შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად.(1)


4-08-2015, 13:50
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 2 553

ძნელია საკუთარ თავზე და გრძნობებზე მოუყვე სხვებს, მითუმეტეს მაშინ როცა შენი ისტორია სხვებისას არ გავს. თუმცა შენი ამბის სხვებისთვის გაზიარება ზოგჯერ ყველაზე მეტად გეხმარება. რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი ერთ ადამიანს შევხვდი, ადამიანს, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. როცა ვიღაც მთელი არსებით გიყვარდება, იცვლები, სხვანაირი ხდები. არაქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იქნებით ერთად, რამხელა ბედნიერებას ან ტკივილს მოგიტანს მასთან ყოფნა, მთავარი ისარის რომ იცვლები და ვეღარასდროს გახდები ისეთი როგორიც მანამდე იყავი.
ერთმანეთს 30დეკემბერს შევხვდით, საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე.
ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ მიყვარს, ამიტომ მაშინაც ისე მოვიქეცი, როგორც ყოველთვის. სადარბაზოში გამოვედი კიბეზე დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. რამდენიმე წუთში ბიჭების ხმა გავიგე, კიბეზე ამოდიოდნენ.
–რაარი ჩინეთის კედეელიაა რა ვერ ავედით უკვე მაგრა დავიღალე.
–მგონი 3სართული დაგვრჩა ძმაო ცოტაც მოითმინე.
–ისეთმა ვინ დაგპატიჟარო უარი რო არ უთხარი ესეთ ადგილებში არ დადიხარ ხოლმე როგორც მახსოვს
–ბიჭოოო ნინუცასთან ბავშვობიდან ვარ ხოაზზეხარ უბანი და რამე რაა და უარი ვეღარ ვუთხარი.
არცერთის ხმა არ მეცნო, ვერ გავარკვიე რა უნდა მექნა, თავი დავხარე და ვფიქრობდი უცებ სახლში შევარდე თუ ზევით სართულზე ავიდეთქო. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მქონდა, როცა ვიგრძენი როგორ მომკიდა ნიკაპზე ხელი, როგორ ამაწევინა თავი ნელა და როგორ ჩამხედა თვალებში.
–ცუდად ხოარ ხარ?
თითქოს სხეულში სისხლი გამეყინა.
–არა კარგად ვარ, მადლობა.
ავდექი და სახლში შევარდი სასწრაფოდ, სამზარეულოში განვმარტოვდი და ვცდილობდი გამეგო რატომ ამაფორიაქა მისმა დანახვამ ასე. გარეთ იშვიათად გავდივარ, ძირითადად სულ სახლში ვარ და ვსწავლობ, ამიტომ უბანში თითქმის არავის ვიცნობ. ამიტომ ვერ ვიცანი ის ორი ბიჭიც, მაგრამ როგორც ჩანს მე ერთადერთი ვიყავი ვინც ისინი ვერ იცნო, რადგან მათ სახლში შემოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ერთის ნაბიჯების ხმას ვცნობდი, ალბათ მიხვდით რომლისას, თუმცა მისი სახელიც არვიცოდი. ერთ ადგილას არ ჩერდებოდა ოთახებში დადიოდა, აშკარა იყო ვიღაცას ეძებდა, ალბათ ნინუცას ეძებს გავიფიქრე ჩემთვის და უცებ სამზარეულოს კარი შემოაღო.
ისევ გამეყინა სისხლი სხეულში და მაშინ ვერ ვხვდებოდი რატო. ეხლა ვხვდები, ჩვენი სულები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან იქამდეც სანამ მე მას პირველად შევხვდებოდი რეალურ სამყაროში, ჩვენი სულები ერთმანეთთან დაკავშირებული და განუყრელი იყვნენ, შეიძლება ჩვენს შეხვედრამდე უკვე ათასი ცხოვრება გვქონდა გამოვლილი ერთად, ერთად! იმიტომ რომ ყველა ცხოვრებაში ვპოულობდით ერთმანეთს, ეხლაც ასე მოხდა, თუმცა არა მხოლოდ სულები, ერთმანეთს სხეულებიც შეხვდნენ და ალბათ ეს იწვევდა ჩემში აფორიაქებას.
–რატო გაიქეცი, ხოარ შეგაშინე?
–არა.
მომიახლოვდა, ამან ჩემი გულისცემის აჩქარება გამოიწვია.
–სახელი მაინც მითხარი.
ორივემ ვიცოდით რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, ჩვენ ერთმანეთის პოვნა ამ ცხოვრებაშიც შევძელით და შეუძლებელი იყო ერთმანეთი დაგვეკარგა. თუმცა მაინც ვუპასუხე.
–სალომე.
ალბათ თავისი სახელის თქმას აპირებდა მაშინ როცა ნინუცამ კარი შემოაღო, მეგობარს გადაეხვია და თხოვა იქით გაყოლოდა, მის სურვილს დაემორჩილა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოიხედა და მომაძახა.
–ისევ შევხვდებით, რამდენიმე წამში მოაყოლა –სალომე.
ჩანთა ავიღე, და შეუმჩნევლად გავედი.
სახლამდე მასზე ფიქრებმა მიმაცილეს, თუმცა სადარბაზოსთან არ დარჩნენ, სახლში ამომყვნენ, ოთახში შემომყვნენ და მთელი ღამე ჩემს ძილს დარაჯობდნენ.



№1  offline წევრი KaTE:))

მართლა მომეწონა, რამდენი ხანია ჩვეულებრივი მწერლის მოთხრობა არ წამიკითხავს.( რადგან საშინელი გრამატიკით წერენ) გავბედე, შემოვედი წავიკითხე და მომეწონა. მართლა კარგი იყო, უბრალოდ ერთს გთხოვ თავებს მოცულობა გაუზარდე და "პერფექ" იქნებ love love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

ვაიმე! ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ეხლავე დავიწყებ მეორე თავის წერას love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent