შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ მშვენიერ დღეს


1-08-2015, 14:01
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 091

-ერთ მშვენიერ დღეს შენ შეხვდები თეთრს ცხენზე ამხედრებულ პრინცს რომელიც ძალიან გეყვარება.მოსიყვარულე დედა თავის 6 წლის ანაბელს გულზე იკრავდა და შავ სწორ თმაზე ეფერებოდა.
-მახინჯი რომ იყოს?.გულწრფელად ეუბნებოდა ანაბელი თავის პაწაწინა გულში ჩაგროვებულ კითხვებს.
-ეჭვი მეპარება ახლა კი დაიძინე ძილინებისა.დედა გოგონას ცხვირზე ნაზად წაეთამაშა და ოთახიდან გავიდა ამის შემდეგ კი აღარ დაბრუნებულა.


25 ივლისია და ჯერაც თბილისში ვიღრჩობი, ჯერ სოფელში წასვლას არ ვჩქარობ რადგან იქ მაინც არავინ იქნება აი აგვისტოს კი იქაურობა ახალგაზრდებითაა სავსე.
-ანაბელ ბები მაღაზიაში გამეგზავნე რაა.ბებიაჩემის თბილი ხმა შემომესმა ოდნავ ტკივილნარევიც.
-კარგი ბებიი. წიგნი გვერდით მოვისროლე და ფეხზე წამოვხტი.
-აჰა სპაგეტი მოიტანე და შენთვის შოკოლადიც იყიდე.ხელში ხუთლარიანი ჩამიკუჭა და თბილად გამიღიმა.
-შენ მაგაზე არ გაწყენინებ.ეშმაკურად ჩავიღიმე რადგან შოკოლადი ძალიან მიყავრს ამის შემდეგ კი სახლიდან გიჟივით გავვარდი, ყურსასმენები გავიკეთე და გზას მხიარულად დავადექი.“ ღმერთო როგორ მიყვარს ეს სიმღერა, ცეკვა რომ დავიწყო ნეტა სირცხვილი იქნება? რათქმაუნდა სირცხვილი იქნება ვინმე იფიქრებს გიჟიაო მაგრამ ასე უკვე ფიქრობენ“ მე კორპუსში ვცხოვრობ და აქედან მხოლოდ ერთ ოჯახს ვიცნობ იქაც ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს მეხუთეზე. მე ბებოსთან ვიზრდები დედა ოპერაცის გადაყვა ხოლო მამას გულის შეტევა დაემართა დამრჩა მხოლოდ ერთი ძმა რომელიც ჩვენს ბიზნესს უძღვება ამერიკაში ასევე ბებო რომლიც სიგიჟემდე მიყვარს და რამდენიმე მეგობარი.
გზაზე ჩემთვის მშვიდად მოვდიოდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეცეკვა, ჩემს ასეთ რეაქციაზე კი ძალიან მეცინებოდა მაგრამ თავისუფლად ვერ ვიცინოდი რადგან ისევ „გიჟის“ სტატუს მომანიჭებდნენ. ჩემი კორპუსის მხარეს უნდა გადავსულიყავი როცა კუთხიდან უეცრად ავტომობილმა შემოუხვია და კინაღამ გამიტანა. შეშინებული კედელს ავეკარი რომ არ წავქცეულიყავი და ღრმად სუნთქვა დავიწყე. დავინახე როგორ გადმოვიდა თეთრ ავტომობილიდან ახალგაზრდა ყმაწვილი და გაცოფებული ჩემსკენ გამოქანდა.
-თვალებიდან ვერ იყურები?. გააფთრებული ჩემთან მოვიდა და შავი თვალები დამიბრიალა.
-შენგან განსხვავებით ვიყურები!.მკვახედ ვუთხარი და მეც ისევე როგორც მან ცისფერი თვალები დავუბრიალე.
-რაღაც არ გეტყობა, გირჩევნია ეგ ყურსასმენები მოიხსნა და ტვინი გაანძრიო.მარჯვენა ყურში მორგებული ყურსასმენი მომხსნა და თავზე თითი დამადო შემდეგ კი სადარბაზოში შექანდა.“ღმერთო ყველა სიმპათიური ბიჭი რატომ არის ასსეთი ნადირი“ გულში გავიელვე და სახლში შევედი.
-რამოგივიდა შვილო რა შეშინებული სახე დაქვს. ანერვიულებული ბებო ჩემთან მოვიდად და ხელთ კაპლი გამოაყოლა.
-არაფერი ბები ძაღლმა შემაშინა. პარკი მაგიდაზე დავდე და სკამზე ენეგიაგამოცლილი დავესვენე.
-17 წლის გოგო ხარ და კიდევ ძაღლის გეშინია? არა ბებია ერთი შენ როდის გაიზრდები ნეტა გამაგებია. სიცილით გააქნია თავი მაკრინე ბებომ და სპაგეტი შეინახა.
-კარგი მე მისაღებში გავალ და ხელი არ შემიშალო უნდა წავიკითხო. ბებო მკაცრად გავაბრთხილე და მოსროლილი წიგნი სასურველ გვერდზე გადავფურცლე. საერთოდ კითხვის დროს როცა ხელს მიშლიან ისე ვმწარდები რომ არავის ვურჩევ შემეპასუხოს. ზუსტად 1 საათის მანძილლზე ვკითხულობდი და შიგადაშიგ ვტიროდი რადგან ისეთი მომენტებია სუადის წიგნში „ცოცხლად დამწვარი“ რომ არ ვიცი არ მეგონა ხალხი ასე თუ ცხოვრობდა და იტანჯებოდა. ამ ყველაფრის მკითხველი რაიმეთი უნდა განტვირთულიყო ამიტომ ტელევიზორი ჩავრთე და ერთ არხზე ჰარი პოტერს გადავაწყდი, მიყვარს ეს ფილმი და წიგნი მითუმეტეს, მართალია უკვე „დიდი გოგო“ ვარ მაგრამ რავქნა მან ჩემი ბავშვობა გამილამაზა.
-ეჰ მერამდენედ უნდა უყურებდე მაგ ჰარი პოსტერს თუ რაც ქვია.მაკრინემ თავისთვის ჩაიბურტყუნა და პოპკორნი მომიტანა.
-მანამ სანამ არ მომბეზრდება. მეც მხიარულად მივუგე და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე. ნახევარი საათის შემდეგ რაღაც მოხვდა უფრო სწორად ტელეფონი მოხვდა ჩემს ფანჯარას. შეშინებული ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოში გავედი ნაპრალში კი ის „ნადირი“ მოვლანდე წეღან კინაგამ მანქანით რომ გამიტანა.
-მისაღებში დაბრუნდი ანაბელ. ბებო სამზარეულოში შემოვიდა და ქოთქოთი დაიწყო.
-არა ბები მოგეხმარები.
-ანაბელ მე მივხედავ ყველაფერს.
-კარგი. თავი დავახარე ისევ მისაღებში მდივანზე მოვკალათდი და ყურება განვაგრძე. მომხვდარიდან 2 წუთში კარზე კაკუნი გაისმა და ვიღაც ბიჭის ხმა მომესმა.
-ქალბატონო მაპატიეთ უბრალოდ ძალით არ მინდოდა ყველაფერს მე შვაკეთებ.ახალგაზრდა მამაკაცი მეტად ანერვიულებული და შეწუხებული ჩანდა.
-არაუშავს შვილო შენ მაგაზე არ ინერვიულო ისედაც უნდა გამომეცვალა ფანჯრები.
-არა ქალბატონო მე გავაფუჭე და მეთვითონ გამოვასწორებ. ახლაგაზრდა თავისას არ იშლიდა.
-არავითარ შემთხვევაში მოდი აქეთ მობრძანდი და ჩემს გაკეთებულ კექსებს გაგასინჯებ.ბებო როგორც ყოველთვის არ არღვევდა თავის ტრადიციას და თავის საფირმო კექსებს ყველა შემხვედრს ასინჯებს.
-არა არ შეწუხდეთ.
-რა შეწუხებაა იცოდე უარს არ მივიღებ მობრძანდი, ანაბელ სტუმარი გვყავს.ბებოს შემოძახილის შემდეგ მისაღებში არც მეტი და არც ნაკლები ის „ნადირი“ შემოვიდა. მეც დიდად გავოგნდი და გადავფიჩინდითქო ვერ ვიტყვი მაგრამ ცოტა უცნაურად მეჩვენა წეღან ავჩალკასავით იღრინებოდა ახლა კი ბებოს როგორ ზრდილობიანად ესაუბრებოდა.
-აჰა შენ. თითისქნევით თქვა და მდივანზე დაჯდა.
-აჰა მე. ალმაცერად გადავხედე და პოპკორნის ჭამა განვაგრძე.
-ჰარი პოტერი? რა ბავშვი ხარ. გამცინავად ჩაილაპარაკა და წვერზე ხელი გადაისვა.
-უკავრავად? . ფილმი დავაპაუზე და თვალებდაქაჩულმა გადავხედე.
-რამდენი წლის ხარ?. სრულიად მოულოდნელად მაჯახა კითხვა.
-ჩვიდმეტის და რატომ მეკითხები?
-აამხელა გოგო ხარ და ჰარი პოტერს ახლაც უყურებ? კარგი რაა ეს სულელობა მხოლოდ 10 წლის ბავშვებს უყვარს.
-მერე შენ რა გინდა?.
-არაფერი უბრალოდ გამიკვირდა ტანად კი გავხარ დიდ გოგოს მაგრამ ტვინიტთ რავიცი რაციცი. სარკასტულად ჩაილაპარაკა და პოპკორნის ჭამა დაიწყო.
-რაგინდა? ჯერ იყო და კინაღამ მანქანით გამიტანე მერე ფანჯარა ჩამიმსხვრიე მერე ჰარი პოტერს რატომ უყურებო ახლა კიდევ პოპკორნს მიჭამ.ერთ ამოსუნთქვაში ვუთხარი ყველაფერი და სახეზე ავწითლდი.
-შავი თმა, ცისფერი თვალები და წითელი ლოყები ლამაზი კომბინაციაა.კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ჩემი სხეულის შესწავლა დაიწყო „ფუფ ტუტუცი“.
-ავადმყოფი ხარ. თავი გავაქნიე და ფილმის ყურება განვაგრძე.
-ავადმყოფი კი არა თომა ვარ.ცალყბად ჩაიღიმა და თვალი ჩემიკრა.
-ხო ავადმყოფი თომა ხარ. „ ღმერთო დებილია ვიღაცაა ან ტელეფინი რანაირად ისროლა რაღაც არ გავდა ფანრიან ნოკიას ასე რომ ჩაემსხვრია შუშა“ გულში გავიფიქრე და წარბები მოვჭმუხნე.
-არა არ არის ფანრიანი ნოკია გავბრაზდი და შემთხვევით ინსტიქტურად ვისროლე. მისი მშვიდი ხმა მომხვდა ყურთან და გავშეშდი ნუთუ აზრებს კითხულობს მაგრამ როცა მივტრიალდი დავინახე ბებიაჩემს ესაუბრებოდა და შვებით ამოვისუნთქე. ასე ძლივსძლივობით გადაგორდა ეს დღე. როგორც ყოველთვის ღამე ჩემს დათუნიაზე ჩაფსკვნილი ვიწექი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. ამ ყველაფრის გადახარშვა ცოტა გამიჭირდა რადგან ეს ყველაფერი იყო რაღაცნაირი უფროსწორად საინტერესო. ნუთუ მართლა პატარა ვარ მაგრამ ეს ვის ანაღვლებს მთავარია რაღაც განსხვავებული მოხვდა ჩემს ცხოვრებაში. ხო რაღაც განსხვავებული, თომა.


ეს ჩემი ახალი მოთხრობაა იმედია მოგეწონებათ... შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით...



№1 სტუმარი ))

mooomwons dzaliaaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent