შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (3)


29-07-2015, 19:46
ავტორი stewart
ნანახია 1 839

-მაპატიე. ჩუმი ხმით თქვა ბაჩანამ და ცხელი სუნთქვა ყელზე მომაფრქვია.-მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
-არა! ისეთი კატეგორიული ტონით ვთქვი საკუთარი თავის გამიკვირდა.
-რას ქვია არა? გაოცება ვერ დამალა კაცმა და თანდათან უკან დაიხია.
-არ მოგცემ ულებას რომ ჩემით ითამაშო. მე არ ვიცი შენ ჩემნაირ ალხს ადამიანებად საერთოდ აღიქვამ თუ არა მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეს,ჩვენც გვაქვს ღირსება. იცოდე რომ არავის ჩემს სიცოცხლეში თავისი ქმედებებით ისე არ დავუმცირებივარ როგორც შენმა სიტყვებმა შეურაცხმყო.
-ერთხელ უკვე მოვიხადე ბოდიში, რას ითხოვ სხვას? მუხლებზე დავარდნას და პატიების თხოვნას? გამოსცრა კბილებში
-შენი ბოდიში მიღებულია,მაგრამ თავიდან არაფერს არ დავიწყებთ. მივახალე გაგულისებულმა და სამზარეულოდან გამოვვარდი. ეზოში სასწაულლებრივად თავისუფალი ჰამაკი დავანდ და სწრაფად წავედი მისკენ,სანამ კიდევ მომასწრებდა ვინმე ჩაჯდომას. ბედნიერი ჩავეშვი შიგნით და მაშინღა გავაცნობიერე ყვეკაფერი რაც ბაჩანას ვუთხარი. ჩემს თავზე გამეღიმა,იმ წუთას ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. ისე ვიყავი საკუთარი ფიქრებით გართული რომ ვერც კი შევნიშე როგორ მოიჯდა გვერდით ვიღაც.
-შოთა,შემაშინე. ვუთხარი ნაძალადევი ღიმილით და კიდისკენ უფრო მეტად მივიწიე,მეტისმეტი სიახლოვე უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა.
-იმედია წინააღმდეგი არა ხარ. გამიღიმა შოთამ და მშვიდად განაგრძო.-შენთან საქმე მაქვს. რას იტყვი საღამოს მე და შენ რომ გავისეირნოთ? ერთი ძალიან ლამაზი ადგილი აღმოვაჩინე,იქიდან მთელი სოფელი ხელისგულივით მოჩანს.
-კი მაგრამ რატომ ყველანი არ მივდივართ?
-დაახლოებით 3 კილომეტრის გზაა,ესენი კი ღონდ ერთ ადგილას დასვო და ფეხი არ გაანძრევინო. გაიცინა შოთამ.
-კარგი,რატომაც არა? ვუთხარი ღიმილით და უკვე ამდგარ ბიჭს დავაწიე კიდევ ერთი სიტყვა-შოთა,ეს ხომ პაემანი არ არის?
-გპირდები მსგავსი არაფერია. გაეცინა ბიჭს და სახლში შევიდა. სამზარეულოს ფანჯრაში დავლანდე,ბაჩანა შუბლშეკრული იდგა და მზერით მბურღავდა.
საღამოს თბილად გამოვეწყვე და ეზოში გამოვედი. შოთა უკვე გარეთ იყო და მოუთმნლად ცქმუტავდა. არაბულს ჩვენი წასვლა არ გამორჩენია-ერთი კი წაიბუზღუნა სად მიბადიალობენ ესენი ერთად-ო,მაგრამ მერე ხმა არ ამოუღია. გზაში ათას რამეზე ვილაპარაკეთ,მთელი დროის განმავლობაში დაზაფრული ვიყავი,არ მინდოდა ოჯახზე რამე ეკითხა თუმცა მხოლოდ ზოგად საკითხებზე ვიმსჯელეთ და მთის ფერდობს მივადექით. შიშით გადავიხედე მეორე მხარეს და აღტაცებისგან ყვირილი აღმომხდა. წინ ულამაზესი ხედი გადამეშალა-საოცარი გვირილების მდელო. გვირილები ბავშვობიდან მიყვარდა,ჩვენს სოფელში მა მზის ყვავილს ეძახდნენ და მეც მთელი გულით მჯეროდა რომ ყოველი მათგანი თავიანთი ყვითელი გულებით სწორედ მზეს დაატარებდა. მდელოზე გადასვ;ა არ მინდოდა,ვერაფრით გავბედე ამ ხშირ-ხშირი გვირილების გათელვა. შოთა გადავიდა და რამდენიმე მათგანი მოკრიფა.
-რას აკეთებ? ვკითხე სიცილით და იქვე მიწაზე დავჯექი.
-გვირგვინს გიწნი! გამომიცხადა ღიმილით და ყვავილების ჩამაგრება ერთმანეთში გააგრძელა. სახლში დაბრუნება მალევე მოგვიწია,უკვე ბნელდებოდა. ჭიშკარი რომ შევაღეთ ყველა ეზოში იჯდა და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობდნენ.
-ოჰ მოფრინდნენ გვრიტები! სიცილით გადმოგვხედა დიანამ.
-ძალიან გთხოვთ მსგავსი რეპლიკებით თავს უხერხულად ნუ მაგრძნობინებთ. დაიღრინა შოთამ და თავისუფალ სკამზე დაჯდა.
-ამ სიცივეში გვირილები სად იყო? უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა არაბულმა და მზერა ჩემს გვირგვინს დაასო.
-ვიპოვეთ. ახლა კი წავალ დავიძინებ,ღამე მშვიდობის. ღიმილით დავემშვიდობე ყველას და სახლისკენ წავედი. კიბეებზე რომ ავედი უკან აქოშინებული ბაჩანა დავლანდე და შევჩერდი.
-მოგწონს კირვალიძე? ჩემს პირდაპირ დადგა და თმიდან გვირგვინი სწრაფად მომხსნა.
-არც კი ვიცოდი კირვალიძეთუ იყო გვარად. მხრები ავიჩეჩე და შევტრიალდი.
-მოიცა! ხმამაღლა განწირულმა იყვირა თითქოს დასაძინებლად კი არა ომში მივდიოდი და ბოლოჯერ მხედავდა. შენი უკეთ გაცნობა მინდა,ვერ ვხვდები ამის საშუალებას რატომ არ მაძლევ.
-შენ არ გესმის ბაჩა. თავი გავაქნიე და წამსვე მივხვდი ჩემს შეცდომას. მოფერებითი სახელი დავუძახე ანუ ფაქტიურად ჩემი თავი გავყიდე. ეს ფაქტი არც არაბულს დარჩენია უყურადღებოდ და შევამჩნიე რგოორ გაუნათა თვალები ამ სახელმა.
-თავიდან რომ დაგინახე, იმაზე გავბრაზდი ასეთმა ლამაზმა თავი ასე როგორ გაიმეტათქო. მერე იმაზე ვბრაზობდი რომ მეგონა სათნო და კეთილი გოგოს როლს თამაშობდი და შენი ფარისევლობა გულს მირევდა,მაგრამ დილთ შენი სიმტკიცის და თავდაჯერებულობის მეც კი შემშურდა.მივხვდი რომ არაფერსაც არ თამაშობ,თამაში არც შეგიძლია ყველაფერი სახეზე გაწერია. გუშინ მე ბო*ი გიწოდ მაგრამ იმ მომენტში ნაძირალა და ბო*ი მხოლოდ მე გამოვედი გესმის? არავინ არის იდეალური,ეს არც შენ მოგეთხოვება. შენს „ჭუჭყს“ ეშველება გესმის, სხეულიდან ჭუჭყს ჩამოიბან მაგრამ იმ ჭუჭყს რაც მე სულში დამიგროვდა არაფერი ეშველება. დაფიქრდი ამაზე,გთხოვ.
-რას ითხოვ ჩემგან? ვკითხე აკანკალებულმა და თვალები უნებურად დამეხუჭა.
-ნება მომეცი გაგიცნო.
-კარგი მხოლოდ ეს არის?
-არა კიდევ ერთი...
-რა?
-შოთის აღარ შეხვდე რა,გთხოვ.



№1  offline წევრი miyvarxar1992

Me momwons da veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent