შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (12)


3-08-2015, 01:05
ავტორი lisebeth
ნანახია 4 287

ბარბრემ გონება მოიკრიბა და შეეცადა თავი მხნედ დაეჭირა. არ უნდოდა მათთვის ეგრძნობინებინა ,რომ ეშინოდა. სინამდვილეში კი ნერვიულობისკან ფეხის კუნთები მოსდუნებოდა და გულის არეში ტკივილს გრძნობდა. მხნეობა მოიკრიბა და ქალს ისე მიმართა.
-რა გინდა? რას ითხოვ ჩემგან და ბიძაჩემისგან?
-ისეთს არაფერს რაც მე არ მეკუთვნის
-შენ რა უნდა გეკუთვნოდეს? მგონი ნორმალური არ ხარ...არც არასდროს მჯეროდა ,რომ იყავი...ყოველთვის ვიცოდი ,რომ თაღლითობდი მაგრამ ბიძაჩემი არ მიჯერებდა.
-სწორია, ბიძაშენი არ გიჯერებდა.
-პროფესიონალი მატყუარა ხარ მე რას შეგედრები.შენ ? შენც ამასავით მატყუებდი წლების მანძილზე? და კიდევ აქეთ ბედავ დამადანაშაულო?_ ალმაცერად გახედა ნიკას,რომელიც თვალს არიდებდა.
-მოდით შევეშვათ მოგონებებს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ_ მაგიდაზე ხელი დააკაკუნა ლელამ და სიგარეტი ამოიღო_გინდა?_ შესთავაზა ბარბარეს
-უარს არ ვიტყოდი _გაბედულად თქვა გოგონამ და გამოართვა.
-ესეც ასე...შენ აქ ხარ ლევან არაბულის ძმისშვილი. ისე შენც არაბული ხარ ხო?
-არ იცი რა გვარი ვარ?
-ოფიციალურად გიშვილა?
-არა რათქმაუნდა. მე მამაჩემის გვარი მაქვს ...მაგრამ რატომღაც ხალხს აკვიატებული აქვს ,რომ არაბული ვარ...ბიძაჩემის შვილად აღმიქვამენ
-რა ამაღელვებელია. უანგარო ...წრფელი სიყვარული _დამცინავად დაიწყო ლელამ და სიგარეტი საფერფლეზე დადო.
-რა გინდა ჩემგან? უნდა მომკლა? თუ მაწამო...
-გითხარი ის მინდა რაც მეკუთვნისთქო
-ხოდა მითხარი რა და რატომ გეკუთვნის_შეუტია ბარბარემ და თავი ახლა უფრო კარგად იგრძნო
-გინდა ლეგენდა გიამბო ლელა ახალაძეზე?
-მინდა...ბოლოს და ბოლოს ჩამოიხსენი ნიღაბი
-როცა ნიკას მამის ბოჭორიშვილის საყვარელი გავხდი ჩემი ლეგენდის შესახებ მაშინ გავიგე. ვთხოვე ჩემი ნამდვილი ვინაობა დაედგინა და გამომივიდა კიდეც.
-რას გულისხმობ ნამდვილ ვინაობაში?
-სამ წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და ამაში დამნაშავე იცი ვინ იყო?
-ვინ
-მოიცა ლეგენდა თავიდან დავიწყოთ.ოცდათექვსმეტი წლის წინ ვინმე შალვა არაბულმა ქუთაისში შენი ასაკის გოგონა გაიცნო . მდიდარმა ბიჭუნამ მარტივად შეძლო თავბრუ დაეხვია ახალგაზრდა სტუდენტი გოგონასთვის. ატყუებდა. მის სანახავად ჩადიოდა ,მაგრამ იმ გოგონამ ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ შალვა ცოლიანი იყო. დაშორებას აპირებდა მაგრამ არაბულმა დაარწმუნა ცოლს გავეყრებიო. ერთი წელი იყვნენ ერთად. არაბული მას აკითხავდა ხოლმე და ნახულობდა. ბევრ რამეს პირდებოდა, საჩუქრებით ანებივრებდა თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო როგორც წყვილს წარმოედგინა. ერთ დღესაც ბიჭმა მამას გამოუცხადა ცოლს ვეყყრებიო რაზეც პასუხად სასტიკი უარი მიიღო. მამამ დაემუქრა ამას თუ გააკეთებ მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვებო და სახლიდან გაგაგდებო. ფუფუნებაში გაზრდილმა შალვა არაბულმა ფულს ვერ შეელია და ქუთაისელ შეყვარებულს განუცხადა ცოლს ვერ გავცილდებიო. გოგონას სახელად ნინო ერქვა,რომელიც თურმე მაშინ შალვასგან ორსულად იყო. ბავშვი გააჩინა და ბავშვთა სახლში დატოვა რადგან ოჯახი მას არ მიიღებდა. სამი წლის შემდეგ გაღლეტილმა ცოლ-ქმარმა იშვილა ქარაფშუტა გოგოსა და მოღალატე არამზადას . ასეთი იყო ლეგენდა...და ისმის კითხვა ვინ იყო შალვა არაბული ? ვინ იყო ნინო და სად არის ახლა ბავშვი ,რომელიც წლების წინ გააშვილეს იმის გამო,რომ მამამ ფული არჩია საყვარელ ადამიანებთან დარჩენას?
-შეენ?
-მეე... დიახ მე ...
-და შალვა არაბული...კაცი ,რომელმაც ბიძაჩემი იშვილა?
-დიახ ეგ... შვილი არ გაუჩნდა და იშვილა მაშინ ,როცა საკუთარი ტყუილისთვის,ღალატისა და სიღატაკისთვის გასწირა. ყველაფერი რაც ლევანს ეკუთვნის ჩემია.... მე ვარ ერთადერთი არაბული. ბიძაშენი კი ერთი ჩვეულებრივი უპატრონო ა,რომელსაც უბრალოდ ძალიან გაუმართლა
-ავადმყოფი ხარ_ შეუღრინა ბარბარემ და მისკენ გაიწია,მაგრამ ნაცნობმა ხელებმა ისევ სკამზე დაახეთქეს.
-ან დამიბრუნებთ იმას რაც წამართვით ან არა და ორივეს დაგხოცავთ
-და შენი შვილი?
-ნუ ღელავ ბიძაშენის მაინც არ არის
-რაა?
-ჯერ ისევ მამაჩემის საყვარელია _ ამოღერღა ნიკამ.
-მოღალატეები ხართ
-სანამ ლევანი ყველაფერს არ დამიბრუნებს აქ იქნები. მერე შენ დამიბრუნებ იმას რისი გადმოფორმებაც უკვე მოასწრო ბიძაშენმა. ერთმანეთში გავსწორდებით და ჩვენი გზით წავალთ.
-ხელს არაფერზე არ მოგიწერ ,რომც მომკლა
-შენ არა...შენს ბრმა საყვარელს გავუსწორდები
-ხელი არ ახლო შე ძუკნა_სახეზე დაეტაკა ბარბარემ და ძლივს მოასწრო ნიკამ ერთმანეთზე გაეცილებინა.
-პატარა კახპავ...არც შენ ჩამომივარდები მაგ საქმეში _ქალი თავის ადგილზე დაბრუნდა
-ლექსოს არ მიეკარო იცოდე_თითი დაუქნია ბარბარემ.
-ეს შენზეა დამოკიდებული
-მამამისი მოგკლავს შე საწყალო ...საცოდავო არსებავ...
-ამიტომ შენ უნდა იყო ჭკვიანი და დამიბრუნო ყველაფერი რაც მეკუთვნის
-არაფერიც არ გეკუთვნის
-მაგასაც ვნახავთ. სხვათაშორის შენი ბიჭის ექთანი კარგი გოგოა ...
ბარბარემ მიხვდა ქალმა რაზეც მიანიშნა და მთელს ტანში გააჟრჟოლა.
-მარტო თაღლითი კი არა მკვლელიც ხარ?
-ეს შენ არ გეხება. ამას მიხედე ნიკა. მე სახლში წავალ. იმედი მაქვს დედას იმედებს არ გაუცრუებ
ლელა წავიდა.

დეტექტივმა მოყოლა დაასრულა. ანიტა ყურადღებით ისმენდა და ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა თუმცა ბევრი რამ გაურკვეველი მაინც დარჩა. მერე ტელეფონი ამოიღო და მეგობარს დაურეკა ,მაგრამ არ პასუხობდა. მერე გაახსენდა ნიკას სტუმრობის ამბავი და ამჯერად მასთან გაუშვა ზარი. ნიკამ დაგვიანებით მაგრამ მაინც გამოეპასუხა.
-სად არის ბარბარე? ვურეკავ და არ მპასუხობს.
-საავადმყოფოსთან დავტოვე
-არ უთქვამს ლექსოს სანახავად თუ მიდიოდა.
-არ ვიცი_უკმეხად უპასუხა ნიკამ და გაუთიშა. მისი ასეთი ქცევა ეუცოა და მიხვდა,რომ რაღაც ხდებოდა. ტელეფონი გათიშა და ისევ დეტექტივს მიუბრუნდა.
-უნდა წამომყვეთ
-სად?
-ბარბარეს ბიძასთან. ეს ქალი ჩემი მეგობრის ბიცოლაა ამწუთას. ყველას ატყუებს . მისი ნდობა არ შეიძლება.ამ ბიჭმა კი ცოტა ხნის წინ ის წაიყვანა და ახლა ვეღარ ვუკავშირდები. ვიცი რთული გასაგებია ის რასაც გეუბნებით ,მაგრამ გთხოვთ წამომყვეთ და ლევანის წინაშე გაიმეოროთ ის რაც მე მითხარით
-კარგი წავიდეთ_ განერვიულებულ გოგონას მხარსი ამოუდგა და თან წამოჰყვა. _გინდათ საჭესთან მე დავჯდე? _შესთავაზა კაცმა. გოგონამ გასაღები გაუწოდა. აქედან არაბულების სახლამდე საკმაოდ შორი იყო. გზა და გზა ანიტა ბევრს ნერვიულობდა ,მაგრამ არაფერს ამბობდა. მანქანა წესიერად გაჩერებულიც არ იყო ძირს ,რომ გადმოხტა და შიგნით შევიდა. ცოტა ხანში ეზოში მანქანის ხმა ისევ გაისმა.ეს ლელა გახლდათ.
-ლევანი სადაა?_დაუყვირა ანიტამ ნანას. ქალმა მიანიშნა კაბინეტშიო_ახლავე უნდა ვნახო გთხოვთ დაუძახეთ
-რათქმაუნდა _სწრაფად წავიდა ქალი . ცოტა ხანში მისაღებში ლელაც გამოჩნდა. ჩვეული ყალბი ღიმილით მიესალმა გოგონას და გადაკოცნაც დაუპირა ,მაგრამ ანიტან აგრესიულად მოიცილა სახეში გაარტყა. ქალმა იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი თვალებზე და ხელის შებრუნება დააპირა ,მაგრამ ლევანის ხმამ ორივე შეაჩერა.
-ანიტა რას აკეთებ ?_მის ხმაში გაოცებასთან ერთად სიმკაცრეც გამოერია
-არ ვიცი რას მერჩის შენი ძმისშვილის დაქალი
-სად არის ბარბარე?
-მე რა ვიცი სადაა?როდის აქეთ ვარ მაგის ძიძა?
-ძიძა კი არა მტერი ხარ...მე ყველაფერი ვიცი შენზე...
-ხომ არ გააფრინეთ გოგონა? ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება წადით და სადმე სხვვაგან მოიოხეთ გული_ქმრისკენ წავიდა ,რომელსაც სახეზე სრული გაუგებრობა ეწერა._არ მოუსმინო ძვირფასო_ თვალთმაქცურად განაგრძო მან
- გატყუებთ ლევანი ბიძია. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ისიც ვიცი ვინ ხარ სინამდვილეში და ისიც ვიცი რა გაკავშირებს ნიკასთან_ ლელას სახეზე გაკვირვება დაეტყო ,მაგრამ მალევე მიხვდა,რომ ადამიანი ვინც მასზე ინფორმაციას კრეფდა ბარბარე იყო.
-ვერ გავიგე?
-შენ და შენი შვილი ნიკა
-ნიკა? შვილი? რომელი ნიკა?_მიუბრუნდა ცოლს ლევანი
-ბარბარეს ყოფილი შეყვარებული. ამ გაიძვერამ მოუგზავნა იმისათვის ,რომ ყველაფერი სცოდნოდა თქვენს შესახებ
-დაუკვირდი რას ამბობ ანიტა _გააფრთხილა ლევანმა ,მაგრამ გოგონამ უკან არ დაიხია.
-როცა დეტექტივთან შესახვედრად მივდიოდით ბარბარეს ნიკამ მოაკითხა და მას მერე არ ჩანს. ამ ქალმა იცის სად არის ბარბი_ლევანმა ტელეფონი ამოიღო და დარეკა ,მაგრამ ავტომოპასუხე ჩაირთო
-არ მპასუხობს.
-ნიკამ მითხრა საავადმყოფოსთან დავტოვეო ,მაგრამ იქ არ მისულა. გვატყუებენ _შეშფოთდა ანიტა
-ეს გოგონა სიმართლეს ამბობს ბატონო ლევან. პირადად შევკრიბე ინფორმაცია ამ ქალზე_ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დეტექტივმა ფაილი გაუწოდა. ლევანმა გადახედა და პირველი რაც თვალში მოხვდა სურათები იყო.
-ლელა ნიკა შენი ვაჟია?_ქალმა უკან დაიხია და ენა დაება_არის თუ არა? თვალები დაუბრიალა ქალს.
-ყველაფერი ტყუილია. _თავის სიტყვას არ ღალატობდა იგი . ლევანმა ფაილი აიღო, ტელეფონზე პოლიციის ნომერი აკრიფა და დარეკა რომ გამოეძახათ.
-მთავარი ჯერ არ მითქვამს . მიუბრუნდა კაცი ლევანს
-გისმენთ
-ლელა ახალაძე ...მისი ნამდვილი მამა...ის თქვენი მამობილის კანონიერი შვილია.
-რაა? მას ხომ შვილი არასდროს ყოლია
-მან არც იცოდა ,რომ ჰყავდა
ლევანს ნერვიულობისგან მთელი სხეული აუთრთოლდა. აღარ იცოდა რა ეთქვა. ხან დეტექტივს გახედავდა ხან ანიტას. ბოლოს ,როგორც იქნა ცოლისკენ შებრუნდა ,მაგრამ იქ აღარ დაუხვდა.
-სად წავიდა? _შეიცხადა ანიტამ
-აარ უნდა გაგექცეთ ,თორემ კვალს დაკარგავთ.
-უფლებას არ მივცემ რამე დაუშაოს ჩემს ძმისშვილს_დაიღრიალა კაცმა და სახლის ტელეფონს დასწვდა. დაცვამ გამოეხმაურა.
-ჩემი ცოლი სახლიდან არ გაუშვათ. ახლავე მონახეთ . ლევანი გარეთ გავარდა და ეზოში ძებნა დაიწყო. უკანა გასასვლელთან უგონოდ დაგდებული კაცი იპოვეს. ჭიშკარი კი ღია იყო.
-გაგვექცა. _ამოიოხრა დეტექტივმა_წამით მოვაცილეთ თვალი და...
ლევანმა ტელეფონი ამოიღო და ნიკასთან დარეკა. როგორც ანიტას შემთხვევაში ახლაც დაიგვიანა გამოპასუხებს.
-ლევანი ვარ მიცანი?
-რათქმაუნდა_უცოდველი ხმა მიიღო მან
-ჩემი ძმისშვილი სახლში უვნებელი დააბრუნე თორემ ყელს გამოგჭრით შენც და დედაშენსაც _ლევანმა ტელეფონი გათიშა და სახლში შევიდა სადაც პოლიციის სირენების ხმა მალევე გაიგეს


___________

იმედია ახალი ტავიც მოგეწონებათ
მიყვარხართ ყველანი
მუდამ თქვენი Lisebeth



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალე დადე რააა❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი dreamer777

Au dzaan magaria:D ^_^ male dadeee!!!

 


№3  offline წევრი გვანცა ))

მაგარია ცოტა მალე დადე რაა
❤❤❤

 


№4  offline წევრი lisebeth

buubbuuu)))
Daddadaaaaaaam ai dzvel pilmebshi roa kadri rom iweleba da dadzabuli musika ismis ai egeti shegrdzneba maqvs axla :D vax chemi ra kargi iyooo ♥

Just give me a Hand . . .
მალე დადე რააა❤️❤️❤️

dreamer777
Au dzaan magaria:D ^_^ male dadeee!!!

გვანცა ))
მაგარია ცოტა მალე დადე რაა
❤❤❤


უღრმესი მადლობა ყველას ...მიყვარხართ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent