შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (თავი მე-3)


3-08-2015, 00:01
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 859

მესამე თავი-"შვიდი რიცხვის საღამო"
საღამოს სახლის აივანზე ვიჯექი და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი როდესაც ვიგრძენი გამჭოლი მზერა, ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი იქვე, მაგიდაზე დავდევი. ნელა შევტრიალდი და ნაცნობ თვალებს წავაწყდი, რომლებიც ახალი მთვარის სინათლეს ირეკლავდნენ. დაუკითხავად დაჯდა სავარძელზე და მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დათვალიერება დაიწყო. რამდენიმე წუთი ვარსკვლავებით გალამაზებულ ლურჯ ცას ვუყურებდით, მაგრამ გამეფებული სიჩუმე მისმა თბილმა ხმის ტემბრმა დაარღვია.
-თავიდან, ვახოს სიტყვებმა გამაცოფა, ვეჩხუბე კიდევაც ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ახლა ვხვდები თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრის ყოლა... ხვალ შვიდ საათზე მზად დამხვდი.- წინადადება თბილი ღიმილით დააგვირგვინა და მარტო დამტოვა. დიდი ხანი დამჭირდა აზრე მოსასვლელად, ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ თბილ სიტყვებს. მართლაც, რომ გაკვირვენული დავრჩი.
დილიდან ვნერვიულობდი, ვერც დიმიტრის ვამჩნევდი ჰორიზონტზე. ჩემი ღელვა გოგონებსაც არ გამოპარვია და რამდენჯერმე მკითხეს-ვგრძნობდი თუ არა კარგად თავს, მეც ჯიუტად ვიმეორებდი კარგად ვარ, ნუ ღელავთ-მეთქი. დროც ჯიუტად, ლოკოკინასავით მიდიოდა. ხუთი საათიდან დავიწყე მზადება, მართალია არ მსურდა ზედმეტად გამოვპრანჭულიყავი, მაგრამ დრო როგორმე, უნდა გამეყვანა. თეთრი ბიუსჰალტერი გამჭირვალე თეთრი კოჭებამდე ზედის შიგნით ჩავიცვი. შოკოლადისფერი ფეხები ამავე ფერის შარვლით დავფარე. ლურჯი ჟილეტითა და ჩანთით ერთფეროვნებას ხაზი გავუსვი და შიშველი ფეხები მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავყავი. ამასობაში ექვსი საათიც გამხდარიყო. თმის ბოლოებით პატარა კოსა გავიკეთე, ხოლო წინა ნაწილს კი თავუსფლება მივეცი.
7 რიცხვში  7 საათზე  7 ვარდი (თავი მე-3)


შვიდის ნახევრისთვის მზად ვიყავი. საათის ისრებს ვუყურებდი. ახლაც გაოცებული ვიყავი დიმიტრის სიტყვებით, ახლაც მეშინოდა მისი არაფრისმთქმელი სახის, ახლაც მსურდა გამეგონა მისი თბილი სიტყვები. უცნაური ფიქრებიდან კაკუნის ხმამ გამომიყვანა. ნელა წამოვდექი და კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე. კარს იქით კი კლასიკურ სტილში გამოწყობილი დიმიტრი იდგა, რომელიც ტელეფონს უყურებდა. უეცრად გახარებულმა ტელეფონი თვალწინ დამიტრიალა და ზურგ უკან არსებული ვარდებიც გამოაჩინა.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი- გაღიმებულმა მითხრა წინადადება და ვარდები გამომიწოდა.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი -სიტყვები თუთიყუშივით გავიმეორე და სულგანაბულმა ბედნიერი ღიმილი ვაჩუქე. ვარდები გამოვართვი და კომოდზე მოვათავსე. სიხარულისგან ლოყაზე წითელი ტუჩსათხის ანარეკლი დავუტოვე.
-ჯერ-ჯერობით ამითაც დავკმაყოფილდები.-წაიბუზღუნა და ხელმკლავი გამიკეთა.
მანქანაში მოვთავსდით და გზას გავუდექით. ბევრს ვსაუბრობდით რის გამოც ინორმაციებიც გავცვალეთ. დიმიტრი ავალიანი 29 წლის არის. 20 წლის ასაკში ლეიკემიით დაავადებული მამა დაკარგა. რამდენიმე წელი დეპრესიაში იყო, მაგრამ მიხვდა, რომ ცხოვრება დიდ განსაცდელებს გვიგზავნის და ამ განსაცდელს მეომარივით უნდა დახვდეთ. ახლა საქართველოს ბანკში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობს, ანუ პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორია. ანაზღაურებაც მაღალი აქვს და დაწინაურებასაც პირდებიან.
ამასობაში სიღნაღის საზღვარიც გადავკვეთეთ და ულამაზეს რეგიონში ფეხით სიარული განვაგრძეთ. ჩემი აზრით ქალაქს ყველაზე დიდ ხიბლს ძველი იერი მატებს.ქალაქი ისეთი ლამაზია და ისეთ ძველებურ სანახაობას გიქმნის, რომ მისი დატოვების სურვილი არ გაგიჩნდება. რესტორანში შევედით და ორ კაცზე გაშლილ ვახშამს მივუსხედით. ვახშმის დროს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, მაგრამ მყუდროებას სასიამოვნოდ არღვევდა ვიოლინოს არაამქვეყნიური ნოტების ხმა.
-ყველაფრით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ.-ვახშმის დასრულებისას ხელები მაგიდაზე დავაწყვე და ჩემი ფიქრები გავუმხილე.
-არაუშვს.-გამიღიმა.
-ჯობია დავბრუნდეთ.-მორიდებით ჩავილაპარაკე და ასადგომად მოვემზადე.
რესტორნიდან გამოვედით და ფეხით გავუყევით მანქანამდე მისასვლელ ბილიკს. ცას ფერი უკვე ეცვვალა, მაგრამ არც გაშავებულიყო. ვარსკვლავები მკაფიოდ ვერ ციმციმებდნენ. არც მთვარეს აერეკლა ბოლომდე მზის სხივები და არარეალურ თეთრს ანათებდა. მანქნასც მივუხლოვდით, ბოლოჯერ ავხედე დღევანდელ სიღნღის ცას და ყურთან ახლოს დიმიტრის ჩავჩურჩულე:
-მიყვარს 7 რიცხვის ღამე.
-ვნახოთ გეყვარება თუ არა ხვალინდელი დღე-ალმაცერად გადმომხედა და თითქოს ამ მოქმედებიათ მიმანიშნა ეს უბრალოდ თამაშის პირობა იყოო.


რადგან წინათავზე არ იაქტიურეთ მოცულობაც არ გამიზრდია. თქვენი აქტიურობისამებრ გაიზრდება ან შემცირდება თავი. ამიტომ გთხოვთ გამოხატოთ თავენი აზრი კომენტარებში ^^



№1  offline წევრი N7

რა ვარ ეს შვიდიანი რაა ^^ :D
ძალიან მომწონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ შვიდებია სულ, ჩემები ^^
ბევრ დროს უთმობ პეიზაჟების აღწერას და, შესაბამისად, აღარ გრჩება დრო ამათი გრძნობები, ფიქრები, განცდები კარგად გამოკვეთო. ამის გამოსწორებას ვისურვებდი მხოლოდ და კიდევდაკიდევ უფრო მეტ შვიდიანს^^
წარმატებები, ველი შემდეგ თავს❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი KaTE:))

N7
რა ვარ ეს შვიდიანი რაა ^^ :D
ძალიან მომწონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ შვიდებია სულ, ჩემები ^^
ბევრ დროს უთმობ პეიზაჟების აღწერას და, შესაბამისად, აღარ გრჩება დრო ამათი გრძნობები, ფიქრები, განცდები კარგად გამოკვეთო. ამის გამოსწორებას ვისურვებდი მხოლოდ და კიდევდაკიდევ უფრო მეტ შვიდიანს^^
წარმატებები, ველი შემდეგ თავს❤❤

მადლობა საყვარელო♡♡♡ ვეცდები გამოვასწორო და გაგიზიარო პერსონაჟების განცდები... მომდევნო თავი 4 აგვისტოს ^^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline წევრი gvichiani

მეც შვიდუნა ვარ და ამ სათაურმაც ამიტომ მიიპყო ჩემი ყურადღება love
მომეწონა ოღონდაც თავები გაზარდე და ნუ ინტრიგნობ :დ :დ
აქტიური მკითხველი ვიქნები და იცოდე საყვედურებით აგავსებ რომ დააგვიანო ან პატარა თავი რომ დადო love წარმატებებიიი,ველოდები შემდეგ თავს love

 


№4  offline წევრი KaTE:))

gvichiani
მეც შვიდუნა ვარ და ამ სათაურმაც ამიტომ მიიპყო ჩემი ყურადღება love
მომეწონა ოღონდაც თავები გაზარდე და ნუ ინტრიგნობ :დ :დ
აქტიური მკითხველი ვიქნები და იცოდე საყვედურებით აგავსებ რომ დააგვიანო ან პატარა თავი რომ დადო love წარმატებებიიი,ველოდები შემდეგ თავს love


ინტრიგა ჩემი კოზირია და ამიტომ ჯობს შეეჩვიო. ყოველ თავს თუ არა ყოველ მეორე თავს ასე დავამთავრებ. პატარა თავს რაც შეხება ეს მკითხველის აქტიურობაზეა დამოკიდებული ^^ wink შემდეგ თავს 4 აგვისტოს შემიგთავაზებთ ^^^ ველოდები შენს კომენტარებს love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№5  offline წევრი გვანცა ))

ძალიან კარგია შენიშვნას ვერ შევიტან :)) უბრალოდ ერთ ადგილას გიწერია დავდევი რაც არაა სწორი ფორმა *.*

 


№6  offline წევრი KaTE:))

გვანცა ))
ძალიან კარგია შენიშვნას ვერ შევიტან :)) უბრალოდ ერთ ადგილას გიწერია დავდევი რაც არაა სწორი ფორმა *.*

მაცლობა, საყვარელოო... ♡♡♡♡ love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№7  offline მოდერი ჯია

ახლა წავიკითხე სამივე თავი, ძალიან კარგია ❤️ უბრალოდ ცოტა მეტი ყურადღება პერსონაჟებზე გაამახვილე და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან ნუ დააჩქარებ მოვლენებს.
ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ!

 


№8  offline წევრი KaTE:))

ჯია
ახლა წავიკითხე სამივე თავი, ძალიან კარგია ❤️ უბრალოდ ცოტა მეტი ყურადღება პერსონაჟებზე გაამახვილე და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან ნუ დააჩქარებ მოვლენებს.
ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ!

ჯია
ახლა წავიკითხე სამივე თავი, ძალიან კარგია ❤️ უბრალოდ ცოტა მეტი ყურადღება პერსონაჟებზე გაამახვილე და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან ნუ დააჩქარებ მოვლენებს.
ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ!

მადლობა საყვარელო ♡♡♡ ეს ასე ჩანს, თორემ მოვლენები ჩქარა არ განვითარდებაwink ეს ბიჭი ისეთი ცუღლიტია wink
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№9  offline მოდერი ჯია

ჰმმ, საინტერესოაააა :)))))) ველოდები მომდევნო თავს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent