შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [6]


2-08-2015, 01:28
ავტორი ann tichy
ნანახია 3 376

***
-შესანიშნავად გამოიყურები - მანქანა დაძრა გამომძიებელმა
*კაი ერთი* - გაიფიქრა ელენემ
-გმადლობ. გამოძიებაზე ხელი ჩაიქნიე?
-ეგრე გამოდის
-არადა მებრძოლს გავხარ - წააქეზა გოგონამ
-ერთი თვე გავიდა. თუ რაიმე გაგახსენდა, სიამოვნებით მოგისმენ
-მგონი ტელეფონი დამრჩა - შეიცხადა ელენემ
-სად?
-უი, აქ ყოფილა - ჩანთიდან ამოიღო და ხელში დაიჭირა.
-აიფონი რატომ არ გაქვს? - ღიმილით ჰკითხა დათომ - დღეს ყველას აიფონი აქვს
-„ბლექბერი“ კლასიკაა
-დაბადების დღეზე რას ჩუქნი შენს მეგობარს?
-არ ვიცი, შეფუთულია
-როგორ არ იცი, შენ არ შეარჩიე?
-არა, დედამ მომცა
-რანაირი მეგობარი ხარ შენ
-ლამაზი - გაუღიმა და თვალებში შეხედა. დათოს გაეცინა
-რატომ გეცინება, შენი აზრით არ ვარ ლამაზი მეგობარი?
-გი დე მოპასანს გადიხართ სკოლაში?
-გი დე მოპასანი სკოლის პროგრამაში არ ისწავლება - არ მოეწონა გამომძიებლის განათლებულობა - და საერთოდაც რა, მარჯვნივ უნდა შეგეხვია
-გზა ვიცი - გაუღიმა დათომ და მანქანა გააჩერა - რომ მორჩები მხიარულებას, დამირეკე და მოგაკითხავ
-რა სიმპატიური მძღოლი გყავს - აღნიშნა თაკომ, რომელიც დათოს თვალს არ აშორებდა - არ გინდა დაბადების დღეზე მაჩუქო? - ქვედა ტუჩზე იკბინა და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიტანა
-მძღოლი კი არა გამომძიებელია - გახედა ელენემ და განაგრძო - სიმპატიური კია, მარა რად გინდა, დებილია
-გამომძიებელი, დებილი და თან ასეთი სიმპატიური პირველად მესმის! - თაკო თვალს არ აშორებდა მანქანას, რომელიც თვალსაწიერს კარგა დიდხანს მიფარვოდა
-კაი, მოდი შევიდეთ - თვალები გადაატრიალა ელენემ - მშია.
მე-4 ჭიქაზე იყო როცა დათოს დაურეკა
-აუ წამიყვანე რა, არ მინდა აქ
-კაი, გაემზადე, 10 წუთში მოვალ - გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა და სმა მხიარულად განაგრძო
***
ვატო ოთახის კარზე კაკუნმა გააღვიძა. ნიღაბი სასწრაფოდ გაიკეთა და კარი გააღო. წინ მის პიჟამაში გამოწყობილი ელენე დახვდა
-რა ხდება? - მძინარე ხმით იკითხა და საჩვენებელი თითით თავი მოიფხანა
-ვერ ვიძინებ
-რას ქვია, ვერ იძინებ, დილით ადრე არ ადექი?
-არა... მეძინება... მაგრამ...
-მაგრამ რა?
-მეშინია - დარცხვენით თქვა ელენემ და ნაღვლიანი თვალებით გახედა
-შემოდი - ხელი მხარზე მოხვია - აი აქ დაწექი, მე დივანზე დავიძინებ
-არა, შენ არ გესმის... მე... მე მარტო ვერ ვიძინებ. სახლშიც ძაღლთან ერთად მძინავს.
-გინდა, შენთან ერთად დავწვე?
-არა, მაგრამ... ჰო... ეგრე გამოდის - ელენე გაწითლდა და ანერვიულდა
-კაი, დამშვიდდი, ეხლავე - ვატომ ჩაიცვა და დაწვა. - პირველი ღამე ხო არაა, მოდი აი, მარცხენა მხარეს დაწექი, მე მარჯვნივ გადავბრუნდები.
ელენე მორიდებულად დაწვა უკიდურეს მარცხენა მხარეს. ვატოს გაეცინა, თუმცა არაფერი უთქვამს, საბანი გადააფარა და ტკბილი ძილი უსურვა. ცოტა ხანს ფიქრებში წავიდა ელენე. გამტაცებელი იზიდავდა... თანაც ძალიან.
*თავს დავდებ, სიმპატიურია... ღმერთო, ასე ძალიან რატომ მომწონს? გამიტაცა. სახლში გამომკეტა. რა მომეწონა... რატომ ვერ ვიგდებ თავიდან? იქნებ იმიტომ, რომ გვერდით მიწევს? არა... მასთან თავს დაცულად ვგრძნობ. არაფრის მეშინია, როცა ჩემთანაა. რატომ ვენდობი ასე ძალიან? 1 დღეც არ გასულა, მას შემდეგ, რაც ვიცნობ. მისი სახეც კი არ მინახავს...*
ამ ფიქრებში იყო ელენე, როცა ჩაეძინა. ვატო კიდევ დიდხანს იყო ფხიზლად. *უცნაურია ეს ყველაფერი. ძალიან უცნაური* - ფიქრობდა და ეღიმებოდა.
მოსწონდა ეს უცნაურობა.
***
თეთრ სმოკინგში გამოწყობილი ახალგაზრდა, 26-27 წლის ბიჭი გვერდს უმშვენებდა დათო ყიფიანს
-ანასტასია გაიცანი - ეს ბექა სულაძეა, სონის გაყიდვების მენეჯერი საქართველოში - ელენეს სახეზე რამდენიმე ფერი ერთდროულად ეცვალა. მსახიობებისგან რაღაც მაინც ისწავლა და მაქსიმალურად ეცადა არ შეემჩნია. გაიღიმა და გალანტურად გამოწვდილ ხელს იმავე ჟესტით უპასუხა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ქალბატონი ანასტასია სონის გაყიდვების მენეჯერია საფრანგეთში, როგორც გითხარით - მიუბრუნდა ბექას
-დიახ, გასაკვირი და სამარცხვინოა, რომ ეს ფაქტი აქამდე არ ვიცოდით - ღვინო მოსვა მამაკაცმა და განაგრძო
„აი, სად დაგერხა ელენე მელიქიძე!“
-გაყიდვები როგორ მიდის საფრანგეთში?
„რა იდიოტი ვარ, დამეგუგლა მაინც“ - თმა ყურზე გადაიწია და საქმიანი გამომეტყველება მიიღო:
-ნორმალურად, ეხლა მარკეტინგს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე ადრე. 21-ე საუკუნეში ხომ იცით, ყველაფერი იყიდება.
-რათქმაუნდა. - გაიღიმა ბექამ და დათოს გადახედა - თქვენ ჩვენზე უკეთ თუ არა, არც ნაკლებად გეცოდინებათ ბატონო დავით
-დავითი არ მიყვარს, დათო დამიძახე და ოფიციალურობაც არ გვინდა
-ამას ამბობს კაცი, რომელიც გაცნობის დღიდან ანასტასიას მეძახის? - გაეცინა ელენეს - რამდენჯერ გთხოვე ტასო დამიძახე თქო
-შენ ანასტასია უფრო გიხდება და მაგიტომ - ეშმაკურად გაუღიმა დათომ და მაგიდის ქვეშ ქვედაბოლოში ხელი შეუცურა. ცოლი შეიშმუშნა, ხელი ფრთხილად გააწევინა და ამჯერად თვითონ დასვა კითხვა:
-აქ რა ხდება? “Apple” თქვენთანაც ლიდერობს?
-უუუჰ, არ თქვა - გაეცინა ბექას - თბილისში იმდენს აქვს აიფონი, ბაზარში ვაშლი ლამის ჩაკბეჩილი გაყიდონ - ღმერთს მადლობა, საუბრის თემა გადაიტანეს, თორემ ელენე ჭკუიდან შეიშლებოდა
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? - იკითხა ბექამ
-ეს ჩემი დიდი ხნის ნაცნობია, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მერე ანასტასია საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, ოჯახთან ერთად და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის - არც დათო ჩამოუვარდებოდა ტყუილების თქმაში ელენეს. ცოლს თვალი ჩაუკრა და ღვინის ჭიქა მიუჭახუნა - ანასტასიას გაუმარჯოს
-გაუმარჯოს - გაიმეორა ბექამ და გარშემომყოფებს გაუღიმა. - მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს - საათს დახედა მამაკაცმა და წამოდგა
-რასაკვირველია, დაკავებული ადამიანი ბრძანდებით. - წამოდგა დათოც და ხელი გაუწოდა.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - მიმართა ელენეს - იმედი მაქვს კავშირს არ გავწყვეტთ. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია - კოსტუმის ჯიბიდან ბარათი ამოიღო და ქალს ალმაცერად გახედა. ქმარმა ბექას მზერა დაიჭირა და შეიჭმუხნა. - დათო მეუღლე მომიკითხე - დააყოლა მამაკაცმა და ხელი ჩამოართვა. გასვლამდე დათოს თვალი არ მოუშორებია. ჩაფიქრდა.
-დაევასე, ხო იცი შენ
-რას მომითრიე საერთოდ?
-თანაც ბევრი საერთო გაქვთ... - კვლავ გასასვლელს უყურებდა
-დათო!
-სიმპატიურიცაა...
-დათო მეთქი!
-ცოლიც არ ჰყავს...
-ამის მოსმენას აღარ ვაპირებ - ელენემ ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა. დათო რამდენიმე წამს ურეაქციოდ იჯდა. ისევ ფიქრობდა რაღაცას. მერე, გონს მოეგო, დენდარტყმულივით წამოვარდა და ცოლს დაედევნა
-რა გჭირს, გოგო? - ხელის მკვეთრი მოძრაობით მოაბრუნა
-მე? თუ შენ? რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
-რას გულისხმობ?
-კარგად იცი, რასაც. ვინ მოათრიე?
-სონის გაყიდვების მენეჯერი საქართველოში - დაზუთხული გაკვეთილივით ჩამოურაკრაკა ელენეს
-აქ დასასვენებლად ჩამოვედი და არა სამსახურზე სალაპარაკოდ.
-ჰო, მაგრამ ნახე რა კარგი ბიჭი გაგაცანი. მოეწონე თანაც
-და თუკი მე ფეხებზე ?
-რატომ?
-იმიტომ, რომ... - დაიბნა და საჩვენებელი თითით თმა მოიფხანა. - იმიტომ რომ სხვა მაინტერესებს - წამიერად გონება გაუნათდა ელენეს. დათო გაჩერდა, თვალებში ჩახედა, საჩვენებელი თითი თავის გულმკერდს დაუმიზნა და თითქმის ჩურჩულით ჰკითხა.
-მე?
ქალმა თავი ჩაღუნა. იმ წუთებში ვერ ფიქრობდა ქმარზე. უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად იყო იქ, სადაც იყო. დუმილის შემდეგ უპასუხა, ისე, რომ თვალებში არ შეუხედავს.
-შეიძლება.
დათო მიუახლოვდა და თმაზე მოეფერა. შემდეგ ორივე ხელი ლოყებზე მოკიდა და თვალებში ჩახედა. ელენემ მზერა კვლავ აარიდა. ვერ უყურებდა თვალებში
-მაშინ ვატო ვინ არის? - ქალმა ხელები სასწრაფო წესით გააშვებინა და თმა გაისწორა
-ძველი ნაცნობი
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით
-მაშინ წავედით.



№1  offline წევრი nanako123

Ratom mgonia rom es vato misi qmari datoa (sheidzleba sisuleles vambob magram ukve ise davintrigdi rom ravi :D )

 


№2  offline წევრი ann tichy

დიდი მადლობა რომ კითხულობთ :)))
nanako123
Ratom mgonia rom es vato misi qmari datoa (sheidzleba sisuleles vambob magram ukve ise davintrigdi rom ravi :D )

ვნახოთ, ვნახოთ :)))

 


№3  offline მოდერი D-roni

dges wavikitxe da ukve cudad var :D ara arc vnanob ki arada verc albat imitom rom idealurad wer ! ici ? titqos magiuri dzala gaqvs am istoriis garda ukve verafers iazrebs chemi goneba kochag ! velodebi shendeg tavs ❤❤❤ dzalian gtxov cudad ar daasrulo ra ❤❤

 


№4  offline წევრი EiLuL♥

სათაურმა დამაინტერესა და ნეტა არ წამეკითხა დასრულებამდე :დ რა მოითმენს შემდეგ თავამდე :დ
უცხო ჩანს და საინტერესო <3
წარმატებები !
--------------------
elene

 


№5  offline წევრი ann tichy

D-roni
dges wavikitxe da ukve cudad var :D ara arc vnanob ki arada verc albat imitom rom idealurad wer ! ici ? titqos magiuri dzala gaqvs am istoriis garda ukve verafers iazrebs chemi goneba kochag ! velodebi shendeg tavs ❤❤❤ dzalian gtxov cudad ar daasrulo ra ❤❤

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. რა მაგიური ძალა! შეცდომებით ვარ გატენილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ კითხულობთ. რაც შეეხება დასასრულს, მოთხრობა დამთავრებულია და ვერაფერს შევცვლი ვერც კარგისკენ, ვერც ცუდისკენ. თუმცა კარგი ისაა, რომ თითქმის ყოველდღე ვდებ . კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent