გაგიხსენებ,გპირდები (3)
-მიყვარხარ, - ჩუმად ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. ყავა დავისხი და სიგარეტის მოწევა დავიწყე. უცებ კისერზე სალომეს ნაზი ხელები შემომეხვივნენ, ისე რომ სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. -იკა, დიდი მადლობა, ულამაზესია, ძალიან მომწონს, მიყვარხარ, - მითხრა და ლოყაზე მაგრად მაკოცა. კმაყოფილი და გახარებული იმით, რომ სალოს ჩემი საჩუქარი მოეწონა, ჩემსკენ მოვიზიდე, კალთაში ჩავისვი და მკერდზე მივიკარი. საოცარ სიმშვიდეს მგვრიდა მისი შეხება, კოცნა, და საერთოდ მისი სიყვარული. საოცარი იყო ეს გრძნობა. ჩვენი სიყვარული ყველაფერს ძლევდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. თუმცა ამავდოულად ყოველთვის თან მსდევდა შიში იმისა, რომ ჩემს სალომეს დავკარგავდი. მაგრამ ამ სისულელეს თავიდან მალევე ამოვიგდებდი ხოლმე და გულში გავიფიქრებდი ”ყველაზე სასიამოვნოა ის გრძნობა, რომ ვიღაცას უყვარხარ, სალომეს ნამდვილი წრფელი გულით ვუყვარვარ და მის დაკარგვას არ დავუშვებდი” დაახლოებით 20 წუთი ვიჯექით ასე თბილად, სანამ ანუკა არ შემოვიდა და ჩვენ დანახვაზე სიხარულის გამომხატველი თვალები არ შემოგვანათა. -რა საყვარლები ხართ, როგორ მიხარია ასეთებს რომ გხედავთ, - თქვა ანუკამ საოცარი სითბოთი. -ჩვენც გვიხარია, - თქვა სალომემ სიცილით და სახეზე მომეფერა. მე საპასუხოდ გავუღიმე და ვკითხე: -გიო არ ადგა? -კი, იცვამს ალბათ, - მიპასუხა ანუკამ და ყავა დაისხა. -დღეს რა ვქნათ? - იკითხა სალომემ მხიარული ხმით. -მმ, მოდი სადმე წავიდეთ, კარგ ადგილას, გავერთობით, - ვთქვი მე. -ვაა სად აბა? - ამ დროს შემოვიდა გიორგი და უაზროდ გაიღიმა. -რავი მოიფიქრეთ და წავიდეთ, - ვთქვი მე. ცოტა ხანი იფიქრეს, ხმა არ ამოუღიათ. -მე ვიცი, მოდი კარაოკე კლუბში წავიდეთ, - უზომო სიხარულით წარმოთქვა სალომემ და ყველას ერთად შემოგვხედა. -აუუ კაი აზრია, ყოჩაღ სალო, - სიცილით თქვა გიომ. -ხო მართლა, წავიდეთ, - დაეთანხმა ანუკა, - აბა მომბეზრდა ეს კინოები და კლუბები. -კაი წავიდეთ, როგორც გინდათ, - ვთქვი ბოლოს მე და სალომეს კისერში ვაკოცე. -ეხლა მე ცოტა ხნით სახლში წავალ, დავიბან, დავისვენებ და საღამოს გამომიარეთ. - ვთქვი მე და წასასვლელად მოვემზადე. სალომემ გამაცილა. სანამ გავიდოდი მაგრად ვაკოცე და ჩავეხუტე. -არ მოიწყინო, - ვუთხარი თბილად, - მალე წავალთ კაი? -კაი, გპირდები ამიერიდან მოწყენილს აღარ დამინახავ, - სიცილით თქვა სალომემ და ხელებით სახეზე მომეფერა. -ეგრე ჯობია, მიყვარხარ. -მეც. პაკა. სახლში მივედი თუ არა აბაზანაში შევედი. მერე ვჭამე და ცოტა ხნით ინტერნეტში პოკერს ვთამაშობდი. დრო ისე გამეპარა ვერაფერი გავიგე. ექვსი საათისთვის სალომ დამირეკა. -ხო სალო, - ვუპასუხე მე. -ხო სალო კი არა, ჩამო დროზე, შენ ეზოში ვდგავართ. გელოდებით. -უი უკვე? რომელი საათია? -ექვსია იკა, მალე ჩამო რაა. -კაი მოვქრივარ ჩემო ლამაზო. - ვუთხარი და დავუკიდე. კარაოკე კლუბში ძალიან მაგრად გავერთეთ. ყველაზე კარგი დრო კი სალომ ატარა. უსაზღვროდ გამიხარდა ასეთს რომ ვხედავდი. იმდენი სიმღერა იმღერა ხმა დაკარგა. კლუბიდან 9 საათზე გამოვედით. გარეთ თბილოდა. გაჩერებასთან ვიდექით და ტაქსს ველოდებოდით. სალომე ჩემგან ოდნავ მოშორებით იდგა. დღევანდელ დღეზე მხიარულად ვლაპარაკობდით, ვიცინოდით. მერე კი ყველაფერი თითქოს ერთ წამში მოხდა. მოსახვევიდან მანქანა გიჟივით გამოვარდა და ჩვენსკენ გამოექანა. ინსტიქტურად სალომესკენ გავექანე, მაგრამ დამაგვიანდა...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.