სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[11]
წიკვინით ავდექი ლოგინიდან,რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი,ფეხი კედებში გავყავი და კინწისკვით სამზარეულოში გავიქეცი,იქნებ ჭამაც მოვასწროო.ირაკლიმ გამომხედა ნიშნის მოგებით,რა სწრაფი ყოფილხარო და ყავას მიუბრუნდა.მეც გავიმზადე ამერიკანო და მაგიდასთან დავჯექი.მამაკაცმა ბლინები შემომთავაზა,დღეს გავაკეთეო.მართალია,გამიკვირდა,მაგრამ უჩუმრად ჩავკბიჩე და ისე მომეწონა,რომ დუმილი ვეღარ შევინარჩუნე. -არ ვიცოდი კულინარიული ნიჭიც თუ გქონდა-კიდევ ბევრი რამ არ იცი-თვალები აათამაშა და ჩანგალი ბლინს დაასო. როგორ მომწონდა სამზარეულოში მოფუსფეუსე მამაკაცი.“რა სექსუალური იქნება,როცა რამეს ამზადებს“-ისევ მის არსებას მოვეცვი და ისევ ლამის იყო მის თვალებში ჩავმძვრალიყვი,თვალებში,რომლებიც მრავლისთქმელი და ყოვლის მცოდნე მეგონა. მეტი აღაც გვისაუბრია,ხატია შემოვარდა ოთახში ორივე წამოგვაგდო,წავედითო და კარები ჩაკეტა.ირაკლი საჭესთანაც ყავას მისტიროდა,ვერ დავასრულეო,და კი მუჯლუგუნს კრავდა.ისეთი თბილი ურთიერთობა აქვთ,რომ უფრო მანდომებენ დას ან ძმას,რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია,რომ შენი სისხლი და ხორცია,უყვარხარ და მასთან გრძნობ,რომ შენ ხარ შენ. ირაკლი საყურებლად შემოვიდა.გამიკვირდაქრისტინე რომ არ წამოიყვანა და კინაღამ ვკითხე,თუმცა თავი შევიკავე და აწითლებას კიდევ კარგი თავი ავარიდე.ორმაგად ვღელავდი,რადგან მამაკაცი მაყურებელთა რიგებში მეგულებოდა.“იმედია,არ დაიწყებ თვალების ცეცებას“-გავუმეორე საკუთარ თავს და ბიკინში გამოვეწყვე. გული სწრაფად მიცემდა.საშინლად მინდოდა გამარჯვებულის გამოცხადებისას ჩემი სახელის გაგონება.ეს მომენტი უკვე გონებაში რამდენჯერმე გავითამაშე,მაგრამ სცენაზე გასვლისას მაინც საშინლად ვნევიულობდი. შუქები აინთო,ხალხის შეძახილები დაიხშო და ჩემი რიგიც დადგა.ოპტიმისტი „მე“ გავაღვიძე და თამამად წავედი სცენისკენ,ვიცოდი,რომ საიდანღაც ირაკლი მიყურებდა.აი,მზერაც დავიჭირე,მაგრამ მალევე ავარიდე.რას იფიქრებდა კაცი,ყოველ შემთხვევაში შეყვარებული ჰყავს.“მალე ცოლადაც მოიყვანს,არ გახსოვს ქრისტინემ რა თქვა?“-ალტერეგომ ჩამაშხამა ფიქრები,მაგრამ მაინც თამამად მივაბიჯებდი და არაფერს ვივიწყედი,რაც კი რეპეტიციებზე მითხრეს. კულისებში ხატიას გველივით მივტმასნოდი და დროის გასვლას ვუცდიდით.თან ფიქრებში ირაკლისთან ვიყავი.“ნეტავი რას ფიქრობს?როგორ გამოვედი?“-მეწყინა,რომ თავს სხვა რამისკენ ვერ ვუბიძგებდი.ზოგჯერ ერთ-ერთი „მე“ მამხნევებდა,ვინ არ დაშორებია შეყვარებულსო და ამაზე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მაგრამ ფიქრები მალე გაიფანტა,როცა გამოაცხადეს,ყველა მონაწილე სცენაზეო,სიხარულისგან შევხტი,რადგან ახლა დასრულდებოდა ყველაფერი,აღარ მომიწევდა ნერვიულობა ან სიხარულის პიკს მივარწევდი და ან გაღიმებული გადავეკვანძებოდი სხვა მონაწილეებს... -ანა ფიფია-ჩემი სახელი რომ გავიგონე ვიფიქრე,მომესმაო.აშკარად,,რომელიმე „მეა-მეთქი და თვაალები დავძაბე,მაგრამ გვირგვინი და მე დამადგეს რაღაც ჩამომკიდეს..ყველა მე მეხვეოდა,მინდოდა მეკითხა,რატომ-მეთქი,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გავრვეულიყავი მდგომარეობაში. ხატია მილოცავდა და მილოცავდა..გაისმოდა საამო შეძახილები და მივხვდი,რომ ადრენალინისთვის ბევრი რამ ღირს. გარეთ გასულმა ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და გამახსენდა,რომ სექტემბერში ამერიკაში ახალი კონკურსები მელოდა.“მაგრამ ჯერ უნდა დავისვენო“-გავუმეორე საკუთარ თავს და უეცრად ირაკლის შევეჩეხე.ყვავილების შეკვრა ეყიდა და გაშტერებით მიღიმოდა.გამომიწოდა და ნაზად შემეხო ტუჩები ლოყაზე,ავწითლდი და გონებაში ისევ უხამსი აზრები მომაწვა-“ნამდვილად რომ ეკოცნა,რა დამემართებოდა“. ხატიასაც გადაეხვია და ნიშნის მოგებით ანიშნა ჩემზე,მოგიგოო,დამ მუჯლუგუნი კრა და გულზე მიეკრო. -უნდა აღვნიშნოთ-ირაკლიმ დაიჟინა,მაგრამ ხატიამ კლასელს უნდა გამოვართვა კონსპექტი,მასწავლებელმა დამირეკა დღესო,“ტაქსი“ გააჩერა და გაიქცა.მინდოდა მიმეძახებინა,არ დამტოვო-მეთქი,მაგრამ ირაკლის საყვედურებს ვერ გავუძლებდი. -აბა,რას იტყვი?-შემომხედა და ამათვალიერა-მგონი,სჯობს ჩვენც წავიდეთ.თან გამოძინება მჭირდება-მიზეზების ძებნა დავიწყე,მაგრამ ბიჭმა არ დამანება-კარგი,რა.ახალგაზრდა ხარ თუ ბებერი?-საბოლოოდ ვეღარ შევეწინააღმდეგე და მანქანაში ჩავჯექი. ქალაქგარეთ კარგი ადგილი ვიციო და ჩემს თანხმობასაც არ დაელოდა.რესტორანში ჯენტლმენურად რომ შემატარა,გული გამითბა,მერე სკამი გამომიწოდა და მენიუზე მიმანიშნა. სასმელზე ისევ ახსოვდა და ჩემს ჭიქას ვერ აშორებდა მზერას.თავი კონტროლი მის ხელში კი ვისწავლე და მხოლოდ რამდენიმე ჭიქით ვიჯერე გული.საკმაოდ კარგი მოსაუბრე ყოფილა.კინოზეც კი ჩამოაგდო სიტყვა,არადა მეგონა,რომ მხოლოდ სპორტში იქნებოდა ჩაძირული.გამიმხილა,წელს ვამთვრებ ბიზნესისა და მართვის მაგისტრაურასო.თან ისიც დასძინა,ამას ყველას არ ვეუბნებიო.მაგისტრატურა,რომ ახსენა თავლები დავქაჩე და გაკვირვებით შემომხედა.ისევ ვხედავდი მის თვალებში ნაპერწკლებს,რომელმაც ჩემში ქალი გააღვიძა.განა მისი ბრალი იყო,მე რომ ამოვიჩემე.“სხვის მდელოში უფრო მწავეა ბალახი“-ალტერეგომ გამომაჯავრა.გამომაჯავრა,მაგრამ განა არ მაინტერესებდა ეს? ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობ.იმ დროდან,როცა მამა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას გამოეთიშა და სხვაგან დაიწყო ძებნა იმისა,რასაც ბედნიერება ჰქვია. -ჰო,ბებერი ვარ თუ რა?-ირონიით მკითხა და პასუხს დაელოდა.ცოტა ავწითლდი და პასუხზე ორიოდე წუთში ჩავფიქდი. -უბრალოდ მე სკოლა ახლა დავამთავრე და ეს ყველაფერი უცხოა ჩემთვის-ჩავილაპარაკე და დესერტი გადავიღე,ჩანგალი დავასე და ერთი ლუკმა პირში ჩავიდე,რათა სიტუაცია განმემუხტა. -24-ის ვხდები-გამიღიმა და თან მანიშნა,შენი ასაკი ვიციო. ოჯახზე არაფერი უკითხავს.ალბათ,ხატიამ უამბო და არ უნდოდა ჩემი ცრემლები დაენახა.ქრისტინე რატომ არ წამოიყვანე -მეთქი ვკითხე,როცა სახლს ვუახლოვდებოდით,რაზეც არაფერი უპასუხია. იმ საღამოს ხატია გვიან დაბრუნდა,მე კი მას ველოდებოდი.პირველ საათზე მისაღებში ვიჯექი და საათის ისრების წიკ-წაკს ვუგდებდი ყურს.სიჩუმე ირაკლიმ დამირღვია.-შეიძლება დავჯდე?-ღიმილით მკითხა და პასუხა დაელოდა.“რა უსინდისო ბიჭია.განა მისი სახლი არაა?“-გავუღიმე და ვანიშნე,დაჯექიო. ხელში ბოთლი ეჭირა და ისევ მანახა,როგორც ბავშვს კანფეტს ანახებენ ხოლმე.-რაჭაში ვენახი გვაქვს,ალბათ,გითხრა ხატიამ-სასიამოვნო ხმა გააჟღერა და ფეხები მაგიდაში აუყარა. -კი,მითხრა-მორიდებით ვუპასუხე და მის სასიამოვნო ხმას უფრო დაკვირვებით დავუგდე ყური. -იქიდანაა-მანიშნა ჭიქაზე,გაშინჯეო-უარი ვერ ვუთხარი და შევუქე.მერე დამიწყო რაჭულ ჯიშებზე მოყოლა.ერთ კვირაში უნდა ჩავაკითხო ვენახს,შევათვალიერო და შენც უნდა წაგიყვანოო,დაბეჯითებით მითხრა. -რომელი ექსპერტი მე მნახე?-თვალი ჩავუკარი და ამ დროს ხატიაც გამოჩნდა.ოთახში დაღლილი შემოვიდა,მაშინვე ავხტი და გადავეხვიე.ირაკლი არც განძრეულა,წარბები ასწია და ოთახი დატოვა. -კარგად უგებთ ერთმანეთს,ჰო?-ყავას ვადუღებდი,ანა კი კითხვებს მაყრიდა.მერიდებოდა,რომ ჩემს სიმპათიებზე ვერ ვუყვებოდი,ვერც მას და ვერც სხვებს.ზოგჯერ ეს ფლირტზე მეტიც მეგონა,მაგრამ თავს ამის გაფიქრებასაც კი ვუკრძალავდი. -კი,რაჭულს ვენახზე მომიყვა...-აუ,სულ მასეა-ჩაიცინა და ყავის ფინჯანი გასარეცხად წაიღო.-მე გავრეცხავ-გამოვართვი და არც ის შემეწინააღმდეგა. მეორე თუ მესამე დღეს მაღაზიაში ჩავედი,როცა ნაცნოი სილუეტი დავინახე და სახეზე ფერი მთლად დავკარგე.მამუკა იდგა და მომშტერებოდა. -სადმე ხომ არ წამოხვდოდი ჩემთან ერთად?-დაიწყო პატარა ბიჭივით და თან სახეზე სისწითლეს მიმოწმებდა თავისი გადმოკაკლული თვალებით. -არა,მადლობ.. -საკმარისად აგიხსენი,რას ვგრძნობ.ახლაც მინდა,რომ შენი ტუჩებით ჩავიტკბარუნო პირი.გითხარი,რომ თავს ვეწინააღმდეგებოდი,მაგრამ ეს სიყვარულია.მესმოდა,რას ლუღლუღებდი იმ ღამეს,სხეული წაართვეს დედაჩემს,მაგრამ არა სულიო.კოცნის წარმევით ნებასაც არ მივცემ იმ არაკაცსო.შემეცოდე და გული ჩამწყდასავიტ,მაგრამ ახლაც იგივეს მცდელობა მინდა.მინდა,რომ გადმოხვიდე და მინდა,რომ ჩემი გახდე. -ზედმეტი მოგდით.მე როგორ გიყურებდით იცით და ახლა ყველაფერს თელავთ-მკლავი ძლიერად შემახო და ის იყო უნდა დამეკივლა,როცა ძლიერი სხეული ჩადგა ჩვენს შორის,მამუკას ხელი აღარ მეხებოდა და თავისუფლად ამოვისუნთქე.მხოლოდ დამშვიდებისას შევამჩნიე ირაკლი,რომელიც მამუკას რაღაცას ელაპარაკებოდა.თვალ წინ წარმომიდგა სიტუაცია,რომელიც აქ ხდებოდა,გამეღინა და მესმიანა კიდე ირაკლის ქმედება. ცოტა ხანში მან უნებართვოდ ხელი ჩამკიდა.ეს ხომ ირაკლი იყო..ჩემი ოცნების მამაკაცი და მაშინვე გამაჟრიალა.უხერხულობა მართმევდა მასთან ყოფნის უფლებას,არადა ისე მჭირდებოდა,როგორც ჰაერი.ეს უკვე თამამად ვაღიარე,როცა მამუკასგან მიხსნა.მაინტერესებდა რა მოხდა მათ შორის,რა უთხრა იმ მომენტში,როცა მეორე მხარეს გული მივარდებოდა აკანკალებულ გოგონას..მაგრამ ვერ ვკითხე..ვერ ვკითხე,რადგან მომერიდა,შემრცხვა ან მისი მზერის სიძლიერის გამოცდა აღარ მინდოდა.ის კი ვაღიარე,რომ ირაკლის დიპლომატიურად საქმეების მოგვარება არაჩვეულებრივად გამოსდის. -მადლობ-ღიმილით ავხედე.ჩემს მადლიერებას აწითლებული ბაგეებიც ამტკიცებდა. -ვიცი მასზე ყველაფერი და,ამიტომ არ გეკითხებოდი-მამაკაცმა გულთან მიმიკრა და გზა ჩემთან ერთად გააგრძელე.არაფერი მიპასუხია.ხმას ვერ ვიღებდი ან როგორ ამოვიღებდი,როცა ამის გულთან თავი მქონდა მიბჯენილი და ყურთასმენა იგებდა მის სუნთქვას,რომელიც ასეთი გახშირებული იყო,გულის ცემა თითქოს მეც მედებოდა ^^ ამ დღის მერე უფრო დაძაბულად ვიყავი,ეჭვი მქონდა,რომ ის ჩემდამი არ იყო გულგრილი.იქნებ მასაც ჰქონდა გრძნობები,გრძნობები,რომელიც ღამეს მათევინებდა,დღე არ მასვენებდა.როგორ მივისწრაფოდი მისკენ,მაგრამ ზღუდე ჩნდებოდა,რომელიც გზას მიჩეხავდა.გადაწყვიტე,რომ თვალში არ მოვხვედრილიყავი,არ მინდოდა სხვისი ურთიერთობის გაფუჭება.“თანაც სამი წელია,რაც ერთმანეთს ხვდებიან“-გამამხნევა ალტერეგომ,მაგრამ რაღაც ხმა მახსენებდა,სიყვარულმა ციფრები არ იცისო.ამაზე გამეცინა, აგვისტოს დასაწყისში აჟიტირებული ვიყავი.სამოცდაათი პროცენტი დაფინანსებით მოვხვდი თსუ-ში .ისე მიხაროდა,რომ ლოგინზე ლამის იყო სალტოებო გამეკეთებინა,ხატიც ჩემთან იყო და მაღალ ნახტომებს აკეთებდა,მანაც სამოცდაათი აიღო და უბედნიერესი იყო.ერთმანეთს ვეხვეოდით და ვყიროდით,რაც,რა თქმა უნდა,გარეთაც ისმოდა.ირაკლიმ კარები შემოაღო თუ არა,აგკვირვეული შემოგვიხტა ოთახში,თუმცა მერე მიხვდა,რაც ხდებოდა ჩვენ თავს. -სამოცდაათი,ორი სამოცდაათი-გაჰკიოდა ხატია.მამაკაცმა ფეხზე გაიხადა,რაც გამიკვირდა,მაგრა,როცა ამოხტა ,უკვე ცხადი გახდა მისი განზრახვა.ორივეს გადაგვეხვია და ლოყები კოცნით აგვიწითლა. ისევ თავისი დაიჟინა,უნდა აღვნიშნოთო და საშინელებათა ფილმზე წაგვიყვანა.მაინც და მაინც არ მომეწონა,შიშისგან ხატიას ვეკვროდი,მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი.გამოსულები კაფეში შევედით,ბევრი ვისაუბრეთ.უკვე აღარ ვიყავი ისეთი შებოჭლი,როგორც თავიდან,ირაკლისთანაც აღარ ვრიდი სულ თავს და საუბარსაც აღარ ვერიდებოდი. საღამოს ნათია დაგვადგა თავს,ასი პროცენტით მოვხვდიო და ათასი პროდუქტი მოიტანა,უნდა აღვნიშნოთო.გოგოები დავტრილდით და ყველაფერი გავამზადეთ.ირაკლიმ ძმაკაცებით ამოიყვანა.საბოლოოს კარგად ვიხალისეთ,მარიმ სკაიპით დაგვირეკა და ვაჯავრებდიტ,აქედან გიმასპინძლებითო.მასაც ასი პროცენტი აუღია და სიხარულისგან ვერ იყო,აეროპორტში შემხვდით,დილის შვიდზეო. ნათია გაიბუსხა მის თხოვნაზე,რა ამაყენებსო,მაგრამ მე შევპირდი,მოვა აუცილებლად-მეთქი.ირაკლიმ რაჭული ღვინო გამოიტანა და ისევ თავიდან დაიწყო მისი ისტორიის მოყოლა.მეც მახსოვდა დეპტალები და საუბარში ჩავერთვე.ხატიამ კი ჩვეულად დაუწყო გამოჯავება:-სულ ღვინო როგორ გაკერია პირშიო. თუმცა ირაკლი არ სვამს,ცოტას თუ დალესვს.სპორტსმენია და ჯანსაღს ცხოვრებას არ უხვევს. ^^ მართალია,გვიან დავწექი,მაგრამ მარის თხოვნა არ დამვიწყებია.5 საათზე დავაყენე მაღვიძარა.ვიცოდი,რომ ხატია მძინარაა და არ გამომყვებდა,ამიტომ არც მიკითხავს.გამახსენდა,როგორ იუარა ნათიასთან ერთად,ამიტომ დილას მარტო ავდექი,გავემზადე და კარებთან მივედი,თუმცა ირაკლი გამახსენდა,გამახსენა,როგორ მექცეოდა ამ ბოლო დროს,ამიტომ ვიფიქრე,რომ გულგრილი არ იყო ემ მიმართ და დამეხმარებოდა.“გამოცადე ბიჭი“-რაღაც ხმამ შემახსება ყვეალზე მნიშვნელოვანი მიზეზი,რატომაც ვფიქრობდი ამას და ყინულიანი წყალი გამოვიტანე მაცივრიდან.“აბა,თუ ბიჭია გაუძლოს!“-ომახიანად შევაღე მისი საწოლი ოთახი და ერთი ლიტრა თავზე გადავასხი. გაკვირვებული წამოხდა და თვალებით შეათვალიერა გარემო.დამეჯღანა,სამაგიეროს მიხდიო და მერე გულიანად გადაიხარხარა.დამეტაკა და სააბაზანოსკენ წამიყვანა ძლიერი მკლავებით,ცვ ცივ წყალში უნდა ჩაგაგდოო,მაგამ წიგვინი დავიწყე და ვითარება სწრაფად ავიხსენი,რაზეც თავი დამიქნია დამჯერი ცუგასავით და ტანსაცმელი მალევე ჩაიცვა. -ყავა ამიდურე?-თვალის ჩაკვრით მკითხა,მაგრამ ვანიშნე,გზაში ვიყიდით-მეთქი დაწინ გავუძეხი. ოციოდე წუთი ვიცადეთ აეროპორტში.რატომ მაჩქარეო,რამდენჯერმე მისაყვედურა ირაკლიმ,მაგრამ ვიცოდი,რომ ხუმრობდა.მასაც სიამოვნებდა ჩემს გვერდით ყოფნა.ხელი შიშველ მკლავზე შემახო და გამაჟრიალა,მერე გადამხვია და გულზე მიმიკრა.ვკანკალებდიის კი იღიმოდა. -ასეთი მგრძნობიარე ხარ,ფიფია?-გვარით,მგონი,პირველად მომმართა. -ხვიბლიანი,რაებს როშავ?-ამ დროს მარი გამოჩნდა და გადავრჩი.“ურა!“-ისევ ამომძახა ხმამ და სირვილით გავიქეცი მარისკენ.ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია,მთელი ათი წუტი ვეხვეოდი,სანამ ირაკლიმ არ აგვწია ორივე და წრე არ შემოგავტარებინა. -რას აკეთებ?-ძლივს გავუსხლტი და ბარგზე ვანიშნე,წამოიღეო-უსიტყვოდ აიღო და წინ აგგვიძღვა.მანაქანაში აბიქაფეთ დაქალები. თორმეტისთვის ყველანი ხატიასთან ვიყავით.გოგონამ ძმას კატეგორიულად გამოუცხადა,დღეს გოგოების დღე გვაქვს და სახლიდან გაეტიეო.ირაკლიმ ცოტა ხანს იბუზღუნა,მეზარებაო,მაგრამ ხატია რის ხატია იყო,რომ თავისი არ გაეტანა. -წადი,შენს ქრისტინეთან-გამოჯავრა ძმა და კარებისკენ ანიშნა.მასზე დიდი ხანია,რაც სიტყვა არ ჩამოუგდიათ,თუმცა ხატიას გულზე დიდად არ ეხატება.თითქოს მისი არსებობა დავიწყებული მქონდა,ახლა კი შავი ტალღასავით მომაწვა გულზე.“ქრისტინე უყვარს“-ისევ გავხდი ეჭვიანი ქალი,მაგრამ შევეცადე არ ავწითლებულიყავი და გოგონებს ვიმუბრუნდით-აბა,რა გეგმები გვაქვს? ირაკლი თავლისჩაკვრით დამემშვიდობა და გარეთ გავიდა.მისი მოქმედება ვერ გამეგო, აზრს ვერ ვპოულობდი მასში და,ამიტომ უფრო ავფოქრიადი.ეს უკანასკნელი ხომ უკვე ჩვევად მექცა,თეთრი ღამეები,დაძაბული და დაბინდული ფიქრები,რომელბიც ერთმანეთში ირევა..მერე დიალს უნდა ავდგე და რაღაც მიზეზები ვიგონო,რატომ არ გეძინა,თუნდაც როცა ყურს ვერ ვუგდებ რამეს,სხვაგან ვარ და მიჭირს კონცენტრირება. ნათია მაღაზიაში ჩავგზავნეთ,მაგრამიმდენ ხანს გვალოდინა,რომ ლამის იყო გავგიჟდით.ხატიამ გამოაჯვარა-რაჭველი ხარო,თუმცა თვითონაც ნახევარად რაჭველია,დედამისს აქვს სფოფელი რაჭაში,რომლის ვენახზეც ყვებოდა ირაკლი. ირაკლი ღამით მაინც მოვიდა,სად უნდა დავიძინოო.ჩემი დამზადებული პიცა რომ დააგემოვნა ისე,მოეწონა,რომ ლოყაზე ხმაურით მაკოცა და ყურში რაღაც ჩამჩურჩულა,მაგრამ ნორმალურად ვერც კი გავიგე. მამაკაცი განსაკუთრებულ ხასიათზე ჩანდა.გოგოებს თვალები გადაუტრიალა,რაჭაში წავიდეთო,რაზეც ხატია წამოხტა და გააპროტესტა. -დღეს განსაკუთრებულად გასიამოვნა ქრისტინემ?-ძმა ანთო და ფეხებით დაიჭირა ხელში-კიდევ წახვალ ჩემი სიტყვის წინააღმდეგ?!_ირაკლი ცოფებს ყრიდა ჩვენ კი სიცილით ვკვდებოდით.მის მოქმედებაზე მამა გამახსენდა.ის ხომ ბავშვობისას სულ ასე მკიდებდა.ხუთი წლის მერე ბავშვობა კი არა ცხოვრებაც არ მქონია,ის უფრო ჯოჯოხეთი იყო,ახლა კი მიხარია,რომ არსებობენ ასეთი თბილი ადამიანები,ადამიანები,რომლებსაც ვუყვარვარ. -მეც წამოვა..შენს სოფელსაც ვანახავდი-ნათიამ ჩაიღიმა-თან ლუკას დავასვენებ ცოტა ხანს შევჭამე საწყალი ბიჭი-გადახარხარა და მე გამომხედა. საბოლოოდ,ერთ აზრზე შევჯერდით და ბარგის ჩალაგება დავიწყეთ,გოგოები გაიკრიფნენ,მე და ხატია კი დიდ ხანს ვკინკლაობდით რა უნდა წამოგვეღო და რა არა.ირაკლი დაღლილი მიესვენა დივანს.მგონი,არაფრის ჩალაგების თავი არ ჰქონდა,ხატიამაც მალევე დაიძინა.მამაკაცის მზერა ვიგრძენი,როცა ყავას ვიდუღებდი და მალევე გამოვიხედე უკან. თუმცა ის აღარ იწვა,ჩემს უკან იდგა და ხელებს წელზე მხვევდა.გავშტერდი,ამაკანკალა.ოფლმა დამასხა და მთლინად გავწითლდი.იკიდევ ერთხელ გამოვუტყდი თავს,რომ მისი შეხება საშინლად მსიამოვნებდავერ ვხსნიდი,რატომ,მარგრამ ირაკლი ჩემზე ისე მოქმედებდა,რომ ჭკუასაც კი მაკარგვინებდა. -რას შვრები?-ძლის წარმოვთქვი,მაგრამ მალევე დავნებდი.ხელებს ათამაშებდა ჩემს წელზე,ხოლო სცხვირს სახეზე მიხახუნებდა,თმა გადამიწია უკან და უფრო ამაკრო სახე..ავკანკალდი და შევეცადე გავსხლტომოდი,მაგრამ საკუთარ თავთან და,მითუმეტეს,მის ძლიერ მკლავებთან წინააღმდეგობა მიჭირდა. მერე მომშორდა და უსიტყვოდ გავიდა დასაწოლად.“თვითონ კი დაიძინებს და მე..მე დამტოვა ასე აფორიაქებულ-აღელვებული..დამპალი..“-გავიფიქრე და ყავა მოვსვი..მოღალატე მეგონა თავი,მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო.ცრემლები გადმომცვივდა,მაგრამ ეს უფრო სიხარულის იყო. „მიყვარხარ ადრენალინო“-ჩუმად ჩავილაპარაკე და დივანზე დავჯექი.არ მეძინებოდა..გარეთ გავიხედე და ცას ავხედე.ვარსკვლავები ლამაზად გამოფენილიყვნენ და თითქოს ერთმანეთს კაშკაში ეჯიბრებოდნენ. ვფიქრობდი ათას რამეზე,მაგრამ თითოეული ფიქრი მხოლოდ ერთთან მიდიოდა და ეს ირაკლი იყო.არ ვიცოდი,რა ერქვა ამ გრძნობას,ამ გრძნობებს,უნდა შეგეკრიბა თუ უნდა გამოგეკლო,მაგრამ ერთი ვიცოდი,ვიცოდი,რომ ირაკლი აყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა.ვგრძნობდი,რომ ეს რაღაც ადამიანური თუ ჯოჯოხეთური გრძნობა,მაბედნიერებდა...რა დამაძინებდა,როცა მის ხელებს წელზე წარმოვიდგენდი და როცა ვგრძნობდი მისი ცხვირი სახეზე როგორ მეხებოდა.როცა ვკრთოდი მისი მზერით და,როცა მუდამ მას ვგრძნობდი... თვალი წამითაც კი არ მომიხუჭავს,მაგრამ დილას მშვენიერ ხასიათზე ვიყავი.მართალია,სანამ ყველა ადგა სამი ჭიქა ყოფეინიანი ყავა დავლიე,მაგრამ სახე სულ მიღიმოდა.ირაკლი არ ჩანდა,მაგრამ ხატია უკვე ამდგარიყო.მე რომ დამინახა სამ ცარილ ჭიქასთან ერთად.,გადაიხარხარა და რიტორიკულად მკითხა:-ყავად უნდა იქცე?!-სააბაზანოს კარები ხმაურით მიიხურა,მარგამ ამ დროს სხვა კარის გაღება ვიგრძენი და უკან შევბრუნდი. ირაკლი ჩვეულად გამოვიდა,მაგრამ ახლა ჩაცმა დავიწყებოდა.თვალი ავარიდე მის დაკუნთულ სხეულს და ჟურნალს მივაჩერდი.საერთოდ არ იყო საინტერესო,მაგრამ სხვანაირად სიტუაციას ვერ განვმუხტავდი. -სამი ჭიქა?!-ტრუსით სიარული არც შერცხვენია.მის მაგივრად მე ავწითლდი,ეს ბიჭი კი კვალვ განაგრძობდა თვალებით თამაშს. ფეხზე ავდექი,ფეხის წვერებზე ავიწიე და ჩავჩურჩულე::-ჩემი ყავად ქცევა,იცოდე,შენს მხრებზეა-ჩემი სითამამით გაკვირვებულმა თვალი გამაყოლა ოთახში შემავალს და ხმაურიანად ჩაიცინა. _________ ბავშვებო,დიდი მადლობა.თქვენი ერთი თბილი სიტყვაც კი ძალიან მახარებს.ხვალ დასასვენებლად მივდივარ,მაგრამ მაინც შევეცდები დავდო შემდგეი თავები და,იმედია,არც თქვენ დაიშურებთ კომენტარებს.ძალიან მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.