შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (თავი მე-4)


4-08-2015, 13:26
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 196

თავი მეოთხე-"შვიდი ვარდის გარეშე"
ოთახში ვზივარ და უბრალოდ ბოლოს დატრიალებულ მოვლენებზე ვფიქრობ. ვიცი, რომ ხდება რაღაც, რაღაც რაც უჩინარ ძაფებს აბამს, მაგრამ მეშინია, აი ამ ძაფების მეშინია. ეს ძაფები შეცვლის ჩემს ცხოვრებას. შეცვლის ნათლად ან ბნელად... შემიძლია ვიფიქრო, დღევანდელობაზე, აწმყოზე, მაგრამ შეიძლება ამან შემიწიროს და მომავალში წარსულზე მაფიქრინოს. თუ შვიდი რიცხვით დავტკბები ხვალ მშვიდ რიცხვს ვინატრებ. თუ შვიდ ცოცხალ ვარდს ავიღებ, ხვალ შვიდ მკვდარ ვარდს დავდებ... "მარადიული არაფერია?!" იქნებ გავბედო აღება და რას ვიზამ? არაფერს, ჯობია უბრალოდ განვაგრძო ცხოვრება, ცხოვრება შვიდი ვარდის გარეშე! და რომც გინდოდეს ურთიერთობის წამოწყება მას შენ უბრალოდ "კიდიხარ"... გამახსენდა, გამახსენდა ღევანდელი დღის საშინელი დასასრული, გამახსენდა...
"ვნახოთ მოგეწონება თუ არა ხვალინდელი დღე?"- ამ სიტყვებმა მთელი ღამე მოსვენება დამაკარგვინა. გონება ერთსადაიმავეს იმეორებდა, მაგრამ ისიც გაჩერდა და დაამტკიცა "მარადიული არაფერია", გათენდა...
ბუნება ისეთი აღარ იყო. ძველი, ლამაზი, ნათელი, სიცოცხლით აღსავსე. უბრალოდ მოვალეობას ასრულებდა და "იყო". იყო არაფრისმთქმელი... არაფრის.
ახლაც ვერ ვხვდები, რატომ დავკარგე ჩემი თავი სულ რაღაც 2-3 დღეში? ნუთუ მეწვია? მეწვია ის რაღაც არაამქვეყნიური? მეწვია ასე უცებ?
-შეუძლებელია-
-შეუძლებელი არაფერია- ჩემივე სიტყვები გავაკრიტიკე და ოთახი დავტოვე.
მთელი დღე ირონიული, არაფრისმთქმელი სახე მანადგურებდა. წინადადება, სიტყვა, ხმა ბგერა, ერთმანეთისთვის ამგვარი არაფერი გვითქვამს. არადა ვიცი, ვიცი, რომ ეს ჯერ სიყვარული არ არის. ეს არის მოწონება 7 რიცხვში განვითარებული მოვლენებისა. ეს არის ცხოვრება 7 ვარდის გარეშე! ეს არის უბრალოდ რაღაც, რაღაც რასაც "ჯერ" არც სიყვარული და რაც მთავარია არც ცალმხრივი სიყვარული არ ქვია! ეს არის ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოწონება. ჯერ-ჯერობით?
არ მინდა! არა, არ მსურს ამ ყველაფერმა შემცვალოს. იყოს ყველაფერი ოღონს ამან არ შეცვალოს ლიკა! უბრალოდ არ შეცვალოს! იყოს, მოწონებაც, სიძულვილიც, იმედგაცრუებაც, ოღონდ არ შევიცვალო! მაგრამ ამ ყველფრის შემდეგ, უბრალოდ ცხოვრება საშინელებააა.... მაგრამ შენ გაუძლებ!-შემოვუძახე ჩემს თავს და ეზოში გავედი. ამ შეძახილმა მართლა შემმატა ძალა, გაძლებისა და ყოფისა. ბუნებაც გაფერადდა, თითქოს ჩემს გრძნობებს იზიარებსო. ჩემი განწყობისამებრ მოქდებესო და ასეც იქცევა. ახლა ბუნება აბრდღვიალდა. მწვანე შელახული ფერი ნამდვილ ფერში გადავიდა. ნამდვილი მწვანეთი გალამაზებულმა ბალახმა ბიბინი დაიწყო. მობიბინე ბალახის შემყურავე მზემ უფრო გამოანათა და ზხივებიც ლამაზად გამოანათა. მე კი ჰამაკისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი და თან სახეს პატარა ღიმილი ვაჩუქე. ჰამაკში მოვკალადი და რხევა დავიწყე, როდესაც ნაცნობმა, მკაცრმა ბარიტონმა იჭექა.
-სათუთი გრძნობები გაგაჩნია-დამცინავი, ირონიული ტონი. მანადაგურებს...
-უბრალოდ წადი, დამიბრუნე სიმყუდროვე!
-და მერე შენ? ჩემს გარეშე მოკვდები-ირონია... სიცივე და თავდაჯერებულობა...
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ!
-რომელიც მოგწონს!
-არასოდეს! ა--რა--სო--დეს!-ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
-უბრალოდ ვცადოთ-ლიკა არ აყვე! გაგანადგურებს!
-მე ვცადე გუშინ და...
-ხვალ მივდივარ-მეწყინა? გამიხარდა?
-ჭირშიც წასულხარ.
-მადლობა!
მართლა წავიდა, "თავდაჯერებული იდიოტი" წავიდა... წავიდა და სხეულის მეასედი წაიარო, აქ კი დიდი ღრმული გამიჩინა.
ახლა ამ წუთას ბავშვებთან ერთად ვზივარ და მოგონებებს ვიხსენებთ, ტკბილ მოგონებეს. ტკბილ მოგონებებზე უეცრად გამახსენდა "7 რიცხვი 7 საათი 7 ვარდი" გამახსნედა 1 წამით და გაქრა. გამახსენდა მისი ბოლო სიტყვა-"მასლობა".
მაგრამ ამ ყველაფერმა არ გამტეხა, კვლავ ვარ სიცოცხლით აღსავსე, მხიარული, ანცი "ბავშვი", მაგრამ გულში დიდი ღრმული მაქვს. ის, ის არაფერ შუაში არ იყო და არც არის. მთავარი მე ვარ, შემეშინდა, მისი შემეშინდა. ის არ არის ჩვეულებრივი. ვერ გამოიცნობ რას გეგმავს, რას აპირებს და ამან შემაშინა. ვერ გავრისკე და დავრჩი 7 ვარდის გარეშე, დიმიტრის გარეშე!
იმ დღის შემდეგ 1 თვე გავიდა და ვხვდები, რომ მატულობს ნოსტალგია. ზედმეტად მატულობს, უკვე ძარღვებშიც შედის და მთელ სხეულშიც, მაგრამ გაგიკვირდებათ და მე დეპრესიაში არ ჩავარდნილვარ. დღემდე დავდივარ სამსახურში, წვეულებებზე, მაღაზიებში და ვიკლავ წყურვის, რადგან ის მე არ მიყვარს, ის უბრალოდ მომწონს.
დღეს შვიდი აგვისტოა, ყველაფრის და მიუხედავად მე მაინც ველოდები 7 საათსა და 7 ვარდს, უბრალოდ ველოდები კარებს იქით მდგარ დიმიტრის, უბრალოდ ველოდები...
-ლიკუ მე გავდივარ, მეგობრები პიცერიაში ვიკრიბებით და 10 საათისთვის მოვალ.
-კარგი საყვარელო.-თბილად გავუღიმე და დავემშვიდობე.
ახლაც დრო ნელა გადიოდა, ნელა ლოკოკინასავით. ახლაც საათის ისრების მოძრაობას ვუყურებდი. ნახევარი საათით წავიძინე კიდევაც, მაგრამ ვერ მოვისვენე. ვერ მოვისვენე და უკვე დიდი ისარს 5-ზე მდგომს იმედით აღსავსე თვალებით შევხე, არადა ის არაფერს შუაში.
ის უბრალოდ მაჩვენებს დროს.
შვიდ საათს 3წუთი აკლია. უკვე 2 და სისხლი კანს აწვება. 1 წუთი აკლია და გული საგულედან ვარდება. გულში უკუთვლას ვიწყებ და უნებურად თვლას ვხუჭავ 59, 58, 57... 3, 2, 1...

♡♡♡♡♡♡♡
ვეცადე მოცულობა გამეზარდა, უბრალოდ ამ მომენტში უნდა გამეწყვიტა, აუცილებლად...
რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი თავიდანვე გათვლილი მქონდა, ლიკა და დიმიტრი ასე უცებ ვერ შეეულდებიან, მათ სიყვარულს გამოცდას უწყობენ და ვნახოთ გადალაახავენ თუ არა ამ ყველაფერს. პირველი მტერი კი მათი სიამაყეა...
ყველას უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის. თქვენი კომენტარები მეხმარება თავების დაწერაში ამიტომ გთხოვთ არ მოდუნდეთ...♡
I love all those who are reading this story!



№1  offline წევრი gvichiani

ჰმ რა გითხარი მე შენ??? :(
კარგი იყო მაგრამ აი იცი როგორი შეგრძნება გამიჩნდა?აი რაღაც ძაან მონატრებულ გემრიელობას რომ ჭამ და შუა ჭამაში შეგაჭყვეტინებენ :დ:დ:დ ცუდო შეენ:დ
მალე მაინც დადევი დიდ თავებს შენ არ დებ ჯერჯერობით მაინც :(:(:(




-_-შვიდუნა-_-

 


№2  offline წევრი KaTE:))

gvichiani
ჰმ რა გითხარი მე შენ??? :(
კარგი იყო მაგრამ აი იცი როგორი შეგრძნება გამიჩნდა?აი რაღაც ძაან მონატრებულ გემრიელობას რომ ჭამ და შუა ჭამაში შეგაჭყვეტინებენ :დ:დ:დ ცუდო შეენ:დ
მალე მაინც დადევი დიდ თავებს შენ არ დებ ჯერჯერობით მაინც :(:(:(




-_-შვიდუნა-_-


ყოველიდღე ვდებ და რა ვქნა მეტი? არ შემეძლო ამ მომენტში არ გამეწყვიტა, უბრალოდ არ შემეძლო. ხომ ვთქვი ინტრიგა ჩემი მთავარი თვისებაა მეთქი? ცუდი, რომ ვარ ვიცი, მაგრამ გპირდები ამაზე უფრო დიდთავს დავდებ შემდეგს, მაგრამ იქაც ვიინტრიგანებ wink
love love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline წევრი gvichiani

არა "ცუდი" კარგ კონტექსტში ვიგულისხმე,იმედია არ გწყენია love
მართლა ძალიან მომწონს ეს ისტორია და განსხვავებულად ველოდები ხოლმე ახალი თავის დადებას love love აასე რომ ველოდები თან ძალიან love



შვიდუნა

 


№4  offline წევრი გვანცა ))

Movkvdebi :((
Magaria ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent