შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრამალის აჩრდილი(პირველი თავი )


1-08-2015, 14:36
ავტორი Firefly
ნანახია 1 904

სიბნელეში შთანთქმულ ოთახში მთვარის მკრთალი სხივები სარკმელზე გარდატყდებოდნენ და ისევ სიბნელეში ინთქმებოდნენ ოქროსფერ ძაფებად.კვამლიც იყო...სიგარის ბოლი არულიყო ვისკის სურნელში,აქა-იქ დაკუჭული ქაღალდები მიმოფანტულიყო.საათის წიკწიკი ისმოდა...წიკ წიკ,წიკ წიკ...ოთახში დიდი ოთკუთხედი საწერი მაგიდა იდგა მასზე უამრავი თეთრი ქაღალდი ეყარა დაუდევრად.ზედ ნახავდით ვიღაცის უცნაურ ჩანახატებს,გამონათქვამებს და ასე შდეგ.მაგიდაზე ფეხები შემოეწყო მოუვლელ ჯეელს,ხელში სიგარა გაეჩრა და ნაფაზს ნაფასზე არტყამდა.შავი მეტყველი თვალები კედელზე მიებჯინა...უსასრულობას გაჰყურებდა და ამ უსასრულობაშივე ინთქმებოდა თითქოს.მისი მწველი მზერა არღვევდა თითქოს კედელს...უდარდელად გაშოტილიყო ტყავის გოგროლალაჭებიან სავარძელზე და დროგამოშვებით ნერვიულად ტრიალებდა წრიულად.მაგდიდაზე ქაღალდის ნაფლეთებში იპიოვიდით ქალის მოკრძალებულ პორტრეტს,მწირ ჩანახატს ზედ ნახატს რომის ბოთლი და რომით სავსე ჩა ედგა.კაცი შეშლივივით წამოფრინდებოდა ხოლმე სავარძლიდან და ბოლთას სცემდა.ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა რომით სავსე ჩა და მწყურვალ კაცივით დაეწაფა ბოთლში დარჩენილ სასმელს.ძალაგამოცლილი მიესვენა კედელს ხელები ყორნისფერ წამოზრდილ თმაში შეიცურა და ბღავილის მსგავსი ხმა ამოუშვა.გაურბოდა იგი სამყაროს,არუსმენდა არავის...სძულდა სამყარო,სძულდა ხალხი,სძულდა შემოქმედი...საკუთარი მეც კი ეჯავრებოდა..სიგარას გაუკიდა ღრმა ნაფაზი დაარტყა და ბოლი რგოლებად გამოუშვა,ნერვები საკუთარ "მე"-ზე მოეშალა ანთებული სიგარა ხელზე მიიდო.უნდოდა დატანჯულიყო მომკვდარიყო,მაგრამ არ კვდებოდა,უნდოდა ტკენოდა მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სულიერი ტკივილი ხორციელ ტკივილს ვერც კი გრძნობდა.სძაგდა საკუთარი არსება რომ არ შეეძლო ჩახმახზე თითი გამოკრა და აღსრულებულიყო!ლაჩრად თვლიდა საკუთრ თავს.
სავსე მთვარე სარკმლიდან გამომწვევად შლიდა ფაფრებს, ქარიც ზუზუნებდა და არხევდა ხეებთა ჯარს,შავი ღრუბლები კუშტად შეყრილიყნენ და უსათუოდ მოასწავლებდნენ წვიმას და ქარბუქს.სახლში გამფებულ სიმშვიდეს ჩვილი ბავშვის გაბმული ტირილი არღვევდა.
—გააჩუმეთ ვინმემ ის არსრბა თორემ ყველას გარეთ გისვრით!მძვინვარებდა კაცი და ყურებზე ხელებს იფარებდა ხმაური რომ ჩაეხშო.ტირილი კი არ წყდებოდა პირიქით უფრო მატულობდა, იგი ისე აღიზიანებდა კაცს თითქოს თავში ასობით ჩაქუჩი უკაკუნებსო.გამწარებულმა გამოგლიჯა კარები და ტირილის ხმას მიჰყვა სანამ ჰოლში არ მიიყვანა ხმამ.
—გააჩუმეთ ეს წურბელა სანამ მომიხრჩვია!
—ძალიან ჭირვეულობს ბატონო!ვერაფრით დავამშვიდეთ პირიქით ყველა ვეუცხოებით.აღმზრდელი უნდა ვიპოვოთ თორემ მე მოხუცს არშემწევს ძალა ჩვილი ავღზარდო!
—მოძებნეთ ვინმე ვისაც თავი მობეზრდა და სურს ამ პროვინციაში მუშაობა წინააღმდეგი არ ვარ პირიქით გავიხარებ ამ ბაღლინჯოს ვინმე რომ გააჩერებს.
—ასე როგორ ამბობ ნოკოლოზ შენს შვილზე!?ის ხომ 1თვისაც არაა მას მზრუნველობა სჭირდება!ასე აგღზარდე ნენა?
—არ აღელდე ნელი.კაცმა ციკინურად ჩაიცინა ბავშვს ზიზღით შეხედა და ბანცალით ჩაიარა კორიდორი და ისევ მის ბუნაგს შეაფარა თავი.

***
უკანასკნელი გროშებით შევიძინე ბილეთი გარდაცვლილი მამაჩემის მოხუცი დეიდის სტუმრობას ვგეგმავდი,ის ერთადერთი ნათესავია ამ სამყაროში ვინც შემომრჩა და ვისი იმედიც მაქვს.ადრიანად მივედი სადგურში და დაველოდე როდის ჩამოივლიდა ჩემი მატარებელი.შიშით ვაცეცებდი თვალებს სადმე ჩემი მამობილი არ მენახა ვინაიდან სახლიდან გამოვიქეცი...ვეღარ აიტანა ჩემმა სულმა ამდენი ტანჯვა და სიბინძურე...არასოდეს მჯეროდა თუ არსებობდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც სიცოცხლეშივე იწყებდნენ ხრწნას...საკუთარ წაბილეულ სხეულში რომ იხრჩობიან და ლპებიან...მე ვიცი რომ არსებობს ასეთი ხალხი!თუ შეიძლება მას ხალხი უწოდო.ფიქრებში გართულმა ვნახე როგრორ მიახლოვდებოდა შავ ლაბადაში გამოწყობილი კაცი.გონებამ თვით გადარჩენის იტნსტიქტი გამიღვივა და სასწრაფოდ გავიქეცი.მთელი ძალით მივრბოდი და მივიკვლევდი გზას ბრბოში...უკან შიშით ვერ ვიხედებოდი მივრბოდი რელსებს შორის და ის ახლოს იყო...მე მსმოდა მისი ხრინწიანი,ჩემთვის საძულველი ხმა...დაცინვით გაიძახოდა ჩემს სახელს "ქეთრინ" "ქეთრინ".სასოწარკვეთილებამ მომიცვა არ მინდოდა ხელმეორედ ტანჯვა და მისი წიხლების ხელახლა მოხვედრა მთელი ძალით გავიქეცი მივრბოდი სანამ სატვირთო მატარებელი არ დავინახე რომელიც მოდიოდა...მეშინოდა მაგრამ მაინც გადავლახე შიში, ან მატარებელი გამჭ....ტდა ან ჩემი მამინაცვალი მომკლავდა.ძალა მოვიკრიბე და მატარებელს ცალი ფეხით შევახტი და წვალებით ავედი მასზე.ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი მოაჯირს ხელი ჩავჭიდე და გავხედე ძალაგამოცლილ ზაზას ხელს შესაშინებლად რომ მიქნევდა.მაგრამ ახლა რაღა შემაშინებდა როცა გავცილდი იმ უღმერთო კაცს.მატარებელი კი მიდიოდა და ვშორდებოდი არარაობას,გული თითქოს გაფრენას ლამობდა. ვგრძნობდი თავისუფლებას მთელი არსებით. ხელები გავშალე და ასე გახევებული ვიდექი,ცივი ქარი სახეს მიყინავდა,მაკანკალებდა მაგრამ არ დავეძებდი შარფი მჭიდროდ შემოვიხვიე ყელზე ქუდი ჩამოვიფხატე და კუთხეში ჩავიცუცქე.არ ვიცოდი სად მივდიოდი მაგრამ მაინც მიხაროდა თავისუფლების შეგრძნება,ეს მალამოდ მედებოდა ყველა ჭრილობაზე რაც გადავიტანე...სიტყვებიც კი უხლურია ჩემი ტკივილის აღსაწერად...
დრომ თითქოს შეწყვიტა სვლა,2დღე იყო რაც ამ მატარებელში ვიყავი ის კი მიდიოდა და მიდიოდა.თენდებოდა თოვლით გადაპენტილ მთებზე ოქროსფერი სხივები ბზინავდნენ,უცხო იყო ეს ადგილი ჩემთვის მაგრამ ლამაზი,აქა-იქ მიმოფენილიყო სახლები. სოფელია ალბად გავიფიქრე გულში და საგულდაგულოდ დავიწყე დეტალურად დათვალიერება.მატარებელი კი მიდიოდა და რელსებს გაჰქონდათ ტკაცუნი.მატარებელმა სვლა შეანელა ირგვლივ ხალხი გამოჩნდა,სახელებიც შორიახლოს მიფენილიყვნენ მაღლობზე.მეც მატარებელის სვლის შენელებით ვისარგებლე და ჩამოვხტი,ცოტა დავზიანდი ხელი გადაწლეტილი მქონდა ფეხიც ნაღრძობი.კოჭლობით დავუყევი გზას...ამ ადგილს ქალაქს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით და ვერც სოფელს,ისე კი ულამაზესი იყო მისი განფენილობა და ბუნება...სახლებს და შენობეს ვაკვირდებოდი ვფიქრობდი სად შეიძლებოდა ღამე გამეთია,სასტუმროს მაგვარ სახლს მივადექი კარში მოხუცი ქალი შემომეგება სანდომიანი ღიმილით.
ოთახი ვიქირავე უფრო სწორად ფულის ნაცვლად ბებიას ნაჩუქარი ოქროს საათი მივეცი და ცოტა ფული უკანაც დამიბრუნა.ცხადია დიდი ხანი ვერ გავძლებდი ასე,მართალია ღამის გასათევი მქონდა მაგრამ თვავი უნდა მერჩნა.სამსახური მჭირდებოდა მანამდე კი ცხელი აბაზანა რომ გათოშილი სხეული მომედუნებინა,ერთი ჭიქა ჩაი და ღუნღულა საწოლი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent