შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს მიგატოვებთ (2)


5-08-2015, 12:00
ავტორი Masho 123
ნანახია 2 340

გულმა არ მოუთმინა, მაშინვე დაქოქა მანქანა და ბავშვთა სახლში
მივიდა. მიმღებში ახალგაზრდა ქალმა უთხრა, დერეფანს გაუყევით
და მარჯვნივ პირველი ოთახია კატოსიო. ოთახის კარები შეაღო და
საწოლზე მისგან ზურგით მჯდარი გოგონა დაინახა. გოგონას პატარა
ბავშვი ეჯდა კალთაში და გულიანად იცინოდნენ. კარების ხმაზე გოგონამ
გამოიხედა, გეგის მოეჩვენა რომ 18-19 წლის ბავშვი იყო, რომელიც
გაკვირვებული უყურებდა.
- კატოს მამა ხართ? ძალიან გგავთ
- დიახ, კატოს ნახვა მინდოდა
- ხო, რა თქმა უნდა
გოგონამ ბავშვი ჩამოსვა, თვითონ კი ოთახიდან სწრაფად გავიდა, ხელს
აღარ შეგიშლითო. გეგი კატოს წინ ჩაიმუხლა, პატარა მართლაც მისი ასლი იყო. უნდოდა ხელში აეყვანა, მაგრამ პატარამ სატირლად დაბრიცა
ტუჩები და დერეფანში გაიქცა. მიბაჯბაჯებდა დერეფანში ტირილით და
თან დედას ძახილით იქაურობას იკლებდა. გეგი გაშეშდა, ნატი მართალი
იყო, არაკაცი იყო. საკუთარმა შვილმა არ მიიკარა, კატო მის გამო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ვიღაც უცნობ ქალს დედას ეძახდა.
გეგიც გავიდა დერეფანში და იმ გოგონას მაისურზე გამომბული პატარა
დაინახა. გეგის დანახვაზე გოგონას ზურგს ამოეფარა და თან მაისურზე
ქაჩავდა, დედას ძახილით. აწითლებულმა გოგონამ ბავშვი ვიღაც ქალს
გაატანა, თვითონ კი გეგის მიუბრუნდა თავჩახრილი
- მაპატიეთ, ბატონო გეგა. იცით კატო ძალიან პატარა იყო აქ რომ მოიყვანეს. სამი მომვლელი გამოუცვალეს, რადგან ყველასთან ჭირვეულობდა. მე შემეჩვია, მთელი სამი წელია მე ვუვლი. ლაპარაკი
რომ დაიწყო, დედა დამიძახა. იცით მე ვეცადე ამეხსნა რომ დედამისი
მე არ ვარ, მაგრამ ძალიან პატარაა, მაინც დედას მეძახის. ვიფიქრე ცოტა
რომ გაიზრდება უკეთ გაიგებსთქო, მაგრამ... მაპატიეთ, თქვენ ალბათ
არ გსიამოვნებთ ესე რომ მომმართავს
- არა, არაუშავს. უბრალოდ კატო ჩემი შვილია, და მინდა ჩემთან წავიყვანო. მან არც კი მიმიკარა
- არაუშავს, შეგეჩვევათ. ძალიან უკარებაა, სხვა აღმზრდელებს ახლოსაც
არ იკარებს
გეგიმ გავლენიანი მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით, ყველა
საბუთი ერთ კვირაში მოაწესრიგა და ბავშვის წამოსაყვანად ყველაფერი მზად იყო. დედამისს მოკლედ აუხსნა სიტუაცია და გახარებული ქალიც, მაშინვე მასთან გადავიდა საცხოვრებლად, ერთადერთი შვილისშვილისთვის რომ მიეხედა. ძლივს წამოიყვანა კატო ბავშვთა
სახლიდან, პატარა ბოლო ხმაზე ღრიალებდა გამიშვი, დედიკოსთან
მინდაო. მთელი გზა ვერ დააწყნარა, ბოლოს დედამის თხოვა იქნებ როგორმე გაამხიარულოო. არც ახალი ოთახი მოეწონა, არც სათამაშოები,
არც ახალი კაბები, ტკბილეულსაც არ მიეკარა. ძლივს აჭამეს ერთი ცალი
შოკოლადი, გაიძახოდა დედიკომ მაჭამოსო. ბოლოს დამამშვიდებელი დაალევინეს და ისე დააძინეს. დილითაც იგივე განმეორდა... ტირილით
გაიღვიძა და საწოლიდან არ დგებოდა, დედიკო მოვიდესო. საწოლში
მიუტანეს ჩაი და ნამცხვარი, მაგრამ ჩაის ჭიქას ხელი აუკრა და მთელი
სითხე დაიღვარა. შემდეგ მთელი დღე იატაკზე იჯდა და არ დგებოდა,
ბავშვთა სახლიდან წამოყვანილი თოჯინა ყავდა ჩახუტებული და ტიროდა. დიდი თაფლისფერი თვალები სულ დაუწითლდა, გეგის ახლოსაც არ იკარებდა, მის დანახვაზე სახეზე ხელს იფარებდა და ტირილს უმატებდა.დედამისი ეუბნებოდა შენსავით ჭირვეულიაო,მაგრამ
უკვე სერიოზულად ნერვიულობდნენ. მთელი დღე ერთი ლუკმა ვერ
აჭამეს, იატაკიდანაც ვერ ააყენეს. ბოლოს, საღამოს, გეგიმ ხელში აიყვანა
საწოლში რომ ჩაეწვინა, მაგრამ ბავშვს ისტერიკები დაეწყო. ტიროდა,
ვეღარ აწყნარებდნენ, მერე ფერი დაკარგა, გალურჯდა, გონება
დაკარგა. საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმმა სერიოზული არაფერია,
უბრალოდ ძალიან პატარაა და ნერვიულობის და უჭმელობის ბრალიაო.
მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა გეგიმ, ძალიან ნერვიულობდა,
დილით კი ექიმმა უთხრა კარგი იქნება ფსიქოლოგს თუ ანახებთ,
ხმას არ იღებს, არავის ელაპარაკებაო. საუკეთესო ფსიქოლოგი მოაყვანინა, არც ამან გაჭრა, ბავშვი არ დაელაპარაკა. ბოლოს გეგიმ
აუხსნა სიტუაცია და ქალმაც უთხრა, ყველაფერს აჯობებს, იმ გოგოს
თუ მოუყვანთო. გეგიც ზუსტად ამას აპირებდა, მანქანა სწრაფად დაქოქა და ბავშვთა სახლის წინ გააჩერა.



№1  offline წევრი Masho 123

buubbuuu)))
კარგია ძაან მაგრამ ასე ნუ წელავ იქნებ მალმალე დადო რა ♥

Aucileblad male davdeb, dzalian didi madloba, mixaria tu mogwons ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent