ტრიალი წრის გარშემო [4]
*** -ოჯახი გყავს? - ჰკითხა დათომ და პირი მოიწმინდა -დედა და და - ელენემ ღვინო მოსვა და მოსალოდნელ შეკითხვაზე დაფიქრდა. -შვილები? - ღვინო ყელში გაეჩხირა და წყალი რომ არ დაეყოლებინა, უეჭველად გადაცდებოდა -არა, არც შვილები. შენ? - ისე ინსტიქტურად დაუბრუნა კითხვა, არც გაუაზრებია -არა, მე და ჩემი ცოლი არ ვჩქარობთ - ეს სიტყვები იმდენად ბუნებრივად ჟღერდა, რომ წამით დაიჯერა -რამდენი ხანია დაქორწინებულები ხართ? -2 წელი - დათომ ჭამა დაამთავრა და ღვინო დააყოლა. უკვე იცოდა ელენემ, რითაც დამთავრდებოდა ეს ვახშამი -2 წელი? - გაიღიმა ნაძალადევად -კი, ასეა - თავი ჩაღუნა, პაუზის შემდეგ კი განაგრძო - რას საქმიანობ? - აი ამაზე კი არ ჰქონდა პასუხი მოფიქრებული. რა სულელია! -„სონის“ გაყიდვების მენეჯერი ვარ საფრანგეთში - საიდან მოაფიქრდა წარმოდგენა არ ჰქონდა -ანუ ფრანგული იცი? - აი აქ კი ვეღარ დაიძვრენდა თავს. დათო 7 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა, ელენემ კი „Bonjour”-ის გარდა ფრანგულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. -არა. ინგლისური ვიცი, ფრანგულს ვსწავლობ. - როგორღაც მოაბა თავი და თემის გადატანას შეეცადა - შენ სად მუშაობ? -ბიზნესმენი ვარ -ბიზნესმენობა კარგია, ბევრი ფულია - მაშინვე მიხვდა, რომ სისულელე წამოროშა, მაგრამ დააგვიანდა. დათოს გაეცინა: -გაყიდვების მენეჯერს არ გეკადრება ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება ბიზნესისადმი -ჰო მართალი ხარ, ვიხუმრე. - დაძაბულობის მოხსნას და როლში შესვლას ცდილობდა. აი ახლა ესმის მსახიობების, რომლებსაც ყოველთვის ეჩხუბება. რთული ყოფილა თურმე. -აქ დიდი ხნით ხარ? - ღმერთს მადლობა, ეს მაინც მოეფიქრებინა წინასწარ. -1 კვირით. შვებულება ავიღე. -მოხდა რამე? -არა, უბრალოდ გადავიღალე მუშაობისგან და დასვენება მჭირდებოდა -მერე რა ეშველება „სონის“ შენ გარეშე? - დასცინა დათომ. -როგორმე მოიფიქრებენ რამეს - თქვა და ქმარს, რომელმაც კვლავ დეკოლტესკენ გააპარა თვალი, დაასწრო -ჩემთან ავიდეთ. - მამაკაცს ტუჩებზე სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა. *რომ მიცნოს? შუქს ჩავაქრობ!* - ფიქრობდა გზაში. ელენემ ქმარს თავი მხარზე დაადო. ასე არასდროს იქცეოდა. დათოს თავზე ხელის გადასმაც ამიტომ ეუცხოვა. ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა ან რა უნდა ეგრძნო. ცხადი იყო, სიბრაზე გადასვლოდა. საკუთარ თავზე ეჭვიანობდა, რადგან ხვდებოდა, რომ მართლაც საუკეთესო ქმარი ჰყავდა, მაგრამ აქამდე ეგოიზმის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის თუ სხვა გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხედავდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით იხსენებდა, როდის ჩამოშორდა ქმარს. ალბათ მაშინ, როცა მისგან ყურადღება მოაკლდა. ჰო, სწორედ მაშინ დაიწყო გაცივება. ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ელენე, იმის ნაცვლად რომ სიტუაცია გამოესწორებინა, დალაპარაკებოდა, ეჩხუბა ან თუნდაც რაიმე მოემოქმედა, პატარა ბავშვივით გაიბუტა, თუმცა სიამაყის გამო თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი შეცვლილა. მარტო ყოფნას, ვატოსთვის უმისამართო წერილების მიწერას და სამსახურს კი ისე შეეჩვია, ეს პრობლემაც სრულიად გადაავიწყდა. ახლაც ეშინოდა იმაში გამოტყდომა, რომ ქმარმა უღალატა. მერე რა, რომ ისევ მასთან. დათოს ხომ ის სხვა ქალი ეგონა. ამ ფაქტის აღიარება მის თავმოყვარეობას შებღალავდა. ამიტომ არ აპირებდა ხმის ამოღებას და ყველანაირად ცდილობდა ეჭვები არ აღეძვრა. ნომერში კოცნით შევიდნენ. -არ აანთო რა - შუქი ჩააქო ქალმა და კოცნა განაგრძო. როგორც კი საწოლზე დააწვინა მამაკაცმა და გახდა დაუწყო, ელენემ მოახერხა და ტელეფონიდან, რომელიც ჯიბეში ედო, ზარი გაუშვა. ამ სპონტანური საქციელით აინტერესებდა ქმარი როგორ მოიქცეოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ყურადღებას არ მიაქცევდა. დათო წამით გაჩერდა და ტელეფონს ჯიბეში დაუწყო ქექვა. რომ ამოიღო და ცოლის სახელი წაიკითხა აღება დააპირა, მაგრამ ელენემ არ დაანება. ხელი გააწევინა და მის გადადებას შეეცადა. -ჩემი ცოლია - თქვა დათომ სერიოზულად -და რა გინდა, მდგომარეობაში შევიდე? - წარბი აწია მკერდმოღერებულმა ელენემ და კვლავ მობილურისკენ წაიწია, მაგრამ დათომ ხელი უკან წაიღო. მაშინ თავისი ტელეფონის გათიშვა სცადა, თუმცა ვეღარ მიაგნო. იმ მომენტში, როცა ყურთან უნდა მიედო მობილური, სწრაფი რეაქციით დაარტყა და ტელეფონი გადააგდებინა. მთვარის შუქზე გარკვევით ჩანდა დათოს გაოცებული გამომეტყველება, რომელიც სიბრაზეში იზრდებოდა. -რა გააკეთე? - ქმრის ჯენტლმენობა გადაავიწყდა და რაღაც მომენტში შეეშინდა არ დამარტყასო. -როგორ არ გრცხვენია, რომ ასეთ დროს ცოლის ზარს პასუხობ - ელენე ზედას მიწვდა და ჩაცმა დაიწყო -თავი ვინ გგონია, რომ ერთი დღის გაცნობილი ჩემს ცხოვრებაში ერევი - ტონს აუმაღლა დათომ. ქალმა თავის ტელეფონს მიაგნო და ისევ დარეკვის ღილაკს დააჭირა. -თვითონ ჩამრიე, დაგავიწყდა? ამიტომაც არ მინდა ცოლიან კაცებთან ურთიერთობა - იატაკზე დაგდებული მობილურიდან ზარის ხმა გაისმა. -თუ უპასუხებ, იცოდე, ვეღარასოდეს მნახავ - ხელი მაგრად მოუჭირა მკლავზე და აცრემლებული მზერა მიაპყრო. ქმარმა ამრეზით შეხედა, კოსტუმი ჩაიცვა და ტელეფონი აიღო -გიჟი ხარ - მიაძახა და კარი გაიხურა. -რატომ არ მპასუხობდი? - ხმა შეიცვალა ელენემ -ოფისში შემოვრჩი, მაპატიე, არ მესმოდა. გზაში ვარ. -აჰ, სახლში მეგონა უკვე. მე ნატასთან ვარ და მალე მოვალ -თუ გინდა გამოგივლი -არაა, არ მინდა ჩემით მოვალ -ხო, სულ დამავიწყდა როგორი დამოუკიდებელიც ხარ - ხმამამღლა იფიქრა დათომ -რა ხდება? -არა არაფერი. კაი სახლში გელოდები - ყურმილი გათიშა თუ არა სასწრაფოდ გამოცვლა დაიწყო. *** -მასკა რო მოიძრო არა? მოძალადე მგონიხარ - დასცინა ელენემ სუფრის ალაგებისას -ქალების ნდობა არ შეიძლება - გაუღიმა ვატომ და მხარი გაკრა - ამ ყველაფერს შენ გარეცხავ -აუუუფ, მომინდომა ბიჭმა -გაიჩალიჩებ -გაჩალიჩებული არ მაქვს? - უკმაყოფილოდ გახედა და ხელები აიკაპიწა -მელიქიძე, ენას ამოგაძრობ -მაგარი ფილმი იყო -მგონი ლუდი უფრო მოგეწონა - გაიცინა ვატომ და ორი ლუდის ბოთლი სანაგვეში ჩააგდო - ოთახში შევიდა და მომზადება დაიწყო - საღამოს მოვალ, წამოგიღო რამე? -სად მიდიხარ? -საქმეზე -მაგ იუმორით შორს ვერ წახვალ -კაი წამოდი ეხლა მე-2 სართულზე -რატო? -ოთახში უნდა ჩაგკეტო -აუუუუ კაი აღარ გაგეხუმრები ესე თუ გწყინს -ნუ მამეორებინებ -კაი რა, არ გავიქცევი არსად - ვატო მიუახლოვდა, ყური აუწია და კიბეებისკენ ისე წაათრია -ხელი გამიშვი, მეტკინა, იდიოტო - ელენემ ხელი გააშვებინა და წარბშეკრულმა ნელი ტემპით აიარა კიბეები -კომპიუტერი, წიგნები, ჟურნალები - დაათვალიერებინა ვატომ ოთახი - ყველაფერი გაქვს -პირდაპირ სამოთხეა - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ელენემ და ოთახი მოათვალიერა -მალე მოვალ - კარი გაიხურა ვატომ. ოთახი საშუალო ზომის იყო. არც უშველებელი და არც ძალიან პატარა. მუქი ფარდები აბნელებდნენ კედლების ნათელ ფერებს. ერთი დიდი საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა და დიდი სავარძელი იყო. ელენემ კარადა გამოაღო, თუმცა ცარიელი დახვდა. შემდეგ კომპიუტერი ჩართო. ნახევარი საათი ეძებდა ვატოს ფოტოებს *წინდახედული ყოფილა, მათხოვარი!* - ფიქრობდა და კვლავ განაგრძობდა ძებნას *არადა, რა მაგარი ხასიათი აქვს... რა კარგი იქნებოდა, სხვა გარემოში რომ შევხვედრილიყავით ერთმანეთს იქნებ შევყვარებოდი ღმერთო, ელენე, რა აზრები გაქვს რაზე ფიქრობ მან ხომ გაგიტაცა იქნებ მანიაკია. მამაშენის მტერიც, სავარაუდოდ* - უამრავ აზრს ერთდროულად მოეყარა თავი ელენეს გონებაში. კომპიუტერი გამორთო, წიგნი აიღო და საწოლზე წამოწვა. გურამ დოჩანაშვილი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ზოგადად, ბევრს კითხულობდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის არცერთი ნაწარმოები არ ჰქონდა წაკითხული. წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: - თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს?“ შუა კითხვისას მიხვდა, რომ „პირველად წაკითხვის ბედნიერება“ ჰქონდა სწორედ. ისეთი გაოცებული იყო ვასიკო კეჟერაძის პერსონაჟით, უცებ მოუნდა, ყველა კარგი წიგნი, რაც კი არსებობდა დედამიწაზე, ერთდროულად წაეკითხა. ალბათ ეს ის გრძნობაა, რომელიც კითხვის მოყვარულებს ხშირად ეუფლებათ. კარის გაღების ხმა რომ გაიგო, წიგნი სასწრაფოდ დახურა. -განათლებას იძენ? -თითქმის დავამთავრე -კაი, დაბლა ვიქნები მე და რო მორჩები კითხვას ჩამოდი, ვჭამოთ - ვატომ თვალი ჩაუკრა და კარი გაიხურა. გოგონამ კითხვა განაგრძო. „ჩამომალაბორანტეს. 1973 წ.“ ელენემ წიგნი დახურა, საწოლზე ზურგით დაწვა და თვალები ჭერს მიაპყრო. აღფრთოვანებული იყო, ამავდროულად კი უკვირდა, აქამდე როგორ არ ჰქონდა წაკითხული ასეთი საოცარი მოთხრობა. წიგნი კვლავ გადაშალა და მონაკვეთს, რომელიც მრავალჯერ გადაიკითხა, კვლავ დაუბრუნდა. „ეს რა - დესპოტიზმია? - არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, - ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, - ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი... - როგორ თუ ლუქსი?! - თქვენი გაკვირვება სამართლიანია, - ეთანხმება რესპონდენტი, - არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა“ -ეე, აინშტაინ - მოესმა ქვემოდან ვატოს ხმა - არ დაამთავრე? -ეხლავე ჩამოვალ - გასძახა და წიგნი დახურა. წამიერად კედელს მიაშტერდა. უცნაურ გრძნობას მოეცვა. ვატოს ჟაკეტი ჩაიცვა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. -გშია? - ჰკითხა ვატომ, რომელიც სუფრას შლიდა -მგელივით -ჭამე, თორე შენები იტყვიან არ აჭმევდაო და თავს ხო არ შევირცხვენ -აუ ჩემები ალბათ როგორ ნერვიულობენ... მამა კარგი ჰო, მაგრამ დედამ რაღა დააშავა? -თუ ეგრეა, შენ რაღა დააშავე? ის, რომ ნიკო მელიქიძის შვილი ხარ. ლოგიკურად, დედაშენმაც იგივე - ნიკოს ცოლია - ელენემ ყურები ჩამოყარა და მაგიდას მიუჯდა. -შენ იმდენს ჭამ, გამოსასყიდი მართლა უნდა მოვთხოვო მამაშენს - უკბინა გამტაცებელმა -სანამ მიტაცებდი მაშინ უნდა დაფიქრებულიყავი მაგაზე - დასცინა ელენემ და კიდევ ერთი სენდვიჩი აიღო -ხო შევცდი, რო წინასწარ არ გავარკვიე -ისე, მართლა მაგრად გამოგდის საჭმლის კეთება -ჰო? ანუ ვარ ოჯახში შესაშვები? -მმმ -რა მმ? -დაფიქრება შეიძლება - თქვა ბოლოს და ჩაი დააყოლა -ლუკმა გადაყლაპე და ისე ილაპარაკე - ელენემ ენა გამოუყო და ჭამა განაგრძო -რომელი საათია? -10-ის ნახევარი -რა დრო გასულა -რას კითხულობდი? -„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ -მოგეწონა? -მაგრად -არ მაქვს წაკითხული -რაა? -რა იყო, დიდი ხანია, რაც წაიკითხე რო მებლატავები? -ეჰ, ბედნიერი კაცი ხარ -რატომ? - ეშმაკურად გაეღიმა ვატოს და ჩაი მოსვა -პირველად წაკითხვის ბედნიერება გაქვს და იმიტომ - ვატო სიცილისგან სკამიდან გადაყირავდა -პლაგიატიც ეგეთი უნდა - ძლივს სუნთქავდა -დეგენერატო, რატომ მომატყუე - გამწარებული ურტყამდა ხელებს ელენე -აბა როგორ შეიძლება ადამიანს - გულზე ხელი დაედო, რათა ოდნავ დამშვიდებულიყო - ეგ არ გქონდეს წაკითხული -მე მაინც ვაპირებდი იმის თქმას, რომ ეგ იმ მოთხრობიდან იყო -არა, არა, იმაზე მეცინება, თავი როგორ გეჭირა - არ ცხრებოდა გამტაცებელი. ელენე გაბრაზებული ადგა და სამზარეულოდან გავიდა. - კაი რა მელიქიძე... ნუ გწყინს - გასძახა სიცილით და ჩაის სმა განაგრძო. *** -დათო, ბავშვი მინდა - თქვა დივანზე წამოწოლილმა ელენემ, რომელსაც მუხლებზე ლეპტოპი დაედო და ახალშობილების ფოტოებს ათვალიერებდა -მე კიდევ - ანანასის წვენი - თავის საქმეებში ჩაფლულმა უპასუხა ისე, რომ თავი არც აუწევია - მართლა მიდი რა, დამისხი. -მე სერიოზულად გელაპარაკები - დახურა ლეპტოპი ელენემ და მზერა ქმარზე გადაიტანა. -მეც - წამით გახედა დათომ და საქმე განაგრძო -დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ არა? - ჰკითხა ნიშნისმოგებით -ხო აბა რა, ყოველდღე კი არ მიმტვრევენ მანქანას -ჰო მართლა, ვინ დაგარტყა? -ვინმე ანასტასია საბაშვილმა -რას წარმოადგენს? -მე რა ვიცი, ტარება რო არ იცის ეგ ფაქტია -მანქანას არ გაგიკეთებს? -კაი მოიცა რა, ჩემი მანქანის გაკეთება თავის მანქანის ფასი დაუჯდება, მაგ ცოდვაში ფეხს ნუ ჩამადგმევინებ - ელენეს დაკითხვა აღარ გაუგრძელებია. ორივე თავის საქმეს დაუბრუნდა. -ისე ელენე, შენ ჯერ კიდევ გჯერა, რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ? - ირონიულად მიმართა დათომ -ჰო და თუ ვერ მოჰყავთ, ექიმთან მიფრინავენ - არც ქალმა დააკლო -ვინ კაცო, წეროები? -ჰო აბა მე და შენ ვერ მივაღწიეთ ექიმის კაბინეტამდე -მაგათი ატანა არ მაქვს -არც იმათ ეხატები გულზე, რამდენჯერაც ჩავეწერეთ შენი მოუცლელობის გამო ვერ მივედით -აქაურ ექიმებთან მისვლას რა აზრი აქვს? -უიმე რას ამბობ, ევროპაში ხო კლინიკიდან ვერ გამოგიყვანდა კაცი -ეხლა ნატამ აგირია ტვინი? -მგონი ბავშვის გაჩენა ბუნებრივია ნორმალური ოჯახისთვის -როდის მერე გავხდით ნორმალურები? - ალმაცერად გაიღიმა დათომ -ჩვენ ყველაზე ნორმალურები ვართ ნორმალურებს შორის - თქვა დათომ პაუზის შემდეგ - სწორედ ეს გვხდის არანორმალურს. ჩვენს ოჯახში ყველაფერი წესრიგშია, სამაგალითოები ვართ, მაგრამ ცარიელები. ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა რაღაც გვაკლია სრული ბედნიერებისთვის. -ადამიანის უმადურ ბუნებას ყოველთვის რაღაც აკლია ბედნიერებისთვის - მიუგო ელენემ მკვახედ, „სიცარიელე“ არ მოეწონა ქმრის ნათქვამიდან ყველაზე მეტად. -შენ ბედნიერი ხარ? - ჰკითხა მოულოდნელად. ეს ალბათ ყველაზე გულწრფელი საუბარი იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. -მყავს ქმარი, რომელსაც ვუყვარვარ, სამსახური, რომელზეც ვგიჟდები, მეგობრები რომლითაც ვამაყობ და ოჯახი, რომელზეც ბევრი ვერც იოცნებებს. -შენ ფაქტები ჩამოთვალე. მე გკითხე ბედნიერი თუ ხარ მეთქი -ბავშვი გამაბედნიერებდა -„ადამიანის უმადურ ბუნებას ყოველთვის რაღაც აკლია ბედნიერებისთვის“ - გაიმეორა ელენეს სიტყვები და გაეცინა -ხო, ეგეთები ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალისთვის აუცილებელია ბავშის ყოლა -აქამდე რატომ არ გაწუხებდა ეს ამბავი? -მაწუხებდა, მაგრამ არ ვამბობდი -როგორი მორიდებული ცოლი მყოლია - კვლავ დასცინა ქალს -იცი რა, როცა ყოველი მეორე გეკითხება ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მგონი მოქმედებს, ყოველშემთხვევაში ჩემზე. -შენ ბავში იმისთვის გინდა, რომ ხალხმა „ცუდად“ არ იფიქროს, თუ იმიტომ, რომ მართლა გინდა? -დავწვე ეხლა დივანზე და ისე გავაგრძელოთ საუბარი თუ მორჩები ფსიქოლოგობას? -ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ხალხის აზრს. მაგიტომაც დგახარ ერთ ადგილზე და წინ ვერ მიდიხარ. -კარგი ექიმო, მაშინ რას მირჩევთ? -ელენე, ხანდახან მართლა არ მესმის შენი. წლების წინ შემიყვარდა გათამამებული, განებივრებული და ქარაფშუტა გოგო, ცოლად კი უკვე ჭკვიანი, მიზანდასახული და წარმატებული ქალი მოვიყვანე. შენ ყოველთვის გქონდა ის, რასაც არავის უზიარებდი. თუმცა ამ პერიოდში შენმა საიდუმლოებმა იმატა. იცი, ხანდახან საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩაიკეტე და გული ჩემსკენ აღარ მოგიწევს. სწორედ მე დაგაყენე იმ გზაზე, რომელზეც ეხლა ხარ. - ელენე მიუახლოვდა, ხელი ხელზე დაადო და უთხრა: -მე მომწონს ეს გზა და მადლობელი ვარ, რომ ჩემთვის იბრძოლე. -იცი, ცხოვრებაში როგორი ნაბიჯიც არ უნდა გადადგა, ყოველთვის გამოჩნდება სულ მცირე ერთი ადამიანი, ვინც შენზე ცუდად იფიქრებს. ერთხელ, 8 ბაყაყი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო მაღლა ავიდოდა კლდეზე. ამ სანახაობას დანარჩენი ბაყაყებიც უყურებდნენ და ქვემოდან რას აღარ იძახდნენ. მხოლოდ ერთი ავიდა მწვერვალზე. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ის ყრუ იყო. ხანდახან უნდა წავიყრუოთ თავი, რათა მიზანს მივაღწიოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შენ მოისურვებ, მაგრამ არა იმას, რასაც შენი გარშემომყოფები ჩაგჩიჩინებენ. ამიტომაც გეკითხები - შენი სურვილია თუ ხალხის, რომ ბავში გავაჩინოთ? - რამდენიმე წამის განმავლობაში ხმისამოუღებლად უყურებდა ქმარს თვალებში. შემდგომ წამოდგა და თქვა: -სწორედ იმ ბაყაყივით იყრუებ 2 წელია თავს, წარმატებულო ბიზნესმენო! - საძინებელში გავიდა და კარი გაიხურა. უკვე დაძინებას აპირებდა როცა ტელეფონზე დათოსგან ესემესი მოუვიდა: -გძინავს?- უცებ ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე. თურმე „ტასოსთვის“ მიუწერია. კიდევ კარგი ხმა გამორთული ჰქონდა. -რა იყო, არ მოგცა შენმა ცოლმა? - რომ გააზავნა მას შემდეგ გაიაზრა რა გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დათო აივანზე გავიდა და დარეკა. -რაო, რა მომწერე? - ღიმილს ვერ ფარავდა მამაკაცი -რაც გაიგე - ხმის იოგები დაიწვრილა ელენემ -შენ მართლა გიჟი ხარ - უთხრა სიცილით - ხვალ რომელზე თავისუფლდები? გამოგივლი და სადმე გავიდეთ -6-ის მერე. -ძილინებისა - ელენეს პასუხი აღარ გაუცია, ისე დაკიდა ყურმილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.