შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრება ( 1 ნაწილი )


29-07-2015, 15:36
ავტორი magdagoderidze
ნანახია 2 262

სამსახურიდან საშინლად დაღლილი გამოვედი,ტაქსების გაჩერებისკენ წავედი პირდაპირ,ეხლა ნამდვილად არ მაქვს სამარშუტო ტაქსის თავი.დაღლილს მდივანზე ჩამძინებია,გამღვიძებელიც რომ არ გეყოლება ქალს.ღამის სამი საათი იყო მგონი იატაკზე გაწოლილს რომ გამეღვიძა ,რა ჩემი ბრალია მოუსვენარი ძილი თუ მაქვს ...დილას კიდე ჩემა მეზობელმა გამაღვიძა წნევის აპარატი დამიბრუნა, გუშინ წინ დილას რომ ითხოვა.თმააბურდული და სახე აწითლებული დავდექი სარკის წინ და შემეშინდა,ერთი საათი ვემზადე და ვიკაზმე სანამ სამსახურში წავიდოდი.

-დილის მშვენებას ჩემი სალამი,როგორ ხარ მარგო ?_კარში დამხვდა ჩემი მეგობარი ლაშა

-ცუდად მეძინა და _ღიმილით ვაჩვენე ჩემს თავზე

-არაჩვეულებრივად გამოიყურები

-ტყუილები როდიდან დაამუღამე?_ვკითხე და კაბინეტის კარი შევაღე

-აუ ფლავი მომენატრა_დამწუხრებული სახით შემომტირა ლაშამ

-ეს ეხლა რა იყო?_ვკითხე სიცილით

-არა ვთქვი ისე_ეშმაკურად მითხრა და ჩემს სავარძელში ჩაჯდა

-ხო ვიცი მე შენი ისე თქმები,ნინის გარეშე არ გნახო მოსული_გავაფრთხილე ლაშა

-სუპერ გოგო_კოცნა გამომიგზავნა და კარი გაიკეტა.ნახაზებს ბოლო დეტალები დავამატე და უფროსის კაბინეტზე დავაკაკუნე.თბილი ხმით შემიპატიჟა ბატონმა ნიკოლამ,ყველაფერი გავაცანი და მალევე გამომისტუმრა გახარებულმა,მეც ძალიან გახარებული გამოვედი,დღეს შემეძლო ადრე წავსულიყავი სახლში. მთელი დღის მანძილზე ლაშა ჩემს გვერდით იყო და სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა.მერე ნინიზე დაიწყო რაღაცების მოყოლა.მერე ჩემს გაუთხოვრობასაც გადაწვდა,შემდეგ ჩემი ერთადერთი შეყვარებული გაიხსენა,18წლის ასაკში რომ მყავდა.რა ჩემი ბრალი იყო თუ არავინ შემიყვარდა ამ ხნის მანძილზე.

-26 წლის გახდები უკვე,ესე არ შეიძლება მე გაგაცნობ კარგ ბიჭს_მაჭანკლობა დაიწყო ლაშამ

-როგორმე თავადაც ვიპოვი_ავიბზუე ცხვირი და კომფორტულად დავჯექი.

-სანამ მიგატეხე ეგ ცხირი დაბლა_შემომიბღვირა ლაშამ და მეც სახე დავალაგე_ეგრე სჯობს

-ჰო,ალბათ _ნახაზებს კიდევ ერთხელ დავხედე.

-საღამოს ამოვალთ_გამაფრთხილა გასვლამდე.

მეც მალევე წამოვედი და მაღაზიაში გავიარე პროდუქტების საყიდლად,წითელი ღვინოც წავიღე ორი ბოთლი ვიცოდი რომ აუცილებლად დამჭირდებოდა.კულინარობა დედამ და მამამ მასწავლა,ორივე შეფ მზარეულები არიან და თავისი რესტორანიც აქვთ გახსნილი.ბოლო კერძს ვდებდი სუფრაზე ზარის ხმა რომ გაისმა,შავი მოკლე კაბა შევისწორე და კარის გასაღებად წავედი,სანამ კარს გავაღებდი კიდევ ერთხელ შევასწორე კაბის ელვა მთელს სიგრძეზე რომ იყო.კარში ორის ნაცვლად სამი ადამიანის სილუეტი რომ დავინახე ლაშას მოკვლა მომინდა. მისი ძმაკაცი სახლში მომაყენა.

-მობრძანდით-ვთქვი გაოცებულმა და ნათლად დავინახე როგორ ჩაეცინა ლაშას ძმაკაცს ჩემს ხმაზე .

-სტუმარი მახლავს მარგ,მარტო ვერ დავტოვე მასაც ძალიან უნდოდა შენი ფლავის გასინჯვა.ღიმილით ჯერ მე გამომხედა მერე მის თანხლებს.

-კარში უნდა იდგეთ?გაცივდა ფლავი_ღიმილით შემოვიპატიჟე ყველა,ნინის თეთრი ღვინი გამოვართვი და იქვე დავდე.

-ბევრი არაფერი არ მაქვს მომზადებული _ შევამზადე სტუმრები და სუფრისკენ მივიპატიჟე

-ეს ცოტა არის_მანიშნა ნინიმ და მე მართლა გამეცინა ისეთი სახე ჰქონდა

-რომ მცოდნოდა სტუმარი მოგყავდათ კიდევ დავამატებდი რამოდენიმე კერძს_ მხრები ავიწურე და ლაშას გავხედე

-მეც არ ვიცოდი რომ მოვდიოდი_გამიღიმა ბიჭმა_სულ დამავიწყდა მე თორნიკე_ ხელი გამომიწოდა,ისე ძალიან მომეწონა მისი თითები ,ისეთი მოვლილი ქონდა ბიჭის თუ იყო ვერ იტყოდი.ნაზად შევახე ხელი მეც

-მარგო_ნაზად გავუღიმე თორნიკეს.ყველაფერი ზედმეტად კარგი და დასამახსოვრებელი გამოვიდა,ისეთი მხიარული და კარგი იყო თორნიკე,ლაშას სიტყვები გამახსენდა ლიანას ხმით რომ მითხრა და მართლაც დავრწმუნდი რომ არაჩვეულებრივი ბიჭია.ნაკლი ყველას აქვსო არის ნათქვამი,მეც მოვუძებნე უცებ ნაკლი,გრძელი თმა აქვს,ხო კარგი ძან დიდი არ აქვს მაგრამ მე არ მომწონს ესე თმები დიდად.კი აქვს ეგეც კარგად მაგრამ ნაკლი მჭირდება.სურვილი არ გვქონდა არცერთს დაშლის მაგრამ როდესაც საათს კიდეს თვალი ძალიან გაუკვირდათ,უკვე ღამის სამი საათი დაწყებულიყო.დრო ისე გაიპარა საუბარში რომ ვერც გავიგეთ.მერე დავიშალეთ და პირობა დავდეთ რომ კიდევ შევიკრიბებოდით.სუფრა ავალაგე და ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე.ტკბილად დამეძინა იმ ღამეს,იმაზე ტკბილად ვიდრე აქამდე მეძინა ხოლმე. დილას დედამ გამაღვიძა ჩემი კარი ჩამოიღო,ნახევრად მძინარემ გავუღე კარი

-ესე უნდა დაივიწყო დედა გაფუჭებულო _შეტევაზე გადმოვიდა ნანი, მე თავი სადაც იყო გამისკდებოდა

-ვაიმე ნანი,თავი მისკდება და ნუ მიმატებ გთხოვ_შევევედრე და შემოვატარე.


-რატო რა გჭირს?_სამზარეულოში მოთავსდა ნანი და რაღაცის კეთება დაიწყო

-გვიან დავწექი_თმა ცოთათი დავილაგე და ნანის გავხედე

-გვიანობამდე გღვიძავს და ერთი არ გაგახსენდება რომ მშობლები გყავს და მოიკითხო._გაბრაზებულმა დამიდო წინ ყავა

-მადლობა,დღეს ვაპირებდი გამოსვლას შაბათია_შევეცადე მომელბო ნანი

-დარეკვაც შეგიძლია მგონი_მაინც არ თმობდა პოზიცია,მე გამეცინა,ნანისაც გაეცინა ჩემს სიცილზე

-მამა როგორ არის? -ჯერ ჭამე და მერე მკითხე_მანიშნა ვაშლზე_კარგად არის,მოენატრე ძალიან

-მეც ძალიან მენატრებით,მაგრამ ხომ იცი რა დღეშიც ვარ,სამსახური და სახლი.მეგობრების ნახვასაც ვერ ვახერხებ

-კი ვიცი მაგრამ,ძალიან გვენატრები ხოლმე_თავისას არ თმობდა ნანი.

-გავიგე ,თქვენც შეეცადეთ გამიგოთ_ჩემი ოთახიდან გამოვძახე.

-რესტორანში მივდივარ ხომ წამოხვალ?

-ჩავიცვამ და წავიდეთ._უცებ გადავიცვი წითელი ზედა და მუქი ლურჯი კაბა შევუსაბამე,იქვე დადებულ წითელი ფეხსაცმელი ჩავიცვი,ლურჯი ჩანთა მხარზე გადავიკიდე და დედასთან ერთად ,სახლი დავტოვე. ისე ძალიან მყავდა ორივე მონატრებული ერთი საათი ვეხუტე მამას და კერძიც დავაწვევინე.

-შეკვეთებს გაიტან თუ სამზარეულიში გირჩევნია?_მკითხა მამამ და წინსაფრები დამანახა

-დღეს ვიმსახურებ_ვთქვი სიცილით და ერთერთი წინსაფარი ავაცალე.ძალიან დამღლელია სამზარეულოში მუშაობა მაგრამ ,არცმომსახურება ადვილი.დღეს ისვენებს აქ მომუშავე გოგონა და დედა და მე ვართ მხოლოდ.შეკვეთა მამას დავუტოვე და ახალ შემოსულებისკენ წავედი.სამი ბიჭი მესამე მაგიდასთან მოთავსდნენ.

-რას ინებებთ?_მოვემზადე ჩასაწერად,თან მეხუთე მაგიდის შეკვეთას ვკითხულობდი.

-მარგო?_ჩემი სახელი რომ გავიგე გაკვირვებულმა ავწიე თავი ზემოთ.თორნიკე რომ დავინახე გავოცდი_შენ აქ მუშაობ?_მკითხა სიცილით და გადამკოცნა

-მშობლებს ვეხმარები_მეც სიცილით ვუპასუხე_რას მიირთმევთ?

-ბიჭები აარჩევენ,სხვა როგორ ხარ

-კარგად,შენ?არ შეგხმიანებია რომელიმე?

-მეც ვარ რა,არა არც შენ შეგეხმიანენ?

-არა_ღიმილით მოვრჩით საუბარს და ბიჭების შეკვეთა ჩავიწერე.

დედამ ეშმაკური ღიმილით ჩამიკრა თვალი და შეკვეთა მიიტანა.მალევე ნინიმ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,რესტორანში დავიბარე მაგრამ ვერ მოვალ ვერ ვარ კარგად-ო მითხრა,მეც ანერვიულებულმა მალე ავუხსენი მშობლებს რომ უნდა წავსყლიყავი.მოვემზადე და ჩანთაში ქექვით გავცილდი გასახდელს.ისე სწრაფად გამოვედი არც თორნიკესთვის მიმიქცევია ყურადღება რომ დამიძახა.ტაქსი გავაჩერე და ნინის და ლაშას ბინისკენ წავედი,არ არიან დაქორწინებული მაგრამ ერთად ცხოვრობენ,ყველაფერს ხომ ფარატინა ფურცელი არ განსაზღვრავს.ყველაზე მთავარი სიყვარული და ნდობა ,თუ ადამიანს არ ენდობი მაშინ ის შენ არ გიყვარს.ჩემთვის მიუღებელია გიყვარდეს ვინმე და მას არ ენდობოდე.

-ნინ რა გჭირს?_სახედამანჭულს ვკითხე და მისაღებში გავედით, არვიცი გოგო დილიდან ესე ვარ.გუშინაც ვერ ვიყავი კარგად სანამ მოვიდოდი,მერე ცოტა გადამიარა .დღეს ისევ ისე ვარ ,თავი მტკივა საშინლად,გული მერევა და მუცელი მტკივა ძალიან_ძვლის საუბრობდა ნინი,თავზე მოვეფერე და ლოყაზე ვაკოცე.

-წამალი დალიე რაიმე?

-კი და უფრო ამტკივდა_სახე დამანჭა და ხელი მუცელზე მიიდო

-გოგო ლაშამ იცის?_გაკვირვებულმა ვკითხე ,რადგანაც ვიცოდი რომლაშა ესე არ დატოვებდა ნინის

-არა სამსახურშია,არ უთხრა ინერვიულებს_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ტკივილისგან

-გამაგიჟებ მე შენ,ექიმთან წავიდეთ რაიმე სერიოზული არ გჭირდეს_წამოყენება ვსცადე მისი

-არ შემიძლია,მტკივა მარგ_ხელზე ხელს მიჭერდა და სახეს მანჭავდა.მის ტკივილს ასმაგად ვგრძნობდი და მეც საშინლად მტკიოდა მისი ესეთი მდგომარეობა

-ცუდად ვარ,ვაიმე_წამოიყვირა ტკივილისგან შეწუხებულმა.

-სასწრაფოში ვრეკავ_გავაფრთხილე და გოგონას მისამართი ჩავაწერინე.

-ლაშას არ დაურეკო გთხოვ_სადაც იყო გაითიშებოდა ნინი,ძვლის გავარჩიე მისი ნათქვამი სიტყვები ჩურჩულში.

-დამშვიდი,რაიმე კარგზე იფიქრე და ესე ძალიან აღარ გეტკინება _ვჩურჩულებდი და თან ხელის კანკალით ლაშას ნომერს ვკრეფდი,ძვლის აიღო ტელეფონი ლაშამ_ლაშ,ნინია ცუდად მალე მოდი_ვთქვი თითქმის კივილით და ნინის ხელი გავაშვებინე კარი რომ გამეღო.

-პაციენტი სად არის?_იკითხა ექიმა და მისაღებისკენ წავიყვანე.

-სულ რაღაც ორი წუთის წინ გონება დაკარგა_ვთქვი და ლაშას კითხვებზე პასუხის გაცემა დავაპირე რომ გათიშა -სავადმყოფოში _დაიყვირა ქალმა და მისი გადაყვანა დაიწყეს.

-სად მიგყავთ?რა ჭირს?_კითხვებს ვუსვამდი ექიმს და უკან მივზდევდი -ჯერ არ ვიცით,რომ მივიყვანთ გავიგებთ.რა სჭირდა? -მუცლის ტკივილი,გულის რევა და თავის ტკივილი_ჩამოვთვალე და მეც შევყევი რომ გავყოლოდი.ნინის გაფითრებულ სახეს რომ ვუყურებდი უფრო ვნერვიულობდი,გზაში ლაშას ვესაუბრე და ვუთხარი რომელ სავადმყოფოშიც მივდიოდით.პალატის კარი წინ მომიხურეს და გარეთ დალოდება მთხოვეს,ნერვიულად დავდიოდი აქეთ -იქით ლაშა და თორნიკე რომ შემოვიდნენ სირბილით.

ჯერ არ წავსულვარ და მოვედი...
მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც ჩემი წინა ისტორია წაიკითხეთ და მაპატიეთ და ბოდიში ესე რომ ვაგვიანებდი...
პირობას ვდებ რომ ამ ისოტირიას აღარ დავაგვაინებ,ნუ ერთი დღე მაპატიეთ თუ გადავაცილე და ბევრი აღარ მაპატიოთ...
მიყვარხართ და შემიფასეთ... იმედია კარგი გამოვა



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს,მოცულობაც არ აქვს პატარა,მაგრამ უფრო მჭიდრომ რომ დაწერო ჩვენთვის არა,მაგრამ საიტისთვის აჯობებს(საიტის ბაზას ისედაც უჭირს და).

აშკარად,ორსსულად იქნება.
წარმატებები და ველი შემდეგს.

 


№2  offline წევრი magdagoderidze

drunkinlove
საინტერესო ჩანს,მოცულობაც არ აქვს პატარა,მაგრამ უფრო მჭიდრომ რომ დაწერო ჩვენთვის არა,მაგრამ საიტისთვის აჯობებს(საიტის ბაზას ისედაც უჭირს და).

აშკარად,ორსსულად იქნება.
წარმატებები და ველი შემდეგს.

გავითვლისწინებ აუცილებლად შემდეგ თავში...

მადლობა და მაგას შემდეგში გაიგებ ;) :D wink love

 


№3  offline წევრი magdagoderidze

tamta
აუ რა კაი იყო მაგდუუუს<3 იცოდე დაგვიანებებს არვართ :D :P

ხო არ ვართ wink
და საერთოდ მე და დაგვიანება? feel am love

 


№4  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგად დაიწყე მაგდა ^^ ♥
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,ცოტა უფრო დიდს :დ
წარმატებები ^ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5  offline წევრი magdagoderidze

შამანი
ძალიან კარგად დაიწყე მაგდა ^^ ♥
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,ცოტა უფრო დიდს :დ
წარმატებები ^ ♥

იმედია დიდი არის :დდდდ ♥

 


№6  offline წევრი ტალუ♥

საყვარლობაა ♥♥ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent