შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად.(2)


5-08-2015, 00:04
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 2 118

ფიქრებისგან გადაღლილს 2საათამდე ჩამეძინა, როცა გავიღვიძე სახლში არავინ დამხვდა, ჩავიცვი და აივანზე გავედი მოსაწევად. ჩემს თავს დავცინოდი, მხოლოდ რამდენიმე წუთით ვიყავი მასთან ერთად და ვერ ვივიწყებდი, არ ვიცნობდი და მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე, იმდენს ვოცნებობდი ჩვენს მომავალზე, ოცნებაც კი გავცვითე. ბიჩოკი საფერფლეში ჩავწვი და ღრმად ჩავისუნთქე, რაღაც სხვანაირი გრძნობა დამეუფლა და მივხვდი, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ სხვანაირად ვსუნთქავდი, სიყვარულით. სახლში შევედი და ტელეფონს დავუწყე ძებნა, უცებ ნინამ დამირეკა და საქმე გამიადვილა.
–სად ხარ სალ?
–სახლში, შენ?
–სკოლაში. აუ რატო არ მოხვედი რაა ქართულის საკონტროლო გვქონდა და ვერავინ ვერ დავწერეთ.
–ვთხოვოთ და მეორედ დაგვაწერინებს. ამოხვალ ჩემთან?
–ხო ამოვალ, შოკოლადს წამოგიღებ თორე მთელი დღე ცუდ ხასიათზე იქნები.
–არ მინდა, აღარ მჭირდება შოკოლადი ისედაც ბედნიერი ვარ! ყველაზე ბედნიერი მთელს მსოფლიოში.
–რამე მოწიე?
–ნინაა! წავედი ვიღაც მოვიდა. მალე ამოდი გელოდები.
სირბილით მივედი კართან, ყურადღებას არ ვაქცევდი და ბოლოს გავიაზრე რომ უკვე ძალიან დიდხანს აკაკუნებდა. კარს ყოველთვის პირდაპირ ვაღებ, არ ვკითხულობ ვინ არის, ახლაც ასე გავაღე და ნანახმა იმდენად შემაშინა, კარადას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი, სწორად მიხვდით ის იყო. ვიფიქრე თუ სხვას არაფერს იმას მაინც მეტყვის სახლში ხოარ შემომიშვებო, მაგრამ არაფერს ამბობდა, მე მეტყველების უნარი დავკარგე როცა ის დავინახე. ბოლოს უცებ წამოიწია წინ, ხელში ამიყვანა, სირბილით მივიდა ტახტთან და ძალიან მაგრად დამაგდო, ალბათ უნდა მეყვირა და მეთქვა როგორ ბედავ შე უზრდელო ეხლავე გაეთრიე აქედან–თქო, თუმცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ესეთ რაღაცებზე ძალიან მეცინებოდა, ამიტომ სიცილი დავიწყე, ისიც იცინოდა, მერე გაჩერდა, უხერხულობისგან მეც გავჩერდი. 5წუთი გაშტერებული მიყურებდა, მეც ვუყურებდი. მერე მითხრა.
–რა ლამაზი ხარ. იცი როცა შენ გიყურებ მგონია რომ უკვე დიდი ხანია გიცნობ, რომ აქამდე უკვე ბევრჯერ გითხარი რომ მიყვარხარ და შენი პასუხი ყოველთვის 'მეც' იყო, არვიცი რამჭირს, ასეთი რაღაც არცერთ გოგოსთან არ მქონია. მიყვარხარ სალომე, მიყვარხარ! არ მითხრა რომ მეორედ გხედავ და შეუძლებელია მიყვარდე, არ მითხრა რომ სხვა გიყვარს, საერთოდ არ მიპასუხო. მე შენ მიყვარხარ, ყოველ წუთს ვგრძნობ როგორ იზრდება ჩემი შენდამი სიყვარული. არმაინტერესებს რამდენი წლისხარ, რა გვარიხარ, სად სწავლობ, არაფერი არმაინტერესებს! ყველა წვრილმანმა აზრი დაკარგა ჩემთვის.
მისი ლაპარაკით გაბრუებულმა ხმის ამოღება ვერ შევძელი. მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და ისევ მან მითხრა.
–დავბრუნდები როცა ძალიან მოგენატრები.
და წავიდა..
არ ვიცი იქნებ უნდა გავყოლოდი, იქნებ უნდა მეთქვა რომ მეც იმავეს ვგრძნობდი, იქნებ უნდა მეთხოვა რომ დარჩენილიყო, მაშინ ხომ არვიცოდი რომ შეუძლებელი იყო ჩვენ ერთმანეთი დაგვეკარგა.
ნინა მოვიდა, გვერდზე მომიჯდა და სიცილს ვერიკავებდა ასეთ გაშტერებულს რომ მხედავდა.
–ჰაა აღარ იტყვი რა გჭირს?
–არა ნინა, მიდი რაღაცების მომზადება დაიწყე მე წყალს გადავივლებ და მოვალ.
–ნატა არმოვა?
–ელენეს გამოიყვანს ბაღიდან და ერთად მოვლენ გვიან.
სიგარეტი ავიღე და აბაზანაში შევედი. ნინა ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და რატომ არ ვუთხარი რა მოხდა? რატომ დავუმალე ჩემს დაქალას? მაშინ თავს იმით ვიმართლებდი რომ ჯერ ჩემს თავში მინდოდა გავრკვეულიყავი თუმცა მერე მივხვდი რომ ეს იმხელა და ისეთი გრძნობა იყო, არავისთვის გაზიარება არ ღირდა, იმიტომ რომ სხვები მაინც ვერ გაიგებდნენ. მაშინ, 1დღის წინ რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის შევხედე და შემიყვარდაო, გამეცინებოდა ვერ გავიგებდი კიარა სიცილით მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა ვიცი რა გრძნობაა როცა ისიც კი არიცი რა ჰქვია და მისით შეპყრობილი ხარ, გიყვარს ისე, როგორც ყველაზე მორწმუნე ადამიანს ღმერთი. გამახსენდა რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება და მთელი გულით ველოდებოდი მეორე სასწაულს, პირველი ხომ ის იყო, როცა მე და ის ერთმანეთს შევხვდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent