შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[10]


2-08-2015, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 244

ისევ უხერხულად შევიშმუშნე.მისი შიშით ერთ ჭიქაზე მეტს არც წავეპოტინებოდი.სასმელმა ადრენალინი ოდნავ გამიმძაფრა,დაძაბულობას კი ერთი ჭიქა,სამწუხაროდ,ვერ მომიხსნიდა.ეს ხომ ალკოჰოლის ერთადერთი დადებითი სამსახურია,რომელსაც ჩვენ,ადამიანებს,გვიწევს.
-კი,ხვალ შევძლებ-ხელი ხელზე ნაზად დაადო ქრისტინემ და მამაკაცმაც ისე გაუღიმა,როგორც მხოლოდ შეყვარებულებს უცინიან.სახე ისე შეფაკლოდა,რომ თვალებს ვერ ვუჯერებდი.“იქნებ ეს ჩემი გადაჭარბებული რომანტიკის ბრალია?“-გავიფიქრე,მაგრამ სულ ტყუილად.განა როდის ვიყავი რომანტიკოსი გოგონა?
-ახლა შენ სულ ესწრები ჩემს თამაშებს-ღიმილითა ახედა გახარებულ დას და მერე დაამატა-ანიც წამოიყვნე,თუ უნდა,რა თქმა უნდა..-ანიოდა დავიბენი.ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი ამდენი ხნის განმავლობაში.საერთოდ მორცხვი ვიყავი,მაგრამ არა ასეთი.არც ბიჭების წრეში მემართებოდა უსიტყვობა,მაგრამ ახლა მისი მზერა და სექსუალური მანერები,რომლებზეც ყველა ქალი გაჭედავს,უბრალოდ გონს მაკარგვინებდა.
-კი,როგორ არა,წამოვა-ხატიამ ისევ ღიმილით შემომხედა და ისე მომაშტერდა,რომ,მგონი,მაკვირდებოდა.“ნუთუ,ასე ავწითლდი?“
რაღაც-რაღაცებზე ისაუბრეს.მე ჩუმად ვიყავი,ერ-ორჯერ თუ გამვეხმაურე,მაგრამ არც დაუძალებიათ.როცა ავიშალეთ გვიანი იყო და ირაკლიმ,ყველას მე წაგიყვანთო.ხატია და მე ისევ უკან მოვთავსდით.ჯერ საცოლე მიიყვანა,მერე და და ბოლოს,რადგან ყველაზე შორს ვცხოვრობდი,მე დავრჩი.
-მაგ ტუჩებს,როგორც ჩანს,ყველაზე მეტად ალკოჰოლი სიამოვნებთ-გამომწვევად წარმოთქვა და უკან მოიხედა.
-სჯობს წინ იხედო-გამიკვირდა ჩემს მხრიდან ასეთი სითამამე და ფანჯრიდან ამაყად გავიხედე.
მას არაფერი უპასუხია,მაგრამ სარკეში ჩემს აწითლებულ სახეს აკვირდებოდა.ალბათ,ახალ საკბენს ეძებდა.
-აი,მოვედით ჩუმად ჩავილაპარაკე და კარები თავად გავაღე,თუმცა არ გაუპროტესტებია.
-აწითლებული სიზმრები-გამომხედა ფანჯრიდან და ძრავა ჩართო.არაფერი მიპასუხია,სირბილით წავედი სადარბაზოსკენ და კიბეების ავირბინე.კარები გავაღე.როგორც ჩანდა,მამუკა უკვე მოსულიყო.შუქი ენთო,მაგრამ ტელევიზორის ხმა არ მესმოდა,რაც გამიკვრიდა,რადგან ის ამ დროს სულ ფეხბურთს უყურებდა.
-დღეს არ გადის ფეხბურთი?-ოთახში კითხვით შევაბიჯე,მაგრამ ვაი ამ ყველაფერს.ის სახლს წრეებს არტყამდა და არც გამოუხედავს.თვალები ძირს დაეხარა,თითქოს რაიმეს ეძებდა.
-ანი,მე...-ახლოს მოვიდა,რასაც ქვია,მომახტა..უნდა ეკოცნა და ეს მაშინვე მივხვდი,გავეძალიანე და ჩანთის რტყმით მოვიშორე.
-დალიეთ?-როცა დავრწმუნდი,რომ მისგან შორს ვიყავი,დამშვიდებით ვუპასუხე.
-არა,მე მიყვარხარ.ამდენი ხნის მანძილზე თავს ვუძალიანდებოდი,მაგრამ არ შემიძლია.
-კარგად არ ხართ-ჩემს ოთახში სირბილით შევედი და კარები ჩავკეტე.ლოგინზე დავეშვი და ავტირდი.ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და თავს კვლავ ვადანაშაულებდი.ჯერ მშობლების სახლი დავტოვე,ახლა ამ ადამიანს ვაცდუნებდი,მაგრამ მე ხომ მიზეზი არ მიმიცია.ცრემლები წამსკდა.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ამ ყველაფრის მერე.ისე მეხმარებოდა.ის რომ არა როგორ ვიცხოვრებდი აზრზეც კი არ ვიყავი.“ბუნძური აზროვნების კაცია“-რაღაც ხმამ ამომძახა,თითქოს ხელჩასაჭიდს მიმზადებდა ამ ფიქრთა მორევიდან ამოსასვლელად.
აშკარა იყო,რომ ახლოვდებოდა დღე,რომლის ყველაზე მეტად მეშინოდა...დღე,როცა მომიწევდა სახლიდან წასვლა და, შესაბამისად, ყველა დახმარება შემიწყდებოდა.ეს ის თემა იყო,რომელზეც ფიქრსაც კი ვუკრძალავდი საკუთარ თავს.
თავს ვაიძულებდი,რომ ყველაფერი დამევიწყებინა ერთი ღამით მაინც და არა მეფიქრა ამაზე,მაგრამ არ შემეძლო.ზეწარში შევძვერი და ტირილი დავიწყე.კიდევ კარგი ბალიშით ვახშობდი ხმას,თორემ მთელი სამეზობლო გაიგებდა.მამუკა ადრე დაწვა.ნახევარი საათი მოვიცადე და მერე ნათიას მივწერე.ის მაინც ყველაზე ახლობელი იყო,იმდენი ხნის განმავლობაში ვიცნობდი მას,რამდეჯერ დამხმარებია.მგონი,მას ესმოდა ს ყველაფერი ყველაზე კარგად.
მომზადება დავიწყე,თმა გავისწორე,სახეზე წყალი შევისხი,კარეი უჩუმრად გავაღე და კაფისკე გავემართე,სადაც ნათიას ვხვდებოდი ხოლმე.ეს ადგილი უკვე ძალიან შეგვყვარებოდა.
-რა მოხდა?-აღელვება ეტყობოდა ნათიას.მარტო მე მხვდები ახლა?-მხრები აიჩეცა.
-ჰო,სხვებს მოგავინებით მოვუყვები.
დეტალებში დავიწყე მოყოლა და თან ვკანკალებდი.დავასრულე თუ არა,ნათია სულ გაწითლდა და ხელები მაგრად მომიჭირა.ვგრძნობდი,რომ მისი ხელის გულებიც ოფლისგან სულ სველი იყო.“დედაჩემს სხეული მოპარეს,მაგრამ სული ვერა..მოკლეს,მაგრამ სული დარჩა..სულს ვერავინ ეხებოდა და ვერც შეეხება..ახლა კოცნას მპარავდნენ,პირველ კოცნას...მუდამ შევეცდები,რომ სხეული ვერანაირი მნიშვნელობით ვერ წამართვან..“-გავიფიქრე და ნათიას შევხედე.
-ჩემთან გადმოდი..-დამიმედებლად შემომთავაზა კილაძემ და ხელები უფრო მაგრად მომიჭირა.
-მერე შენი მშობლები?ვერ დაგაწვებით კისერზე...-ცრემლები მომადგა.ისეთ უსუსურობას ვგრძნობდი,რომ სიტყვებითაც კი ვერ აღვწერდი.
-მეგობრები ,აბა,რისთვის არიან?-მისაყვედურა და რიტორიკულად მაჯახა კითხვა.
გადავეხვიე და ვთხოვე,დილას ამომყოლოდა მამუკასთან ნივთების ჩასალაგებლად.თავიდან იუარა,სახეზე ფერი ეცვალა,მაგრამ მერე თვალები თხოვნით აღსავსე მზერით მივაპყარი და მალევე მოლბა.
-კარგი,ოღონდ მალე-ძალით გაიმკაცრა ხმა და უკან გამომყვა.კარები ჩემი გასაღებით გავაღე და ფრთხილად შევედი სახლში.მამაუკას აქეთ-იქით დადიოდა,რაზეც შევხტი.მეგონა,ეძინებოდა,ახლა კი,როცა გაღვიძებულს ვხედავდი მახსენდებოდა გუშინდელი ინციდენტი და ლამის იყო გული გარეთ გადმომვარდნოდა.მერე გასული თვეების მოგონებებმაც ჩამიქროლა წამებში და გაშტერებული ვიდექი.ნათიაც ჩუმად მედგა გვერდში და ჩემს თითოეულ მიხრას თუ მოხრას აკვირდებოდა.გამოუვალ სიტუაციაში მოქმედება ზოგჯერ ისე მიჭირდა,რომ მთელი გონება მებინდებოდა.
ახლაც ავწითლდი და კანკალმა ამიტანა.ჩემი ოთახი კუთხეში იყო და იქამდე მამუკას გამოლაპარაკებას ვერ ავცდებოდი.დივანზე მანიშნა დაჯექიო,ნათიას შევხედე და შედეგ მამაკაცს დავმორჩილდა.ამდენი ხნის მანძილზე,როგორ ვცემდი პატივს,ისე ვუყურებდი,როგორც ბიძას,მან კი რა გამიბედა.ჩემი გაბრაზება პიკს აღწევდა და ხელებიც აღარ მემორჩილებოდა.
მამუკა საუბარს ვერ იწყებდა და ნათიას თვალით ვანიშნე გადიო.“რა უნდა მითხრას?“-მოთმინების უნარი დამეკარგა და მის სახეს მივშტერებოდი,ის კი არ ჩქარობდა.
-გუშინდელზე ვწუხვარ...-მხოლოდ ეს თქვა,მაგრამ ვინ იცის რა ფიქრობდა.
-ნათიასთან გადავდივარ-ცივად ვუპასუხე და ასადგომად გავემზადე.ისიც დაბნეული იყო და,ჩემდა გასაკვირად,არაფერი უთქვამს,ლუდის ბოთლს დასტაცა ხელი და პირთან მიიტანა.გახარებული წამოვფრნდი და ნათიასთან ერთად ყველაფერი ათ წუთში ჩავალაგე დიდ ჩემოდანში,როცა მოვრჩი მამუკა წასული იყო და,ამიტომ პატარა ბარათი დავუტოვე კარებთან და გასაღებიც შიგ გავჩხირე.
„დიდი მადლობა და ბოდიში.ძალიან დამეხმარეთ და ვერასდროს დავივიწყებ ამხელა სიკეთეს.“
ნათიასთან ერთად ლიფტში ჩავხტი და „ტაქსი“ მის სახლთან გავაჩერეთ.სახლში ქეთი დეიდა დაგვხვდა.მორიდებით დადამეხვია და თვალებით მანიშნა,ბოდიშიო.პასუხად გავუღიმე და ნათიას გავყევი.არც ისე დიდი სახლი ჰქოდნათ და მასთან დავბინავდი.
-ხელს ხომ არ შეგიშლი?-მზრუნვეობით ვკითხე და ბარგის გადმოლაგება დავიწყე.
-მეორედ აღარ გამაგონო-ხელით წელზე მიჩქმიტა და თარო გამინთავისუფლამალე დავასრულეთ გადმოლაგება,სახლისთვის მორგებულად ჩავიცვი და ამასობაში ქეთის ხმაც მოისმა:
-ხელ-პირი დაიბანეთ და სადილზე მოდით-მალევე გავიკრიფეთ სამზარეულოში,საიდანაც შესანიშნავი სუნი მოდიოდა.თავისი გაკეთებული გუფთა ჩადო მაგიდის შუაში და ლობიანებიც დაალაგა.
-სუფთა რაჭულია-ნათიამ დედას ნახელავი შეუქო და მადიანად წაეტანა-შენც,ნახე,რა კარგია-მეც ავიღე და კომპლიმენტი გვაჟღერე-როგორც გარეგნულადაა,ისეთი გემო აქვს-მართლაც,შესანშავად,გამოიყურებოდა,ისე იყო დაბრაწული,რომ რაც არ უნდა გძულებოდა ლობიო,ის შეგაყვარებდა.
მაგიდის ალაგებაში დავეხმარე ქეთი დეიდას.მინდოდა,მადლობა გადამეხადა ამით და ძველი დამევიწყებინა.საღამოს გოგოები მოვიდნენ და ცოტა წავიჭორავენ.ნუ,რა ცოტა ჩემ ამბავზე გაგიჟდნენ და ერთდროულად გადამეხვივნენ.ხატიას ძმამ არ გაიგოსო,უცბათ,წამომიტივტივდა სექსუალური ირაკლი და ენაზე ვიკბინე.რატომ მეფქრებოდა მასზე ვერ ვხვდებოდი,მაგრამ მერე რა.უბრალოდ ძალიან გამორჩეული გარეგნობისაა და დამაინტერესა,თავი მაინც გავიმართლე და საუბარში ჩავერთე.
რამდენიმე დღე მშვენივრად მიდიოდა.აუზზეც წავედით და ლუკამ ძლივს შემაქო.კმაყოფილება ლოყებზე ეტყობოდა და ნათიას სიხარულით უყურებდა,ჩემმა დაქალმაც არ დაიშურად და შეყვარებულის ტუჩები მადიანად ჩაკოცნა.
-ჩემი გოგო ნიჭიერია-მერე მე გადმომხედა და წყალში ჩაეშვა.
მარის ბიძამისთან,მოსკოვში მოუწია წასვლა.მშობლებმა ძალით წაიყვანეს,მარტო ვერ დაგტოვებთ სახლშიო.ნათია და ლუკა კი რაჭაში აპირებდნნე წასვლა,მეც შემომთავაზეს და მეხვეწნენ,მაგრამ თავი გავიგიჟე აგვისტომდე აქედან ვერ წავალ,ჯერ გამოცდების შედეგები უნდა გავიგო-მეთქი.
სახლში მარტო,რომ ვრჩებოდი,იმაზე არც მიფიქრია.მარტოობის არ მეშინოდა,მაგრამ კარგი შეგრძნება მაინც არ უნდა ყოფილიყო.წასვლის წინა დღეს,ნათია ჩემთან და ხატიასთან ერთად მაღაზიებში დაბოდიალობდა.წითურ მეგობარს კი გაახსენდა ჩემი მოსალოდნელი მდგომარეობა და ღიმილით შემათვალიერა.
-ჩემთან დარჩი,სანამ ნათია წასულია.
-არა,მარტო არ მეშინია-გავაპროტესტე და ცანთაში საფულე ჩავაძვრინე.
ხატიაც არ აპირებდა წასვლა.მე მგავს.ძალიან ნერვიულია და ახლა მაგის თავი არ მაქვსო.წინა დღეს მებუზღეუნებოდა,რუჯს ვერ ვიღებო,მე კი ისე ადვილად მეკიდება მზე,რომ ნახევარ საათში ჩემი ფერი წარსულში რჩება.
მეორე დღეს ნათია გავაცილეთ და მთწმინდაზე წავედით.აქ კარგი რესტორანი,ვიციო,არ დამანება ხატიამ და მეც გავყევი.ძლივს მივაღწიეთ იქამდე და მაშინვე ხატიას საყვარელი ადგილისკენ გავწიეთ.შევედი თუ არა,პირდაპირ გავშეშდი.ირაკლი და მისი საძმაკაცო ერთ მაგიდასთან იჯდა და ჩვენკენ აცეცებდა თვალებს.შევათვალიერე,რომ ორი ადგილი თავისუფალი ჰქოდნათ და ლამისი იყო გავქცეულიყავი.კიდევ კარგი,ეს არ გამოვაშკარავე და ხატიას მხოლოდ მუჯლუგუნი ვკარი.მან თავისებურად შემომიბდღვირა და მაგიდისკენ წამიძღვა.მორცხვად გავყევი უკან და თავი ძლივს ავწიე.იჭები მოგვეალმნენ,მაგრამ ირაკლი ამით არ დაკმაყოფილებულა:
-მოიყვანე შენი მორცხვი დაქალი-ჩაუღიმა დას და მერე თვალებით თამაში დამიწყო.ჭიქაზე მანიშნებდა,ისევ არ სვამო.მის ჯიბრზე რამდენიმე ჭიქა დავლიე ისე,რომ თავზე კონტროლი არ დამიკარგავს.საერთო მაინც და მაინც ვერ გამოვნახე და მორიდებულად ვაგემოვნებდი კერძებს.რამდენიმეჯერ სადღეგრძელო თქვეს და ბოლოს ირაკლიმ მზერა ცემზე შეაჩერა:
-შენი კერია,ტუჩავ-მოურიდებლად მკითხა,მე კი თვალებით ვანიშნე,სირცხვილიაო,რაზეც თავისებურად ჩაიღიმა და ჭიქისკენ მანიშნა თავლებით,რომლებსაც ვერ ვუყურებდი.“როგორი ნაპერწკლები ჰქონდა,როცა ქრისტინეს გვერდით იჯდა“-ეჭვიანი ქალივით გავიფიქრე და ჭიქას ჩავეჭიდაე.
-მიდი,დაიწყე-ერთხმად შესძახეს ბიჭებმა.ხატიამ მიჭიკა,სირცხვილიაო და თითქმის ძალით წამომაგდეს ფეხზე.
-ხატია იმ დღეს გავიცანი,როცა პირველი ქასტინგი მქონდა..-გავჩერდი,ნერწყვი გადავუშვი და ისევ გავაგრძელე-დედაჩემს ჰქონდა მისნაირი თმა და თვალები,ამიტომ მაშინვე დამაინტერესა და ახლაც მგონია,რომ ჩემ წინ ახალგაზრდა ნანია-ცრემელები მომადაგდა და იქ მჯდომთა დაძაბული მზერაც ვიგრძენი-ძალიან მიყვარს ის,იმისდა მიუხედავად,რომ არ ვართ დიდი ხნის ნაცნობები,თუმცა მეგობრობისთვის რა საჭიროა წლები..მინდა,ჩვენი გაცნობისა და მეგობრობის სადღეგრძელო შევსვა..-და თქვენც გაგიმარჯოთ ბიჭებო-დავასრულე და მძიმედ ამოვისუნთქე.ტაში დამიკრა ყველამ და ირაკლიმ ძველებურად შემომხედა.თითქოს მის თვალებში რაღაც შეცვლილიყო,უფრო გაღიავებული გუგებიდან სარკესავით მოჩანდა ჩემი დაბნეული მზერა.“ნუთუ,შეუძლია ყინულივით მზერის გალღობა?“-გავიფიქრე და მაშინვე გამახსენდა როგორ უღიმოდა ქრისტინეს.
-ჩემს ცხოვრებაში პირველი სადღეგრძელო იყო-მძიმედ დავეშვი სკამზე.
საღამოთი მაინც კმაყოფილი დავრჩი.ირაკლის მზერას ვიხსენებდი და მისი თვალების წარმოდგენა მინდოდა,როცა მანქანით მივყავდით.ხატიამ წაიდუდღუნა:-ცოდო ხარ მარტო,რაც ირაკლის არ გამორჩენია და უკან გადმოგვხედა ეთმანეთზე მიკრულ ორ დაქალს.
-რა თქვი,გოგო?-დას თვალები დაუბრილა.ხატიას ვანიშნე,ჩუმადო,მაგრამ მაინც გაიტანა თავისი და ძმას ყველაფერი ჩაუკაკლა,რაზეც უსაყვედურა და დაიჟინა, ჩვენთან დარჩიო.ისე უხერხულად ვიყავი,რომ მისი წინადადებაც კი ვერ გავაპროტესტე და გზას მივაჩერდი.უცხო სახლში და თან ამ ბიჭთან საშინლად არ მინდოდა.ნუ,ჩემს ალტერეგოს კი გაუხარდა,ირაკლისთან ერთ ჯერ ქვეშ ცხოვრება,მაგრამ მე მაინც ვეწინააღმდეგებოდი ჩემს სურვილებს.
სიყვარულის მეშინოდა მას,შემდეგ ,რაც მამამ ეს გაგვკეთა ანუ თითქმის მთელი ცხოვრება მეშინოდა ამ გრძნობის,თუ არ ჩავთვლით იმ ბავშვბის უხარხელ ხუთ წელს.მანქანაში ჩამძინებოდა და კიდევ კარგი ხატიამ გამომაღვიძა,თორემ იმ ბიჭის მზერასა და დაცინვას ვერ გავუძლებდი.
ისინი მარტო ცხოვრობდნენ,რადგან,როგორც ხატიამ მითხრა,მისი დედ-მამა უკვე რამდენიმეწელია ამერიკაში მუშაობენ და შვილებსაც ვერ ნახულობენ.მოქალაქეობა ჯერ არ აუღიათ და ერთმანეთი საშინლად ენატრეტრებათ,თუმცა ჩემი მშობლები სამარიდან დედამიწაზე შვებულებას ვერასდროს აიღებენ,ვერც მოქალაქეობა უშველით და ვერ ჩემი ცხარე ცრემელები.
-აი,ეს იქნება შენი ოთახი-ხატიამ ბურუსიდან გამომარკვია,მე კი გაბრაზებით შევხედე და წავუბდღვირე:
-დღეის მერე არ დავრჩები.
-ანი,ხომ არ შეგჭამთ? ხვალ გადმობარგდები და ნუ წუწუნებ.ვიცი,რასაც ნიშნავ ჩემი დისთვის-ახლა სულ სხვანაირი ჩანდა ირაკლი,რაც გამიკვირდა.თავი მაინც გავაქნია,მაგრამ არ შეუმჩნევია და თავი ოთახში გავიდა.
ღამით თვალი არ მომეხუჭა,ავდექი და ფეხშიშველა წავტანტალდი,ვიფიქრე ხატიასთან დავწვები-მეთქი,მაგრამ ჰოი,საოცრებავ..სიბნელეში სულ სხვა კარი შევაღე,ლოგინზე ჩამოვდექი,როცა დიდი რაღაც აფართხალდა და რაღაც დაიძახა.გული გამისკდა და იატაკზე თავით დავენარცხე,ცოტა მაკლდა,რომ გული არ წამსვლოდა.როცა ირაკლი დავინახე ტრუსებში ლამის იყო თვალები დამეთხარა ასეთი ყურების გამო.
-ხატიას ოთახი მეგონა სიბნელეში..-დაბალი ხმით დავიწყე,მაგრამ მან გამაჩერა,ხელი გამომიწოდა და ფეხზე წამომაყენა.
-რამე ხომ არ გატკინე?-მკითხა და თავზე მიჭერილი ხელი,რომ დაინახა მაცივრისკენ გაექანა,ყინულის კომპრესი ნაზად დამადო და გვერდით მომიჯდა.
-ფრთხილად უნდა იყო,გესმი>?-პატარა ბავშვივით დამტუქსა.
-ბოდიში-თავი დავხარე,მაგრამ ნიაპით ამომაწევინა ზემოთ და გამიღიმა:
-არ გინდა ბოდიში,მე უნდა მოგიხადო,ამხელა ვირმა,რომ გაგიტანე-„თურმე ხუმრობაც სცოდნია“-კმაყოფილმა გავიხედე და ფეხზე წამოვდექი.ძილინებისა,ჩუმად ჩავილაპარაკე და აწითლებული სახით დავტოვე მამაკაცის ოთახი.
^^
რამდენიმე დღე გავიდა,რაც ერთად ვცხოვრობთ.რამდენიმეჯრე გამოვიჭირე ირაკლი დამაიმედებელ მზერაში,მაგრამ მაშინვე უკუვაგდე,თუმცა აშკარაა,რომ ეს მამაკაცი რაღაც განსხვავებულად მეხატება გულზე,სულ სხვანაირია და იმისდა მიუხედავად,რომ ცოტა ირონიულია რაღაც ძალით მისკენ მიმაქანებს.ქრისტინე ერთხელ ყავაზე მოვიდა და ჩემი გაკეთებული მარწყვის ნამცხვარი ისე მოეწონა,რომ უამრავჯერ მითხრა,მადლობა.
ცუდი გოგო არ ჩანს,თუმცა ხატიას მაინც და მაინც არ ეხატება გულზე.ალბათ,ეჭვიანოს,რადგან მის დროს ძმა შეყვარებულთან ატარებს.თბილი გოგო ჩანს ქრისტინე.გულიც გადაგვიშალა,ირაკლის სამი წელია ვხვდები,მაგრამ ჯერ ოჯახისთვი მზად არ ვართო.ისე გაგვიშინაურდა,რომ ძალიან მიკვირს.“ანუ სერიოზულადაა საქმე?“-მგონი,თავს ვუტყდებოდი,რომ ჩემი სიმპათიებიც,რომლებიც ირაკლისკენ იყო მიმართული სერიოზული იყო“.დიახ,არც ისე კარგად ვერკვეოდი სიტყვა სერიოზულის მნიშვნელობაში,მაგრამ ამისდა მიუხედავად გული რაღაცას მკარნახობდა.
ნათია,მგონი,აგვისტომდე ჩამოსვლას არც აპირებს,მაგრამ ტელეფონით იმდენს ვსაუბრობთ,რომ ლუკამ ლამისაა ცემოს.ქატინგებზე ვიყავით .სიე მინდოდა გამოსვლა,რომ ბიკინიზეც კი არ დამიწყია წუწუნი ან რა აზრი ჰქონდა.ხატიაც ძლივს დავიყოლიე და სცენაზე გამართული გავაგდე.კიდევ კარგი თავშალი არ მოიფარა,თორემ მაშინვე გამოაბუნძგულებდნენ იქიდან.
როგორც ჩანს,ირაკლის ასეთ რამეებზე გართულება არ აქვს.უხარია ჩვენი წარმატება და დას დიდი აბით ეკითხება ხოლმე.
რატომღაც მეგონა,რომ კვირა დღე ანუ საფინალო დღე,ჯერ არ დადგებოდა,მაგრამ ერთ შაბათს ირაკლიმ კარი შემომიღო და ღიმილით მაცნობა:
-ხვალ გამოსვლა გაქვს-თავიდან კი გავიკვირვე,მაგრამ მერე ისევ დავრუნდი რეალობაში,სადაც დრო მალე გადის და თავი დავუქნიე,რაზეც უკმაყოფილოდ შემომხედა.
-დღეს ხატია არ იქნება სახლში და რას შვრები?-გამიკვირდა მისგან ამის კითხვა და ლამის იყო დამებდღვრა,მაგრამ ქალური სიეშმაკით გავუღიმე და ვუთხარი,ფიტნესში მივდიივარ-მეთქი.როგორც აღმოჩნდა,ისიც დადიოდა „ასპირაში“ და გამოყოლა შემომთავაზა.უარი ვერ ვუთხარი და დავთანხმდი.
ჩემს გვერდით დაიწყო ვარჯიში.როცა მიყურებდა სხეულში დენი მივლიდა.ვერ ვხვდებოდი რა ელექტროენერგიის მატარებელი იყო ეს ბიჭი.
მოკლე შორტი და ბრიტელიანი მაიკა მეცვა,დრო და დრო დაბლა ვექაჩებოდი ხოლმე,რაზეც რამდენიმეჯერ ჩაიცინა.მისი ქმედებები ნერვებს კი მიშლიდა,მაგრამ,როცა გარეთ გამოვედით და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე,არ მინანია მისი შემოთავაზება.გვერდით მოდიოდა,ხელები ჯიბეში ეწყო და შევარდისფრებულ ლოყებზე დრო და დრო მაკვირდებოდა.
-ხატიაც მოვიდოდა-დავარღვიე სიჩუმე და შევახსენე,მანქანაში ჩავჯდეთ-მეთქი,რადგან შევნიშე,რომ ასე სეირნობას დიდ ხანს აპირებდა.
-ჯერ ამერიკანო არ დავაგემოვნოთ?-მკითხა და თვალი ნიშნის მოგებით ჩამიკრა.“დაუმახსორვებია რას ვსვამ“-გავიფიქრე და თავი დავუქნიე.უხერხულობას კი ვგრძნობდი ქრისტინეს გამო,მაგრამ მის გვერდით ყველაფერი მავიწყდებოდა.
ის დღე თეთრად გავათენე.სულ იმ ბიჭზე ვფიქრობდი და თავს ვარწმუნებდი,უბრალო სიმპათიაა-მეთქი,მაგრამ ისიც იყო ასაღიაარებელი,რომ ასე არასდროს დავინტერესებულვარ ბიჭით,მისი ერთი ოდნავი შეხებაც კი მაკანკალებდა.სიმართლე, რომ ვთქვა,არასდროს მეგონა მამაკაცის შეხება ასეთ აღელვებას თუ მომგვრიდა.მის გვერდით ისეთი აფორიაქებული ვიყავი,რომ ზოგჯერ იმავასაც ვფიქრობდი,დავსტაცებ ყველაფერს ხელს და სადმე გავიქცევი-მეთქი.
დილას ხატია გაჰკიოდა,ადექიო,მაგრამ ისე ღრმად მეძინა,რომ თვალიც ვერ გავახილე.დილის ექვსს საათზე ჩამძინებოდა და ჯერ კიდევ ვერ მიმეღწია შუა ძილისთვის.ხატია უკმაყოფილოდ გასულა სამზარეულოში,სადაც ირაკლის ყავას იდუღებდა და წუწუნი დაუწყია,ხატიას ვერ ვაღვიძებო.
მამაკაცი მაშინვე ამდგარა და ყინულიანი წლის გამოემართა ჩემ ოთახისკენ.დასხმა და ჩემი წამოკივლება ერთ იყო.ის კი სიცილით კვდებოდა,როცა დაინახა როგორ ავხტი და სახეზე ხელები ავიფარე.
-მშიშარა ანი-გამომიწია და მოვაშტერდა მოკლე შრტზე,რომელსაც დაბლა ვქაჩავდი,ჩაიღიმა და პასუხს დაელოდა.
-რატომ გამაღვიძე?-დავებდღვირე და ზეწარშიში შევძვერი.
-გოგო,გვიანია-სერიოზულად დაიწყო საუბარი და ირონია სადღაც გადააგდო.
-მეძინება-თვალები დავხუჭე,მან კი ზეწარი გადამხადა და ადექიო მანიშნა.-ამდენ ხანს გძინავს-პატარა ბავშვივით მისაყვედურა და და ს გახედა,რომელიც ნივთებს სწრაფად ყრიდა ჩანთაში და გამალებით დავწრთოდა,სათვალე დამეკარგაო.მგონი,მე სულ არვახსოვდი.
-გვიან დავიძინე-რატომღაც თავის მართლება დავიწყე და უფრო ავწითლდი.
-ადექი ახლა-ბრძანების ტონით მითხრა და ოთახის კარებისკენ წავიდა-ათ წუთში კარებთან.

მადლობა,ბავშვებო.მიყვარხართ და,იმედია,არ დაიზარებთ კომენტარის დატოვებას.



მმმმ...ძალიან მომწონს....

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

კარგია❤მიყვარხარ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი Just give me a Hand . . .

❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი lamazi gogona

Vაიმე დავიშოკე ველი შემდეგს

 


№5  offline წევრი თათა

Dzalian saintereso iyo♥♥♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა,ბავშვებო.. love

 


№7 სტუმარი Cah

Articles like these put the consumer in the driver seat-very imtrtpano.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent