შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hospital-ჰოსპიტალი (3)


29-07-2015, 13:43
ავტორი Maritaa
ნანახია 2 264

რთი კვირის შემდეგ მინისტრი მოვიდა,გამიკვირდა მისი ნახვა,შემდეგ გავიგე რომ 5მილიონი გადსურიცხა ჩვენს საავადმყოფოს.შემდეგ კი არჩილმა მისთან დამიბარა და როდესაც გაღიმებულმა მინისტრმა ხელი ჩამომართვა თვალები შუბლზე ამივიდა. დაშტერებული დავჯექი და თვალი მოვავლე ორ მამაკაცს,რამოდენიმე ხანში არჩილმა მოტვინა და სიჩუმე დაარღვია.
-ბატონ ალექსის(მინისტრს) ძალიან მოეწონე,თქვენი წარმატებებიც იცის,ამიტომ უნდა მისი შვილიშვილი აქ გადმოიყვანოს სამკურნალოდ-მინისტრმა სიტყვა გააწყვეტინა
-მე აღბრთოვანებული ვარ თქვენით,თქვენი შეუპოვრობით და ცოდნით,მინდა ჩემი შვილიშვილი ჩაგაბაროთ და იმედი მაქვს რომ მას ცოცხალს და საღსალამათს დამიბრუნებთ
-კიმაგრამ,უცხოეთში რატომ არ მიგყავთ? იქხომ..ჩემზე უკეთესებიც უამრავი არიან!-მაგრამ ბოლოს გადაწყდა რომ შვილიშვილს აქ დააწვენდბენ,მას გულზე ჰქონდა პრობლემები,და ყველაზე ცუდი ისიყო რომ შესაძლოა გულის დონორის პოვნა დაგვჭირდეს,ესკი ძალიან რთულია,და შეიძლება პაციენტი დამეღუპოს " არა,არა ამას არდავუშვებ ! პაციენტი ჯერ არ მომიკლავს,და ასეც გაგრძელდება ."ვაიმედებდი თავს.
-რაც მთავარია სიაში ჩაეწერე,რომ თუ გული დაგჭირდა,მიიღო ! - მაფრთხილებდა ირაკლი
-ვიცი ირაკლი,ისტორიას გავეცანი,რამოდენიმე ოპერაციას გავუკეთებ,ოღონდ ჯერ მოიყვანონ.ყველაფერს გადავუღებ რომ რაიმე გამოსავალი ვნახო! მგონი პირველად მეშინია...-ჩავიჩურჩულე მე
-დამშვიდდი ! აუუ, რა ჩემი ცოლივით მალაპარაკებ ხოლმე !
-პაციენტი მოიყვანეს -სკამიდან წამოვხტი ,ისტორიას ხელი დავსტაცე და პალატაში შევარდი
-სანდრო წერეთელი , 30 წლის ,ბიზნესმენო,დაუოჯახებელი,გულზე პრობლემით,მწვავე ტკივილებით...-და ათასი სხვა
-ექიმო, ჩემი ბიოგრაფია მეც მშვენივრად ვიცი, ისიც ვიცი რომ გამოვძვრები და დედას ******- ამ დაავადებას !-გაკვირვებულმა ავხედე პაციენტს,სულ გაფითრებულ და დასუსტებულ სხეულს მაინც დაკრავდა სიძლიერე,გრძელი ქერა თმა და ჩემსავით,ცისფერი თვალები ჰქონდა
-ზედმეტად უზრდელი და ბედნიერი ხართ
-სამაგიეროთ შენხარ ზრდილობიანი და ზედმეტად შეშინებული-ირონია გაისმა მის ხმაში.ღრმად ამოვისუნთქე.
-ეხლა ყველა საჭირო პროცედურას,გადაღებებს ჩაგიტარებენ და იმედია მათთანაც ასეთი "ზრდილობიანი" არიქნებით ბატონო სანდრო
-თქვენობით ნუმომმართავ თავი ბაბუაჩემი მგონია!-გაიმკაცრა ხმა
-ნეტავ მას გავდეთ !
-უცებ წამომცდა მე,მაგრამ არცერთი წამით არ მინანია.სანდრომ გაიცინა და სახეზე საზიზღარი ტკივილი გამოესახა,მას მივუახლოვდი და თბილი ხმით დავიწყე
-თავს უნდა გაუფრთხილდე,გული სასაცილო არარის.არმინდა რომ მოკვდეთ, და ყველაფერს გავაკეთებ რომ ისევ დიდი ხნით თავისუფლად ისუნთქოთ,მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ! სანამ სავალალო შედეგამდე არმივალთ...-სანდრომ გაიღიმა და საოცრად თბილი ხმით დაიწყო
-თქვენნაირი ექიმის გამო,ეს დაავადება ღირს !-ესიყო საოცრად თბილი ხმა,რომელშიც ყველაფერი ერია,ყვეკა გრძნობა და სანდროს ღიმილი...ცისფერი თვალები რომელშიც ჩანდა როგორ ტკიოდა,და როგორ ითმენდა.რამოდენიმე საათში მე ყველაფერი მზად მქონდა.მეორე დილით სანდროს ოპერაციას ვუკეთებდი.
საოპერაციოში შესვლამდე საშინელი გრძნობა დამეუფლა.
-დამშვიდდი ! წარმატებებს გისურვებ,ნინაკა!-მე გავუღიმე და საოპერაციოში შევედი.სანდროს ზემოდან ვუყურებდი.ისევ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.სანდრომ ხელი ხელზე შემახო.მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე აკანკალებული ხმით
-გპირდები,რომ შენშ შვილთან ერთად ფეხბურთს ითამაშებ
-ეჭვიც არ მეპარება !-ჩაიჩურულა სანდრომ და გამიღიმა.მისი კანი გავჭერით,მის გულს შევხედე,მივხვდი როგორ ტკიოდა,და მივხვდი როგორ გამიჭირდება მისი პირობის შესრულება.
როდესაც ჭრილობა დავხურე,და ეკრანს დავაკვირდი ამოვისუნთქე რადგან მივხვდი,რომ ამ ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა.საოპერაციოდან გამოვედი,ხელედი დავიბანე და სასწრაფოდ დავლიე ჭიქით წყალი.მშობლები მოვარდნენ და კითხვები დამაყარეს,მე ექთანს ვთხოვე მათთვის ყველაფერი გაეცნო,და როდესად ბატონი სანდრო ნარკოზიდან გამოვიდოდა,შეეტყობინებინათ ჩემთვის.კაბინეტში შევარდი და მის ისტორიად,გადაღების შედეგებს ხელახლა დავაკვირდი,ამ ოპერაციის შედეგებიც დავიტანე,ყველაფერი ხელახლა გადავიკითხე,დ მოსაზრება იმის შესახებ რომ მეშინოდა,უფრო გავამყარე.წარმომიდგა სანდროს თვალები,თვალები რომელიც შესაძლოა ვერავის ვეღარ ეხილა,მისი ხელები,ტუჩები,თმა. "დედა, რამჭირს დედა. როგორ მჭირდები ეხლა"-ვჩურჩულებდი ჩემთვის.დერეფანში გავედი და ყავა დავლიე.შემატყობინეს რომ სანდრო ნარკოზიდან გამოვიდა და სასწრაფოდ მასთან შევარდი.
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება- გავუღიმე სანდროს და მის სახეს დავაკვირდი.წამით მანაც ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-ჯერ არსად წასვლად არ ვაპირებ- ოპტიმისტურად მიპასუხა სანდრომ.როგორ ახერხებს ამას,ის კვდება,მაგრამ როგორ ინარჩუნებს სიძლიერეს,ოპტიმიზმს,იმედს.
-შეგიძლია პირდაპირ მკითხო როგორ ვინარჩუნებ ოპტიმიზმს.ამის კითხვა გინდათ ხო?
-თქვენთვის ლაპარაკი არშეიძლება ბატონო სანდრო,ახლახან გამოხვედით ნარკოზიდან-სანდრომ ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს და განაგრძო
-მე არაფერი დამრჩენია იმის გარდა,რომ მქონდეს იმედი,და არ დავკარგო ბედნიერება.30 წლისვარ,ვვარჯიშობდი არვეწევი,არაფერს არ ვიკეთებდი , ჯანსაღად ვცხოვრობდი,ანალიზებსაც სულ თავის დროზე ვიღებდი მაგრამ ეს მაინც დამემართა.და თქვენი აზრით,მე, ნახევრად მკვდარს, სხვა რა დამრჩენია გარდა იმედისა და ხუმრობისა? არაფერი. სიკვდილი არმინდა, შეიძლება გეგონოთ რომ მეშინია, შეიძლება ასეც არის, მაგრამ არმინდა ისე სიკვდილი რომ არმყავდეს საყვარელი ადამიანი და შვილები.მე ეხლა დავაფასე სიცოცხლე, ეხლა მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია ის.და მართალია როცა ამბობენ,რომ სანამ არ დაკარგავ რაიმეს,მის ფასს ვერასდროს გაიგებ.-სანდრო საუბრობდა ნელა,დანაწევრებით, ხშირხშირად ჩერდებოდა, მისი ხმა იყო საშინლად მშრალი,დაქანცული და დაღლილი.მე ვუსმენდი მას, და ვხვდებოდი რომ მისი ყველა სიტყვა სიმართლე იყო,მივხვდი როგორ სურდა ეცოცხლა,და მივხვდი როგორი უძლური ვიყავი მისი დაავადების წინაშე.
-მე დაგპირდი სანდრო, და თუ საჭირო გახდა, ჩემს გულს მოგცემ რომ სიცოცხლე გააგრძელო.ეხლა კი დაისვენეთ-სანდროს პალატა დავტოვე და ექთნები და ყველა ჩემი პერსონალი გავაფრთხილე
-თუ არგინდათ რომ დღესვე წაბრძანდეთ აქედან,იცოდეთ თვალი არ მოაცილოთ პაციენტს,მონიტორზე თუ რამე შეიცვლება იმწამსვე შემატყობინეთ,ეხლა ოპერაციები მაქვს ორი,შემდეგ მეც შემოვალ,ათასჯერ შეგამოწმებთ და როგორც კი გავიგებ რომ პაციენტი მარტო იყო,და ყურადღებას არავინ აქცევდა,იცოდეთ ინანებთ,არ დაუშვათ რამე გამოგეპაროთ,სანამ მოვალ,სანდრო ცოცხალი დამახვედრეთ ! -ეს ვუთხარი და წამოვედი.კიდევ ორი ოპერაცია ჩავატარე იმდღეს,რთული არყოფილა,ან სანდროს ოპერაციასთან შედარებით ჩანდნენ მარტივი.ოპერაციებს ღამით 10საათზე მოვრჩი და მალევე სანდროს პალატაში შევედი.მონიტორზე ყველაფერი რიგზეა,სანდროს მშვიდად სძინავს.დერეფანში მივბრუნდი,ყავა ავიღე და სანდროს საწოლის გვერდით სავარძელში ჩავჯექი.ვუყურებდი სანდროს.დავმშვიდდი.მასაც მზშვიდად ეძინა...

ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ ყველანაირად შევეცდები გავითვალისწინო თქვენი შენიშვნები სიყვარულით მარიტა❗



№1  offline წევრი brooklynbaby

კარგია მარიტა, მომეწონა და ძალიან გამიხარდა გრამატიკული შეცდომები რომ არ გაქვს :D წერის სტილი კარგია, შეეცადე უფრო მხატვრული გახადო მოთხრობა. ნიჭი ნამდვილად გაქვს.
პ.ს რაც შეეხება სურათებს გრეის ანატომია შესანიშნავია და ასე მგონია სერიალის ყურების მერე მოგივიდა ამ მოთხრობის მუზა.
მომდევნო თავს ველოდები!!

 


№2  offline წევრი lisebeth

კლასია გრეის ანატომია... თუ გრეის გავლენა გაქვს ძნელია ასეტ რამეს ჩაეჭიდო ..ამ სერიალზე ათობით კომპეტენტური ადამიანი მუშაობს ,რომ სცენარი მეცნიერულ დონეზე დაიწეროს ...

 


№3  offline წევრი Maritaa

გრეის ანატომიის უბრალოდ ფოტოებია აქ რადგან ვთვლიდი ნაცნობი ადამიანების ფოტოები უფრო მიგახვედრებდაზტ სიუჟეტს.ამ ნაწარმოებში კი ჩემი აზრით მედიცინაზე მთავარი განცდები და ტკივილია,ექიმების უჩვეულო ცხოვრების ერთერთი მაგალითი.მე არვცდილობ გრეის ანატომიის ახალი სიუჟეტი შევქმნა და ვიცი ვერასდროს შეედრება ჩემი ნაწარმოები გენიარულ სერიალს,ამ ნაწარმოებს რაცაქვს სერიალის ესარის სურათები მაგრამ მათაც შევცვლი რადგან არმინდა ის სხვა რამედთან გააგიგივოთ,რადგან ნაწარმოების სიუჟეტი განსხვავებულ სიტუაციაში დამებადა და სერიალი არაფერს შუაშია.მიუხედავად ამისა,თქვენ რომ არგეთქვათმეც არგამიჩნდებოდა თქვენთვის ახსნის სურვილი და დიდი მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ

 


№4  offline წევრი lisebeth

პირიქით გრეის ფოტოები მომწონს
მერე როგორ მიყვარს ყველა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი Alex

COVID-19 MEDICAL SUPPLIES
https://www.medical-supplies.info

Dear Sirs!

Our company is a partner of chinese factories that produce medical supplies for Covid-19.
We are monitoring their stocks and we can provide available products.
You can buy these products on factory prices. (Nothing to pay now!)

- Masks (medical, ffp2, ffp3) - 3-4 USD
- Coveralls - 27 USD
- Test Kits - 10-18 USD
- Ventilators - 14,000 USD (bi-level), 33,600 USD (ICU)
- Etc..

What to do next?
If you are interested, please check out our website where you can find the actual products that are available
(due the huge demand for it worldwide, we always need to check everything again just before any order taken)
You can find all required information about EC/CE Certificates, tests, commodity codes, shipping and payment methods.
We believe that you can get the needed products on the best available prices!

Please note, that you do NOT need to pay anything before you can make sure about the quality of the products and the shipping availabilities.
Our collegues are ready to answer ALL of your questions (0-24 via email, chat, phone) to make sure that everything is fine, you get exactly what you need.

Please remember, that its not easy to find available stocks nowadays, so we also need to discuss about the products availability and double check the stocks at the factories before you place / pay for an order.
But we promise that we will do our best and we act as fast as its possible!

Please check our website here
https://www.medical-supplies.info

If you have any question, or you want to speak with us, please call, or leave a message on our website or directly on our phones (Viber/Whatsapp)

Regards
COVID-19 MEDICAL SUPPLIES
https://www.medical-supplies.info
Tel: +447723500238


Unsubscribe: [email protected]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent