერთი წელი გავიდა. თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა თვალებში ჩამდგარ სევდას არაფერი ეშველა. ბავშვი აღარ ყოლიათ. ეშინია ქალს, ეშინია მსგავსი ტკივილი მეორეჯერ აღარ იგრძნოს. უბრალოდ, დრო სჭირდება. უხმოდ მიირთმევდნენ ვახშამს.
- სამსახურში როგორ მიდის საქმეები? - იკითხა ქალმა. მამაკაცი შეყოვნდა, თითქოს ფიქრობდა ეპასუხა თუ არა.
- მშვენივრად, ცოტა გართულებები გვაქვს, თუმცა დიდი არაფერია. - უპასუხა, შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ.
.
თავი საშინლად სტკიოდა. მიწებებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს. მზერას უცხო ოთახი შეხვდა. მტვრისა და ნესტის სუნი იდგა. მზერა დაიწმინდა და უკეთ მოავლო თვალი უცხო კედლებს. გაიაზრა თუ არა, რომ სახლში არ იმყოფებოდა, შიშმა მოიცვა. თვალების ცეცებით ეძებდა ალექსანდრეს.
- ალექსანდრე. - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. წამში გაურბინა გუშინდელმა ღამემ. საეჭვო ხმაურმა, ალექსანდრეს ღრიალმა, თავის დარტყმამ და.. სიბნელე. - ალექსანდრე! - შედარებით ხმამაღლა, სასოწარკვეთილი ხმით დაიყვირა.
- ლინდა. - მოესმა უკნიდან. მიტრიალება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. სხეულზე დაიხედა. სკამზე მიბმულიყო. კარის ჩხაკუნი მოესმა და მზერა მის პირდაპირ, ხის კარზე გადაიტანა. ოთახში მამაკაცი შემოვიდა. ოცდაცხრა წლისოდე, ალექსანდრეს ასაკის.
- როგორც იქნა, გაიღვიძეთ. - ცინიკურად ჩაილაპარაკა. - რაო ლინდა, ხომ არ გეშინია? - დასძინა და ქალს ნიკაპზე წაავლო ხელი.
- დემეტრე, ხელი არ ახლო! - დაიგრგვინა მამაკაცმა. დემეტრემ მასზე გადაიტანა მზერა. წელში გასწორდა და ირონიული ღიმილით უთხრა:
- ბატონო ალექსანდრე, იმედია ხვდებით, თქვენ რომ არა აქ არ იქნებოდით. - ნელა მიატრიალა ქალის სკამი ალექსანდრესკენ. - რომ არა თქვენი გაყალბებული საბუთები, არაფერი მოხდებოდა. - აგრძელებდა კაცი. ლინდა თვალებგაფართოებული უსმენდა და არ სჯეროდა.
- რ-რას ნიშნავს, გაყალბებული საბუთები. - ამოილაპარაკა. ქმარს თვალებში ჩააშტერდა.
- ლინდა, - შეჩერდა. სათანადო სიტყვებს ეძებდა, თუმცა ბოდიშის მეტი არაფერი მოაგონდა. - მაპატიე. - სინანულით ჩახარა თავი.
- ლინდა, აპატიე, - გააჯავრა დემეტრემ, შემდეგ ამაზრზენად გაიცინა. - ალბათ რთულია ქმრის სიკვდილის ყურება? - დასერიოზულებულმა ჩაილაპარაკა და იარაღი მოიმარჯვა. ქალს წუთი დასჭირდა გონს მოსასვლელად. გასროლისა და კაცის ტკივილით სავსე ღრიალი გაიგონა.
- არა, არა! გთხივთ, არ გინდათ! - ევედრებოდა კაცს, თან თვალს ვერ აშორებდა მხარში დაჭრილ ალექსანდრეს. - გთხოვთ, - მამაკაცს ახედა აცრემლიანებული ყავისფრებით. - მის მეტი არავინ მყავს, გთხოვთ არ მოკლათ! - ევედრებოდა.
- არ იდარდო, მასთან ერთად შენც მოკვდები. - ისევ გაისმა გასროლის ხმა, თუმცა ღრიალი არ მოჰყოლია. შუბლგახვრეტილ ქმარს უყურებდა და განწირული ყვიროდა. ბუნდოვნად გაიგონა სირენების ხმა, რასაც კარის შემომტვრევა მოჰყვა.
.
ხიდზე იდგა და ხელებშიმოქცეულ სურათს მიშტერებოდა. სურათზე მზიანი დღეა, დღეს კი სამი პიროვნება ამშვენებს. ალექსანდრესა და ლინდას პატარა, ახალდაბადებული ანასტასია უჭირავთ ხელში და გაბრწყინებული, სიყვარულით სავსე თვალებით დასცქერიან.
- მტკივა.. - ჩაიჩურჩულა. - უთქვენობა მტკივა. - სურათი გულში ჩაიკრა. თვალები დახუჭა და წყალში გადაეშვა. იგრძნო გაყინული სითხე, სხეულზე, ურცხვად რომ ეხებოდნენ, იგრძნი ჰაერის უკმარისობა, მკერდის ტკივილი და.. არაფერი. შემდეგ ყველაფერი დასრულდა.. დასრულდა და არაფრად იქცა.

—•—

არ ვიცი რა მეტაკა, თუმცა ესაა რაც გამოვიდა. იმედია კატასტროფა არ არის ^.^ გამიხარდება თუ შემიფასებთ და თქვენს, დადებით და უარყოფით აზრს დააფიქსირებთ. <3



№1  offline წევრი Inn1

ეუფ :D კაი იყო კი

 


№2  offline წევრი Margvelashvili

Mmm..patara,mtkivneuli,dadxabuli da rac mtavaria kargi istoria <3 cool ;) <3

 


№3  offline წევრი გვანცა ))

მომეწონა უბრალოდ უფრო დაწვრილებით რომ დაგეწერა უკეთესი იქნებოდა ❤❤

 


№4  offline ადმინი შამანი

მართალია მხატვრულობა აკლდა და დასახვეწი იყო,თუმცა მომეწონა და მაინც შეძლო ჩემი ატირება :დ ♥
წარმატებები ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent