შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი სურვილი (1 თავი)


2-08-2015, 00:33
ავტორი daiana
ნანახია 1 683

მანქანის სალონში საოცარი სიმშვიდე და სიგრილე სუფევდა.მანქანის სივრცეში Lana del rey - ის ხელოვნება გამეფებულიყო და საოცარი გარემო იქმნებოდა.
აგვისტოს პირველ დღეს ბუნება შესაშურად ცხელად ხვდებოდა და ბუნება ლამის „გადამწავარიყო“.ქუჩაში მიმავალი ხალხის სახეები მობეზრებისა და შეწუხების გარდა სხვას არაფერს ასხივებდა.ეს სიტვაცია მგუდავდა.მანქანაში ვიჯექი და ხალხს ვაკვირდებოდი.მამა „ვაგზლის ბაზრობაზე“ საჭირო ნივთების შესაძენად იყო შესული.დამწუხრებული ხალხის ცქერით დაღლილმა ისევ Lana - ს დავუბრუნდი და მის უნიკალურ ხელოვნებას ავყევი.ესეც რომ მომბეზრდა ისევ ხალხს დავუბრუნდი და მოღუშული სახის ნაკვთები წამებში შეცვალა ბედნიერმა ღიმილმა.გარეთ დანახულმა ბედნიერებით ამავსო და სადღაც შორს გამაფრინა.საერთოდ მომწყვიტა გარე სამყაროს და იმ ორ სილუეტში ჩამითრია.წყვილი იყო.ფრთხილად და მდორედ ფარავდნენ სავალ გზას.წყვილი იყო მერე რა ხომ?! - მართალია! არაფერი განსაკუთრებული არ იყო ამაში მაგრამ მათი თვალები ყველა კითხვას პასუხს სცემდა.სიყვარული,ბედნიერება,პატივისცემა ყველა დადებითი მათ მზერაში იკითხებოდა ერთმანეთის მიმართ.საშინლად მწვავ მზეში ყველა დაღვრემილი სახით დადიოდა ხოლო ისინი გაღიმებულები მიაბოტებდნენ.უყურებდნენ ერთმანეთს და ივსებოდნენ სიყვარულით.ოჯახი იყო.ამ დასკვნამდე მაშინ მივედი როცა გოგნასა და ბიჭის არათითზე დაკოპსებული ოქროსფერი ბეჭედი დავლანდე,საბოლოოდ კი მაშინ დავრწმუნდი როცა ჩემთან ახლოს მოვიდნენ და გოგონას ოდნავ ამობზეკილი მუცელი შევამჩნიე.მალევე გაქრნენ მაგრამ ის წამები თუ წუთები ჩემთვის საოცრად მნიშვნელოვანი იყო.საოცარი სურვილებით განვივსჭვალე.ძალიან მინდოდა გამეგო მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ყოველი დეტალი მაგრამ ეს მხოლოდ სურვილი იყო ... მაშინ ...
მამაც მალევე გამოჩნდა და დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ქუთაისს.თუ სადმე წყვილს შევამჩნევდი ყველა ვაკვირდებოდი იმ იმედით რომ მათ§აირი კიდევ ვინმე იქნებოდა მაგრამ ყოველთვის იმედები მიცრუვდებოდა...
დაახლოებით 3 წლის შემდეგ თბილისში გადავედი სასწავლებლად.
ერთ დღეს ჩემთვის და არამარტო ჩემთვის სასიხარულო ამბავი შეგვატყობინეს სალექტორო კაბინეტში,გვითხრეს რომ ლექციები იმ დღეს გაგვიუქმდა მეც გახარებული და აცერცეტებული დაქალის სახლისაკენ გავემართე.რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი მეგონა მალე მერვე საოცრებას აღმოვაჩენდი.მეორე სართულზე ფეხით ავირბინე და აქოშინებული კარს მივეყუდე დასამშვიდებლად ხოლო შემდეგ დავრეკე ზარი.კარი წამებში გაიღო და დავინახე ჩემი დაქალი პატარა ბავშვით ხელში.დაახლოებით 2 წლის უნდა ყოფილიყო ან ცოტა მეტის.ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო.ზუსტად ისეთი იყო როგორიც სამი წლის წინ ვნახე „ვაგზლის ბაზართან“ და საოცარი გრძნობა დამეუფლა...რაღაც ენით აღუწერელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent