შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the Offender (თავი პირველი)


4-04-2015, 19:21
ავტორი F E N I X
ნანახია 1 845

სავარძელში მჯდარი,მშვიდი,არაფრით გამორჩეული,ჩაფიქრებული ქალბატონი.თითქოს გარედან როგორი მშვიდი ჩანს,მაგრამ სულში ყველაფერი ირევა,იქ ქაოსია,ბნელი ქაოსი..უცებ მობილურის ხმა, ქალმა სწრაფი მოძრაობით მობილურს დაწვდა და ნაცნობი სახელის დანახვის შემდეგ კმაყოფილმა უპასუხა:
-გისმენ!-ჩვეული მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი.
-ახალი საქმეა!-კაცმაც არ დააკლო სიმკაცრე.
-როდის?ან სად?-ახალმა ამბავმა ღიმილი მოჰგვარა მას.
-საღამოს გაიგებ!!
-კარგი-პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა მობილური.სწრაფი მოძრაობით წამოდგა,ქურთუკი მოიცვა,გასაღებს დასწვდა და კარი გაიხურა.მეგობრების წრეში,ჩვეული მხიარულება,მორიგი ხუმრობები,მათი კისკისი,და ულევი ბედნიერება..ბავშობის მეგობრები მას ისე უყვარს როგორც არავინ,თითოეული მის ნაწილად მიაჩნია..სუფთა ჰაერზე გასვლა ესიამოვნა და საყვარელი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.უცებ ნაცნობი ხმა მოესმა და გაიხედა გიგა მისი საუკეთესო მეგობარი შერჩა ხელთ.
-ალისია აქ რას აკეთებ-მამაკაცმა ღიმილით დააკვირდა მის წინ მდგარ მეგობარ ქალს.
-არაფერს.-მოკლედ მოუჭრა და ჩაეხუტა.
-ასე როგორ შეიცვალე?მე ასეთი არ მახსოვხარ..მე ის მხიარული ალისია მომენატრა..ჩემი პატარა დაიკო..რამდენი მოგონება გვაკავშირებს..ტკბილი ბავშვობა...მომენატრა ის დრო.-ნაზად დაუსვა თმებზე ხელი და შუბლზე ტუჩებით შეეხო.-ჩემი პატარა დაიკო.-ეს სიტყვები ისე ჟღერდა,ისეთი სითბოთი იყო წარმოთქმული,ისეთი გრძნობით..თვით ალისიასაც გაუთბა გული.
-მეც მომენატრა ის დრო..თბილი ბავშვობა..ერთად გატარებული დღეები..გავიზარდეთ..დრო გავიდა..პრობლემებმა თავი იჩინა..მე შევიცვალე..ტკივილმა შემცვალა..რამდენი რამ გადავიტანე..
ახლაც თვალწინ მიდგას მშობლების სიკვდილი..ახლაც ისე მტკივა ყოველი წამი..როგორ მენატრება..როგორ მენატრება ბავშვობა!!-უკვე სლუკუნით წარმოსთქმული სიტყვები დაამთავრა და მეგობრის ხელებში თავი ჩარგო. მამაკაცმა მიხვდა რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა,შუბლზე მორიგი კოცნის კვალი დაუტოვა-ჩემი ანგელოზი-დაიჩურჩულა,ცრემლები ნაზად მოსწმინდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ალისია გთხოვ, მაპატიე ეს ტკივილი რომ შეგახსენე..ეს არ უნდა გამეკეთებინა..ვიცი რას გრძნობ ახლა..ვიცი რომ გტკივა..მე შენი ისე მესმის როგორც არავის..შერნ ჩემი პატარა დაიკო ხარ..და ყოველთვის აი აქ გულში იქნები..-თავისივე სიტყვებზე გაეღიმა, მიხვდა,რომ ქალი ცოტათი დამშვიდდა და გულში შვება იგრძნო.
-არაუშავს გიგა..ამასაც გავუძლებ ამაყად წამოდგა ფეხზე,მეგობარს ხელი ჩასჭიდა და ღიმილით შევიდა მოქეიფეებთან.მხიარულება გრძელდება.ალისია,ანი და ლიკა სამზარეულოში საუბრობდნენ,ბიჭები:გიგა,ნიკა და გიო კი თავისთვის ღიღინებდნენ,რაც გოგოების კისკისს იწვევდა.მოსაღამოვდა ალისიას მობილური ახმაურდა,მობილურს დასწვდა და აივანზე გავიდა.მშვიდად უპასუხა მოსალოდნელ ზარს და მითითებებს დაელოდა.ალისია აგენტია.სამართალდამცველი ასე რომ ვთქვათ.საუბარს მორჩა თუ არა, მეგობრებს დაემშვიდობა, სწრაფად ჩაირბინა კიბეები, მანქნის კარი გამოაღო და ადგილს მთელი სისწრაფიდ მოსწყდა.დანიშნილების ადგილას ნახევ საათში მივიდა,ღრმად ჩაისუნთქა,ტანისამოსი მოირგო,პარიკი გაიკეთა და მომლოდინედ შესცქერა სახლს, სადაც მოროგი საქმის ძიებაში დიდი დრო უნდა გაეტარებინა.



№1  offline წევრი talaxadze133

Damainteresa velodebi shemdeg tavs da rac sheidzleba didis <33კომენტარი

 


№2  offline წევრი F E N I X

talaxadze133
Damainteresa velodebi shemdeg tavs da rac sheidzleba didis <33კომენტარი
აუცილებლად<3ეს პირველი თავი იყო და მიტო.შემდეგს უფრო დიდს ავტვირთავ.
--------------------
გრძნობების მკვლელი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent