შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[8]


31-07-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 900

თვალებს კვლავ ვერ ვუჯერებდი.ორი ნაცნობი სილუეტი მიახლოვდებოდა,ქალი და მამაკაცი.ისინი ნათიას მშობლები იყვნენ.უკან გავიხედე და მეგობარს დავუწყე ძებნა,მაგრამ არ ჩანდა,შევშფოთდი.არ ვიცოდი,რა გამეკეთებინა.მათზე ხომ ნაწყენი ვიყავი.წარმოდგენა არ მქონდა როგორ შევიკავებდი თავს.თითების მტვრევა დავიწყე და ძირს დავხარე თავი,თითქოს თვალებით ვეძებდი ბედნიერების გაბნეულ მარცვლებს.
-ვწუხვართ-ქალი დაბალი ხმით მომიახლოვდა.ერთი სიტყვა ძლივს თქმა და შენმდეგ ძირს დაიხედა.ეტყობოდა,რომ თვალის გასწორება უჭირდა.მეუღლეს მისთვის ხელმკავი გაეკეთებინა და დროგამშევებით ძლიერად უჭერდა,თითქოს ამით ქალის გამხნევებას აპირებდა.
ქეთი დეიდას შევხედე და კვლავ ვდუმდი.არ ვიცოდი რა მოხდებოდა რომ არა ნათია,რომელიც ხალხში გამოჩნდა და ჩემკენ წამოვიდა.მის სახეზე უეცარი გაკვირვება წავიკითხე.როგორც ჩანდა,მისთვისაც უცხო იყო მშობლების მოსვლა.“რატომ არ უთხრეს?“გავიფიქრე და ნათიას მივაშტერდი.გოგონამ დაბნევა მალევე უკუაგდო და გვერდში ამომიდგა.
-არ გელოდით-გახედა მშობლებს და მერე მე მომიბრუნდა-წამოდი,სუფთა ჰაერზე გავიდეთ,სადაც ხალხი არ იქნება.თავის ქნევით გავყევი,მაგრამ მზერით ისევ უკან ვრჩებოდი.
-კიდევ კარგი მოხვედი-გავუღიმე ნათიას,როცა სამშვიდობოს გამოვედით.
ყველაფერმა ჩვეულებრივ ჩაირა.ზოგმა განმეორებით იტირა,ზოგმა აქო ცრემლეებით,ზოგი წარსულს იხსენებდა,ზოგიც თენგოს წყევლიდა...
მე და ნათიამ სუფრა მალევე დავტოვეთ.ღამის მატარებელს გამოვყევით,რადგან მამუკა ნასვამი იყო და ასეთ მდგომარეობაში არასდროს ჯდებოდა საჭესთან.თბილისში დილაუთენია ჩავედით.მართალია,კომფორტული გარემო არ იყო,მაგრამ ისე ტკბილად მეძინა,რომ არც ვაპირებდი ადგომას,მაგრამ,ბუნებრივია,არც დარჩენა მინდოდა.
-ანი,ანი,ანი-ნათიას ძახილმა გამაღვიძა.ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა.ისევ მეხუჭებოდა თვალები,მაგრამ მეგობარმა ხელმკავი გამიკეთა და კარებისკენ მიბიძგა.კიბეებზე ჩამოსვლის თავი არ მქონდა.ზემოდან მამუკა და ნათია მეხმარებოდნენ,ხოლო ქვემოდან გამცილებელი მიწვდიდა ხელს.ტაქსი გავაჩერეთ.მამაუკას მანქანას ხომ მისი ძმაკაცი ჩამოიყვანდა,მაგრამ მანამდე ბინამდე მისვლა გვესაჭიროებოდა.
სახლში მივედით თუ არა,მაშინვე ლოგინში ჩავძვერი და ძილის ბურანში გავეხვიე.სიზმარი არ მინახავს და არც არაფერს შევუწუხებივარ,თითქოს ამ დაკრძალვამ მხრებიდან ტვირთი მომხსნა,მაგრამ მე ხომ ვიცოდი,რომ დედა მუდამ ტკივილად დამრჩებოდა.
სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იყო.ხელი რომ მოგაჭრან,ან ფეხი ან ცალი თვალი დაგთხარობ,განა დაავიწყდება შენს სხეულს,რომ ისინი ჰქონდა?განა მათ გარეშე შესძლებს სრულყოფილ ყოფას?
გავიზმორე და ლოგინიდან წამოვხტი.ვცდილობდი,რომ დედაზე არ მეფიქრა ყოველ წამს.ფეხშიშველა გავტანტალდი მისაღებში,სადაც მამუკა პულტს ათამაშებდა ხელში.ალბათ,რაღაცა ელოდებოდა.ჩემი ვარაუდით,ფეხბურთს.ჩემს ფეხის ხმაზე შემოტრიალდა და გამიღიმა.მე ღიმილი ვერ დავუბრუნე და დივანზე ჩამოვჯექი.
-რამეს შეჭამ?-მზრუნველად შემოხედა და პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა სამზარეულოში.ერთი ჯამი ნაყინი გამომიტანა,რომელსაც ზემოდან მარწყვი ეწყო.მესიამოვნა.“დაუმახსოვრებია,რაც მიყვარს“-გამოვართვი და მადლობა თვალებით გადავუხადე.
ღიმილის მიზეზი უკანკნელ მწუხარებაშიც მოიპოვება.როცა გყვას ვინმე,ვინც შენზე ზრუნავს,ღიმილით თავისით მოდის,რადგან ამქვეყანაზე არსებობს ერთი კანონი,კანონი,რომლის გარშემო ბრუნავს თითოეული ჩვენგანი.ეს კანონი კი ბედნიერების არარსებული მუდმივაა,რომელიც წამიერებით შემოიფარგლება.
^^
-გავკვეთილებმა როგორ ჩაირა?-გვიან შემოვაღე კარები და წინ ნაცნობი სილუეტი ამოვიცანი.მამუკა გაღიმბული მიყურებდა და ჩემს დაღლილს სახეს მიშტერებოდა.კერძო სკოლაში შემიყვანა და ახლა მეც ვამთავრებ გამოსაშვებ კლასს.მასწავლებლებთან დავდივარ და ლამისაა გაგყიდოო,ხუმრობით ხოლმე. კაცია და,არ ვიცი,როგორ,მაგრამ რომ ვუყვარვარ ფაქტია.მიხარია,რომ ჩვენს შორის მამა-შვილური ურთიერთობა დამყარდა.არ ვიცი,რა დახუძახო,არც მამაა და არც ბიძა და ეს ფაქტია,მაგრამ განა მხოლოდ ფაქტებისგანაა აგებული ეს ცხორვება? ფაქტია,რომ ის ერთ დროს და არც ისე დიდი ხნის წინ ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცი იყო,მაგრამ ახლა ის ჩემი გადამრჩენელია.ახლა,როცა სარკეში ვიხედები განა ისევ იმ უსუსურ გოგოს ვხედავ? არა,რადგან ის არსებობს,არსებობს მამუკა,რომელიც ჩემი არც მამა და არც ბიძა,მაგრამ ეს მხოლოდ ფაქტებია.ცხოვრება ბედნიერების გარშემო ბრუნავს და არა ფაქტების.
-დავიღალე-ჩანთა ძირს დავაგდე და სამზარეულოსკენ წავედი.მაცივარი გამოვაღე და ყინულიანი კოლა მივიყუდე.ჯანმრთელობისთვის არაა კარგი,მაგრამ ალკოჰოლური სასმელით გაჭყიპვას,ნამდვილად,სჯობს.
მართალია,მაისის დასაწყისია,მაგრამ საშინლად ცხელა.მითუმეტეს,როცა გამოცდები გაქვს და სამეცადინო ძალიან ძნელია ამის გაძლება.თავიდან კი მიჭირდა,მაგრამ მერე შევეჩიე.მიხარია,ეს ყველაფერი.როცა ამ ბრძოლაში ვარ ჩართული წარსულზე არ ვფიქრობ და ვერც საკუთარ თავს ვადანაშაულებ დედას დაღუპვაში.ასეა,როცა ერთ ბრძოლას ვერ მოიგებ,მეორე უნდა წამოიწყო.იქნებ ერთხელ მაინც გაგიღიმოს ბედმა და მიაღწიო რაღაცას მაინც,იქნებ შენს მიზანს ოდნავ მაინც მიუახლოვდე და ამით გააღვივო იმედის ის ნაპერწკალი,რომელიც გულში განგებამ ჯერ კიდევ შემოგიტოვა.
-მომიყევი,აბა,როგორ ჩაირა დღემ-დაიწყო ტრადიციულად,ჩვენ ასეც ვართ,ვსხდებით და ერთმანეთს ვუზიარებთ დღისგან მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.შეიძლება,ის მამა არაა,არც მეურვე,მაგრამ მეგობარი კი.მას სამაგიეროს ვერასდროს გადავუხდი.
ყველანაირად ცდილობს ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას,ყოველ კვირას შოპინგზე დავდივარ.უკვე სრულყოფილი გარდერობით კი შევიქმენი.მოდუნება არ ვარგაო და ასპირაში დამაწყენი სიარული..რომ ხედავს როგორ ვუმჯობებსდები,სახე უბრწყინდება ხოლმე.
ერთ დღეს შერცხვა და სერიოზულად მოიწყინა.პატარა ცხოველივით შემომხედა და ღიპზე დაიხედა:-მეც უნდა დავიწყო ვარჯიში და ჯანასაღი ცხორვება,აღარ მინდასმა.რას გავს ახლა ეს?
ამაზე გულიანად გამეცინა და თვალის ჩაკვრით დავეთანხმე.თავიდან კი უჭირდა,მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია და უკეთესობისკენ მიდის.ორივეს დაძაბული გრაფიკი გვაქვს.ნათიასაც კი ვერ ვხვდები ხშირად,მაგრამ,როცა ვნახავ,სიხარულისგანვგიჟდები და ლამისაა ჩახუტებით დავახრჩო.
რამდენიმეჯერ ერთადაც კი ვიყავით კინოში მე,ნათია და მამუკა.ჩემს დაქალს თავიდან კი ეუხერხულა,მაგრამ მაინც გადმოვიბირე,მამუკას დაჟინებული თხოვნაა-მეთქი.
დრო მალე გადის და ნერვიულობაც მატულობს.სკოლა რომ დავასრულე იმ დღეს ტირილით მოვკდი,არ მჯეროდა,რომ ამდენი ხანი გავიდა,თან მერე დედა გამახსენდა და ცრემლების ზღვა დავაყენე.“ის ხომ უნდა მოსწრებოდა ამ ყველაფერს“-მამუკას მხარზე ავსლუკუნდი.
მერე კატის გამოცდები გადავაგორე,რაც დაქალთან ერთად აღვნიშნეთ,თან მისი შეყვარებული წამოიყვანა.ცოტა ხნის წინ გაიცნო,მაგრამ კარგი ბიჭია.მის კუბიკებზე მეც კი მრჩება თვალი.ქერაა,მაგრამ ქალური სახე არ აქვს,პირიქით ძალიან მამაკაცურია და თვალებიც საშინლად მიმზიდველად უელავს.ახლა სექსუალურობაზე აღარაფერს ვიტყვი..ლუკა ჰქვია,მაგრამ ნათია სულ კანფეტს ეძახის,რაზეც ბიჭს სულ ეღიმება.
მყუდრო კაფეში აღვნიშნეთ და ლუკაც კარგად გავიცანი.როგორც ჩანს,კარგად გავუგეთ ერთმანეთს.გადავწყვიტეთ,რომ კუს ტბაზე წავსულიყავით და ზემოთა ადგილებით დაგველაშქრა.ნუ,ჩვენ რა.ლუკამ შემოგვთავაზა,გამოცდბეამდე განტვირთვა მოგიხდებათ ორივესო.ჩვენც გახარებულები დავთანხმდით.
მეორე დღეს შეიარაღებულები გავუყევით გზას.
აი,კოშკი-ნათია რაღაცისკენ ხელს იშვერდა და მთელი სახე გაბადროდა.
თვალები დავძაბე და შევეცადე დამენახა.უეცრად,შევამჩნიე ყავისფერი რაღაც და დავიწყვირე:-ურა-იმხელა ხმაზე გამომივიდა,რომ ლუკამ მხარი გამკრა და მისაყვედურა,ხალხი რას იტყვისო,თავიდან სახე მეცვალა,მაგრამ მერე,რომ გააავანალიზე,ხალხი სულ არ იყო გარშემო,ქვემოთ კი ჩემი ხმა ვერ ჩააღწევდა.
ბოლოს,როგორც იქნა მივაღწიეთ კაშკის ძირში და პლედი გავშალეთ.ყველანი ჩამოვსხედით და პატარა სუფრაც გავაწყვეთ.ლუკასა და ნათიას რომ ვუყურებდი,მეც მინდოდა გვერდში მყოლოდა საყვარელი ადამიანი,მაგრამ ჩემივე ფიქრებზე თავად მეცინებოდა.“დრო,როცა იქნება“-თავს ვუმეორებდი,მაგრამ ამის თავადაც არ მჯეროდა.
შინ,რომ დავბრუნდი ყველაფერი არეულ-მირეული დამხვდა.ქალის ფეხსაცმელი მაშინვე შევნიშნე და უხერხულად ავიტუზე კარებთან.“ანუ მამუკას ხელს ვუშლი“-დამნაშავესავით გავიფიქრე და ჩემს ოთახში გავედი.დავალებების წერა დავიწყე და მანამ არ გამოვედი გარეთ,სანამ ქალის წასვლის ხმა არ მომესმა.მოურიდებლად მიდიოდა და თან რაღაცას გაიძახოდა.
გულში ვიფიქრე,ახლა ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა რომ გააბას და მერე აქ გადმოვიდეს,ჩემზე რას იტყვისო.ბუნებრივია,რომ ცოლს არ უყვარს,როც ამისი მეუღლე ზედმეტს ხარჯავს.ქალები ხომ მამაკაცებზე უფრო ეკონომისტები ვართ და ზოგჯერ ზედმეტადაც კი.
ახლაც მახსოვს ბაბუაჩემმა მეგობარს სამასი დოლარი რომ ასესხა და სანამ არ ჩაასესხა,ბებიაჩემმა ლამის იყო ყელში ამოადინა.ამაზე ახლაც მეცინება ხოლმე.როცა ვხვდებით ერთმანეთს კვლავ ვახსენებ ხოლმე ჭაღარა ბებიას და მასთან ერთად სულ ვიხევი სიცილისგან,თითქოს რაიმე ძლიერ კომედიას ვუყურებდე.
-ყავა ამიდუღე-მამუკა სპორტულებით გამოვიდა.ღიპი უკვე დაეგდო და,ალბათ,ქალებს უფრო ადვილად ხიბლავდა.“არა მისი ბედნიერება კი გამახარებს,მაგრამ წასასვლელი არ მაქვს და რა ვიცი როგორი ქალი შეხდება“საკუთარ თავს გავუბრაზდი მსგავსი ფიქრებისთვის,მამაკაცს თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
როგორც ყოველთვის,ისე ორი კოვში შაქარი ჩავუყარე და ძლიერი ყავა წინ დავუდგი.თავის დაკვრით მადლობა გადამიხადა და ჩაფიქრდა.მეც გავედი სხვა ოთახში და ქართულის წიგნს კირკიტი დავუწყე.ჟურნალისტიკაზე ვაბარებ და მეოთხე საგნად სწორედ ის ავარჩიე.ყოველთვის მიზიდავდა,ლიტერატურა და ახლაც არ ვთქვი მასზე უარი.
ბაზრობაზე ვითხოვებდი ხოლმე წიგნებს და მთელი ღამეები ვკითხულობდი,სანამ ძილი არ წამიღებდა თავის ბურუსში.მიყვარს საინტერესო თემებზე საუბარი და,მგონი,ურიგო არ იქნება აქ ჩაბარება.
ბავშვობიდან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა,მაგრამეს უკანკნელი მხოლოდ უარყოფითი მხრით მქონდა განცდილი,თუმცა ზოგჯერ ყველაფერი პირიქით ხდება,თითქოს ბედის ვარსკვლავი,რომელსაც ზურგი ჰქონდა ნაქცევი,მიმართულებას იცვლის და შენი ოცნებებისკენ იღებს გეზს.აი,ამის იმედი მქონდა,მქონდა იმედი იმისა,რომ ოდესღაც ვეზიარებოდი სიხარულს,რომელიც სიგიჟეს მომგვრიდა,როცა ვივლიდი,მაგრამ ეს სიარულზე მეტად ფრენა იქნებოდა...
^^
პირველ გამოცდაზე საშინლად ვნერვიულობდი.ჩემი ახალი კლასელი და მეგობარი,მარი მამშვიდებდა,მთელ დღეს ერთად ვმეცადინეობდით,გვერდში მედგა და,თუ რამეს ვერ გავიგებდი დიდი სიამოვნებით მიხსნიდა,მეც ვეხმარებოდი იმაში,რაც შემეძლო.
უნარებზე ლამის იყო გული წამსვლოდა.მასეავლებელიც მამშვიდებდა,მაგრამ ანი რის ანია რომ შეიგნოს.ნევიულობისგან ლამის იყო შუაზე გავმწყდარიყავი.მათემატიკა მიჭრდა და ვერბალური ნაწილიც საკმაოდ მიჭირს.ზოგჯერ ვხუმრობ, ჩიტი და ხე ხომ არაა,რომ ერთმანეთთან დავაკავშირო-მეთქი.
მარი შესანიშნავი გოგო გამოდგა.კეთილი და მზრუნველია.ისე მიგებს,როგორც ვერავინ.თვალებში ხედვას ჩემს მწუხარებასა თუ სევდას,კარგი მრჩეველია.მიხარია,რომ ნათია და ის მყვანან გვერდით.მათაც გავაცანი ერთმანეთი და,მგონი,გაუგეს კიდეც.
-ანი,ნუ ნერვიულობ-ჩემი საყვარელი ნაყინი ამომიტანა და გევრდით მომიჯდა.
-ო,მარი-კმაყოფილმა გადავხედე და ნაყინი გამოვართვი-უნარების გადამკიდე,რა მეშველება.
მარიც ჟურნალისტიკაზე აბარებს და ისიც ქართულს,ამიტომ ერთმანეთს ძალიან ვადგებით,რაც ძალიან მიხარია.ნათია იურიდიულზე ოცნებობდა ბავშვობიდან და ისტორიას აბარებს.ისტორიას კი ვერ ვიტან,მაგრამ მასთან ამაზე ხმას არ ვიღებ.რა სისულელეა თარიღებისა და მოვლენების დამახსოვრება.ადრე ვაჯავრებდი ნათიას,მაგრამ ამ გამოცდების გამო ხმას ვერ ვიღებ,თვალი არ ეცეს-მეთქი.
ცოტა ხანში ზარი გავიგე და ფეხზე წამოვენთე.არავის ველოდი და გამიკვირდა.კარებთან ნათია დავინახე და სიხარულისგან მთელი სახე გამიწითლდა,გადავეხვიე და მოვიკითხე სამი დღის უნახავი დაქალი.
-მარი,ნათია მოვიდა-მეგობარს გავძახე და ისიც გამოემართა.გადაეხვია ნათიას და მერე მის შეყვარებულს მოკრა თვალი-ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს,ჰო?-გაუღიმა უცნობს.
მხოლოდ ახლა შევნიშნე კარებთან ატუზული ლუკა-ლუკა,შენ რა ჩუმად ხარ,შემოდი?-გადავკოცნე და მარი გავაცანი.
-ყავას არ დალევთ?-შევთავაზე სტუმრებს და დივანზე მივუთითე,დასხედით-მეთქი.
-მე ცხელ შოკოლადს-გააპროტესტა ნათიამ და ლუკას გვერდით მიუჯდა,მან ღიმილით გადახედა და ცოტა არ იყოს შემშურდა,რომ მე ასე არვინ მიყურებდა,მაგრამ ეს არ იყო ბოროტი შური,ალბათ,უფრო თეთრი ფერის და ღრუბელივით სიფრიფანა.მიხაროდა,ნათიას ბედნიერებ,უბრალოდ მეც მინდოდა,რომ იგივე მეგრძნო.
სამზარეულოში გავედი.მარის შევავლე შორიდან თვალი და,როგორც ჩანდა,ისევ საუბარში იყო გაბმული.გუშინდელი ნამცხვარი,ეგრეთწოდებული,“ზებრაც“ გავიტანე და სტუმრებს ღიმილი მივაგება.ეს უკანსკნელი ხომ დიდ პოზიტივს იწვევს და პოზიტივი განა ვის არ უყვარს?
-რა გემრიელია-ნათიამ კომპლიმეტი არ დაიშურა.მე მხოლოდ გამეღიმა-შესანიშნავია!-დაამატა ლუკამ და მარიმ თვალებით მანიშნა კმაყოფილება და მერე თხოვნით შემომხედა-რეცეპტი ჩამაწერინე.-აუ,მეც რა-ნათია ისე არ დარჩა.
-მერე გამიკეთებ ხოლმე-ლუკამ თვალი ჩაუკრა შეყვარებულს.
გამოცდებზე საშინლად ვნერვიულობდი.ზოგჯერ ფარ-ხმალსაც კი ვყრიდი და ისტერიულად ვტიროდი.ამ დროს კი ვერავინ მშველოდა.
მაგრამ რას ვიზამდი.დროს ვერც გადავწევდი და ვერც შევაჩერებდი.აი,დადგა გამოცდის დღე.ვკანკალებდი და ოფლი მთელ სხეულზე მასხამდა,ამიტომ გამცდამდე მარიმ ძალით წამიყვანა აუზზე.ოთხ საათზე კი გეპეიში ვიყავით ატუზულები.ერთ დროს კი გვქონდა,მაგრამ სხვადასხვა ოთახებში მოვხვდით.
მოკლედ,აღწერა აღარ უნდა იმ მომენტს,როცა ტესტი დამიდეს წინ და ლამის იყო გული ამომმვარდნოდა,მაგრამ გადავშალე თუ არა დავყნარდი და წერა დავიწყე.
ასე ჩაირა სხვა გამოცდებმაც.თითოეულის შემდეგ ყველანი ჩევნს საყვარელ კაფეში მივდიოდით და სასიამოვნოდ ვსაუბრობდით ხოლმე,ემოციებს ერთმანეთს ვანდობდით და ვთავისუფლებბოდით.მათთან თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.ისინიც ბედნიერები იყვნენ ჩემთან გატარებული დროით.
მამუკასთან თავიდან უხერხულად ვიყავი,სულ მადლობებს ვუხდიდი და დახმარების მიზეზს ვეკითხებოდი,მაგრამ შემდეგ გავითავისე,რომ დედამიწაზე კეთილი ადამიანებიც არსებობენ და შევეგუე იმ აზრს,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებიც ბედნეირებას აკრძალულ ხილად არ გიქცევენ.
გამოცდებს,რომ მოვრჩი საშოპინგოდ წავედი.თავს ისე თვაისუფლად ვგრძნობდი,რომ ვერც კი აღვწერდი.ვატყობდი,რომ მამუკაც გახარებული იყო.მართალია,იმ დროს დაკავებული იყო,მაგრამ გულიც მომილოცა ყველაფრის დასრულება მართალია,ნიშნები წინ იყო,მაგრამ არ ვნერვიულობდი.ვფიქრობდი,რომ ცუდი შედეგი არ უნდა მეჩვენებინა.
შოპინგზე ნათია გამოყვა.მარისაც ვთხოვე,მაგრამ დედას მიყვებოდა საყიდლებზე და უარი მითხრა.მაღაზიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლიდით და ათას რამეს ვიზომავდით.ცოტას კი ვბუზღუნებდი,მაგრამ ნათია შეცვეული იყო და ქცევებს აღარ მიპროტესტებდა.ზოგჯერ რაღაცას კი წაიბურდღუბნებდა,მაგრამ მალევე გაჩუმდებოდა ხოლმე.
მეორე დღეს ისეთი დაღლილი ვიყავი,რომ ლოგინიდან ადგომაც არ მინდოდა,მაგრამ ნათია თავზე რომ დამადგა სირცხვილისგან ფეხზე წამოვხტი.
-გოგო,ოთსი ხდება.რა გინდა ლოგინში?-თვალები ჩვეულად დამიბრიალა და ტანსაცმელი მესროლა.
-ეს ჩავიცვა?-დასჯილი ბავშვივით ვუპასუხე და მერე მამუაკც გამახსენდა-გოოგ,სახლსშია?-კარებისკენ ვანშნე დაქალს და განაბული მივაცქერდი.
-დაგიბარა,რომ რამდენიმე დღით მეგობართან წავიდა აგარაკზე.
-კი,მაგრამ არაფერი უთქვამს აქამდე-გავაპროტესტე და დაქაჩული თვალებით ავხედე დაქალს.“რატომ უნდა ეთქვა?“-მეორე მე გამოწვევად მეკითხებოდა,მაგრამ მას არ ვუსმენდი.
-გოგი,როდის გეტყოდა,სულ გასული იყავი,აბა,დაფიქრდი-ცოტა ხანში მივხვდი,რომ ნათია მართალი იყო.ამოვიცვი შორტი და მაისური.საცურაო კოსტუმი და სხვა ატრიბუტები ჩავყარე ჩანთაში და კარებთან ავიტუზე.
-რა ჩქარი ყოფილხარ-ნათიამ გაიცინა.კიბეებზე მითხრა,რომ მარიც მოდიოდამაგრამ დაბლა გვიცდიდა,რაზე გავუბრაზდი,რატომ არ მითხარი-მეთქი.სიუპრიზები არ მიყვარს ბავშვობიდან,მოულოდნელობას მირჩევნია,რომ წინასწარ ვიცოდე რას „მიპირებენ“.
ცურვა არ ვიცი და,ამიტომ კამერით დავდივარ.ცოტა ხნის წინ ნათიამ მიყიდა და თან გამომაჯავრა.ცოტა კი გავბრაზდი,მაგრამ,რაც მართალია მართალია.ჩვენს ეზოს ტყლაპოში ნამდვილად ვერ ვისწავლიდი.
მანქანაში ლუკა და მარი დაგვხვდნენ-სწრაფად,თორემ დაგვაგვიანდა-ლუკამ თვალე დააბრიალა და მერე თავის ქმედებაზე თავადვე ჩაეცინა.
აუზში ძალით ჩამაგდეს.კიდევ კარგი ჩემი კამერა არ დამვიწყებოდა,თორემ რას მოვეჭიდებოდი ვინ იცის.
-ამ ცურვა არ იცის?-სიცილით შემოხედა ლუკამ და გააგდეო კამერაზე მიმანიშნა.
-არა,არ ვიცი-გაბრაზებული თვალებით შევხედე და უარის ნიშნათ თავი გავაქნიე.
ხელებისა და ფეხების მოსმა გოგოებმა მასწავლეს და კამერით რაღაცას ვქაჩავ.ლუკამ მაინც გამაგდებინა კამერა და მაიძულა ისე გამეცურა.დღის ბოლოს ცოტა ვისწავლე და ლუკას მადლობა გადავუხადე,მაგრამ მან იმის მაგივრად,რომ ეთქვა,არაფრისო,ირონიით მიპასუხა:
-ისე არ დაგტოვებ,რომ არ გასწავლო-მერე შეყვარებულს აედევნა და სულ დაავიწყდა,რომ მამაკაცების გასახდელი მეორე მხარეს იყო.ნათიამ ბრაზით თვალები დააკვესა,იქით წადიო და ბიჭიც მალევე შებრუნდა.
ასევე ვირაც ქალს შევხვდი,ხელში რაღაც პრიალა ფურცელი დამაჭირა და შეგვეხმიანეო მომაძახა,გამიკვირდა რა უნდაო,მაგრამ კითხვა ვერ მოვასწარი,რაგდან მაშინვე წავიდა,ალბათ ძალიან ეჩქარებოდა.
არც მე ვიყავი მოცლილი,ჩანთაში ჩავაგდე ფურცელი და მარის ავედევნე.
სახლში მისულს მამუკამ დამირეკა და მომიკითხა.მის ხმაში შერყევა და დაძაბულობა ჩანდა.ბოლოს ბოდიში მომიხადა,რომ ვერ გამაფრთხილა და გათიშა.დავეჭვდი.“იქნებ არ არის აგარაკზე და მაშინვე გადაწყვიტა.იქნებ მე მეხება?“-არ მასვენებდა მეორე „მე“,მაგრამ პირველი მას არგუმენტირებულად აპროტესტებდა,შენთან რა საქმე ექნებოდა,ბოლოს და ბოლოს მისი სახლია და მაგის უფლება ვინ მოგცაო.
გვიან,დივანზე მივწექი და ჩანთიდან ამოვაძვრინე და დავხედე.რაღაც ცნობილი მოდის სააგენტოს რეკლამა იყო.როგორც ჩანს,მე მოვეწონე და,ამიტომ მომცეს.უცნაური სახელი ერქვა და თან იმხელა,რომ მერეც ვერ დავიმახსორვრე.ისე ვამახსინჯებდი,რომ სულ დავივიწყე,რომ რამე ერქვა.
მეორე დღესვე წავედი ისე,რომ არავისთვის მითქვამს.ოდნვა მაღლებიო,მე კი ათსანტიმეტრიანებით მივედი.მოკლე და მოტკეცილი შინდისფერი კაბა მეცვა და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.ეს სარკეში ჩახედვისასაც აშკარა იყო.მაკიაჟიც კი გავიკეთე.ბანკეტის მერე ჩემთვის უცხო ხილი აღარაა,გოგოებმა მასწავლეს და,მგონი,კარგადაც ავითვისე.მარი კი ამბობს რად უნდა ათვისებაო,მაგრამ მე მაინც ასე მგონია.
ცოტა ვღელავდი,მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით,რაც ადრე მიგრძვნია,თუნდაც გამოცდების ჩაბარებისას,ამიტომ ზედმეტი პანიკები არ შემიწმნია.გოგოებისთვისაც არ მიტქვას,რადგან აზრზე არ ვიყავი რა მოხდებოდა და არ მინდოდა ტყუილი იმედების მიცემა.
უამრავი გოგონა დავინახე და ცოტა უხერხულობა ვიგრძენი.ბევრი იყო ლამაზი,მაგრამ უმრავლესობა მაინც საშუალო დონეზე იდგა.განსაკუთრებული ყურადღება,ერთმა მიიქცია.წითური და მაღალი გოგონა მწვანე კაბით იდგა მარტო და გარემოს უცქერდა.მასზე დედა გამახსენდამინდოდა მის თმებს მოვფერებოდი,დამეჭირა მისი თეთრი ხელი და დედა წარმომედგინა.ვიფიქრე მივალო,მაგრამ ვერ გავბედე და სხვა დროისთვის გავბედე.რა თქმა უნდა,თუ იქნებოდა ეს სხვა დრო.
„ქასტინგი დაიწყო!“-გავიგონე მამაკაცის მაღალი ბარიტონი და უკან გავხტი.ეს რა ბავშვური წიკი იყო კი ვერ გავიგე,მაგრამ ახლა ამის დრო აღარ იყო.მეოცე ნომრად შევდიოდი.რიცხვებს გამალებით ვაკვირდებოდი და გოგონებს თვალებით ვჭამდი.
როგორც იქნა,მეც გამომაცხადეს.ნელი ნაბიჯით,მაგრამ თავდაერებულად გავედი და ბედნიერი სახე მივიღე.ეს წამები ისე გაიწელა,ვფიქრობდი,წავიქცევიო,მაგრამ,როგორც ჩანს,გამოტანა არ დამჭირდა,რადგან ახლა გარეთ ვიდექი და წითურთან ვსაუბრობდი.ის მეხუთე ნომრად გავიდა და უკვე აღარ ღელავდა.საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა.
-კაფეში დავსხდეთ,აქვეა-ტვითონ შემომთავაზა და თავაზიანად გამიღიმა.თავი დავუქნიე და გავყევი.საუბარი გავაბით.ის თურმე ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლოდა,მეოთხე კურზე.მშობლები და ერთი ძმა ჰყავდა,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.
მეც მოვუყევი ჩემი მოკლე ისტორია.დედაჩემსაც კი შევეხე და იმ წლებსაც,რადგან რატომღაც მომინდა მისთვის გული გადამეშალა.აბა,როცა მის თმას ვხედავდი,როგორ შემეძლო დამემალა დედას ამბავი? ცრემლები კი მომადგა,მაგრამ არ გადმომიყრია,თავი შევიკავე.“ძლიერი ხარ“-ვუთხარი საკუთარ თავს და ახლადგამოცნობილ ხატიას მივაშტერდი.მწვანე თვალები უციმციმებდა დედასავით და მათ,როგორც ჩანდა,ჩავეთრიე.
-ლამაზი ხარ-ვერ მოვითმინე და ვუთხარი.
-მადლობ,შენც-გამიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
გვიანობამდე ვსაუბრობდით.ბოლოს,ძლივს ავდექით და გავუყევით უკვე ჩაბნელებულ ქუჩას.მივდიოდი მის გვერდით და მეგონა,დიდი ხნის ნაცნობი იყო.“მგონი,კიდევ ერთი დაქალი შევიძინე“-გავიფიქრე და კმაყოფილს ჩამეცინა.ვინ იცის,მოვხვდებოდი თუ არა იმოცეულში,რომლებსაც არჩევდნენ,მაგრამ,ჩემს გადაწვეტილებას ერთი წამითაც კი არ ვნანობდი,მე ხომ დღეს ხატია გავიცანი.

ფოტოებზე არიან მარი და ხატია.

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[8]
სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[8]

________
მადლობა დიდი.
გელით და მიყვარხართ.



№1  offline წევრი lamazi gogona

ვგიჟდები..უბრალოოოდ ზედმეტისსიტყვები

 


№2  offline წევრი lisebeth

ისე ეს "ბარიტონი" რატო გაქვთ აჩემებუკი მთელს საიტს ვერ გავიგე


პ.ს კარგია მარა ასე უცებ სკოლიდან წამოსული პროგრამას როგორ დაეწია. ამდენი თვე მარტო ნაწარმოებში გავიდა რაც არ უვლია

 


№3  offline წევრი თათა

Tavisit mewerineba komentari xolme da verc davtoveb ukomentarod namdvilad.tan rogorii saintereso xdeba es istoria.ai dzalian kargia!warmatebebii♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

უფროდაუფრო კარგი ხდება მომწონს❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


მომწონს ძააანნ მაგარია

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
ისე ეს "ბარიტონი" რატო გაქვთ აჩემებუკი მთელს საიტს ვერ გავიგე


პ.ს კარგია მარა ასე უცებ სკოლიდან წამოსული პროგრამას როგორ დაეწია. ამდენი თვე მარტო ნაწარმოებში გავიდა რაც არ უვლია

არ დაწეულა,უბრალოდ საგამოცდო პროგრამა ისწავლა..

მადლობა ყველას..

 


№7  offline წევრი lisebeth

drunkinlove
lisebeth
ისე ეს "ბარიტონი" რატო გაქვთ აჩემებუკი მთელს საიტს ვერ გავიგე


პ.ს კარგია მარა ასე უცებ სკოლიდან წამოსული პროგრამას როგორ დაეწია. ამდენი თვე მარტო ნაწარმოებში გავიდა რაც არ უვლია

არ დაწეულა,უბრალოდ საგამოცდო პროგრამა ისწავლა..

მადლობა ყველას..

სკოლას თუ არ დაეწევა და არ დაამტავრებს ეროვნულებს ვერ ჩააბარებს
უფლება არ აქვს მაგის გარეშე არც ერთ მოსწავლეს ტვინიც რომ უსკდებოდეს ცოდნით
ანუ სკოლა თავიდან ბოლომდე უნდა გაიაროს
ეგ ვიგულისხმე

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
drunkinlove
lisebeth
ისე ეს "ბარიტონი" რატო გაქვთ აჩემებუკი მთელს საიტს ვერ გავიგე


პ.ს კარგია მარა ასე უცებ სკოლიდან წამოსული პროგრამას როგორ დაეწია. ამდენი თვე მარტო ნაწარმოებში გავიდა რაც არ უვლია

არ დაწეულა,უბრალოდ საგამოცდო პროგრამა ისწავლა..

მადლობა ყველას..

სკოლას თუ არ დაეწევა და არ დაამტავრებს ეროვნულებს ვერ ჩააბარებს
უფლება არ აქვს მაგის გარეშე არც ერთ მოსწავლეს ტვინიც რომ უსკდებოდეს ცოდნით
ანუ სკოლა თავიდან ბოლომდე უნდა გაიაროს
ეგ ვიგულისხმე

აჰა ანუ კარგად არ აგიხსნია რას გულსიმობდი.
ვიცი,მაგრამ მამუკამ ნაცნობბით ჩაუწყო და მეთორმეტეში დასვა.არ აქვს უფლება,მაგრამ უფლების გარეშეც ხდება ბევრი რამ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent