შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (13)


4-08-2015, 01:51
ავტორი lisebeth
ნანახია 4 385

ბარბარე და ნიკა ისევ ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და საუბრობდნენ. ნიკა ისე ექიშპებოდა როგორც არასდროს. თითქოს წარსული ორი წელი არც არსებულიყოს. თითქოს ახლა გაიცვნეს ერთმანეთი ... თითქოს ორი სრულიად უცხო ადამიანი ისხდა და ახლა იწყებდნენ ერთმანეთის შესწავლას.ნიკა ყველა კითხვაზე ზერელედ პასუხობდა. ბარბარე კი ამ ყველაფრის გამო უფრო და უფრო მეტად კარგავდა მოთმინების უნარს.
-როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი ?
-ზუსტად ისე ,როგორც შენ შეძელი ...როგორც შენ მიმაგდე ლექსოს გამო
-შენ მე თავიდანვე მატყუებდი.არასდროს გყვარებივარ ... მიყენებდი დედასენის შავ-ბნელი მიზნების განსახორციელებლად. რა კარგია ,რომ შენი შეყვარება ვერ შევძელი. ღმრთმა დამიფარა ამისგან...
-რომ გყვარებოდი ახლა აქ არ იჯდებოდი. მე დაგიცავდი საკუთარი დედისგანაც კი ,მაგრამ შენ სხვა აირჩიე...სრულიად გამოუსადეგარი და უარგისი ადამიანი ...მასთან სექსის მონა გახდი და დაივიწყე ყველაფერი რაც ჩვენ ორს გვეხებოდა. ჩემთან იყავი და მასზე ოცნებობდი. მიყენებდი როგორც მეთევზე სატყუარას თევზის დასაჭერად. კახპასავით მეგობრის ბაღში დაწექი მასთან...ეს იყო შენი ყველაზე ამაზრზენი საქციელი . მატყუებდი და მასულელებდი. იმას ვერ ცილდებოდი და არც ჩემზე ამბობდი უარს. საჭიროების შემთხვევაში რომელიმე მაინც ,რომ დაგრჩენოდა. ტყუილს ვამბობ?_ ნიკამ თვალი გაუსწორა გოგონას ,რომელსაც ერთი წამით სათქმელი გამოელია, მაგრამ მაინც განაგრძო
-ჩვენ არ ვირჩევთ ვინ შევიყვაროთ და ვინ არა
-სამაგიეროდ იმას ვირჩევთ ტყუილი ვთქვათ თუ სიმართლე. ეს რომ გააკეთე ,მაშინ მივხვდი რომ არანაირი თანაგრძნობის ღირსი არ იყავი..ახლა აღარ დაგიცავ თუმცა გულისხმიერებას გამოვიჩენ და სასარგებლო რჩევას მოგცემ. დედაჩემს არ გაუძალიანდე. არც კი იცი რისი ჩამდენია მით უფრო მაშინ როცა ბრაზობს და თავს უსუსურად გრძნობს.
-დედაშენის არ მეშინია...
-მე გაგაფრთხილე..._ნიკამ საუბრის დასრულება ვერ მოასწრო ,რომ ოთახის კარი ხრიგინით გაიღო და ლელა შემოვიდა. გიჟივით მორბოდა და თან ყველაფერს ძირს ყრიდა.
-იდიოტი...სულელი...გამოთაყვანებული გოგო ... მე მაგას ვაჩვენებ სეირს ...
-დედა რა მოხდა?_მიეგება ნიკა
-ამის ჩერჩეტმა დაქალმა ყველაფერი გაიგო და ლევანს უთხრა. მოქმედებაზე გადავდივართ. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. ყველაფერი იციან...
-რა უნდა ვქნათ?
-აი ეს ... _ლელამ ცანტიდან რამდენიმე ქაღალდი ამოაძრო და ბარბარეს თვალწინ მაგიდაზე დაყარა. გოგონამ თვალი გააპარა მისკენ
-დედა ეს რა არის?
-საბუთები ქონების ნებაყოფლობით გადაცემის თამობაზე.
-ხელს არ მოვაწერ... შენ რა მე იდიოტი გგონივარ? რომც მომკლა ამას ხელს არ მოვაწერ.
-მოაწერ თანაც იმაზე ადრე ვიდრე წარმოგიდგენია.
-არა მეთქი გესმის? არა ..._მთელი ძალით შეუტია გოგონამ მაგრამ შეკრული ვეხები ვერ აამოძრავა და ისევ სკამზე დაეხეთქა.
-ნიკა ტელეფონი მომიტანე_ უბრძანა სვილს ,რომელმაც ცოტა ხნის წინ ძირს დაგდებული ჩანთიდან მობილური ამოაძრო და დედას გაუწოდა.
-ძველი ნომერი წყალში მოვისროლე.
-კარგი გიქნია. მეც გავაქრე ჩემი კარტა..რას აპირებ ?
-ბიძაჩემის დასაშანტაჟებლად რეკავ?_დამინავად იკითხა ბარბარემ
-მაგის დროც მოვა. ახლა მხოლოდ შენ დაგამუშავებ ...
-წადი შენი შე ძუკნა ..._დაუკივლა ბარბარემ და სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო ისე მიიღო სილა სახეში.
-ახლა მხოლოდ მე ვისაუბრებ. დღეს ხუთშაბათია. ხვალ შენს იდიოტ საყვარელს ოპერაციას უკეთებენ ხომ ასეა? _ბარბარემ ხმა არ გასცა_ხომ ასეა მეთქი ?
-კი..._კბილებში გამოსცრა მან
-ახლა მის პალატაში ექთანია ,რომელიც მხოლოდ ჩემს ზარს ელოდება იმისათვის ,რომ ბრძანება შეასრულოს. ჯიბეში წამალი უდევს რომელიც მე მივეცი ...რათქმაუნდა დაგებადა ლოგიკური კითხვა რა წამალი ? წამალი რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ოპერაციას არანაირი აზრი არ აქვს...თვალში ვეღარასოდეს დაუბრუნდება სინათლე. თუმცა თუ დოზას გადავაჭარბებთ შეიძლება გული გაუჩერდეს და მოკვდეს.
-არ გაბედო ..._სისხლმა თავში აასხა ბარბარეს და იგრძნო როგორ დაუბრუჟდა მთელი სხეული
-ყველაზე მაგარი იცი რა არის? სიკვდილის მერე კვალსაც კი ვერავინ დაადგენს... გული გაუსკდა და მოკვდაო იტყვიან
-მოგკლავ ..._წამოხტა ფეხზე გოგონა, მაგრამ ფეხებმა არ გაუშვა და ძირს გაიშოტა. ნიკამ ხელი დაავლო და ისევ სკამზე დაახეთქა. ლელამ ტელეფონი ამოიღო, ხმოვანი რეჟიმი ჩართო და დარეკა.
-გისმენთ_გამოეპასუხა ტელეფონს იქედან ახალგაზრდა გოგონას ხმა . ლელამ მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა.
-თუ ერთ საათში არ დავრეკავ წამალი გაუკეთე _ტელეფონი გაითიშა. ლელამ ახლა ბარბარეს გამოხედა. ტელეფონი მაგიდაზე ფრთხილად დადო და ისე წარმოთქვა_ამ წამიდან ზუსთ ერთი საათი გაქვს იმისათვის ,რომ საბუთებს ხელი მოაწერო.შენ ხელს მოაწერ...მე დავრეკავ... არ მოაწერ არც მე დავრეკავ...
-ნაბიიჭვარო _ამოთქვა ბარბარემ


ანიტამ ლევანის სახლი დატოვა და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. მიხვა ,რომ ლექსო ბარბარეს აუცილებლად მოიკითხავდა მას მერე რაც მთელი დღე არ მისულა. ლუკა იქ იჯდა და რაღაც სისულელეებს ყყვებოდა. ლექსო უსმენდა და იცინოდა.
-როგორ ხართ ბიჭებო?
-ანი ,ბარბარე სადაა? დღეს არ მოსულა...
-მეც ...მეც ბარბისთან ვიყავი და..._ენა დაებლუკა გოგონას. ლუკამ მიხვდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-მერე ?
-ლევანმა მითხრა ბარბი რაღაც საქმეზე გავგზავნეო . აი კომპანიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ვერ ვნახე.
-როდის იყო ბარბი კომპანიის საქმეებს აგვარებდა.
-ოოო რა ვიცი ლევანი ამ ბოლო დროს იჟინებს გინდა თუ არა ბარბიმ კომპანიაში უნდა იმუშაოსო და...
-კაი დაურეკეთ რა დაველაპარაკო. მე ვერ ვხედავ და ვერც ტელეფონს ვაგნებ ...
-განა მე არ მინდოდა დამერეკა. ვურეკავდი და არ მპასუხობდა. გადავირიე მეთქი რა ხდება-თქო და მივაკითხე სახლში თურმე იმ სულელს ტელეფონი დარჩენია.
-რაღაცას მატყუებ ხო ?_იეჭვა ლექსომ. _ბარბი არ წავიდოდა არსად მით უფრო რომ ხვალ ოპერაციას ვიკეთებ. სად არის? _დაიღრიალა ბიჭმა და პალატაში რუსუდანიც გამოჩნდა.
-აქ რა ხდება? მგონი აქ შემომსვლელთა რაოდენობა უნდა ვაკონტროლო.
-ეს რაღაცას მიმალავს_გაურკვეველი მიმართულებით გაიქნია ხელი ლექსომ ,მაგრამ რუსო მიხვდა ვისზეც ამბობდა რადგან ლუკამ ანისნა მე არაო.
-რას გიმალავს?
-სად წავიდა ჩემი შეყვარებული...
-და სად წავიდა?
-ბიძამისმა გაგზავნა საქმეზე. სულ ესაა... თავი მოისაწყლა ანიტამ.
-მერე ამ გოგოს რას ეჩხუბები თუ ბიძამისმა გაგზავნა. იქეთ მადლობა გითხარი , რომ მოვიდა და ამბავი მოუტანა
-მადლობა რა?... _ჩაეძია ლუკა
-მადლობა უთხარიო მაგის თქმა უნდოდა...
-აბა მე რა ვთქვი ?_გაიკვირვა ქალმა
-რაღაც სასწაული თქვით არც მახსოვს წესიერად
-კარგი ხო მეშლება ხანდახან_ თავი იმარტლა რუსომ
-ლევანს დაურეკეთ და დამალაპარაკეთ_მოითხოვა ლექსომ. სამივე იძულებულნი გახდნენ მისი ნომერი აეკრიფათ.კაცმა ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა. როცა ლექსოს ხმა გაიგო ხმაში მხნეობა შეემატა და ისე გამოეხმაურა.
-სად არის ბარბი ?_პირდაპირ კითხა. ნერვიულობისგან სულ დაავიწყდა ვის ესაუბრებოდა.
-სახლში არაა ...გასულია...
-როდის დაბრუნდება?
-არ ვცი, საქმეებს მოაგვაერებს და დაბრუნდება_ლევანმა უცებ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და სიისულელე წამოროშა.
-მაინც და მაინც ახლა უნდა გაგეშვათ მაგ საქმეებზე ,როცა მისი გამხნევება მჭირდებოდა?
-ლექსო ვიცი რასაც განიცდი,მაგრამ ახლა მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და როცა გნახავ ყველაფერს აგიხსნი. შენ ახლა მხოლოდ იმაზე იფიქრე როგორ ჩაივლის შენი ოპერაცია. უკვე მესამე კვირაა ამ დღეს ელოდები და მხოლოდ ამაზე იფიქრე კარგი?
-არც კი ვიცი რატომ ,მაგრამ მგონია,რომ რაღაც ხდება...
-გეჩვენება...დაისვენე და ხვალისთვის მოემზადე.


ლევანმა ტელეფონი გათიშა და ამჯერად ლელას დაურეკა ,მაგრამ ნომერი გამორთული იყო. პოლიციის ოფიცერმა კი წამის წინ გააფრთხილა საუბარი რაც შეიძლება გაწელე ,რომ ადგილმდებარეობა დავადგინოთო. ახლა უკვე საერთოდ აღარ იცოდა როგორ დაკავშირებოდა ლელას და ნიკას.კაცი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ერთ ადგილს ვერ პოულობდა და ვეღარც ფიქრს ახერხებდა. ფული ჰქონდა ,მაგრამ რაში ადგებოდა. ძმისშვილს მაინც ვერ პოულობდა. მის ასეთ მოუსვენრობაში იმ ერთი საათიდან ნახევარი უკვე გასულიყო,რომელიც ლელამ ბარბარეს მისცა საფიქრალად.
სკამზე მიბმულ გოგონას ფეხები და ხელები სულ დაუბუჟდა და ასტკივდა. თოკს ექაჩემოდა,მაგრამ საშველი არსად იყო.
-ხელები გამიხსენით მტკივა_შეუღრინა დედა შვილს
-ტაქსი ხომ არ გამოგიძახოთ?_ გააჯავრა ლელამ
-სად უნდა გავიქცე. აქედნ კარიც რომ გამიროთ მაინც ვერ გავაგნებ გზას. ასეთ მიყრუებულ და ამაზრზენ ადგილას ჯერ არ ვყოფილვარ. ძველი ბარბარეს წიკები გამოავლინა მან.
-მგონი მართალს ამბობს_დაამატა ნიკამ
-საინტერესოა ხელებშეკრულმა საბუთს როგორ უნდა მოვაწერო?
-უკვე მოიფიქრე?_გაუღიმა ქალმა
-გამიხსენით ხელები. ორ ადამიანს როგორ უნდა გაგექცეთ თან დაკეტილ კარში?
-არ გაბედო სისულელეები_გააფრთხილა ლელამ და შვილს ანიშნა გაუხსენიო.
გოგონამ ხელის მტევნები მოისრისა. მერე ფეხებზეც იგრძნო შვება და სკამზე შეიშმუშნა. ყველაფერი სტკიოდა ...სხეულის ყველა წერტილი. იქაურობას ისევ მოავლო თვალი. თითქმის ყველაფერი დააფიქსირა. მერე წამოდგა...გამართვა სჭირდებოდა თორემ უკვე ზურგი საშინლად სტკიოდა.
-რას აკეთებ?_დაუყვირა ლელამ ,მაგრამ გოგონას ეს უკანასკნელი სიტყვები არ გაუგია. მოულოდნელად მოვარდნილმა შავმა ბურუსმა მის თვალებში გაიელვა და გონებამიხდილი დაეცა ძირს.
-ბარბი _დაუძახა ნიკამ
-კარგი მსახიობია
-მგონი მართლა შეწუხდა.
ნიკამ გაფითრებული გოგონა იქვე დამტერილ დივანზე მიაწვინა და სახეზე წყალი მიასხა. მანაც მაშინვე იფხიზლა ,მაგრამ ჯერ ისევ უჭირდა თვალში გამოხედვა. ჭერზე ყველაფერი ტრიალებდა. ნიკა კი ორად ეჩვენებოდა.
-რა დაეტაკა?_ცივად იკითხა ლელამ
-რაც აქ მოვიყვანეთ არაფერი უჭამია.
-ეგ სულ დამავიწყდა,მაგრამ არაუშავს გაუვლის. წყალი დაალევინე ...სანამ საბუთებს ხელს მოაწერს ცოცხალი გვჭირდება_ბარბარემ წყალი მოსვა და ფეხზე წამობანცალდა. ჯერ ისევ ერთმანეთში ირეოდა სილუეტები. სკამზე დაჯდა ,მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. ყურები დაბუგებული ჰქონდა და ხელები გაყინული.
-კარგად ხარ?_კითხა ნიიკამ. ბარბიმ ღონოდ დაუქნია თავი.
-იმ ნახევარი საათის მერე კიდევ ოცი წუთი გავიდა...მოაწერე ხელი...ისედაც ხომ ხვები რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს?
-გაიხსენე რა გითხარი მის მოსვლამდე. არ გააბრაზო-მეთქი_ წასჩურჩულა ნიკამ.
-მართლა გაქვს იმედი ,რომ ბიძაჩემის ქონებას მიითქვისებ შე ძუკნავ ?
-ბიძაშენის არა ...ჩემს ქონებას. მაშინ როცა ეგ მამაჩემის მდიდრულ სასახლეში ნებივრობდა მე მისი კანონიერი შვილი ბინძურ უბანში გაღლეტილ წყვილთან ვცხოვრობდი. მორჩა ქველმოქმედება... მე იმას ვითხოვ რაც კანონით მერგება. ან ნებით მომცემთ ან ძალით მივიღებ. ბიძაშენს მოვკლავ და როგორც მის ქვრივს ყველაფერი მე დამრჩება. ურჩევნია დამიბრუნოს თორემ არ გავახარებ.
-შენთვის ვინმეს უთქვამს ,რომ ავადმყოფი ხარ?_მშვიდად თქვა ბარბარემ. ლელამ გოგონას ისევ სახეში უთავაზა. ისედაც გაბრუებულს კიდევ უფრო მეტად დაუბნელდა თვალებში.
-ოთხი წუთი გაქვს _ხელზე გაკეთებულ საათზე დააკაკუნა ლელამ
-მოაწერე ხელი_ პირველად ამოიღო ხმა ნიკამ
-ისედაც იცის რომ მოუწევს,მაგრამ დროს წელავს.თუმცა სადაც ოცდთექვსმეტი წელი ვიცადე კიდევ ორ წუთსაც მოვიცდი ...ჰო ორი წუთი დაგრჩა_გაიღიმა ქალმა
-არ შეგრჩება იცოდე. ლევანი არ გაპატიებს
-ფეხებზე ეგ შენი ლევანი .
-მოაწერე ხელი ბარბარე_ისევ გაიმეორა ნიკამ. ლელამ ტელეფონის თამაში დაიწყო და თან ბარბაეს გახედა. ქალმა უკან ათვლა დაიწყო ...ნერვების მოსაშლელად ამას საჭიროზე ნელა აკეთებდა. ბარბარემ ქაღალდზე დადებულ კალამს ხელი თვალი გაუსწორა და იგრძნო როგორ მოაწვა ამ ქალისადმი განუზომელი სიძულვილი.
-სამი...ორი ...ისე თუ გინდა ერთნახევარსაც ვიტყვი მეტი დროის გასაყვანად _გადაიხარხალა ლელამ და ტელეფონი ისევ აათამაშა. ბარბარემ კალამს ხელი დასტაცა და ყველა გვერდზე მოაწერა.
სიძულვილისგან იყო შეძრული და ბრაზი ახრჩობდა. ქაღალდები სახეში ესროლა და მთელს ოთახში მიმოიფანტა.

______________
ველი შეფასებებს ...მიყვარხართ ძალიან



№1  offline წევრი dreamer777

Vaimee shevwuxdi kinagam :d magaria gaagrdzele male

 


№2  offline წევრი lisebeth

ძალიან დიდი მადლობა ,რომ ჩემს სიახლეებს კითხულობთ ხოლმე <3 სოფელსი ვარ და ამ თავების დადებას ტელეფონით ძლივს ვახერხებ ...მაგრამ რომ ვიციტ მელოოდებით არ შემიძლია არ დავდო ყოველ დღე <3 მიყვარხართ ყველანი და მიხარია თითოეული თქვენი სიტყვა <3

 


№3  offline წევრი Just give me a Hand . . .

❤️❤️❤️ ძალიან მომწონს ველოდები შემდეგს ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი nini :)

მალე დადე რააა თორე ინტერესი მკლავს ყველა ერთად წავიკითხე ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent