შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უამრავი წუთი ცხოვრებიდან 16თავი


4-08-2015, 15:26
ავტორი .anka.
ნანახია 1 801

დილით ვიღაცამ შემარყია,მივხვდი რომ ალექსი იყო,თვალები გავახილე და მოვიფშვნიტე
-ადექი დღეს ექიმთან უნდა წავიდეთ.
-აუუ არ მინდა ექიმი.
-შენ არ გინდა ჩვენ გვინდა
ოთახში ნინა შემოვიდა და საწოლზე ამოხტა
-ოო,დამანებეთ თავი მეძინება.
ალექსიმ ხელი დამავლო და ძალით წამომაყენა,აბაზანაში შემიყვანა და ხელ-პირი დამბანა შემდეგ კი ისევ ხელში ამიყვანა და ქვევით ჩამიყვანა ნინა კი იგუდებოდა სიცილით.
-დამსვი დეგენერატო.
სიცილიანი ხმით დავიყვირე,მას კი არც გაუგიაო ისე წამიყვანა სამზარეულოში ყველა იქ იყო..ლილეც...რა უნდა აქ? ამას ვერ ავიტან,მაგრამ რა გავაკეთო?
-ალექსს დამსვი სტუმარი გვყოლია და არ ვიცოდი
-გამარჯობა ანასტასია
მომესალმა მე კი უბრალოდ გავუღიმე და არც ისე კომფორტულია თავდაყირა ლაპარაკი
-დამსვი თორე გული ამერევა
გავიცინე მან კი მაშინვე ჩამომსვა და სკამზე დამსვა.
მარიამმა წინ ომლეტი და წვენი დამიდო,გემრიელად გამოიყურებოდა,ჯერ წვენი მოვსვი და შემდეგ ჭამას შევუდექი,მაგრამ როგორც კი დავამთავრე მაშინვე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და სააბაზანოში პირზე ხელ აფარებული გავედი.ისევ იგივე მოხდა,ამჯერად ნინა ფეხზე დადგომაში მეხმარებ9და მარიამმი კი სახეს მბანდა,არა აშკარად რაღაც მჭირს.სააბაზანოდან როგორც კი გამოვედით მაშინვე დამავლო ხელი გიორგიმ და სხვა ოთახში გამიყვანა.
-რა გინდა?
-ვითომ არ იცი
-ვერ ხარ კარგად,გამიშვი ხელი მტკივა.
-სიმართლე მითხარი სანდროსთან კოცნაზე მეტი არაფერი გქონია?
ამან საშინლად გამამწარა
-რას მეუბნები რომ სანდროსთან სექსი ხომ არ მქონდა?შენ მემგონი სულ აიჭერი ჭკუიდან.
-ანასტასია რა უნდა მეფიქრა?
-იცი რა ? მე მარტო შენ მიყვარდი და ის კოცნაც კი ტყუილი იყო სექსზე როგორ დავთანხმდებოდი?
-და ეხლა?
-რა ეხლა?
-ეხლა აღარ გიყვარვარ?
-იმხელა წინადადებიდან მხოლოდ ეგ გაიგე?
-მიპასუხე
-არ ვიცი,რა აზრი აქვს ჩემს სიყვარულს როცა შენ საერთოდ ფეხზე გკიდივარ?ცალმხრივი სიყვარულისთვის თავს ვერ გავწირავ ისედაც ბევრი გადავიტანე.
ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე,მაგრამ ნახევრად შევუტრიალდი და ვუთხარი
-დღეს ექიმთან შენც წამოხვალ და შემყვები მინდა შენ თვითონ დარწმუნდე რომ ძალიან შეცდი.
კარები გავაღე და ბავშვბებს ვუთხარი რომ მოვემზადებოდი.უბრალო დახეული ჯინსი ჩავიცვი,კეტები და ზოლიანი ზედა,ჩანთა გადავიკიდე და გარეთ გამოვედი.
-მზად ხართ?
ვიკითხე და ხმაში აშკარად მეტყობოდა გაბრაზება.
-კი წავედით.
მითხრა ალექსიმ და ხელი ჩამჭიდა.
-ყველა მოდიხართ?
ვიკითხე რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ გიორგიც მოდიოდა.
-კი.
მიპასუხა გიორგიმ და მეც დავმშვიდდი.
მანქანაში ჩავჯექით და წავედით რათქმაუნდა ლილე და გიორგი გიორგის მანქანით მოდიოდნენ,ვფიქრობდი ნეტა იქ რა უნდა გამიკეთონ?
-იქ რას მიზამენ?
-სისხლის ანალიზს აგიღებენ და დაველოდებით ორი საათი შემდეგ კი მოგვცემენ და ექიმთან გავარკვევთ რა გჭირს.
-აჰამ.
ამოვიოხრე როცა დავინახე კლინიკა,რამდენი ხანია იქ არ ვყოფილვარ და საშინლად მეშინია.
მანქანიდან გადმოვედით და შიგნით შევედით,იმ ოთახისკენ დავიძარით სადაც სისხლი უნდა აეღოთ,საშინლად უჟმური ექიმი გამოდგა,ისე ჩამარჭო თითში პატარა ნემსი ესე ნებისმიერ ადგილზე არ მეტკინებოდა დარწმუნებული ვარ ოღონდ სხვა ექიმს რომ გაეკეთებინა.უხეშად ამოიღო სისხლი და რაღაც გამჭირვალე მინაში მოათავსა ჩვენ კი გვითხრა რომ ირ საათში მზად იქნებოდა.გარეთ გამოვედი და თან ბამბით თითს ვიზელდი
-გეტკინა?
მკითხა გიორგიმ
-ძალიან,უჟმური ქალი იყო ძაან,უხეში..
-ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს,თვით ექიმებსაც კი
თავისთვის თქვა მე კი მაინც გავიგე და გამეღიმა.
ორი საათი ძვლივს გავიდა და პასუხზე მივედით,კონვერტი მოგვცეს და ექიმთან ავედით,პაციენტი ყავდა და გარეთ ცდა მოგვიწია.
-მე შემოგყვები
მითხრა ალექსმა
-არა მინდა რომ გიორგი შემომყვეს.
-რა?გიორგი რად გინდა?
წამოიკივლა გველამა
-დამშვიდდი ლილე
უხეშად უთხრა გიორგიმ და შემდეგ მე მომართა
-კარგი შევიდეთ პაციენტი გამოვიდა.
ოთახში დაძაბული შევედი,ვგრძნობდი რომ გიორგიც დაძაბული იყო,ექიმის წინ განკუთვნილ სკამებზე ჩამოვჯექით და ექიმს მივესალმე.
-რამ შეგვაწუხა ანასტასია?
ჩემი ექიმი იყო და მაშასადამე მიცნობდა
-გულისრევები მაქვს როცა საჭმელს ვჭამ,ანუ საჭმელს ვერ ვჭამ ფაქტიურად
-ჰმ...სისხლის ანალიზი აიღე?
-კი აი აიღეთ...
ვუთხარი და კონვერტი გავუწოდე,სათვალე გაიკეთა და გაშიფრვას შეუდგა,ცოტახანში წარბები შეკრა მე კი დაძაბული ვიჯექი ერთ ადგილას,უცებ გიორგის ხელი ჩემს ხელზე ვიგრძენი ძლიერად მომიჭირა,მეც რეაგირება სწრაფად მოვახდინე და მეც დავადე ხელი ხელზე.ექიმმა შემომხედა სათვალე მოუძრო და თავი გააქნია.
-რა სჭირს ექიმო?
დაძაბული ხმით უთხრა გიორგიმ
-ანასტასია,დეპრესიაში იყავი?
-ჰო,ჩემი მეგობარი ის...გარდაიცვალა და...
ცრემლები ძვლივს შევიკავე.
-ექიმო ეს რა შუაშია ღებინებასთან?
იკითხა გიორგიმ
-შუაში კი არა თავშია,როცა ადამიანი არის დეპრესიაში,ზის ოთახში და ტირის მის გონებას არ შეუძლია საჭმლის მიღება,არ შეუძლია იფიქროს საჭმლის გადამუშავებაზე,ამ დროს კი ორგანიზმს ძალიან უნდა საჭმელი რომ ენერგია და ძალა ჰქონდეს.მაშასადამე შენ არ იღებდი საჭმელს და შენი სხეული გამოიგმფიტა,თუ აკვირდები რომ ძალიან დასუსტებული ხარ?რამდენი ხანი იყავი ესეთ მდგომარეობაში?
-ორი კვირა.
-ორი კვირა კი საკმარისი დრო იყო იმისთვის რომ ჩამოყალიბებულიყო ანორექსია.
-რაა?ანორექსია მაქვს?ეს შეუძლებელია,შეუძლებელი.
-ისეთ სტადიაშია შეიძლება განიკურნოს შეიძლება არა,წამლებს გამოგიწერ და შესაბამის საჭმელს დაგინიშნავ.
ექიმმა ეს როგორც კი თქვა გიორგიმ ჩამიხუტა და შევხედე როგორ იჭამდა ქვედა ტუჩს რომ არ ეტირა,მე კი ვტიროდი და ვეხუტებოდი,ექიმმა ფურცელი გაუწოდა გიორგის მან კი ხელში დაიკავა და წამომაყენა,გარეთ ესე ჩახუტებული გამიყვანა,არ მინდოდა ბავშვებს შეშინებოდათ,მაგრამ ცრემლები ვერაფრით შევიკავე.
-რა მოხდა?რა სჭირს?
ყველამ ერთხმად დაიყვირა როცა ესეთ მდგომარეობაში დაგვინახეს.
-ანორექსია.
გიორგიმ ჩემს მაგივრად უთხრა მე კი ტირილს უფრო ვუმატე და ჩავიკეცე,გიორგიც ჩემთან ერთად ჩაიკეცა და ჩემთან ერთად ტირილი დაიწყო.


ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ .შემდეგ თავს საღამოს დავდებ :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent