შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამიბრუნე სისვარული (2 თავი)


2-08-2015, 15:52
ავტორი eleonora
ნანახია 2 304

არსებობენ ადამიანები რომლებიც ეშმაკზე საშიშები არიან, სწორედ ასეთი იყო ლენა! არაფერზე დაიცევდა უკან... სიცოცხლეზე მეტად უყვარდა დათო და მის გამო მზად იყო კაციც კი მოეკლა, ხვდებოდა დათო მის მიმართ გულგრილი რომ იყო მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა.
ახლა ერთი სული ქონდა გაეგო ვისთან ღალატობდა დათო, მთავარი იყო გაეგო! მერე რას იზამდა დაახლოებით ხვდებოდა.
-----------
-გამარჯობა ქალბატონო ლენა -მიესალმა სამკაულებიის მაღაზიის კონსულტანტი
-ჩემ ქმარი როდის იყო ბოლოს აქ? სწრაფად მიპასუხე!
-წინა კვირას ერთ გოგონასთან ერთად, სამაჯური შეიძინეს.
-მერე შე იდიოტო აქამდე ჩემთვის არ უნდა დაგერეკათ? მიპასუხე არ უნდა დაგერეკათ? -უყვიროდა კედელზე აკრულ კონსულტანტს, რომელიც შიშისგან დაპატარავებვლიყო.
მაღაზიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების წყალობით ძალიან მარტივი გახდა, ლენასთვის გაერკვია ვინ იყო ანა...
--------------
ორკესტრის რეპეტიცია იყო როცა კარში შეშლილივით შევარდა ლენა, თითქმის ორ წამში ამოიცნო ანა და პირდაპირ მისკენ წავიდა -შე ქუჩის ქალო! -თმაში წვდა და სკამიდან ააგდო -როგორ გაბედე ჩემ ქმართან მიკარება?! -უყვიროდა ბოლო ხმაზე
-ვიღაცაში გეშლებიით ქალბატონო, გთხოვთ ძალიან მტკენთ
-უნდა გეტკინოს შე #ო#ზ# მე იცი როგორ მეტკინა როცა დათოსთან დაგინახე?!
--- თავიდანვე მიხვდა ანა თუმცა არ აძლევდა საკუთარ თავს რეალობის დაჯერების უფლებას,მაგრამ როგორც კი დათო გაიგონა მაშინვე შეეჯახა ცხოვრების სისასტიკეს და თავზე დაემხო ყველაფერი, უკვე ვეღარც ტკივილს გრძნობდა, მხოლოდ ბეჭები ეწვოდა, მერე დაინახა როგორ აიღო ალქაჯმა მისი საყვალელი ვიოლინო და როგორ გადაატეხა ანას თავზე....
მაშინ იგრძნო ნამდვილი ტკივილი და უნდოდა მომკვდარიყო ვეღარაფერს ფიქრობდა, შემდეგ ვენიდან წამოსული სისხლის ჩანჩქერი დაინახა, რომელიც ვიოლინოს ძუამ გადაუჭრა და დახმარება ითხოვა, სიკვდილზე უარი მხოლოდ მშოლების გამო არ თქვა.
-------
ორი დღე უგონოდ იყო, მხოლოდ მესამე დღეს საღამოს მოვიდა გონს, მაშინ როცა მის პალატაში დათო შევიდა -გთხოვ არაფერი მითხრა, ვიცი არფრის უფლება მაქვს მაგრამ გთხოვ უნდა მომისიმინო.
-ასე როგორ გამწირე?
-ანა ხომ იცი რომ მიყვარხარ
-გაჩუმდი ნუ მეუბნები, ხომ იცი რომ არ გაქვს ამის უფლება.
-ანა მე ლენა არ მიყვარს გესმის, დიდი ხანია...შენ გამოჩენამდეც კი...ახლავე წავალ მასთან და დავშორდები გესმის? არმაინტერესებს არავინ თუ შენ არ იქნები ჩემ გვერდით.
როცა დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული იყავი ნამდვილ სიყვარკლს კიდევ ვერ დაკარგავ, არ ვაპირებ შენს დაკარგვას გესმს? მე შენ მიყვარხარ და შენ ჩემი ცოლი გახდები! გთხოვ, გევედრები ზურგი არ მაქციო. არმაინტერესებს არაფერი შენი სიყვარულის გარდა....გთხოვ ხელი ჩამჭიდე და არ გამიშვა.

ანა ტიროდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, იცოდა საშინელი ადამიანი იქნებოდა მაგრამ დათოს სიყვარულზე ვერაფრით იტყოდა უარს!
-არ გკრავ ზურგს, იმტომ რომ "მირჩევნია ომი შენთან ერთად, ვიდრე მშვიდობა შენს გარეშე". მიყვარხარ
და მზად ვარ ამ სიყვარულის გამო გაპატიო ყველაფერი.
----------
-იცოდე არც კი იოცნებო რომ გამშორდები.
-ლენა ხომ იცი რომ ჩვენ დიდი ხანია ოჯახი აღარ ვარათ არა? და სიმართლე რომ ვთქვათ არც არასოდეს ვიყავით, ამიტო გთხოვ ყველაფერი ცივილურად მოვაგვაროთ.
-გავიწყდება მამაჩემის კომპანიაში რომ მუშაობ?! ხომ იცი რომ ჩემს გარეშე არარააობა ხარ!
-და შენ მართლა ფიქრობ რომ ჩემი სამსახურით დამაკავებ?
-ორსულად ვარ!
-სისულელეებს მოეშვი
-გეუბნები ორსულად ვარ იდიოტო -მისი ხმა გამაყრუებლად წიკვინა იყო- ახლავე წამოდი და ექიმთან წამიყვანე თუ არ გჯერა...იცოდე ახლავა თუ არ წამოხვალ და იმ კახპას ჩემთვალწინ თუ არ დაშორდები შენ შვილს მუცელშივე ჩავიკლავ. -----
დათო კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა, შეძრა საკუთარი ცოლის სისატიკემ, ქალის რომელთანაც სარეცელს იყოფდა ნმდვილი მონსტრი იყო...იცოდა ლენა იმის გამკეთებალი იყო რაც თქვა და ვერ მისცემდა ამის უფლებას , ვერ მისცემდა უფლებას დაეშავებინა რაიმეე ჯერ არ დაბადებული უცოდველი ბავშვისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ანას გარეშე ვეღარ იქნებოდა ცოცხალი, ერჩივნა საკუთარი თავი გაეწირა ვიდრე მისი სისხლი და ხორცი.
-----------
იმის გააზრება რომ შეიძლება მშობლები დაკარგო არის საშინელი რამ რისი გაკეთებაც ცხოვრებას შეუძლია. წარმოუდგენელია იმისა გააზრება რომ შეიძლება მათ გარეშე მოგიწიოს ცხოვრება არის სისასტიკე, არადა როცა ექიმი გეუბნეება "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ყველაფერში შენ ყოველთვის ცუდზე ფიქრობ, ფიქრობ სიკვდილზე და ამ დროს ყელში გაჩხერილი ბურთი ცდილობს დაგახრჩოს...როდესაც უძლური ხდები ყველაფერი ფერს კარგავს, ამ დროს ვერც კი აცნობიერებ როგორ გჭირდება საყვარელი ადამანების გვერდში დგომა, მათ მოცილებასაც კი ცდილობ მაგრამ ისინი არ გშორდებიან და როცა გამოფხიზლდები მათი ყველაზე მეტად მადლობელი ხარ რომ არ მიგატოვეს!
საავადმყოფოდან გაწერის დღეს, მაშინ როცა ელოდებოდა მშობლების მისვლას და სახლში წასვლას, პოლიციამ დაურეკა და მათი ავარიაში მოყოლის შესახებ შეატყობნა.
-არც კი ვიცი რა გითხრათ, გონზე ვერც ერთი მოდის...არის შანსები მაგრამ ოპერაციას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება ასე რომ ისღა დაგრჩენიათ თანხაზე იზრუნოთ ჩვენ კი ყველაფერს შევეცდებით. თუმცა არ დაგიმალავთ შანსები მინიმალურია.----
საავადმყოფოდან გამოვიდა და დაიყვირა, იმ ძალით რა ძალითაც შეეძლო.
ზუსტად ამ დროს დაურეკა დათომ, რომელიც იმ მომენტში ერთადერთი იმედი იყო...
--------
-დათოო -სასოწარკვეთილი ხმით წამოიიყვირა და ჩახუტება დააპირა, თუმცა მამაკაცის ძლიერმა მკლავებმა შეაჩერა...
-ყველაფერი დამთავრდა ანა! ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა...ვეღარ ვიქნებით ერთად არ გვაქვს ამის უფლება, მაპატიე ყველაფერი მაპატიე
-კი მაგრამ -ამოიბუტბუტა გაოგნებულმა და მამაკაცს გააყოლა თვალი რომელიც მანქანაში ჯდებოდა, მანქანიდან კი გადმოვიდა ქალი რომლისაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად რცხვენოდა და ეშინოდა. -ლენა რა საჭიროა, ჩაჯექი მანქანაში.
თითქოს არც გაუგია ქმრის სიტყვები ისე მივიდა ანასთან და სილა გააწნა
-ხომ ყველაფერი კარგად გაიგე? იცოდე მთელი ცხოვრება შენს კონტროლში ვიქნები და ჩემს ქმარს რომ მიეკარო მოგკლავ!----
ვერც კი გაიაზრა რა მოხდა, ყურადღება აღარც კი მიაქცია ადგა და წავიდა, ახლა მხოლოდ მომაკვდავ მშობლებზე ფიქრობდა და ფულზე რომელიც უნდა გაეჩინა...
სახლის საბუთები ბანკში შეიტანა და იქიდან თანხა გამოიტანა, მაშინვე ექიმის კაბინეტში შევიდა და აცნობა რომ საჭირო თანხა ნაშოვნი ქონდა.
-ოპერაციას დღეს საღამოს დავნიშნავთ და გოგონა, მანამდე თქვენ თქვენი ექიმი მოინახულეთ ხელი გადასახვევი გაქვთ...
-არაუშავს.
-გოგონა, სასწრაფოდ. გახსოვდეთ თქვენ რომ რამე დაგემართოთ თქვენ მშობლებს ვინ მიხადავს?!
უთქმელად ადგა და თავის ექიმთან წავიდა...
-ანა სამწუხაროა მაგრამ დაკვრას ვეღარასოდეს შეძლებთ! -ექიმის ხმა შემზარავი იყო-
ორი ობოლი ცრემლი გადმოაგდო და ოთახიდან გამოვიდა, ვერაფრით მისცა საკუთარ თავს უფლება იმაზე ეტირა რომ ვეღარასოდეს დაუკრავდა მაშინ როცა მომაკდავი მშობლები პალატაში ეწვნენ.
--------------
-გოგოგნა არც კი ვიცი ეს როგორ გთხრათ...მამათქვენი საოპერაციომდე დაიღუპა, დედათქვენი კი...მან ვერ გაუძლო ოპერაციას.
მედდას ორივე ხელით მხარში ჩააფრინდა და რამოდენიმეჯერ შეანჯღრია -მაჩვენეთ ჩემი მშობლები მაჩვენეთ -განწირული ხმით კიოდა და აფექტის მდგომარეობაშიც უკვე სიკვდილზე ფიქრობდა.
--------------
ეს სისასტიკეა! მაშინ როცა ოცი წლის გოგონას თავზე ყველაფერი ერთად ენგრევა არაა სამართლიანი მაგრამ სწორედ ასეთი სასტიკი და უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრება.
ბევრს არ შესწევს იმის ძალა რომ ასეთი უსამართლობის შემდეგ ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიოს, მაგრამ არსებობენ ერთეულები რომლებიც პოულობენ მიზეზს ცხოვრების ხელახლა დაწყებისთვის...ასეთი აღმოჩნდა ანა, მან იპოვა ძალა გაეგრძელებინა სრულფასოვანი ცხოვრება იმის გამო რომ მის მშობლებს ეამაყათ მის გამო.
------------------
------------------
-და პრინცმა თავისი პრინცესა გადაარჩინა დე.
-პრინცესა საყვარელია, ხომ მამიკო?
-შენზე საყვარელი არაა მა.
-დე მამა უფრო გიყვარს თუ დედა? -სიცილით კითხა ლენამ მის ხუთი წლის ქალიშვილს.
-კარგი რა დეე -გაიცინა გოგოგანამ -რა თქმა უნდა დედიკო
-ამ პატარა ფერიას უყურე, მამა რატომ არა? -დათომ გაუღიმა და ხელში აიყვანა ნია.
-მამიკოც ძალიან მიყვარს, მაგრამ მამა სულ მოწყენილია ხოლმე და სულ სამსახურშია...
-ხედავ? ბავშვიც კი ხვდება!
-ლენა ნუ დაიწყებ თავიდან.

ზუსტად ხუთი წელი იყო გასული რაც დათო ანას დაშორდა და ამ ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა წამიც კი, მასზე რომ არ ეფიქრა....ისევ ისე უყვარდა როგორც წლების წინ.
რამდენჯერ უნატრია მისი ნახვა, მაგრამ ანას გამო არაფრის გაკეთებას ცდილობდა....მის წინაშე საოცარად ადანაშაულებდა თავს...იცოდა არ ქონდა არაფრის უფლება და ამიტომ იმედით ცხოვრობდა, იმედით რომელიც ანას ბედნიერს ხედავდა.

-დათო მამაჩემმა კაბინეტში ამოვიდესო.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ბატონ მერაბთან შევიდა.
-დათო ლევანი საქართველოში დაბრუნდა.
-დიახ გავიგე...ალბათ ნატას სიკვდილის შემდეგ ვერ გაჩერდა იქ.
-რომ ვფიქრობ ახლა რა დღეშია ჩემი შვილი...გული საშინლად მტკივა. მიუხედავად იმისა რომ ნატა არ მომწონდა მის სიკვდილს არასოდეს ვინატრებდი.
-დაბრუნდება სახლში?
-ჯერ არა....უკვე გავიგე რომ დედამისის ქალაქში სარფში წასულა, ალბათ იქ იხოვრაბს ჯერ, თუმცა ყველაფერს ვიზამ რომ ჩამოვიდეს და იმ საქმით დაკავდეს რაც მისი უშუალო მოვალეობაა.

საშინლად ენატრებოდა ლევანი, ვაჟი რომელიც საყვარელი ქალისგან ყავდა...სამი წლის იყო როცა დედა მოუკვდა და მას მერე მამამ წამოიყვანა და კანონიერ შვილად გაზარდა. მიუხედავად იმისა რომ სულ კამათობდნენ მამა-შვილს ერთმანეთი მაინც საშინლად უყვარდათ....
ზუსტად ერთნაირები იყვნენ და ახლა ზუსტად იცოდა ბატონმა მერაბმა რა დღეშიც იქნებოდა ლევანი ნატას სუიციდის გამო...
იცოდა ლევანი ნატას წლის თავზე რომ ჩამოვიდოდა და ასეც მოხდა....
ახლა ერთი სული ქონდა შვილს როდის ჩაიხუტებდა, მაგრამ იცოდა ჯერ დრო უნდა მიეცა.
----------------
თბილისი მშობლების ორმოცის შემდეგ დატოვა, აღარ ქონდა სახლი, აღარ ქონდა სამსახური და აღარ ყავდა დათო.
როცა გააცნობიერა რა გაუკეთა საყვარელმა მამაკაცმა მის მიმართ სიყვარულთან ერთად საშინელი სიბრაზე იგრძნო, იცოდა არასოდეს აპატიებდა...არ აპატიებდა არც მის ცოლს, რომლის გამოც დაკვრას ვეღარასოდეს შეძლებდა თუმცა მის წინაშე თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. აღარ უნდოდა ესუნთქა ის ჰაერი რომლითაც ისინი აგრძელებდნენ სიცოცხლეს, სწორედ ამიტომ ჩაალაგა ბარგი და ავტობუსში ჩაჯდა უკვე იცოდა ზღვის პირა ქალაქში რომ გააგრძელებდა ცხოვრებას და მართლაც თავი სარფში ამოყო...თავიდან ძალიან უჭირდა რადგან სულიერი ტკივილი იმაზე ძნელად მოსაშუში იყო ვიდრე თვითონ ვარაუდობდა...
მერე გაიცნო ხანში შესული უსაყვარლესი ცოლ-ქმარი რომლებმაც თითქმის აიძულეს ანა მათთან ეცხოვრა, წინააღმდეგობა აღარ გაუწია ანამ და მათთან ერთად გააგრძელა ცხოვრება წლებმა კი ისინი ნამდვილ ოჯახად აქცია, თუმცა გოგონამ იცის რომ სულ მათთან ვერ იცხოვრებს ამიტომ აგროვებს ფულს, უნდა სახლი იყიდოს...ფული თითქმის შეაგროვა უკვე... პატარა კაფე რომელიც აქ ჩამოსვლისას გახსნა იმ დანაზოგით რომელიც ქონდა, აამუშავა და ყოველ სეზონზე რაღაც თანხას ინახავდა. ახლა ელოდება ბინის გამოჩენას და მერე შეძლებს ოცნება აისრულოს.
--------------
საშინელებაა როცა ბედნიერად ცხოვრობ საყვარელ ადამინთან ერთად და უცებ ის ხელიდან გეცლება. ნატა ეგოისტი იყო ყველას და ყველაფრის მიმართ...ლევანის და მის სიყვარულსაც ასე ეგოისტურად მოექცა და თავი თვითმკვლელობით დაასრულა...მათ საძინებელში როცა მკვდარი ნატა იპოვა ყველაფერი, ყველა ოცნება თავზე დაემსხვრა და ვერაფრით აპატია ნატას....
საქართველოში დაქრუნებულმა უკვე იცოდა რომ სარფგი იცხოვრებდა, საკუთარი ავტომანქანა რომელიც აეროპორტის ავტოსადგომზე ელოდებოდა პირდაპირ ზღვისპირა ქალაქისკენ დაძრა.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თავი არ უგრძვნია ისეთი ბედნიერი როგორსაც ახლა გრძნობდა, როცა ზღვას უყურებდა...
ანა ველოსიპეტით კაფის გასახსნელად მიდიოდა, როცა შნმთხვევით გუბეში გაიარა და ლევანს წყალი შეასხა....
იმდენად შეწუხდა თავისი საქციელის გამო, ველოსიპედიდან ჩამოვიდა და უცნობ მამაკაცთან მივიდა ბოდიშის მოსახდელა -ძალიან დიდი ბოდიში, ძალით არ მიქნია...მართლა ძალიან ვწუხვარ.
მამაკაცი არც კი შემოტრიალებულა, თითქოს არც გაუგოგინიაო ისევ ზღვას უყურებდა.
-უკაცრავად ყრუ ხართ? უი ეტყობა კარგად არ გესმით...ბოდიში არ მინდოდა -დაიყვირა ანამ
-გავიგე! -უხეშად უპასუხა მამაკაცმა და მისკენ შეტრიალდა -შეგიძლია გზა გააგრძელო
-უკაცრავად არ მინდოდა, შემთხვევით მო..
-გავიგე! წადი! -დაუღრინა მამაკაცმა და ისევ ზღვისკენ შეტრიალდა... "ძალიან ლამაზია, სადაც ნანახი მყავს....ღმერთო საიდან მეცნობა..."
----------
საღამოს, სახლში მისულ ცოლ-ქმარს ლელას და გიას, ანამ სიხარულით აცნობა რომ მათგან ცოტათი მოშორებით მიტრვებული ორ სართულიანი შენობა იყიდებოდა და მან შეიძინა
-ღმერთო ისეთი ბედნიერი ვარ, ფული დავუტოვე უკვე ადვოკატს და ის მოაგვარებს ყველაფერს.
-გილოცავ ანა...მიხარია ესეთ ბედნიერს რომ გხედავ.
------------
ლევანი სანაპიროზე ჩამოჯდა და თავი მუხლებს დაადო...ღამეც ისეთი შემზარავია როგორც სიკვდილი გაიფიქრა თავისთვის და ობოლტ ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან....უცებ გიჟივით წამოხტა და ცაში აიხედა და ყვირილი დაიწყო...
-"რატო ნატა, რატო არ დამიჯერე! შენ ხომ შემპირდი, რომ არასოდეს მიმატოვებდი...ხომ შემპირდი!!!! როგორ შეგეძლო ჩემთვის ასეთი ტკივილის მოყენება...როგორ შეგეძლო? მართლა გვიყვარდა ერთმანეთი?? მართლა გვიყვარდა? როგორ მომექეცი ასე? ამას ეძახი შენ სიყვარულს? რატომ გაიკეთე ეს? რატომ?????" ყვიროდა ბოლო ხმაზე და ადანაშაულებდა ნატას!
მერე ადგა ქვიშა ჩამოიფერთხა ტანსაცმლიდან და არყის ბოთლით ხელში გია ძიამ სახლისკენ წავიდა, კაცის რომელიც ძალიან უყვარდა, იმიტომ, რომ იყო ნამდვილი კაცი!
--------
ანამ ჭურჭელი გარეცხა და წყლის გადასაქცევად ეზოში ჩავიდა, გადააქცია კიდეც უბრალოდ ლევანს რომელიც კინაღამ გადაირია.....
---------------

პ.ს მგონი არავინ კითხულობს და გაგრძელებაც არ ღირს.



№1  offline წევრი abli-babli

ვარაუდები შეინახე შენთვის :D ხოდა წერას მიხედე <3 <3

 


№2  offline წევრი eleonora

Xval davdeb aucileblad <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent