სიყვარული არსებობს
მოდი ახლა აგიღწერთ ჩემ თავს, მე ვარ გვანცა ჟვანია 16 წლის, ქერა გრძელი თმით,მწვანე თვალებით და დიდი მოვარდისფრო ტუჩებით.სიმაღლეში 1.79 ვარ,რაც გოგოსთვის ასე,რომ ვთქვათ ზედმეტად კარგი სიმაღლეა,მაქვს სწორი ნავარჯიშები ტანი.მხიარული ვარ სასწაულად,არ მიყვარს მარტო ყოფნა,სულ გართობა,გართობა,მიტრიალებს თავში ოჯახში სულ ოთხნი ვართ მე, მამა-ერეკლე ჟვანია, დედა-მანანა გაბუნია, ჩემი და-მაშო ჟვანია.მამაჩემი ბიზნესმენია, დედა ჟურნალისტი.სიმართლე,რომ ვთქვა უზომოდ განებივრებული ბავშვი ვარ,არასოდეს არაფერი მაკლდა,მაგრამ არც მამიკოს და დედიკოს ფულებით განებივრებული გოგო გეგონოთ.ძალიან მიყვარს ჩემი მცირერიცხოვანი ოჯახი. 2 წლის წინ მყავდა შეყვარებული ნიკა დავითულიანი,მაგრამ მან მიმატოვა,გული მატკინა ისე,რომ ერთხელ საავადმყოფოშიც ამოვყავი თავი,საბედნიეროდ გადამიარა სიყვარულმა და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.მყავს სამი გამორჩეული დაქალი ანა მაღლაკელიძე,ნინი გასვიანი,მარიშო დადიანი.ძმაკაციც ბევრი მყავს ყველაზე ახლოს:ლუკასთან,ზუკასთან,გიოსთან და კახისთან ვარ. ისე პატარაობიდანვე ვიძახდი სვანს უნდა გავყვე მეთქი,ყველაზე მეტად მომწონს სვანეთი და სვანი ხალხი.ახლა მოვრჩები ჩემზე ლაპარაკს,თორე მგონი შორს წავედი. -------------------------------------------------------- ჩემი და 1 საათის გასული იყო,მე უკვე ამდგარი ვიყავი და ველოდები როდის მობრძანდებოდა ქალბატონი,უკვე ისე ვიყავი მალე კუჭიც კი გამიხმებოდა,როდესაც მაშო შემოჯლაგუნდა ოთახში დატვირთული და სახე აწითლებული: -ხო გაქ მშვიდობა? -რომ,იცოდე ვინ ვნახე -ვის ნახავდი ახლა, ლევანი ხო? -ვაიმე...ხო- ისეთი სახით ამბობდა,სიცილით კინაღამ ცუდად გავხდი,მაგრამ თავს ვიკავებდი.ჩემის დის პირველი და უკანასკნელი სიყვარულია ჩემი აზრით უკვე 5 წელია ერთმანეთი უყვართ,მაგრამ ერთმანეთს მაინცდამაინც არ უტყდებიან, ახლა კიდე ნაჩხუბრები იყვნენ და მაგიტო იყო მაშო აწითლებული. -იიიიიი კაი რააა,ხო იცით შერიგდებით კიდე,ისე მე თქვენი არ გამიგია წლებია გიყვართ ერთმანეთი და მაინც ვერ უტყდებით. მაშო რაღაცის თქმას აპირებდა,როცა ნინიკომ დამირეკა. -ჰოოო კუკუ რა იყო? -გოგო ჩემთან გამოხვალ? -ხდება რამე? -ხვალ ჩემი ძმა ჩამოდის ხო იცი არა? -უი კი გამოვალ -ფულიც წამოიღე რაა, საშოპინგოდ წავიდეთ. ერთი ამოვიზმუვლე და დავეთანხმე, მერე მაშოს შევხედე და დავინახე როგორ ნერვიულად ათამაშებდა ხელში მობილურს ,,ვაი შენ პატრონს" გავიფიქრე და ოთახში თავის კანტურით შევედი. ნინიკოს ძმაზე(სანდროზე) დავიწყე ფიქრი, რამდენი ხანი იყო გასული,რაც ამერიკაში იყო ნეტა ვახსოვარ? FB-ში შევიხედე და ეგრევე სანდროს ფოტო ამომიხტა ,,გასიმპატიურებულა" გავიფიქრე,ნოუთბუქი გამოვრთე და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი. -------------------------------------------------- გამარჯობათ,ეს ჩემი პირველი ისტორიაა და იმედია მოგეწონებათ და ჩემს პატარა ხარვეზებს არ მიაქციოთ ყურადღება ახალბედა ვარ და მეპატიება მერე კი დავხვეწავ უფრო:)) :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.