მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე ( 2 )
დილით ადრიანად წამოვფრინდი საწოლიდან,პოლიციაში მეჩქარებოდა.ფაცხაფუცხით ჩავიცვი და ჩემს სარკეებ მომტვრეულ მანქანას მოვასკუპტი.ალბათ 8 საათი იყო განყოფილების წინ უკვე ყარაულში,რომ ვიდექი და ველოდი,როდის გაანთავისუფლედნენ ჩემს ერთერთ მნიშვნელოვან საზრუნავს,სიცოცხლეს,რომელიც უნდა გადამერჩინა-თომა ნიქაბაძეს.ზუსტად 2 საათი ვუყურყუტე,ხან მანქანაში,ხან მასზე მიყრდნობილმა,ხან კი წინდაუკან დავაბოტებდი.აჰა როგორც იქნა გამოჩნდა.შორიდან დაკვირვებით შევათვალიერე,პირი დაუბანია,თურმა სიმპატიურიც ყოფილა.ჩვეულებისამებრ დაბღვერილი სახით და სევდიანი თვალებით ნელნელა მოუყვებოდა პოლიციის საფეხურებს,მისკენ გავემარტე და მიმავალს გვრდით ამოვუდექი -გინდა ანეგდოტი მოგიყვე?-გაოგნებულმა შემომხედა მაგრამ ხმა არ ამოუღია სიარული განაგრძო-დაქალი დაქალს ეწუწუნება : „ქმარი ბაზარში გავაგზავნე პროდუქტებზე და ახლა დამირეკეს,რომ ავარიაში მოყოლილა „უი და ახლა რა უნდა გააკეთო“ „რავიცი მაკარონს მოვხარშავ ისევ“ ირონიულად გამომხდა თავი გააქნია და ხმის ამოუღებლად სიარული გააგრძელა,არც კი გაეცინა ამ ხუმრობაზე,ეგრევე წინ გადავეღობე -ეი,ახალგაზრდავ,ანეგდოტი არც ისე ურიგო იყო,შეგეძლო გაგეღიმა მაინც-ის ისევ გაოცებული მაკვირდებოდა ხმის ამოუღებლად ალბათ ფიქრობს,რომ შეშლილი ვარ-კარგი კარგი,მისნიმე,მე მინდა,რომ შენ ჩემთვის იმუშაო,გასაძარცვი არაფერია,უბრალოდ მინდა,რომ ერთი ადამიანი მოვიტაცოთ,ასე ნუ მიყურებ,ფულს გადაგიხდი ნეტა გენახათ მისი სახე იმ წუთას,ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოგნებისაგან -ასე რატომ მიყურებ?მართლა გადავიხდი,მითხარი შენი ბანკის ანგარიში და დაგირიცხავ,მე თავადაც მოვაგვარებდი ამ საქმეს,მაგრამ ხომ იცი ქალები როგრები ვართ,ხან სალონი,ხან მაღაზიები,ხან მკერავები და ამისათვის არ მცალია,ასეთი საქმეები ბოროტმოქმედებს უნდა დაავალო ისინი უკეთ ასრულებენ,აი მაგალითად შენ ძალიან გავხარ ბოროტმოქმედს,რა არ ხარ?-ვკითხე და ხელები განზე გავშალე და ისეთი სახე მივიღე რომ ჩემს სიტყვებში 100% ვიყავი დარწმუნებული. თომამ რამოდენიმე წამი ისევ გაოგნებული მიყურა,ალბათ საბოლოოდ დარწმუნდა რომ შეშლილი ვარ,თავი სიბრალულით გააქნია,ოდნავ ხელი მკრა გვერდზე გამწია და მის მომლოდინე ძმაკაცებს მანქანაში ჩაუჯდა. -ასე ადვილად ვერ მომიშორებ-ჩავილაპარაკე პირველი რაუნდით კმაყოფილმა და მომდევნო რაუნდისათვის მოვემზადე. რისთვის მყავდა ეს ჯართიი მანქანა თუ მნიშვნელოვან საქმეში არ გამომადგება,ხოდა ,სირბილით გავექანე ჩემი „რაშისკენ“ და იმათ მანქანას დავედევნე.ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ფეხბურთის სტადიონს მივადექით,ისინი კი შევიდნენ შიგნით მაგრამ მე როგორ მოვახეხო ეს?ჯიბეები მოვიჩხრიკე და ძლივს შევაკოწიწე ბილეთის ფული.შიგნით შევედი,არც სიე ბევრი ხალხი ყოფილა,ტრიბუნებს თვალი მოვავლე თომას საძებნელად,აი ისიც,ვიღაც შავებში ჩაცმულ ზორბა მამაკაცს გაცხარებით ელაპარაკებოდა და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა,მათკენ გავემარტე,მაგრამ მცველი გადამეღობა -ახალგაზრდავ სად მიდიხართ? -აი იმ ბიჭთან მივდივარ,თომასთან -ვერ გაგიშვებთ,ის სექტორში შესვლა არ შეიძლება -ძალიან გთხოვთ,მე ვიცნობ მას ისიც მიცნობს,აი თავად დარწმუნდებით ახლა,დავუძახებ და გამოიხედავს ოდნავ მოხრილი ხელის მტევნები პირის ირგვლის მილივით მოვიმარჯვე და ბოლო ხმაზე დავიძახე -ბოროტმომქმედოოოო მანაც ჩვენი მიმართულებით გამოიხედა,ვაი ასეტ გამოხედვას ჩემს დანახვაზე თვალები მრისხანებით აენთო -აი,ხომ ვამბობდი ვიცნობმეთქი აი გამოიხედა-კმაყოფილი მივუბრუნდი მცველს,ისიც დარწმუნდა და შემეშვა -ეი ბოროტმომქმედო თუ არ მოხვალ იცოდე ყვირილს არ შევწყვეტ ,გესმის?მოდი ისიც გაავებული ზარლივით გამოქანდა ჩემკენ,მივხდი კარგი დრე არ მეწერა,მრისხანებისაგან სახეზე ალი ასდიოდა,ახლა მის თვალებში არა მარტო სევდა და ტკივილი იყო არამედ მრისხანება და სიბრაზე,რაც სავარაუდოდ მე გამოვიწვიე.მკლავში ცალი ხელით არწივივით ჩამაფრინდა და მანქანისაკენ ძალით წამიყვანა -რას აკეტებ მეტკინა-ძლივს ამოვიკნავლე სიმწრისაგან მთელი ძალით მანქანის კარზე მიმახეთქა და პირზე ხელი ამაფარა რომ ხმა არ ამომეღო,რამოდენიმეჯერ გავუძალიანდი მაგრამ დანებებას არც ის აპირებდა -შენ ვერც კი წარმოიდგენ რა შემიძლია გაგიკეთო,ერთი მოძრაობა და გვამი ხარ,ასე რომ შეწყვიტე ჩემი დევნა თუ გინდა იცოცხლო-თითოეული სიტყვა დამიმარცვლა,მისი მრისხანე თვალები სახეს მიწვავდნენ,მორჩა და ხელიც ამიშვა,ალბათ ელოდებოდა,რომ წავიდოდი,შეშინებული დამფრთხალი,მაგრამ ნურას უკაცრავად, -აი მესმის,აი სწორედ ამიტომ მინდა შენი დაქირავება,აშკარაა,რომ ერთი გამოხედვით შეგიძლია ადამიანის მოკვლა ჩემმა სიტყვებმა და უშიშრობამ წყობილაბიდან გამოიყვანა,მისი ძლიერი ხელი მკლავზე გამომდო და გასასვლელისკენ მიბიძგა -წადი აქედან თორემ მოგკლავ-კბილებში გამოცრა და ზურგი შემაქცია,ისევ ტრიბუნებისაკენ გაემართა,მე აბა რის მირა ვიყავი ასე ადვილად,რომ დავნებებოდი,უკან ავედევნე -მაპატიე მეგობარო,დამშვიდდი,ჩემი მოკვლა რაში გარგია,მომკლავ და ციხეში ჩაგსვამენ,აი ჩემსავით რომ ვინმე ფულს გიხდიდეს ამ საქმეში,ჩემს მოკვლაში კი იქნებოდი სარგებელში მაგრამ აბა ჩემი მოკვლა ვის ენდომება,მე ხომ ასეთი საყვარელი და კარგი გოგო ვარ -შენ რა ტვინით ავადმყოფი ხარ? -ოოო,მე ბევრი რამე მაწუხებს მაგრამ ახლა მაგის დროა?მითხარი მომატაცებინებ ?ხომ იცი ფულს გიხდი?ფულზე კი უარს ვინ ამბობს?-ვუთხარი და გამომცდელად მივაცქერდი მის უძირო თაფლისფერ თვალებს,იმის იმედად,რომ დავიყოლიებდი რამოდენიმე წამი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის,არ ვიცი რისი წაკითხა ან დანახვა სურდა ჩემს თვალებში,ალბათ პასუხს ეძებლა მის კითვაზე,დამთანხმებოდა თუ არა და ბოლოს -ჯანდაბას შენი თავი თანახმა ვარ -არიიიიისსსს-სიხარულისაგან შევხტი და დავტრიალდი -მშვიდად,ხალხი გვიყურებს-მკლავდი მწვდა და შემაჩერა,მეც დავემორჩილე -როცა ჩემი დავალების შესარულებლად წახვალ მეც უნდა წამოვიდე -არ არსებობს-გადაჭრით მითხრა ცივი უარი -არა არსებობს,მეც მოვდივარ-ცალი ფეხი ძირს დავაბაკუნე და მხრებში რაც შემეძლო გავიმართე,რაღაც წამი გაბრაზებული მაკვირდებოდა და ალბათ გაახსენდა რომ მე ცოტა შეშლილი ვარ და შეპასუხება არ ღირს. -კარგი -ესეც,ასე,მართლა ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე მივიდივართ ერთად და ერთმანეთის სახელები კი არ ვიცით,მე მირა შენ?-და მარჯვენა ხელი გავუწოდე -თომა -მოიცა შენ ასეთი მრისხანე და დაბღვერილი ხარ ყოველთვის?ვერ გავიგე ეს გაბრაზებული სახე ისეთივე აუცილებელია ბოროტმომქმედისათვის როგორც სუპერმენისათვის წითელი ტრუსიკი?არ იღიმი,არ იცინი,სულ წარმები გაქვს შეკრული,გამახსენდაააა,მე ვიცი შენ ვინც ხარ-უცებ გამინათდა გონება -ვინ?ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა -გაბრაზებული ჩიტი,ხომ იცი საბავშვო მულტფილმი,აი ასე შენსავით რომ იბღვირებიან და მერე ბუხ სკდებიან-სიცილი დავაყარე და მომუჭული ხელები უცებ გავშალე იმის დემონსრტირებისათვის თუ როგორ სკდებიან გაბრაზემული ჩიტები მულტფილმებში.ჩემმა საქციელმა ღიმილი შეაპარა მის ბაგეებს -აი ხედავ?გაგაღიმე-გამარჯვების ნიშნად ტაში შემოვცხე ვთქვი და უცებ შეკრა წარბები. ---------------------------------------------------------------------------------- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.