ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრება (2 ნაწილი )
-სად არის?_განერვიულებული ლაშა ჩემს წინ დადგა -არვიცი არაფერი მითხრეს_სლუკუნით ვთქვი და მოვეხვიე. -ლაშ ხომ არაფერი დაემართება?_უკვე ვბღაოდი მე -ნინიმ იცის როგორ გვიყვარს და არ დაუშვებს რომ რაიმე დაემართოს_დამამშვიდა ლაშამ,არადა მე უნდა ვამშვიდებდე იქეთ მას . -როგორ არის?_პალატიდან გამოსულ ექთანს კითხა -თქვენ ვინ ბრძანდებით ქალბატონის?_დაუსვა კითვა ,მე მისი მოკვლა მომინდა ესე რომ წელავდა სათქმელს -მისი ქმარი ვარ_იყო ლაშას სიტყვები -მაპატიეთ მაგრამ ვერ გეტყვით ვერაფერს,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მძიმე ვითარება_გაგვშორდა გოგონა,ლაშა ერთ ადგილას გახევებული იდგა და მედდის სიტყვებს აანალიზებდა.ნინის რომ რაიმე დამართნოდა ვიცოდი ლაშა თავს არ იცოცხლებდა და მე ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გავუძლებდი.ვერ გავუძლებდი იმტკივილს რაც შესაძლოა დამხვედროდა.ვერც ამ გაურკველობასა და ტკვილის ვიტანდი რასაც ვგრძნობდი. ექიმი რომ გამოვიდა ყველას თითქოს და ლაპარაკის უნარი წაგვერთვა,ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ექმის ცოტა ნაღვლიანი და დაღლილი. -როგორ არის?_ბოლის მაინც ლაშამ გაბედა კითხვა -რამოდენიმე დღე აქ მოუწევს დარჩენა ,ყველაფერს ვაკეთებთ რომ ბავშვი შევინარჩუნოთ_შესამჩნევად გაგვიღიმა და გასვლისას ლაშას მხარზე ხელი მამა -შვილურად ჩამოდო.მე გაკვირვებული ვუყურებდი პალატას რონლიდანაც ექიმი გამოვიდა,ჯერ ვერც გავიაზრე რომ შეიძლებოდა ნინის და ლაშას ბავშვი ჰყოლოდათ.მერე რომ ამომიტივტივტდა თავში ექიმის სიტყვები ბედნიერებისა და მწუხარებისგან ავტირდი, -ყველაფერი კარგად იქნება,ორივე კარგად იქნება_თორნიკს ამშვიდებდა გაოგნებულ ლაშას რომელიცაზრზე ჯერ ვერ მოსულიყო. -მე შეიძლება მამა გავხდე,ნინი დედა.შეიძლება შვილი გვეყოლოს_ჩურჩულებდა ლაშა -ჩემი ნათლული ჯანმრთელი დაიბადება ,სულ მალე რაღაცამოდენიმე თვეში,ყველაფერი კარგად იქნება უნდა ეს სხვებს თუ არა._მოვეხვიე ლაშას. -მარგ გაიგე ექიმა რა თქვა ?_მკითხა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა -ექიმა თქვა მინდა არ მინდა ბავშვს და დედას გადავარჩენ თორე მარგო მომკლავსო_ღიმილით ვაკოცე ლაშას -მისი ნახვა მინდა მარგ_მიჩურჩულა ლაშიკომ -შეგიძლიათ ინახულოთ მხოლოდ ცოტახნით მხოლოდ ერთმა_გაგვაფრთხილა ექთანმა. საშინლად ვნერვიყლობდი,როგორც კი ლაშა შესული დავიგულე ხმამაღლა ავტირდი -დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება_მომეხვია თორნიკე -რაიმე რომ დაემართოთ?რომ ვერ გადაარჩინონ ვერცერთი?უფრო რომ გართულდეს ყველაფერი_ხელებს კიდევ უფრო ვხვევდი და მის მხარს ცრემლებით ვასველებდი. -სისულელებზე ნუ ფიქრობ,მალე სახლში წავიყვანთ_თმაზე ხელს მისვამდა თორნიკე,მე სადაც იყო დამეძინებოდა.ბავშვობიდან ესე ვიყავი თუ თავზე მეფერებოდნენ რამოდენიმე წუთი მეძინებოდა.ისე უცებ გავითიშე გააზრებაც ვერ მოვასწარი.ფხიზლად მეძინა და მაინც ვერ ვგებულობდი რას საუბრობნენ ჩემს ირგვლივ.თვალები ძვლის დავაშორე ერთმანეთს და თორნიკეს მხრიდან თავი წამოვწიე -როგორ არის? -ძინავს,ექიმა ტკივილ გამაყუჩებელი მივეციო. -შეიძლება?_გაკვირვება ვერ დავფარე მე -არ ავნებს ბავშვსო და არც მის ჯანმრთელობას_ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ჩვენს გვერდით ჩამოჯდა.მთელი ღამის განმავლიბაში ველოდით რაიმე კარგ ამბავს მაგრამ ყველა დუმდა.საშინელი იყო ეს დრო რომელიც დილამდე გაიწელა,ყოველი წუთი და წამი იწელებოდა .გათენებას ვერ ადგებოდა საშველი.როდისღაც გათენდა,მე სანახევროდ მეძინა,ლაშა ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა.თორნიკეც ნერვიულობდა ,თავი ცივი კედლისთვის ჰქონდა მიდებული და სავადმყოფოს სიჩუმეს უსმენდა.საშინელ სიჩუმეს,რომელიც გამეფებულიყო ღამით.ხანდახან ეს სიჩუმეც საშინლად ირღვეოდა,როდესაც ახალი პაციენტი მოყავდათ.დილას ჯერ ექთნმა დაყო რამოდენიმე წუთი ნინის პალატაში,შემდეგ ექიმა.დიდი ხნის მანძილზე სინჯავდა ნინის,პალატიდან იმედიანი ღიმილით გამოვიდა . -ექიმო ხომ კარგად არის?_მაშინვე ვკითხეთ თითქმის ერთდროულად. -ყველაფერი კარგად არის,დედაც და შვილიც კრგად გრძნობს თავს მაგრამ,დედას მოუწევს რამოდენიმე კვირის საწოლში გატარება.წოლითი რეჟიმი ექნება ორი კვირის მანძილზე,კვების კონტროლი კიდევ_ღიმილით ჩაამთავრა ექიმა.ყველას ბედნიერების ღიმილი გვქონდა სახეზე -ყველაფერს შევასრულებთ მთავარია კარგად იყვნენ_ვთქვი მე.დარწმუნებული ვიყავი რომ არავის მივცემდი მისი მოვლის უფლებას არც ლაშას. -გმადლობთ ექიმო_მადლობა გადაუხადა ლაშამ და პალატისკენ წავიდა.მე და თორნიკეც უკან მივყევით.ნინის ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახეზე კარგი ფერი,ამჯერად გონს მოსული იყო და ცდილიბდა გაეღიმა. -როგორ განერვიულეთ_შეეცადა გაეღიმა - ჩემი გოგო,თქვენ რომ რამე დაგმართნოდათ_ჩურჩულებდა ლაშა ,მე თვალზე მომდგარ ცრემლს ვიწმენდი და თორნიკეს ვუყურებდი რომელიც გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ამ სანახაობას -რა საყვარლები არიან,ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები_საუბრობდა თირნიკე მე მათი შემყურე არაფერი აღარ მესმოოდა და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ორივე კარგად რომ იყვნენ. მესამე დღეს გაწერეს ნინი,გადაირია ნინის მამა და ლაშაა მშობლები როგორ არ შეგვატყობინეთო,ნინიმ ძვლის დაამშვიდა. მესამე დღეს გამოწერეს ნინი,მე ერთვიანი შვებულება მოვითხოვე და დამიმტკიცეს.ლაშას არ მივეცით უფლება მასაც აეღო შვებულება. მთელი დღის მანძილზე ნინის გვერდით ვიყავი,მარტოს არ ვტოვედბი.მათან გადავედი მანამ სანამ წოლითი რეჟიმს მოუხსნიდნენ .ისეთი საყვარელი იყო როდესაც მის პატარას წარმოიდგენდა,ბევრს ვსაუბრობდით ბავშვზე და იმაზე თუ რას დაარქმევდა .რადგანაც არ იცოდა რა სქესის იყო ამიტომ ორივე სახელს არჩევდა.საღამოს სახლში დაბრუნებულ ლაშას ნინის შეკვეთით ვუმზადებდი ვახშამს.ძვლივს ვაგდებდი ოთახიდან მშიერი რომ არ მომკვდარიყო.ჯერ არ იყო ნინი პრეტენზიული ორსული და არაფერს არ ითხოვდა მაგრამ მოვიდოდა მაგის დროც და აქედანვე ძალიან მეცოდებოდა ლაშა.ხშირი სტუმარი გვყავდა თორნიკე და ლაშას მეგობრი ილია,თორნიკე თითქმის ყოველდღე მოდიოდა,საღამოობით ლაშას მოყვებოდა ხოლმე და სანამ არ გავაგდებდი ნინის ოთახიდან ართობდნენ ან ეთამაშებოდნენ. -ამასთან მღალატობდი?_გაკვირვებულმა კითხა ერთ დღეს ლაშამ ნინის იმის შემდეგ რაც უკვე ერთი საათი ვთხოვდი გასვლას -რა?_გაკვირვებული და დაბნეული აცეცებდა თვალებს ნინი -აბა რა უნდა ამ ჩემს მეგობარს,მომაცილე და უთხარი ჩემი ოთახიდან ნუ მაგდებს_თავის შეცოდება დაიწყო ლაშამ -მსახიობი ხარ რა,ოსკარი გეკუთვნის_დავისისინე და თორნიკესთან ერთად მისაღებში გავედი. -კიდევ რამდენ ხანს იქნება წოლითი რეჟიმით_გვერდით მომიჯდა თორნიკე -ხუთი დღე მაგრამ,სჯობს ერთი კვირა იწვეს კიდევ.უფრო უკეთესია მათვის_მოწოდებული წვენი გამოვართვი და დავლიე -ხო აჯობს,შენთვისაც უკეთესია_ღიმილით გადმომხედა თოკამ -მარტო ყოფნას სჯობს _მეც ღიმილით დავუბრუნე პასუხი_შენ რა პროფესის ხარ?_ვკითხე თოკას,დიდი ხანია მაინტერესებს რა პროფესის არის მაგრამ ვერა და ვერ ვკითხე. -მე ფოტოგრაფი ვარ -მართლა ,რა კარგი ფროსესია.მეც მინდოდა ფოტოგრაფობა მაგრამ,ბოლოს მაინც არქიტექტორობა ვარჩიე_გავიხსენე ბავშვობა -რატომ არ გაყევი ფოტოგრაფობას ,ძალიან კარგი პროფესია -ვიცი,არ ვიცი _მხრები ავიწურე მე -მოდი სტუდიაში ჩემთან და შეგასწავლი კარგად_თხოვნას უფრო გავდა თორნიკეს ნათქვამი ვიდრე შემოთავაზებას -დრო თუ გამოვნახე გესტუმრები_დავპირდი ღიმილით და წვენი დავლიე.მისი სტუდის მისამართი ჩამაწერინა და მალევე წავიდა.ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურებდი,მერე თვალები მეხუჭებოდა ძილისგან და დავწექი... -კიდევ ორი დღე და მერე_ვუხსნიდი ნინის -ექიმა ორი კვირა იწვესო გოგო -გაბრაზდა ნინი -მერე რა,ორი დღე და მერე_არ ვაცლიდი ადგომას მე -აღარ შემიძლია აქ წოლა,დამავიწყდა სიარული გოგო_ ჩხუბს განაგრძობდა ის -ერთხელ მაინც რომ დამიჯერო რა მოხდება?_ გავიბუტე მე,სამზარეულოში გავედი საღამოსთვის ვახშამი რომ მომემზადებინა.ყურადღებას არ ვაქცევდი ნინის ტელევიზორის გადამრთველს რომ ეძებდა.მომზადებას რომ მოვრჩი ჩემს ოთახში გავედი ბარგის ჩასალაგებად.ბევრი ნივთი არც მაქვს აქ ,რაც აუცილებელი და საჭირო იყო.ლაშა რომ მოვა წავალ ,დანარჩენ დღებს მშობლებთან გავატარებ,ორივეს ძალიან ვენატრები.რომ იყვნენ ნინის სანახავად მთხოვეს ერთი დღე მაინც გამოგვიარეო,მეც მათან წავალ ,ოღონდ ჯერ სახლში გავივლი რამდენი ხანია უკვე იქ აღარ ვყოფილვარ.ლაშას ამ საღამოსაც თორნიკე მოყვა. -აბა კიდე ორი დღეო?_სიცილით მკითხა თორნიკემ -რას შეაგნებინებ მაგას დაგავიწყდა სვანია_გაბუტულმა ამოვიჩურჩულე და წყვილს გადავხედე. -გვშია მარგო_წუწუნი დაიწყო ლაშამ -წამოდით გაჭამოთ_სიცილით ავაგდე ორივე ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიყვანე.სუფრა გავუწყვე და მისაღებში დავბრუნდი.მე და ნინი,ფილმს ვუყურებდით,ბიჭები როგორც კი აქეთ დავიგულე მაშინვე ვთხოვე ლაშას სახლში გაყვანა. -ლაშა გამიყვანე რა -სად?_გაუკვირდა ჩემი თხოვნა ლაშას -სახლში_მოჭრით ვუთხარი, ნინიმ გაკვირვებულმა გადმომხედა -მარგო ეს რა არის ეხლა?იმის გამო მიდიხარ კიდევ ორი დღე რომ არ გავაგრძელე წოლითი რეჟიმი?_გაკვირვებას ვერ მალავდა ნინი -არა,დედას და მამას დავპირდი თქვენთან ვიქნები ცოტახნითქო_განვმარტე მე -შეპირდა გოგო და რა ქნას_ირონიულად დაისისინა ლაშამ,მის ნათქვამზე თორნიკეს და ნინის გაეცინა,მეც გამეცინა ჩემი საწოლი და სახლი ძალიან მომნატებია,გამოვდიოდი ხოლმე და ვხედავდი და ვალაგებდი მაგრამ მაინც ისეა ეხლა მტვერში ჩამალული მიტოვებული სახლს გავს.არ არის თუ?ორი კვირა რომ სახლში არ იქნები მიტოვებულია ის აბა რა არის.ცოტათი მივალაგე და დავასუფთავე თორე ესეთ მტვერში რა დამაძინებს,დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.დილას ლაშას ზარმა გამაღვიძა. -მარგო მშია_პატარა ბავშვივით დაიწყო წუწუნი ლაშამ,ლაშას სახე რომ წარმოვიდგინე და გავიაზრე რაც მითხრა სიცილი ამიტყდა. -მერე ადექი და ჭამე ვინ გიშლის_ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე -არაფერი არ არის,ნინის ძინავს და მეცოდება არ ვაღვიძებ -ლაშა ,მე რას მირეკავ?მანდ მაინც ვერ გადმოვალ მძინავს_მძიმედ დავდე თავი ბალიშზე -მეგობარიც ესეთი უნდა_ბოლოს მაინც სიცილი წასკდა -უნდა აბა არ უნდა,დავიძინე მე და მიხედე ნინის კარგად_ჩაძინებულმა ამოვიჩურჩულე და ტელეფონი გაუთიშავად დავდე.ალბათ ბევრი ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ გათიშა ლაშამ რადგანაც ვერ იტანს ესე რომ ვაკეთებ ხოლმე.ორი იყო დაწყებული რომ გამეღვიძა,ისიც ძვლივს გავიღვიძე.ოთხისთვის მოვრჩი ყველაფრის წესრიგში მოყვანას,რა ნივთებიც დამჭირდებოდა ისინი ავიღე მხოლოდ და რესტორნისკენ წავედი.ორ საათამდე მეძინა მაგრამ მაინც საშინლად მეძინება.მედო მოვიკითხე და სადაც მშობლები მეგულებოდა იქეთ წავედი. -დედა,მამა _დავიძახე და ორივეს ერთედ ჩავეხუტე -ჩემი გოგო,რა ქარმა გადმოგაგდო?_ლოყები დამიკოცნა მამამ -თუ ამიტანთ რამოდენიმე დღე თქვენთან ვიქნები -მეჭვება მოვახერხოთ შენი ატანა_სიცილით დამანჭა სახე დედამ -თუ ვერ ამიტანთ მაშინ არც ღირს წამოსვლა_ხახვს მოვურიე რომ არ დაწვოდათ თორე მერე ყველაფერს მე დამაბრალებდნენ. -წადი მედოს დაეხმარე_გამაგდო მამამ ,სიცილით წავედი მედოსკენ.გაშტერებული უყურებდა ერთ მაგიდას. -ვის უყურებ მედო_გვერდებზე შევუღიტინე ,შეშინებულმა გულზე მიიდო ხელი. -გამისკდა გული,ნახე მეხუთე მაგიდაზე ბიჭები რომ ზიან იმათ _სიცილით მანიშნა თავით,მეც სიცილით გავიხედე მეხუთე მაგიდისკენ.მართლაც რომ კარგი ბიჭები იყვნენ. -წადი კითხე იქნებ უნდათ რაიმე _ ხელით ვუბიძგე წასულიყო.სიცილით ვადევნებდი თვალს დაბნეულ მედოს და ვეჭვობდი აქ მოსული ვერ გადავურჩებოდი. -არაფერი არ უნდათ_გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და მათკენ ზურგით დადგა. -რომელს დაადგი თვალი? -ყველა კი არის კარგი მაგრამ ის განსაკუთრებით კარგია_მიმანიშნა ქერა ბიჭზე -კარგია გემოვნებას რომ არ უჩივი.კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ აქ?_დაღლილმა ვკითხე.მეც ეხლა დიდი ტვირთი ვზიდე და დავიღალე. -მინიმუმ ერთ საათი_საათს დახედა და ისე მითხრა.საშინლად არ მსურდა ერთი საათი კიდევ აქ გამეტარებიდა.კიდევ კარგი ხვალ კვირა არის და არ ამუშავებენ თორე ხომ დავიღუპებოდი.პიკნიკზე დავიღუპებოდი.პიკნიკზე წავალთ თუ კარგი ამინდი იქნა.თუ არა და სახლში მოვაწყობ რაიმეს.იმედს ვიტოვებ კარგი ამინდი იქნება და ქალაქს ცოტახნით მოვშორდები.თან უკვე დიდი ხანია რაც ესე ერთად არსად წავსულვართ.შარშან ლაშა და ნინიც ჩვენთან ერთად იყვნენ.წელს მეჭვება წამოსვლა შეძლონ.მაგრამ მე მაინც შევატყობინებ და ვთხოვ წამოსვლას.სანამ მედო ქერას ათვალიერებდა მე ლაშას მივწერე ჩემი გეგმების შესახებ.ჯერ არ იცის წამოვლენ თუ არა ნინის კითხავს.თორნიკემ მომწერა და ჩემი პირობა შემახსენა.მეც კიდევ ერთხელ დავპირდი რომ აუცილებლად მოვინახულებდი მის სტუდიას.კიდევ ბევრ რაღაცაზე მემესიჯა და მაცინა.ამ ჩემს სიცილსა და მედოს მუშაობაში დროც გაიპარა და მალე სახლში წავიდოდი.მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებულო,მოხუცი ქალი და კაცი იჯდა.ისეთი სითბოთი და სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს .ისეთი პატივისცემით იყვნენ ერთმანეთის მიმართ რომ შეუძლებელი იყო მათ სიყვარულს რაიმე დამუქრებოდა.რაიმე ძალას შეძლებოდა რომ ეს სათათუ და ლამაზი სიყვარული დაენგრია.ზუსტად იმ სიყვარულსა და ბედნიერებას ვხედავდი მათ თვალებში რაზეც ვოცნებობდი ,ვნატრობდი და ყველანაირად შევეცდებოდი ესეთი სიყვარული მეპოვა მეც.მალევე დატოვეს მათაც მაგიდა და ბედნიერი სახით გავიდნენ.ის ბედნიერება და სიხარული ჩემს გულში ჩაიღვარა და სამუდამოდ დარჩა.გონს მედომ მომიყვანა.დავემშვიდობე და ჩემი ნივთები მამას მანქანაში ჩავდე.გზაში ბოლო ხმაზე ვუსმენდით და ვყვებოდით გია სურამელაშვილის ნინიკოს,არც მე და არც ჩემს მშობლებს არ გვიყვარს ეს სიმღერა მაგრამ მაშინ საშინლად მოგვწონდა და გვსიამოვნებდა.გიას შემდეგ რადიოში რაღაც სიმღერა დაიწყო.უკვე ისეთი გულისყურით არ ვუსმენდით დაბალ ხმაზე მომღერალ რადიოს.სახლში რომ მივედი იტალიური ღვინოს ხელი დავავლე და დედას ახლახან მოდუღებულ ყავას დავამატე.ვგიჟდები ესეთ ყავაზე.თუ კარგ ყავას გემოვნებიან ღვინით ან კარგი რომით შეზავებულს ვერაფერი სჯობს. მამასაც უყვარს ესე ყავა მაგრამ,მხოლოდ ჩემთან ერთად სვამს. -დედა შენც დალევ ჩემს ყავას?_თვალებ მოჭუტულმა გავხედე ქმრის ფერებით გართულს. -დღეს ისეთ ხასიათზე ვარ დავლევ_ქმრის ფერება არ შეუწყვეტია ისე მიპასუხა.სითბო და სიყვარული ჩამეღვარა გულში მათი შემყურე.დედასიც გავამზადე და ყავა მათ მივაწოდე.დღეს განსაკუთრებით გემრიელი გამოვიდა ყავა.სანამ ქუთუთოებზე მძიმე ლოდები არ ვიგრძენით მანამ ვსაუბრობდით მე და მამა,დედას მამას მხარზე თავჩამოდებულს ჩაეძინა.ბევრ თემაზე თუ წიგნზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ.გავიხსენეთ შორეული წარსულიც და რამოდენიმე ისტორიაც მოვისმინე ჯარის დროინდელი.მთქნარებით გამისტუმრა მამამ დასაწოლად,რომ დავწექი ერთი საათი მაინც არ დამეძინა,გაშტერებული ვუყურებდი ჭერს და ბოლო დროინდელ ამბებს ვიხსენებდი.რომ მივხვდი რომ არ მეძინებოდა ზაფხულის თხელი საბანი კარგად შემოვიხვიე,დერეფანს დავუყევი და დედას და მამას ოთახში დაუკაკუნებლად შევედი. -მა არ მეძინება_ამოვიჩურჩულე და ღიმილით გავხედე წიგნის კითხვაში გართულს._დაბერდი ზვიად?_სიცილით ვკითხე და მათ შუაში ჩავწექი -მე და სიბერე?_გაიკვირვა მამამ -მაშინ სათვალე რათ გინდა?_მოვაძვრე და მე გავიკეთე.ზედმეტად ადიდებს ეს სათვალე ჩემთვის_მიხდება მა?_ვაჩვენე სათვალეზე და დიდ დედას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი . -თვალებს გატკენს _სიცილით მომაშორა სათვალე და უფრო კომფორტულად მომათავსა._ნეტა როდის გაიზრდები_თმები ამიჩეჩა და გაღვიძებულ დედას გადახედა -ჭიტა ნანო_ამჯერად მე ავუჩეჩე თმა და ვაკოცე -დამაძინეთ_ბუზღუნით ჩამეხუტა და გვიბრძანა გავჩუმებულიყავით.მალევე ჩაგვეძინა მე და მამასაც. დილით მზის სხივების ნაცვლად წვიმის ხმამ რომ გამაღვიძა საშინლად მომეშალა ნერვები.პიკნიკი გადაიდო,სამაგიეროდ მთელ დღეს სახლში გავატარებთ .საბანში გავეხვიე და ჩემი ოთახისკენ წავედი.დედას და მამას უკვე ღვიძავთ.ოთახი მივალაგე და ჩემს ჩანთაში ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.თუ ვერაფერს ავარჩევ ჩემს კარადაში ვიპოვი აუცილებლად.რამდენი დავრჩი აქ ან დამრჩა ან დავტოვე ერთი ხელი ტანსაცმელი.ბოლოს მაინც ჯინსის შორტი ავარჩიე და შავი ზედა.მამა გაზეთს კითხულობდა და თან ტელევიზორსაც ავლებდა თვალს.ლოყაზე ვაკოცე და დედასკენ წავედი.როგორც ყოველთვის დედა სამზარეულოში ფუსფუსებს.ხელები შემოვხვიე და უკნიდან ტკიპასაბით ავეკარი. -ჩემი დედიკო რას მიმზადებს? -სპაგეტის,საღამოსთვის სამზარეულოს მამა- შვილის იქნება_თავი გაინთავისუფლა დედამ,რომც ნდომოდა ვინ შემოუშვებდა.საღამომდეს ყველაფრის დალაგებაში დავეხმარე,ტელევიზორის ყურებაც მოვასწარი და დასვენებაც.საღამოსთვის კერძებოს მოსამზადებლად მე და მამამ დავიკავეთ სამზარეულო,მე ნინის და ლაშას მივწერე კიდევ ერთხელ შეცვლილ გეგმებზე და მოსვლა ვთხოვე.თორნიკეს ვემესიჯებოდი და ისიც შემომეპატიჟა,სამწუხაროდ აქეთ არ არის,გადაღებებზე არის წასული ორი დღით და დამწუხრებულმა მამცნო რომ აუცილებლად დაგემოვნებს ჩემს გაკეთებულ გემრიელიბებს და არა ერთხელ. რაც ერთი თვის მანძილზე ვწერ ორი თავიი აღმოჩნდა... ეხლავე დავიწყო წერა ახალის სჯოს თორე დაგვაინება ცუდად დამამჩნდება და არ მინდა... მიხარია თუ მოგეწონათ... მიყვახართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.