შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიხსენებ,გპირდები (2)


4-08-2015, 22:42
ავტორი ანიტა55
ნანახია 1 943

ბაღში გვიანობამდე ვიყავით. სალოს მაინც არავინ ელოდა სახლში.მშობლები 2 წლის წინ დაეღუპა. ღმერთო, რომ წარმოვიდგენდი რომ მარტო იყო გული მეკუმშებოდა. მაგრამ მარტოობას არ ვაგრძნობინებდი. სულ მის გვერდით ვიყავი და ყველანაირად ვცდილობდი მისი გული გამეხარებინა. სულის შეძვრამდე მიყვარდა. ყოველთვის მზად ვიყავი მისთვის მოვმკვდარიყავი. დარწმუნებული ვარ ისიც იმავეს განიცდიდა. მაძლიერებდა მისი სიყვარული, თბილი თვალები და საერთოდ მისი ულამაზესი სული. სახლში ავაცილე. -აბა შენ იცი,ჭკვიანად, მიყვარხარ, - ვუთხარი და გულში ისე ჩავიკარი კინაღამ გავჭყლიტე. -მეც მიყვარხარ, - ჩუმად მითხრა და ნაზად მაკოცა. -ხვალ ამოგივლი კაი? -კაი გელოდები. სახლისკენ გაიქცა და მანამდე ვუყურებდი, სანამ თვალს არ მოეფარა. მეც ეგრევე სახლში ავედი და მაშინვე დამეძინა. მეორე დღეს ცოტა ადრე გამეღვიძა, ვეღარ დავიძინე და ავდექი. თვალში მაშინვე სალომეს ნახატები მომხვდა. ფურცლები ხელში ავიღე და დათვალიერება დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები 1000 მაინც მქონდა ნანახი. არ მბეზრდებოდა. საოცრად ხატავდა. ჩემი ნიჭიერი. სახეზე ღიმილი დამთამაშებდა მის ულამაზეს ნახატებს რომ ვუყურებდი. მის საყვარელ ნახატსაც წავაწყდი, რომელზეც მე ვიყავი დახატული. ფურცელი ხელში ავიღე და კარგად დავაკვირდი. მართლა როგორ მგავდა მასზე გამოსახული ფიგურა მე. სალომე გიჟდებოდა ამ ნახატზე. სულ თან დაქონდა. მე კი ორი დღის წინ გამოვართვი, ისევ რომ დავმტკბარიყავი მისი შემოქმედებით. პირველ საათზე ჩავიცვი, ნახატები ავიღე და სალოსკენ გავემართე. ერთი სული მქონდა როდის ჩავიკრავდი გულში და დაუსრულებლად ვკოცნიდი. სახლის კარები ღია დამხვდა, ფეხაკრებით მისი ოთახისკენ გავემართე საიდანაც ვიღაცის სლუკუნი ისმოდა. ოთახში შევედი და დავინახე, როგორ იჯდა იატაკზე და ათვალიერებდა თავისი მშობლების სურათებს. კინაღამ იქვე ჩავიკეცე ესეთ მდგომარეობაში რომ დავინახე. ნელა მივუახლოვდი, მეც ძირს დავჯექი და რაც ძალია და ღონე მქონდა მკლავები მოვხვიე. მან გამომხედა და ძლიერად მაკოცა. -გაჩუმდი, ნუ ტირი, გთხოვ, ჩემო პატარავ, - ვამშვიდებდი მე. -სუ, აქ ვარ, შენთან ვარ, ნუ ტირი, - ჩურჩულით ვეუბნებოდი მე და თავი მის ლამაზ თმებში ჩავრგე. -რა ვქნა, ძალიან მიჭირს, - სლუკუნით თქვა სალომემ და კიდევ უფრო მაგრად მომეკრო. -ვიცი, პატარავ, ვიცი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, არასოდეს მიგატოვებ, გპირდები. -მეც ძალიან მიყვარხარ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ. ყველას მირჩევნიხარ, შენს გარდა მართლა არავინ მყავს. პასუხი აღარ გამიცია. ვაკოცე და შევეცადე გამემხიარულებინა: -ნახე, შენი ნახატები მოგიტანე, - ვუთხარი მე ღიმილით. -როგორც იქნა, - მითხრა მან და ცრემლები მოიწმინდა, მისი გამხიარულება ადვილად გამომდიოდა. - აი ეს განსაკუთრებულად მჭირდება, - თქვა მან და მისი საყვარელი ნახატი აიღო. -არსად დაგეკარგოს, - ვუთხარი სიცილით. -არ მოგწონს? - საცოდავი სახით შემომხედა. -შენი ყველაფერი მომწონს, ნუ იბუტები, ჩამო ლამაზო, - ვუთხარი და მოვეხვიე. -დღეს ავიდეთ რა გიოსთან და ანუკასთან კაი? - მითხრა და ცხვირზე მაკოცა. -კაი როგორც გინდა ჩემო ცქნაფავ. -ჰაჰაა, ცქნაფავ, - გაიმეორა და სიცილი დაიწყო. კისერში ვაკოცე და სახლიდან გავედით. გიოსთან და ანუკასთან კარგად გავერთეთ, თან მარტოები იყვნენ და სახლი თავზე დავიმხეთ. მიხაროდა სალომეც კარგ ხასიათზე რომ იყო. -ბიჭო დარჩი რა დღეს აქ, სალომესაც ვეტყვი, ჩემები სოფელში არიან. - მითხრა გიომ. -კაი ბაზარი არაა, - დავეთანხმე მე და სალოსკენ წავედი. -პატარა, დღეს აქ დავრჩეთ რა, არ არიან ბიძაშენი და ბიცოლაშენი აქ. - ვუთხარი და ხელი ლოყაზე მოვუსვი. -ხო ვიცი, დავრჩეთ, - მითხრა და გამეკრიჭა. დილით ყველაზე პირველი მე გამეღვიძა. გადავწყვიტე სალოსთვის რამე ლამაზი მეყიდა. მაღაზიები დავიარე და საბოლოოდ არჩევანი ერთ ულამაზეს კულონზე შევაჩერე, რომელსაც გულის ფორმა ქონდა და შიგ ორი პატარა სურათის ჩადება იყო შესაძლებელი. ვიყიდე და ისევ გიოსთან ავედი. კვლავ ყველას ეძინა. კულონში ჩემი და სალოს სურათები ჩავდე, მის საწოლთან ფრთხილად მივედი, რომ არ გაღვიძებოდა და კულონი ნელა ჩამოვუკიდე ყელზე. -მიყვარხარ, - ჩუმად ვუთხარი, შუბლზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი.



№1  offline წევრი nini :)

მალე გააგრძელე გთხოვ

 


№2  offline წევრი ანიტა55

აუცილებლად <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent