შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ წამართმევენ,სული მაინც დამრჩება[12]


4-08-2015, 12:49
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 031

არა,ეს რიტორიკული კითხვეbი არასდროს მიყვარდა.თან ის რომ მეკითხება,როგორ მაბნევს.მგონი,ქრისტინე არ მოჰყვას რაჭაში,რაც ძალიან მიკვირს.შეყვარებული გყავდეს,გიჟდებოდე მასზე და მთაში არ წაიყვანო.არა,არ მესმის.“იქნებ იმ გოგო სუფთა ჰაერზე ალერგია აქვს“-ჩავიცინე,მაგრამ ვინ მაცალა.კარზე ზარის ხმა გაიsმა.თითქმის სირბილით გავემართე გასაღებად და აბარგებული გოგოები დამხვდენენ.ხმარურიანად ავუწითლე ტუჩებით ლოყები და ბარგის შემოტანაში დავეხმარე.
-მაინც ხომ უნდა გაიტანოთ და რატომ შემოგაქვთ?-ირაკლი სპორტულ ფორმაში გამოვითა და თან ჩვეულად მიღიმოდა.“რა უნდა ამ ბიჭს ჩემგან?“-ვეკითხებოდი თავს და მის მოქმდებას ვერ ვივიწყებდი.მიზეზი ჯერ კიდევ ვერ მეპოვნა.უხამსი აზრები დამთამაშებდა ფუტკრებივით.ერთ „მეს“ ხომ მისი ბაგეების დაგემოვნება სგიჟემდე უნდოდა.“სიგიჟის იქითაც,არა?“-გამოაჯავრა ჩემმა მეორე „მემ“.ტყუპები რომ არიან და სულ კინკლაობენ იმაზე მეშლება ნერვები.
-რატომ ჩაიცვი დაწოლისას ხომ ისევ უნდა გაიხადო?-თვალის ჩაკვრით ვუპასუხე,მამაკაცმა კი მაცდურად გამიღიმა,თითქოს მეუბნებოდა,ნახე რა მოგივაო.
-ჰეი,მოხვედით?-ხატია თმის სწორებით გამოვარდა,გოგოები გადაკოცნა და მერე ძმას დაუბღვირა.
-ჩემი გიჟი დაიკო-ხელში ააკონწიალა ირაკლიმ და ღუტუნი დაუწყო.მის ქმედებაზე მამაჩემი გამახსენა.ადრეულ ბავშვობაში ასე მექცეოდა ხოლმე.ისე ვხარხარებდი,რომ ლამის იყო გამპარვოდა.მერე ვემუქრებოდი.მოვკვდები-მეთქი,რადგან მახსოვს ერთხელ რა მითხრა,ბევრი სიცილით ადამიანი მოკვდებაო.ეს ამის მერე ჩემი კოზირი გახდა.სწორედ ამით ვიძვრენდი თავს,როცა ვინმე შემიღიტინებდა და არ ჩერდებოდა.
-არ წავიდეთ?-კარებთან ავიტუზე და ირაკლის თვალს ვაშორებდი.ასეთი რამ ადრე არ განმიცდია.რაღაც იყო ამ კაცში,მის ვნებისგან სავსე თვალებში,მის გამოხედვასა და ყოველ ქმედებაში,მერე რა ღიმილი იცის,ხუმრობა.მწარეცაა და ძალიან თბილი.ამაზე გამახსენდა ის დღე,როცა მამუკას კლანჭებიდან მიხსნა.რა დამავიწყებს ამას.
-ჩაეყარენით-ირაკლიმ თავის პატარა ზურჩანთა მოიგდო და ღიმილით შემათვალიერა:-რა იყო რამდენი მოგაქვს?-ეგ შენ მოგაქვს ცოტა-ჩავუკარი თვალი და მის წვერს შევხედე.ბაგეები ისე უმოძრავებდა,რაღაც რიტმულად ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე? გამახსენდა დედა რას ამბობდა,შეყვარებული სიყვარულის საგანს და საერთოდ სამყაროს სულ სხვაგვარად ხედავსო.ადრე არ მესმოდა ეს,მაგრამ ახლა კი ნამდვილად დამაფიქრა ცხონებული ნანის სიტყვებმა.
უხმოდ აიღო ჩემი ჩემოდანი და დაბლა ჩავიდა-შენ ფეხით ცადი,ლიფტი ამდენ ბარგს ვერ გაუძლებს-სიცილით მითხრა და ღილაკს თითი დააჭირა-აუ,კარგი რა-მეც შევედი-მალე დაბლა ვიყავით.კიდევ კარგი ლიფტში არაფერი უთქვამს.თუმცა ვერც იტყოდა,რადგან ფილმებს არასდროს ბაძავს.რეალისტი ბიჭია,როგორც თავად ამბობს.
გოგონები მანქანასთან გველოდებოდნენ.ხატია რაღაცას წუწუნებდა და თან ძმას გაბრაზებით უყურებდა.როგორც იქნა,ჩავლაგდით და რაჭისკენ გავემართეთ.გოგონებმა დაიჟინეს უკან დავსხდებითო და მე წინ გამაგდეს,არადა მის გვერდით არ მინდოდა.წარმოდგენა არ მქონდა,როგორ გავძლებდი.
რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ,გოგონებს ერთმანეთზე ჩაეძინათ.
-მძინარებო,გძინავთ?-გაბრაზებულმა გავიხედე უკან და მათ დანახვაზე გამეცინა.გოჭებივით არ დაწყობოდნენ ერთმანეთს.
-მძინარები ეგენი-ირაკლიმ ამდენი ხნის მერე ამოიღო ხმა და აწითლებულს მომაშტერდა.
-შენ გირჩევნია მანქანას მიხედო-ვურჩიე და ფანაჯარაში გავიხედე.
-ამის გახსენებაზე გავაჩეროთ და ცოტა ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი,თან ნაყინსაც ვიყიდდით.აი,ისეთს შენ რომ გიყვარს-შენ რა იცი მე როგორი მიყვარს?-შევეპასუხე და თან მოლოდინში თითების მტვრევა დავიწყე.
-აი,თითებს არ ასვენებ-კარები გააღო,ხელი გამომიწოდა და მაღაზიაში შემიყვანა-ოჯახური სჯობს არა?-მერე კოვზები არ გვაქვს,არც თეფში-გავაპროტესტე და თვალი ავარიდე მამაკაცის საოცარ თვალებს.უკვე საოცარს ვეძახდი ამ ორ თაფლისფერ ნათებას.ამ ორ მკვლელს.რა ხდებოდა ჩემს თავს? განა არ ამბობენ ადამიანს თვალებით სცნობნო?იქნებ ის ყველაზე სულელი და გულუბრყვილოა,ზოგჯერ როგორ გვყიდის.აი,მაგალითაც ჩემი თვალები სულ სხვას ამბობდა,მაგრამ ჩემ ბაგეებიდან სულ სხვა ბგერები ამოდიოდა.
-მაგაზე არ იდარდო-თბილად მომხედა,გამოართვა გამყიდველს ნაყინი და თან ორი კოვზი სთხოვა-ეს კარგია,მაგრამ თეფშები.
-აქედან მივირთმევთ-გამომიწოდა კოვზი და ნაყინის გახსნა აიწყო.ისევ ვუყრურებდი მის დაკუნთულ ხელებს,ვუყურებდი როგორ იძარღვებოდნენ ისინი.ასე სჯობდა,რადგან მისი თვალები ისე მაბნევდა,რომ ამ ხევშიც კი გადავიჩეხებოდი.
ჩვენს წინ,მართლაც ლამაზი ხედი იყო.ლამაზი არა,მშვენიერი,გასაოცარი და შესანიშნავი,როგორც ირაკლის თვალები.ხევიც ლამაზი იყო,სულ მწვანე და ხასხასა.ის არასდროს ფირობდა,ალბათ,რომ სხვის მდელოზე უკეთესია,თორემ ასეთი ბედნიერების მატარებელი არ იქნებოდა.ის,ვინც სხვაგან ეძებს ნათელსვ,ვერასდროს იპოვის მას.პოზიტივი და ღიმილის მიზეზი უნდა ეძებო იქ,რაც შენ გეკუთვნის,რისი მოპოვებაც შეგიძლია და არ უნდა გადახვიდე სხვის ღობეში,რომც მის ხეებს უფრო მსხვილ-მსხვილი ვაშლები ესხას.დაიმახსოვრე,რომ შეიძება ის ვაშლები უგემური და ჩამჟავებული იყოს.ამას კი ვფიქრობდი,მაგრამ განა შემეძლო,არ შემეხედა მისი ჭინკებიანი თვალებისთვის.ეს ჭინკები ხომ ეშმაკები იყო,ოღონდ კეთილი ეშმაკები,სიყვარულის მარადიული ეშმაკები.
-რას ჩაფიქრებულხარ? დააგემოვნე-ამხედა და მანიშნა,აი,მეც ვჭამო.მორიდებით გადავშვი ერთი ლუკმა და თავი დავუქნიე,კარგია-მეთქი.მთელი ყუთი უჩუმრად გავათავეთ.მერე გავისეირნოთო,შემომთავაზა.
-დაგვაგვიანდება-წავიბუზღუნე და ძირს დავიხედე.-განა ჩემი სახლი არაა,როცა მინდა მივალ და როცა მინდა წამოვალ?
-რა შენ მუდამ წესების გარეშე თამაშობ?-არ ვიცი,რამ მაკითხვინა ეს,მაგრამ,მგონი, ააღელვა ამ კითხვამ.
-არ ვიცი,ანი.ძნელია,ამაზე პასუხი.მოდი,უბრალოდ დავტკბეთ ამ მშვენიერებით.მიჩვენებდა ბუნებას და მიხსნიდა,ეს ის ხეა და ეს ისო.მეც ყურადღებით ვუსმენდი.ლამაზ მინდორში ჩამოვსხედით,წყალი მინდაო ვთხოვე და ისიც წყაროზე გაიქცა,მაგრამ მალევე დაბრუნდა,წამომყევიო.მეზარება-მეთქი,მაგრამ ,როცა ხელი ძლიერად ჩამკიდა და ტავისკენ მიბიძგა ვეღარ ვუთხარი უარი.სამას მეტრში იყო წყარო,რომე,იც თავისუფლებას ანსახიერებდა.მისი ქროლვა უბრალოდ დამატვევებელი იყო,თვალისმომჭრელი.ჭიქის გარეშე მომერიდა დალევა და ირაკლის შევეწინაარმდეგე,პირველად მე არ დავლევ-მეთქი.
-გოგო,საწამლავი კი არაა?-ჩაიცინა და წყალს დაეწაფა-მშობლიური წყალი მაინც სულ სხვაა,სუფთა და ჯანსაღი.აბა,ის რა არის,ონკანში რომ მოდის?-შემომხედა და აღელვება შემატყო.მის თითოეულ სიტყვაზე როგორ მეტანება ეს უკანსკნელი?თავადაც კი ვერ ვხვდები და ვგიჟები.სხვის მდელოზე ბალახი უფრო გემრიელია,არა?-თავს ვეკითხები და თვალებს ვუბრიალებ,თითქოს ამ უკანსკნელს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს,მაგრამ ასეთია ჩვენი,ადამიანთა,ბუნება და ესაა.მუდამ გვაწყნარებს და გვამშვიდებს რაღაც,რაღაც აღუწერელი თუ აუხსნელი,გვონია,რომ ვიპოვეთ იმკარის გასაღები,რომლისკენაც მუდამ მივისწრაფით,მაგრამ ასე არ ხდება...და გვწყდება გული..ზოგჯერ გვიკვდება კიდეც ის და მერე დეპრესირებულები გვდივართ ლოგინზე,მაგრამ მაინც არ ვკარგავთ იმედს და ჭერს თეთრი ანგელოზისა თი კეთილი ეშმაკის მოლოდინში მივშტერებივართ..მაგრამის ზოგჯერ იგვიანებს და ამასაც ვეშვებით,ზოგჯერ საერთოდ არ მოდის და სიგიჟის ღვრამდე ვაღწევთ..მერე კი..მერე რა ხდება უკვე სათქმელად ძნელია.
-ჭიქის გარეშე მომერიდა-განუვარტე ირაკლის და გამიკვირდა.მასთან ამის თქმა დიდ ნდობას ნიშნავდა..ნუ,იმ წამს ასე ვფიქრობდი.ორივე ხელი ერთმანეთს მიადო,მაგრამ წყალს არ შეუსვირა,ცოტა ხანს დაელოდა,მერე შეავსო,გაიწმინდა,ახლა ყველაზე სუფთააო და შემომტავაზა.უხერხულად დავიხარე და ტუჩებით დავეწაფე წყაროსა და ირაკლის წყალს.ისეათი გემრიელი იყო,მითუმეტეს,მისი ხელებიდან.სულ არ ვფიქრობდი,როგორი ცივი იყო,როგორი ანკარა,როგორი სუფთა და როგორი ჯანსაღი,რადგან მას იმ მამაკაცის,იმ ადამიანის,ხელებიდან ვსვამდი,რომელიც უკვე ჭკუას მაკეტინებდა...
ზოგჯერ ვიწექი ლოგინზე და მას წარმოვიდგენდი..ნუ,ზოგჯერ არა,ყოველთვის,ყოველ ღამე...ვაღიარებდი,რომ ის იყო ჩემი ოცნების მამაკაცი.სწორედ ის,რომელსაც შვიდი წლის ასაკში თეთრ რაშზე ამხედრებულს ველოდი ფანკრის მინაზე მიკრული,მაგრამ მრცხვენოდა და მტკიოდა..ვნანობდი,რომ გულს ვერ უბრძანებ,რომ ის სულელია და მუდამ ჩვენს წინააღმდეგ მიდის.მუდამ არა,მაგრამ ხშირად.მუდამს არ ვიტყვი,რადგან ის ასეთი დაუნდობელიც არაა.არ მიყვარს,როცა სირთულეებს ზედმეტად აბუქებენ.
-როგორი იყო?-ტუჩებდაპრუწულმა ავხედე და ცერა თითი დავანახე.-ენა ჩაგივარდა?-თვალები ისევ აათამაშა-ჩემი ხელებიდან შოკი იქნებოდა,შოკურად გემრიელი,არა?-ამ კითხვას არ ველოდი და ფეხი დამიცდა,წყაროში ჩავეხეთქე და უაზროდ წავიბუზღინე.ამ უნამუსომ კი ხელიც არ გამომიწოდა,იცინოდა და იცინოდა.მეც რომ მას ვუყრუებდი.
-როგორი დაბდურა ხარ-ირონიაშერეული ხმით ამაყენა და ტანზე დამაკვირიდა-სულ სველი ხარ,გაცივდები.
-ამ სიცხეში?-არც მე შევარჩინე და გაბრაზება არ შევიტყვე.რამ გამაბრაზა? ალბათ,მისმა ტვალებმა ასე რომ მიყურებს,მიწვევს,მაგრამ ვიცი,რომ ისინი მე არ მეკუთვნიან და გული ორმაგად მწყდება.
-მაგაში მართალი ხარ,მაგრამ მანქანაში ასე ვერ დაგვსვამ,დამიტბორავ ყველაფერს-გავშრები-არ დანებდი.
არაფერი უპასუხია და ასე მივუახლოვდით მანქანას,საიდანაც ვიღავის ხვრინვა მოისმოდა.
-გოგო,ვერ დაველოდები შენს გაშრობას-ისევ გამომიწვია და თვალებში რარაცის ძებნა დამიწყო,მერე ხელი სველ მაისურზე წამავლო და ნიშნის მოგებით გამიწურა.
-ტანსაცმელი მომაქვს,არ იდარდო-გამოვაჯავრე,მაგრამ საბარგულისკენ წასულს ისე შემომიბდღვირა,რომ ადგილზე შევყრი-ამოლაგებას აქ ვერ დაიწყებ,პატარა-რატომ პატარა,კიდევ კარგი არ ვკითხე,თორემ მის მზერას,თანაც საყვედურებით სავსეს,აბა,რა გაუძლებდა? განა გაუძლებდა ჩემი სუსტი გული?
გვერდით გაიწია,ხელები ასწია და მაისური გაიძრო.მის მოქმედებას ისეთი ინტერესით ადევნებდი თვალს,რომ ყოველ მომენტში ვფიქრობდი,რას აპირებსო-ჩაიცვია და შემოხტი-გამიღიმა და მანქანაში ცაჯდა.-შენს თვალწინ?-მხრები ავიჩეჩე.
-მანქანის უკან-მიმანიშნა,არ გიყურებო და ტელეფონში რაღაცის ძებნა დაიწყო.გავივრე სამოსი და მისი მაიკა გადავიცვი.ისეთი ფართო და გრძელი მქონდა,მაგრამ არ მადარდებდა,თუმცა მისი სურნელი,რომელიც ჯერ კიდევ ასდიოდა მაისურს,გონებას მიბნევდა.განა არ მომწონდა მისი სურნელი,მისი სუნამოს სუნიც კი მაგიჟებდა.საერთოდ ყველაფერი,რაც უკავშირდებოდა ამ მამაკაცს.
მის გვერდით დავჯექი და ალმაცერად გადავხედე.ამათვალეირა და მერე ცაილაპარაკა:-ცუდად არ ხარ.-ოჰ-ამოვიოხრე და ტელეფონში ავიხედე.მანქანა დაძრა და მერე არც ერთს ამოგვირია ხმა.რაჭაში რომ შევდიოდით გოგონებსაც გაეღვიძათ.
-ირაკლიმ რამე დაგალევინათ?-ხუმრობის ხასითზე დავდექი და გოგონებს გავხედე.სიინი კი მე მომშტერებოდნენ.მგონი,ჩემს ახალ იმიჯს ათვალიერედნენ.
-რა შენ?-ხატიამ ძმას ღიმილით ახედა,თითქოს დასცინო,რაღაცაში გამოგიჭირეო.
-ეს ბოთე მდინარეში ჩახტა და მეც მაცვლევინა იმიჯი-სირცხვილი ხომ არაა?-შემომხედა მე და ისევ ისე გამიღიმა.იცი,რომ ვერ ვიტან მის ასეთ გამოხედვას,ვერც მის ღიმილს და ასე სპეციალურად იქცევა.იცის ბიჭმა ქალების სუსტი მხარე,იცის,როგორ მოგვხიბლოს და რა ქნას.
-ჩვენ სანამ გვეძინა რამდენი გიცუღლუტიათ?-ნათიამაც ამოიღო ხმა და ნაყინის ყუთს,ნაყინის ყუთს მოჰკრა თვალი და გაიბღვირა.
-ვუთხარი გადააგდეო,ეს კი ბუნებაზე ფიქრობს-ვითომ თავი ვიმართლე,ირაკლი კი ისევ ისე იღიმოდა.
^^
-რა არეულობაა-ხატია ისე გამოვარდა ოთახიდა,თითქოს შემზარავი მოჩვენება ნახაო.
-იმდენი ხანია,რაც არ ვყოფილვართ და რა იქნებოდა-ირაკლიმ ბარგის შემოტანა დაასრულა და გოგონები გონებაში გადაგვთვალა.
-აუ,რა ვქნათ-ნათია სკმაზე ისე დაჯდა,თითქოს მთელი დღე რაღაცით დაგვეღალა,არადა ძილის მეტი არაფერი ჰქონდა ნაკეთები.
-შენ გგონია ამდენი გოგო ტყუილად წამოგიყვანეთ?-დამცინავად ჩაიღიმა და მაცივარი გამოაღო,ცარიელია.წავალ მაღაზიაში და თქვენ დატრიალდით-კარები გამოაღო და გავიდა.
-აი,რატომ არ წამოიყვანა ქრისტინა-ხმამაღლა დააწია ხატიამ და სკამიდან მძიმედ წამოდგა.
ძველი ცოცხი გამოვიტანე,პოლისჯოხი ნათიამ იპოვა,ჩვრები მარიმ და სახლის დალაგებას შევუდექით.ბოლოს ისე დაიღალნენ და დარჩენილი ჭუჭყი მე დამიტოვეს,მაინც ცოტააო.სამივენი ჰამაკში ჩასხდნენ და ჭორაობა გააბეს.მე მაინც განვაგრძე საქმიანობა და თან საათს ვუყურებდი,ირაკლი ამდენ ხანს სადაა-მეთქი.
-გოგონებო,უკვე მორჩით?-ირაკლი რაღაცს ღეჭავდა და ისე მოდიოდა სახლისკენ.
-ცოტა დარჩა და ანი ალაგებს.რას ჭამ?-ხატია ჩააცივდა ძმას და კისრზე ცამოეკონწიალა,ლამის იყო პირში შეძვრომოდა.
-რამდენი რაღაც გიყიდია-წამოენთნენ ამრი და ნათია.
-მოვრჩი-გაღიმებული სახით გამოვედი და ვანიშნა,შიგნით შემოდიოთო,თან ირაკლის ხელები გავუნთავისუფლე და მაგიდისკენ გავემართე.
საღამოს ტყეში გავედით.ირაკლიმ დაიჭინა კარგი „პონტი: იქნებაო და ორი ძმაკაციც წამოიყვანა.ბიჭებმა ცეცხლი გააჩაღეს და გარშემო შემოვუსხედით.თურმე მჭვადის „მოწყობილობებიც“ მოჰქონდა,მხოლოდ კახელებმა კი არ იციანო და ამაყად შეუდგა ტავის საქმეს.
ზურა და დემნაც დაეხმარნენ,მარტო ვერ დაგტოვენთო.ქალის საქმე მე გადმომაბარეს,კარგი დიასახლისიაო,ირაკლიმ შემაქო და ბიჭეს გაუბა საუარი.
ზურამაც და დიტომაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენზე,თუმცა თურე ჯერ სად ვიყავით,როცა ირაკლიმ გიტარა ააგუგუნა,ბიჭებიც აყვნენ სიმღერაში.“შატილის ასულო“ააგუგუნეს და ძლივს გაჩერდნენ.ვაკვირდებოდი მამაკაცის თითოეულ მოძრაობას და აღფრთოვანებული ვიყავი.არ მეგონა გიტარაზე თუ უკრავდა.მორიგი სიუპრიზი იყო ჩემთვის და ლამის იყო ქრისტინა შუაზეგამეგლიჯა,მაგრამ,როცა დავფიქრდებოდი და გააზრებულად დავიწყებდი აზროვნებას,ამ ყველაფერს ნაგვის ყუთში ვისვრიდი,როგორც დედა მეუბნებოდა ბავშვობისას ცუდს საქციელსა და სიტყვებზე ურნაში ჩააგდეო.
-ყველა ნიჭს ერთბაშად არ ამჟღავნებს ჩემი ძმა-ხატიამ ისევ წაკბინა ირაკლი და გამრკვებული სახით შეხედა-ისე ქრიტინე ჩემს საპატივცემლოდ არ წამოიყვანე?როდის მერე ითვალისწინებ ჩემს აზრს?-ხატია რაღაც მოუვიდა თავში და მაშინვე შეუტია ძმას.თუმცა რა რაღაც,ამაზე დიდი ხანის ნაფიქრი ჰქონდა,მაღაზიაში მიმავალსაც ხომ მიაძახა ქრისტინეზე.რას გადაეკიდა ამ გოგოს.
ირაკლიმ ოდნავ შეუბდღივირა და ზურგი აქცია.ამ ბოლო დროს ქრისტინეზე საუბარს ერიდება.რატომ ვერ ვხდები,მაგრამ ასეა.ათასი რამ ვიფიქრე ამ საკითხთან დაკავშირებით,მაგრამ ბოლოს შევწყვიტე ტვინის ტყუილად დაღლა და ნერვების დაოკებას შევეცადე.
-სახლში არ წავიდეთ?-ხატია ფეხზე წამოდგა და გამომხედა.
-მე არ მეძინება და აქ მომწონს-ნაზად გავუღიმე და გოგონებს გავხედა,რომლებიც ფეხზე წამოდგნნე,წავალთო და ნათიას აედევნენ.ზურა და დემნაც ახტნენ,ხვალ საქმეები გვაქვსი,ჩვენ თქვნენაირად დასასვენელბლად კი არ ვართო.
ირაკლიმ ფეხზე მდგრები შეათვალიერა და საყვედურიც შეხედა,მერე მე,რომ დამიგულა წინ,სახე გაუნათდა და წამსვლელებს ტკბილი ძილი უსურვა,გიტარა ზურას მიაწოდა,წაღება არ დაგავიწყდესო.იმ მომენტში არ ვიცოდი სად გვაქცეულიყავი,მაგრამ მარტო დარჩენილი ვეღარ შევიცვლიდი აზრს.“ასე თავს გამოაშკარავებ“-გავიფიქრე და ცეცხლს შევხედე.
-არ გცივა?-ეტყობოდა,რომ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ბანალური კითხვით მომიჯდა გვერდით-ცივა რაჭაში,მითუმეტეს,ზამთარში-მერე დასძინა და ქერა კულულებში ხელები შემიყო.
-არც ისე-თავი გავაქნიე და მის მოქმედებას დაველოდე.-არ გაცუვდე,თორემ მერე მე დამაბრალებ-ჟაკეტი მომაცვა და თვალები გამისწორა-არ დაგავიწყდეს,რომ რამდენიმე დღეში ვენახში უნდა გამომყვე-თითქმის ერთ კვირაში-შევუსწორე და ცეცხლის ალს ისე მივადევნე თვალი,რომ ლამის იყო მასთან ერთად ავფრენილიყავი.
უცბათ დამაჟრიალა.კიდევ კარგი მთელი სხეული დაფარული მქონდა,თორემ დახორკლილს რომ დამინახავდა,ისე დამცინებდა,რომ ჭარხლად ქცევას ერ გადავურჩებოდი.ხელი ჩემსზურგზე ჰქონდა და თვალებით ლამის იყო მოვეკალი.“მეგობრები განა ერთმანეთს არ ხვევენ ხესლ.რა გემართება?’-თავი დავამშვიდე და ირაკლის კითხვით მივვართე:-აქ ძილი საშიშია?-რა შენ გეძინება?-კითხვითვე მიპასუხა და ხელით მაგრად მიმიკრა გულზე,რაზეც შევეცადე მინიმალური რეაქცია მქონოდა და თვალები მივლულე.
დილას რომ გავიღვიძე თავი მის ჩანთაზე მედო.ის არ ჩანდა.თავიდან შიშმა ამიტანა,მაგრამ,როცა ფეხზე ავდექი და თვალებით დავუწყე ძებნა,მალევე შევამჩნიე ჰორიზონტზე ნაცნობი სილუეტი,რაზე მტელ სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.
-შემეშინდა,რომ ვერ დაგინახე-გამოვუტყვი ირაკლის და გავიზმორე.
-როგორ მოხდა,რომ გაიხსენი-ხელი მხარზე დამადო და მანიშნა წავედითო.
-ვნახოთ,რას დაგვახვედრებენ-გამიღიმა სახლთან და ერთად ავუყევით კიბეებს.
^^
რაჭა შემოგვატარა,რასაც ქვია.აი,მაგალითაც,ერთ დღე ნიკორწმინდის ტაძარში მიგვიყვანა.თან როგორ გვიხსნიდა ტაძრის ისტორიაას,გაგიჟდება ადამიანი.ეტყობდა,რომ დედულეთი ძალიან უყვარს.ბებია-ბაბუაც გაიხსენა და მათ სახელზე სანტლებიც დავწვით.შევამჩნიე,როგორ მოადგა თვალზე ცრემლი დაახლოებით ათი წლის წინ გარდაცვლილზებზე და ჩემს თვალში უფრო აიწია ირაკლი.მგრძნობიარეც ყოფილა,მაგრამ ზოგჯერ არ ცდილობს გამოამჟღავნოს ეს თვისება.
გარეთ რომ გამოვედით ხელით მიგვანიშნა.მოკლემკლავიანი სწორკუთხა ფორმისაა გარედანო,რაც მაინც და მაინც ვერ გავიგე,მარგამ არ ჩავძიებივარ და განვაგრძეთ გზა.
რაღაც ციხეში წაგვიყვანა და თან ეცინებოდა.გაგვიკვრიდა ყველას,მაგრამ ხატიამ მალევა ახსნა მისი ბაგეების მდგომარეობას ფარდა,ეს მინდა ციხეაო.
-აი,შენ რომ ხარ სულ მინდა-მინდა-გამოაჯავრა და-მართალია,კინკლაობისა და გმოჯავრების გარეშე დღესაც ვერ ძლებენ,მარგამ საუკეთესო და-ძმა არიან.
-ისე სოფელ წესთან ახლოს ვართ და წესებიტ იმოძრავეთ-ხატიამ წაბები მაღლა აზიდა და დასახელებულ სახელზე თავადაც ჩაიცინა.
-ხშირია უცნაურსახელებიანი ადგილები-ირაკლის თვალები გაუფართოვდა ჩემს მადიან სიცილზე და ლამის იყო პირში შემომხტომოდა.ნუ,მე ასე ვიფიქრე.ისე იქცევა,რომ მიკვირს.ზოგჯერ მგონია,რომ უფრო მეტად ვაინტერესებ,ვიდრე მეგობარი,მაგრამ მაინც აზრზე არ ვარ რა ხდება მასში.ქრისტინაზე სიტყვას ვერ ძრავს და ვინმე თუ მის სახეს ახსენებს ლამისაა იმ ადგილიდან აორთქლდეს.
^^
იმ დაახლოებით ერთ კვირამ მალე გაიარა.იმ დღეს გოგონებზე უარი თქვეს ვენახში წასვლაზე.მეც აღარ მინდოდა,მაგრამ შეპირებული ვიყავი და ირაკლი არ მაპატიებდა პირობის გატეხვას,ამიტომ გავყევი.
-წინასწარ არაფერს უნდა დაპირდე ადამიანს,მითუმეტეს,ირაკლისნაირს-სიცილით მომაძახა ხატიამ და გოგონებს გვერდით მიუჯდა.
-შენ გეცოდები მარტო-თვალი ირონიით ჩამიკრა და მანქანა დაძრა.

ველი შეფასებებს.ცოტა შემაგვიანდა დადება მგზავრობის გამო.მიყვარხართ.



№1  offline წევრი dreamer777

Dzalian kargia^_^

 


№2  offline წევრი თათა

აი ძალიან ძალიან კარგი იყოოო <3 :*
--------------------
tatukakhorava

 


№3  offline წევრი lamazi gogona

ამმ როგორც ყოველთვის სასტიკად საინტერესომდასაოცარი

 


მმმმ.....საშინლად მომწონს.ველი შემდეგს.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent