სევდიანი ამბავი
ბანკეტიდან მოდიოდა ნია. ოდნავ სევდიანი, ოდნავ მხიარული.ენანებოდა კლასელებთან ერთად გატარებული დრო. ცისფერი თვალები სევდით ევსებოდა. მიდიოდა ნია და პატარა მაგრამ ამაყი მხრებით მიჰქონდა ბიჭების აღტაცებული მზერა და ქალების შურიანი თვალები.მიდიოდა ნია და ყველას უღიმოდა.გრძელი, ხვეული თმა მხრებზე ეყარა და თითქოს ვერც ამჩნევდა ვაჟს, სკოლიდანვე უკან რომ მოჰყვებოდა.მოულოდნელად ვაჟმა გზა გადაუჭრა და ატმის აყვავებული ტოტუ გაუწოდა : შენსავით ლამაზი და უბიწოა ისიც! - უთხრა ხმადაბლა და თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, გაუჩინარდა. თუმცა, ნიას მაინც მოესწრო მისი შეთვალიერება და მონუსხა ვაჟის საოცრად მწვანე თვალებმა. მერე კი იყო უდიდესი გრძნობა და სიყვარულით ანთებული თვალები.... ერთად მოვლენილი "ჯვარი", "ზედაზენი" და "არმაზის ციხე".იყო სიყვარულიტ გამთბარი გულები და უცხო ადამიანების ალერსიანი მზერა. მერე კი გაზაფხულის ღამესავით ლამაზი ჯვრისწერა და მტრედივით თეთრი ქორწილი.იყო მღვდლის გულწრფელი სიტყვები : " საოცრად უხდებით ერთმანეთს"... მერე კი ერთად გათენებული დღეები და ახალი სიცოცხლე ნიას სხეულში. სწორედ ამიტომ ტიროდა გოგონა.ტიროდა ბედნიერებისაგან და ამშვიდებდა შეშინებული ლევანი. არ იცოდა, რა ატირებდა მის "მტირალა მზეს". გულში ჩაეკრა ნია და ჩასჩურჩულა : " არ გინდა მამა იყო" ლევანი ჯერ შეცბა. შემდეგ კი გაისაზრა ნიას სიტყვები. უცებ სიხარული აფეთქდა მასში.მიხვდა, რაც ატირებდა ნიას და გახარებულმა ჩაიხუტა ცოლი. შემდეგ კი პატარა ბარბარეს ნათელი მზერა და უდიდესი სიხარული...დაბოლოს, სისხლიანი ერაყი, რომელსაც ამდენი ადამიანი შეუწირავს.ლევანის განცხადებამ, ერაყში მოხალისედ მივდივარო, ნიას გული შეუკუმშა, მაგრამ იცოდა ქმრის ხასიათი და კრინტი არ დაუძრავს. მხოლოდ პატარა ბავშვივით მოეხვია კისერზე. წასვლამდე იყო ცრემლი და პატარა ბარბარეს კისკისი. წასვლის შემდეგ ორწლიანი მოლოდინი და ავისმომასწავლებელი ცნობა ერაყიდან : " თქვენი მეუღლე გმირულად დაიღუპა.112-პოლკი გიცხადებთ თანაგრძნობას". მერე კი ტირილი და ცრემლები ლევანის ტანსაცმელზე, შავზე უშავესი კაბა და გაცრეცილი სახე. გაუმაძღარი დროის სტომაქში გამქრალი 7 წელი და პატარა ბარბარე, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას. მერე კი 21 დეკემბერს მიღებული წერილი : "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცრემლიანო მზეო....' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.