სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[7]
ექვსი საათი იქნებოდა,კოშარებმა რომ გამაღვიძა.მთელი სხეული მიკრთოდა,ოფლში ვცურავდი,მაგრამ თანაც მციოდა.გამიკვირდა ჩემი მდგომარეობა,ფეხზე წამოვდექი და ლოგინი მთლიანად ავშალე,ტანსაცმელი გავიძვრე და სარეცხ მანქანაში ერთიანად შევყარე.შხაპი მივიღე და ხალათით გადმოვალაგე თეთრეული.ისევ დავწექი,მაგრამ თვალი არ დამეხუჭა.თავს საშინლად ვგრძნობდი..შიში,ტკივილი,მონატრება ყველაფერი ერთ ბუშტად იქმნებოდა და მიბუგებდა გულს. თვალ წინ მეშლებოდა მთელი ცხოვრება.ჯერ უდარდელი და ლაღი ბავშვობა და შემდეგ უეცარი შემობრუნება ადრეული წლებიდან სკოლისკენ,ტანჯვა,ტკივილი,ჩხუბი,დამცირება,აწითლებული ხელები და წითლად შეღებილი ზურგი,აცრემლებული და თავდახრილი დედა. მახსოვს,ერთხელ გახარებული დავბრუნდი სკოლიდან,“ყოჩაღ“ მივიღე ტესტირებაში და მინდოდა დედისთვი მეხარებინა,სახლში კი დიდი აურზაური დამხვდა,.მახსოვს,როგორ ავბღავლდი,მეზობლის ქალმა გამომხედა,შვილო,რა გჭირსო,მაგრამ ხმა არ გავეცი,რა მჭირდა და სახლიდან მესმოდა მამის გინება და სკმაების რახარუხი.ის ხომ ყოველთვის ასე იქცეოდა,როცა გაბრაზდებოდა.მაგრამ რის გამო ბრაზდებოდა და კარგავდა თავს? იქნებ ეს უკანასკნელი თავადაც არ ეკუთვნოდა. ბავშვური გულუბრყვილობით ვიდექი მაშინ,მთელი სხეული გამშეშებოდა.“განა არ ესმის მამაჩემის მორიგი „დღესასწაულის“ მომასწავებელი ხმა?“-გავიფიქრე,მაგრამ არაფერი ვთქვი.ადგილიდანაც ვერ ვინძრეოდი,მეშინოდა,რომ მამა მცემდა. ახლაც ასე ვგრძნობდი თავს,მაგრამ მაინც იმედი მქონდა.ნათია ხომ ჩემს გვერდით იყო.მასთან წავედი.აკანკალებული რომ დამინახა ჩამეხუტა,ამიტომაც ახლაც მქონდა მისი იმედი,“მას დავურეკავ“.ლოგინშიც ვერ გავჩერდი და ბოლთის ცემა დავიწყე.არა,თავი ასე არასდროს მიგრძვნია.სახლშიც მიჭირდა გაჩერება,კარეი გავაღე და ქუჩას გავყევი..ადრე უცნობს,მაგრამ ამჯერად საკმაოდ ნაცნობს..ჯერ კიდევ არ გათენებულიყო,მზე ნალ-ნელა იწეოდა ზემოთ. წინ მივდიოდი.მუხლები ლამის იყო ჩამკეცვოდა,მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი..ალბათ,უფრო ვერ და არა არ. რამდენიმე საათი ასე ვიხეტიალე.კიდევ კარგი მამუკა არ მიდიოდა დღეს სამსახურშიდა გვიანობამდე ეძინა,თორემ,ალბათ,ნერვიულობა აიკლებდა.10 საათი იყო ნათიას,რომ დავურეკე.მხიარულად დავუწყე საუბარი ისე,რომ ეჭვები არ გამიმხელია,მაგრამ ხმაზე ეტყობოდა,რომ რაღაც ვერ იყო რიგზე,უფრო სწორედ,უარესად... -ანი..უნდა გნახო.-სკოლაში არ ხარ. -არა,ვერ წავედი. -რა მოხდა? რა დაგემართა?-გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.“ნეტავ,რა ხდება?“-წარმოდგენაც არ მინდოდა რატომ დაკარგა ნათიამ სიმშვიდე.ამ უკასკნელს ის ხომ იშვიათად ტოვებდა.უფრო ძლიერად ამიტანა თრთოლამ და დაველოდე როდის დაარღვევდა იმ უხერხულ სიჩუმეს,რომელიც ჩვენს ტელეფონებს აკავშირებდა და,როცა მისი ხმა აჯობებსა საათის წიკ-წაკისა და გარედან შემოსული მანქანების ძრავის მიმქრალ ხროტინს. -ვერ გეტყვი ტელეფონზე..შემხვდი სადმე. -კარგი-ადგილი დავუთქვი და გავთიშე.თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,მაგრამ მათ გაბნევას ვცდილობდი.არ მინდოდა წინასწარ ჩავვარდნილიყავი პანიკაში.პანიკა ხომ სულ მანადგურებდა.ამის ძალა არც მქონდა.სხეული დამსუსტდებოდა.თითქოს გვერდები მიტყდებოდა,ნეკნები ერთმანეთს სცილდებოდა,თითქოს ჩემი სული სხეულს ვერ ეგუებოდა.გონება უფრო დამეძაბა,წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი. შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავემართე.ისე სწრაფად მივდიოდი,როგორც შემეძლო.თითქოს ვლამობდი გულის ცემისთვის მეჯობნა.მეგონა,მივასწრებდი,მაგრამ,როცა მივედი,ნათია აქეთ-იქით დადიოდა.გამიკვირდა,რაც სახეზეც დამეტყო.გოგონა კრთოდა,გადავეხვიე და შევეცადე დამემშვიდებინა.ხელებს გამალებით ვუსვამდი ზურგზე,ის კი თრთოდა.არა,ეს კანკალი უფრო იყო. -არა,არ გინდა-ვერ შეიკავა თვალებზე მომდგარი ცრეემლი და ასლუკუნდა...-არ ვიცი,საიდან დაიწყო-მასში რადიკალური ცვლილებები იხატებოდა.ის მშვიდი და გაწონასწორებული ნათია თითქოს სადღაც გადაკარგულიყო.იქნებ ეს არ იყო მართალი.ცხოვრება ხომ ცვლის ადამიანებსა და მათ ქცევებზე დიდ გავლენას ახდენს. უფრო ავნერვილდი,ენა მებნეოდა.გაშეშებული მივშტერებოდი ნათიას სახეს და მუხლები ლამის იყო ჩამკეცოდა.თვალები დავძაბე,შემდეგ გონებასაც დავაძალე აყოლა და მეგობარს ვკითხე:-დედა როგორაა?-ცრემლები როგორ მომადგა თვალზე,ვიგრძენი.ახლა მეც ვკრთოდი..და ჩვენი ორი უსუსური სხეული ერთმანეთში ეკროდა..თითქოს ერთ-ერთი ჩვენგანი კეთილი გველუკა იყო და ადამიანს ჭრილობას უხვევდა.ის მეც ვიყავი და ნათიაც.ორივეს გვქონდა ჭრილობები,მაგრამ ჩემი უფრო ღრმა იყო.უკიდეგანო სევდას მოვეცვი,სევდას,რომლის აღწერა ადამიანურ სიტყვებს არ ძალუძთ. -არ ვიცით,რა მოხდა..არავინ იცის ზუსტად რითი,მაგრამ დედაშენი მკვდარია..დასახიჩრებული იპოვეს,მამაშენი ადგილზე იყო,არც გაქცეულა..-ის დააკავეს-ხმა გაუწყდა,მაგრამ მაინც დააბოლოვა.თითქოს ლამობდა,მალე მოვრჩეო.განა ძნელია არაა ასეთი ამბის მეგობრისთვის მბობა? -რა?!-ეს იყო ჩემი რეაქცია.მას რომ არ დავეჭირე,ძირს დავენარცხებოდი.ავბღავლდი..მახსენდებოდა,მასთან გატარებული დრო,როგორი თბილი იყო,როგორ მესიყვარულებოდა..ზრუნავდა ჩემზე,მაგრამ ბოლოს..მამამ ყველა გაგვანადგურა.. გამახსენდა,ბებია როგორ მეუბნებოდა,გაუფრთხილდი მშობლებს,ხომ ხედავრა კარგი დედა გყავსო.განა მაშინ არ მესმოდა ეს? მესმოდა და ასეც ვიქცეოდი,მაგრამ ბავშვი ხომ მაინც ბავშვია.ზოგჯერ თავისდა უნებურადაც აბრაზებს დედას.მაგალითაც,როცა წავიქცეოდი ფერს კარგავდა ცხონებული ნანი და მაშინვე ჩემკენ მოჰქროდა,თითქოს ქარი იყო,თუმცა რა გასაკვირია მშობელი შვილისთვის შეუძლებელსაც შესძლებს,არარსებულ არსებადაც კი გადაიქცევა. -ან..-ნათიაც ტიროდა..რა უნდა ეთქვა,რომ დავემშვიდებინე.არც არაფერი... -..მაგის ბრალია ყველაფერი..-მინდოდა ჯავრი მამაჩემზე მეყარა.განა მისი ბრალი არ იყო? „მან მოკლა“-ვიმეორებდი გულში და კიდევ უფრო მძულდებოდა ის.ენით აღუწერელ ბოროტებას შევიგრძნობდი.მეგონა,რომ ვიღაც შიგნიდან მღრნიდა. -დამშვიდდი-ძლივს აღმოხდა გოგონას.ისიც ლამის იყო ჩაკეცილიყო,მაგრამ შეძლებისდაგვარად იკრეფდა ძალას.. -წავიდეთ..-თვალებში შევხედე და ანა მაშინვე მიხვდა,სად უნდა წავსულიყავით.მამუკას სახლის კარები ნათიას გავაღებინე..ის ახლა ამდგარიყო და სამზარეულოში ყავას ადუღებდა. -მამუკა..-სახელით პირველად მივმართე,მაგრამ იმ მომენტში მაგაზე რა მაფიქრებინებდა.ნეტავ რას იზამდა ის,დამეხმარებოდა,თუ მაშინვე ზურგს მაქცევდა... ასეთ დღეში რომ დამინახა,ჩამიკრა გულში.ხმას ვერ იღებდა... -ანი..ანი..რა ხდება?-ათიოდე წუთის შემდეგ ძლივს მკითხა..მის აკანკალებულ ხელებს განვეშორე და მოცილებით დავდექი,მერე ნათიას გავხედე,რომელიც კარებთან მელოდებოდა.ოფლი მასხამდა,ხელის გულები მთლად სველი მქონდა,სახე საშინლად ამწითლებოდა,ვკანკალებდი და მინდოდა მიწაში შევმძვრალიყავი.ალბათ,აქ ვხედავდი ნუგეშს. -ის აღარაა...-მხოლოდ ეს ვთქვი,მაგრამ მეტი არც იყო საჭირო...დედა აღარ იყო..მეტი სიტყვა უბრალოდ კოშმარს რად აქცევდა,არ ვიცი... -გინდა ნახო?-ოდნავრ,როცა დავმშვიდდი შემომთავაზა და მადუღარა გამორთო..თავი დავუქნიე.ისიც დამშვიდდა და მადუღარა აიღო. -არ დალევთ?-შემოგვხედა მე და ნათიას,რომლებიც ერთმანეთზე მიტმასნილები ვიყავით და უჩუმრად ვუცქერდით რაღაც წერტილს,როგორც ხდებოდა ხოლმე გაჭირდვების ჟამს.. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი..დედა,რომელიც მუდამ სევდად და მონატრებად დაინთქმებოდა ჩემს გულში.დედა,რომელზეც ფიქრი გასაქანს არ მომცემდა და მამაჩემი კი მუდამ დამაკარგვინებდა მოსვენებს,მან ხომ დედა წამართვა,ეს ლამაზი და სანუკვარი არსება მომიკლა.მან ხომ წამართვა უფლება ვინმესთვის დედა დამეძახებინა.მან ხომ ბავშვობი მოგონების შემქმნელი და ჩემი გულისუფალი დედა წამართვა.ნანი,რომელიც მუდამ მიყვარდა. მან ხომ წამართვა უფლება დედის ლამაზი,მციმციმე,მწვანე თვალთთვის მეჭვრიტა,გამომეცნო მათი სევდა თუ მწუხარება,მან ამიკრძალა შევხებოდი ნანის თეთრზე თეთრ ხელებს და მისი წითური თმა თითებზე დამეხვია ის ,როგორც ბებიები ახვევენ საქსოვს ძაფს ჩხირებზე. განა ისე არ მახსენდება,როგორ ვეუბნებოდი დედას ბავშვობაში,არ მეძინება და ხელი მომეციო,როგორ ჩავკიდებდი ამ უკანსკნელს ჩემს პატარა მტევანს,შევხედავდი და მერე ისევ ვხუჭავდი თვალებს. ახლა უფრო მწყდებოდა გული იმ უთანხმოების გამო,რომელიც ჩვენ ორს შორის,ჩემსა და დედას შორის სუფევდა,იმ გაუცხოევის გამო,რომელიც ძლიერად გვტმასნიდა მარტოსულობის გზასთან.ახლა საკუთარი თავიც მძულდა. მამუკამ ყავა დაგვისხა და ჩვენც უგუმრად მივსუსხედით მაგიდას.ხმას ვერც ერთი ვიღებდით...ნახევარი საათი ვწრუპავდი ერთ ფინჯან ყავას ისე,რომ სხვებისთვის არც კი შემიხედავს...თითქოს დროს შეჩერებას ვლამობდი,მაგრამ განა შესაძლებელი იყო ეს?ვერავის ვამჩნევდი და ვგრძნობდი,გარდა ტკივილისა..იმ ტკივილისა,რომელიც ასე მღრნიდა და მაცლიდა სასიცოცხლო ძალებსაც კი. რა იყო ეს? ეს იყო..არ ვიცი,რა იყო...ზოგ მომენტში ვნანობდი,რომ დედა დავტოვე.. -იქნებ არ უნდა დამეტოვებინა?ჩემი ბრალია,ჰო?-მუდარით გავხედე ჯერ ნათიას და მერე მამუკას ავხედე,რომლის შუბლი კიდევ უფრო დანაოჭებულიყო. -არა,რას ბოდავ!-ნათიამ მკარად მიპასუხა...-შეეშვი,შენ თავს..არადა განა შემეძლო ეს? საკუთარი თავის პატიება..მძულდა ანი,მძულდა ის გოგო,რომელსაც აღარ ჰქონდა ცხორვება.“ახლა კი საბოლოოდ დაესვა მას წერტილი“-მძიმედ გავიფიქრე და ავსლუკნდი:-არ შემიძლია. ოთახში შევედი და უკნიდან მამუკას ხმა მომესმა:-დაისვენოს. ნათია არ წასულა,ჩემი ოთახის წინ სკამზე ჩამოჯდა და სევდას მისცა თავი..სევდა..ერთი შეხედვით ადვილი,მაგრამ როგორი ძნელი..ბალიშები დამემხო თავზე და ისე ვტიროდი...ვბღაოდი,მოვთქვამდი...ეს იყო რაღაც კატასტროფა. გულში მძაფრი ტკივილი დამგუბებოდა...განელებას არც კი აპირებდა... საღამოს ისევ იმ ოთახში ვიყავი,რომელშიც მთელი ცხორვება მქონდა გატარებული.ისევ ვგრძნობდი ძველ სუნს..ნესტს და სიღარიბის აჩრდილს..გამაჟრიალა,ნათიას ხელი ძლიერად ჩავსჭიდე და რაღაც წერტილს მივაჩერდი..გამახსენდა ის,რაც ამ სახლში ხდებოდა..ისე შემეშინდა,რომ ცრემლების გადმოყრის თავიც კი არ მქონდა. თითქოს სხეულს გულზე ავტონომია საერთოდ დაეკარგა.ვიჯექი ,ხან ზემოთ ავხედავდი რაღაცას და ხან ნათიას მოღუშულ სახის ნაკვთებს ვადევნებდი თვალს.მისი შავი თვალები მიწისფერი გამხდარიყო,თითქოს ნელ-ნელა ჟანგდებოდა.განა ჩემი ცისფერი თვალები არ ღელავდა,როგორც დიდი ხნის ნაწვიმარი ზღვა? გადავეხვიე ნათიას და უფრო მძიმედ ავსლუკუნდი.ნერწყვს ძლივს ვაგორებდი დაბლა.რა იყო ეს? იქნებ კოშმარია,ვანუგეშებდი თავს.გამახსენდა,რომ სიზმარში ადამიანს ხუთი არ აქვს და მათ დავუწყე დათვლა.როცა შევნიშნე,რომ ხუთი იყო,ისე გადავითვალე და უფრო ავსლუკუნდი.ნათიას ზედა სულ ცრემლით გავაწყვე. უეცრად,მამუკა შემოვიდა ოთახში და ჩემკენ წამოიწია.ნათია ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.ალბათ,მიხვდა,რომ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.მამაკაცი მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.მისი მუქი თვალებიც არ იყვნენ ჩვეულ რიტმში,მელოტი თავი ისევ აწითლებოდა,ბაგეები უკანკალებდა.მისი საცოდაობის ყურება არ შემეძლო.არ შემეძლო იმის აღიარება,რომ ის ჩემზე ასე ზრუნავდა.რატომ იქცეოდა ასე?“კვლავ არსებობენ კეთილი ადამიანები“-გავიფიქრე და ძირს დავიხედე. რამდენიმე წუთში მწველად შემომხედა და დაკვირვება დამიწყო.მხედავდა აცრემლებს.ალბათ,ჩემი გულის ურიტმო ფეთქვაც ესმოდა.ლამის იყო გული წამსვლოდა,მაგრამ თავს ძალას ვატანდი.დედის გარეშე,რომელთანაც გაატარე მთელი 17 წელი ცხოვრება უბრალოდ არ შემეძლო.არ მეგონა,რომ მის გარეშე ერთი დღე მაინც შეძლებდა ჩავლას. ის უნებურად ალაპარაკდა.ეტყობოდა,რომ ამდენი ხნის სიჩუმე მობეზრდა:-ანი,გთხოვ დაწყნარი..-ლამის იყო ასლუკუნებულიყო,ხელები გაშალა და გულში ძლიერად ჩამიკრა.ალბათ,ამით თავიდან აიცილა ჩემი მზერა,რომელიც მისი ყორნისფერ თვალთაკენ იყო მიმართული.არ უნდოდა,რომ მის თვალზე ცრემლი მენახა.ხელები ზურგზე მომისვა.“ჩემი გულის ცემა ესმის“-გავიფიქრე და მისას დავუგდე ყური. ვინ იყო ის ჩემთვის? არც დედა მყავდა და მამა უკვე დიდი ხანია,რაც მონსტრად მქცეოდა,ეტიც,ვფიქრობდი,რომ ის მონსტრზე ბევრად უარესი რამ იყო.ადამიანსაც კი ვერ ვუწოდებდი,მხოლოდ პირუტყვით შემეძლო „შემემკო“ მისი პარაზიტული არსებობა.იქნებ ის გამხდარიყო ჩემი მეურვე.ამის გაფიქრებაზე წამოვწითლდი.ძალიან ბევრის ამბიცია მქონდა.შემრცხვა და ფეხზე წამოვდექი. -წავიდეთ-მივმართე მამუკას და ისიც ფეხზე წამოიწია.ნათია კარებთან იდგა და ვანიშნე შემოდიო.ვთხოვე,რომ რაიმე შავი კაბა ეყიდა.ის მაშინვე წავიდა,ერთ საათში დაბრუნდა და სადა კაბა გამომიწოდა,გადავიცვი და მომეწონა.აშკარად,ასეთი რამ მჭირდებოდა.შავი მაღლები,მოიზომეო და წინ დამიდო.თვალებით გადავუხადე მადლობა.მალევე ორივენი მზად ვიყავით და მამუკას მივყვებოდოთ იმ ბინაში,რომელიც არც ისე დიდიხნის წინ დამეტოვებინა. მუხლები უფრო ამიკანკალდა.გარეთ ნათესავები და რამდენიმე ოჯახის მეგობარი იდგა,მაგრამ მამაჩემის მხრიდან არავინ იყო მოსული,ალბათ,ვერ გაბედეს.ბებიასა და ბაბუას მოვკარი თვალი და გულმა მომძლავრებული მონატრება წინ წამომიწია. ორივე მე მიყურებდა.სწრაფი ნაბიჯით გავემართე მათკენ,ერთდროულად გადავეხვიე ორივეს და ავქვითინდი-ჩემი ბრალი იყო..არ უნდა წავსულიყავი.მე რომ ვყოფილიყავი,იქნებ არ მომხდარიყო ეს..-მხოლოდ ეს წარმოვთქვი.ამ ამბის თავიდან განმეორება აღარ მინდოდა,რადგან როცა ვყვებოდი ჩემს ცნობიერში მამა თავიდან კლავდა დედას..და მერე მიცვალებულსაც კი აგინებდა.ეს მისგან არც კი იყო გასაკვირი.ცხადშიც და სიზმრებშიც სისხლის გუბე მედგა თვალწინ,ამ უკანკნელს კი ლამის იყო ძირიანად ამოვეთხარე. -არა,გაჩუდი..-ერთდროულად შემაწყვეტინეს,მაგრამ ეს სიტყვები რას მიშველიდა,როცა ვხედავდი აცრემლებულ ბებიას,რომელსად უკვე ეჯერა გული ტირილით,მაგრამ მაინც ვერ გათავისუფლებული ტკივილისგან.კი ამბობებ ცრემლები შველისო,მაგრამ ამხელა ტრაგედიას რა უშველიდა? ვერც ვერაფერი.ის მუდამ გაგვყვებოდა,იქნებოდა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და ყოველ წამს,როცა გავიფიქრებდი,ბედნიერება გვეწვიაო,შეგვახსენებდა თავს და ხელმეორედ მოგვიკლავდა გულს. ოთახში შევედით.ეს თუ შესვლა იყო ათი წუთი მოვანდომე კიბის სამი საფეხურის ავლას,მერე ოთახში ძლივს შევედი და დავინახე ბალზამიერებული დედა,რომელიც კუბოში უგონოდ იწვა.თავის თავს არ ჰგავდა.თმა უფრო შეთხელებოდა,სახე დაპატარავებოდა,ნაოჭები მიმობნეოდა და თითქმის არც ეტყობოდა,ხელებზე ძარღვები ეტყობოდა,ისევ ისეთი ლამაზი ტუჩები ჰქონდა,მაგრამ უმოძრაო,ისინი ვერასდროს მეტყოდნენ,რომ ვუყვარვარ.ვეღარასდროს მივიღებდი მათგან ამბორს.მისი დანახვისთანავე მისი სიტყვები წამომიტივტივდა,მიცვალებული მშვიდდება და ისეთ სახეს იღებს,როგორიც ახალგაზრდობისას იყოო.“ნუთუ,ასეთი პატარა თავი გქონდა,დე?“-ცრემლები მომადგა და საკუთარ კითხვაზე პასუხი თავად ვიპოვე:“განა არ მახსოვს როგორი გქონდა..ჩემო დე“-ცრემლები წვიმასავით წამომივიდა და გულამღვრეული დედას დავემხე. -არ უნდა დამეტოვებინა-ისევ ავბრავლდი-საკუთარი დედა დავტოვე,მე ვარ ახლა შვილი?-თუმცა ჩემი აღარაავის ესმოდა.სამეგრელოდან ჩამოსული ნათესავებიც არანაკლებად ბღაოდნენ.რას არ ამბობდნენ მასზე,აქებდნენ და ეცოდებობათ საწყალი,ეცოდებოდათ ასეთი ბედისთვის. გამახსენდა ის დღე,როცა ნანი უკანასკნელად ვნახე და ჩამესმოდა მისი სიტყვები,დარჩი,ერთად უნდა ვიყოთო.მაშინ არ ვუსმენდი,ახლა კი წამში სამჯერ ჩამესმოდა გულში და უფრო მღრღნიდა. „ადამიანს სხეულს მოპარავენ,მაგრამ სულს ვერა..“-ჩემდა უნებურად გავიფიქრე და ნანის მივაშტერდი.ქმარმა მოიტანა,მართალია,უნდოდა და უყვარდა,მაგრამ მაინც მისი გახადა.არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს და მაინც წაიყვანა.მაშინ ნანი მხოლოდ 16 წლის იყო,თენგო კი 26-ის.დედა ძალიან ახალგაზრდა იყო,ჩემზე ერთი წლით უმცროსი,სოფლიდან ახალი ჩამოსული იყო უნივერსიტეტში სასწავლებლად,ამან კი თავი მოაწონა და მალევე წაიყვანა. გამოუცდელი გოგო იყო,მშობლებიც არ ჰყავდა გვერდით.ამბობენ,ცუდი ბიჭები კარგ გოგოებს უყვარდებათო,ალბათ,ასე მოხდა მასთანაც.ბოლოს მხოლოდ შეფარვით იტყოდა ქალი მიყვარსო.ალბათ,ჩემი ერიდებოდა,რა მაგალითი უნდა მივსცე გოგონას,როგორ ვუთხრა მამაშენი არ მიყვარსო.თუმცა მაშინ მას ხომ არ ვთვლიდი მამად.დიდი ხნის წინ დაკარგა მან ჩემს თვალში სტატუსი მამა. ნანი რომ წაუყვანია,ბებიამ და ბაბუამ არ იცოდნენ და,როცა გაუგიათ,გაგიჟებულან,მაგრამ ქალიშვილს უკან ვეღარ დააბრუნებდნენ,თან ნანი გაგიჟებით უმტკიცებდა მიყვარსო,მათაც რა ექნათ,შვილს ვერც აიძულებდნენ და ასე დარჩა თენგოს ნანი.ქალს დიდი გეგმები ჰქონია,მაგრამ მეუღლემ არ ჩააბარებინა უმაღლესში,თვითონ სკოლაც კი არ ჰქონდა დასრულებული,ასეც გავუძღვები ცხოვრებასო.საკუთარი წარმოდგენები ჰქონდა,რომლებმაც აქამდე მიიყვანა. თავიდან რაღაც ქარხანაში მუშაობდა მამაჩემი,რომელსაც ბოლო წლებში საერთოდ მიანება თავი,დედაჩემს ჯიხურში უშოვა ადგილი და ყოველ საღამოს უმეორებდა ქალს.აი,ჩემი ოცნების ოჯახი ეს არისო.ნანისაც სიამოვნებდა.ზოგჯე საკუთარ გეგმებზე კი წყდებოდა გული,მაგრამ თენგოს სიყვარულმა ესეც გადაავიწყა. ცოლის სხეული მისი იყო,მაგრამ სული-არა.ნანი მაინც სულ სხვა იყო,მისი მანკიერებები არ მოსწონდა,არც მისი ქცევები..ქალი მაინც ვერ გარდაქმნა,ამდენი ხნის მანძილზე ტანჯავდა,მაგრამ ნანი მაინც ნანი იყო.ქმარი,ალბათ,აღარ უყვარდა,მაგრამ არ უნდოდა ოჯახი დაენგრია,არ უნდოდა ხალხს ეჭორავა და თან ებრალებოდა საწყალს.გულით კეთილი იყო,მოსიყვარულე დედა. ახლა კი იწვა უგონოდ და უგრძნობოდ.ქმარმა,რომელიც მას საკუთრებად მიიჩნევდა,საბოლოოდ გაანადგურა.მობეზრდა მისი სხეული და დაასამარა,არც მე და არც სხვაო,მაგრამ სული მაინც ხომ ვერ ხელყო. -შენი სხეული მოგვტაცეს,დე,მაგრამ სული მაინც ჩვენთან იქნება-ჩუმად ჩავილაპრაკე და დედას შუბლზე ვემთხვიე.ყველა მე მიყურებდა.მამუკას მზერას ვგრძნობდი და იმასაც მოვკარი თვალი თვალებში როგორ ეჯარებოდა ცრემლები. ბებია მომიახლოვდა.ხელი დედას ხელზე მედო,ვეფერებოდი,როგორც კი შენიშნა,შვილის მტევრნის ქვეშ საკუთარი შეაცურა და მითხრა:ზოგჯერ ირღვევა მამათა და შვილთა კანონი.ეს შენი ბრალი არაა..-აკანკალებული ბაგეებით მერე დასძინა-იმ არაკაცს დაუმტკიცეს დანაშაული და 25 წელი მიუსაჯეს. გავიგონე,მაგრამ ეს რას მიშველიდა.ცოტა ხანში ხალხი წამოიშალა:-ზუგდიდში გადავასვენოთ.მოვდინენ-ჰო,ზუგდიდი მისი მშობლიური მხარე იყო.ახლაც მახსოვს,როგორ უყვარდა მშობლიურ სახლში ჩასვლა,მაგრამ ბოლო დროს საერთოდ ვერ ჩავდიოდით.განა თენგო ამის ნებას მოგვცემდა?კითხვას ვერც კი გაუბედავდა კაცი,ისე მოჟამულ ხასიათზე იყო,ჩვენ კი არ გვინდოდა „დღესასწაულების“ გახშირება,ის ხომ ისედაც სისტემატიზირებულ ხასიათს იღებდა. ^^ დაკრძალვის დღეც მოახლოვდა.მამუკა გვერდიდან არ მშორდებოდა.ფინანსური დახმარებაც გაუწევია,რაც მე გვიან გავიგე.არ უთქვამს და,ალბათ,სხვებიც გააფრთხილა,რადგან არ უნდოდა,რომ უარი მეთქვა,მან ხომ იცოდა ჩემი ამბავი. გამახსენდა,რომ დღეს ღომს დედას გარეშე შეჭამდნენ,არადა როგორ უყვარდა.ამის გაფიქრებაზე კი თვალ წინ დამიდგა დღეები,რომელთა გატარებაც მის გარეშე მომიწევდა.ცრემლები წამსკდა და,აი,უკანასკნელი ნიჩაბი ქვიშა მიაყარეს დედას.მეც მივედი და სიმბოლურად ვისროლე ერთი პეშვი მიწა,რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ხელში მეჭირა და ცრემლებითაც კი განმეჟღენთა. მსგავს რამეებს ადრე ფილმებში ვხედავდი და ისიც იშვიათად,ახლა კი ეს ჩემი რეალობა იყო,ჩემი მწარე რეალობა და ჩემი დანგრეული ცხოვრება.ცხორვება,რომლის განადგურება მოახერხა მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი მამაჩემი იყო,დიახ,ეს თენგო იყო. სასაფლაოდან რომ მოვდიოდი ფეხები მეკეცებოდა,რაც მამუკამ შეამჩნია და მის სხეულს დამაყრდნო.ნათიაც არ მშორდებოდა გვერდიდან.სუფრა დიდი იყო,როგორც იციან ხოლმე სამეგრელოში.ქუჩაში უშველებელი მაგდები იდგა და ხალხი ირეოდა.სამძიმარი იმდენმა მითხრა,რომ სათვალავიც კი ამრეოდა. მიმდენი ადამიანი ვნახე,მაგრამ ორმა ნაცნობმა სილუეტმა გამაშეშა.როგორც ჩანდა,ახლა მოსულიყვნენ.უეცრად შევკრთი და სახეზე ფერი დამეკარგა.მამუკამ გაკვირვებით შემათვალიერა,მაგრამ ვერაფრის თქმა გაბედა.გავშეშებულიყავი და ვაკვირდებოდი მათ,ვინც ეპოტინებოდა ჩემთვის უკანასკნელი იმედის წართმევასაც კი. მადლობა დიდი ყველას. ველი შეფასებებს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.