სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[14]
მთელი სხეულით ვხურდი,ვთრთოდი და მეგონა რაღაც ციებ-ცხწლწბა შემყროდა.იქნებ ეს მართალი იყო და სახელად ირაკლის ცხელება ერქვა.მამაკაცის მაღალი ბარიტონი და თხოვნა ისევ ჩამესმოდა.დადუმებული ვიდექი და ტელეფონი ყურთაც მჭიდროდ მიმეჭირა. -გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ-თავდაჯერეებული ირაკლი მეუბნებოდა და ვინ იცის როგორი სახე ჰქონდა მაშინ.“რა უნდა?“-ასეთ მდგომარეობაში,მგონი პირველად ვიყავი.იქნებ ეს უკანასკნელადაც ხდებოდა,რადგაჰნ ირაკლის იქნებ ქრისტინე უყვარდა და ამის სათქმელად დამიბარა.იქნებ მიხვდა ჩემს გრძნობებს და ახლა საათში ჩემი ოთახის ფანჯარასთან გააჩერებდა მანქანას და რა იქნებოდა მერე? უბრალოდ არ მესმოდა,რა იყო ეს და საერთოდ თუ არსებობდა სიყვარული ან რა იყო ვნება...პასუხი თავადაც ვიცოდი გულის სიღრმეში,მაგრამ თავს ვისულელებდი და ვცდილობდი ნანიზე არ მეფიქრა,ნანისა და თენგოს საბედისწერო სიყვარულზე.არ ვციი,რამდენნაირად შეამკობდა ამ ყველაფერს პრესა,მაგრამ ჩემთვის ამის გაფიქრებაც კი გამანადგურებელი იყო.ის შიში,რომელსაც მაშინ ვგრძნობდი ახლაც კი დამთამაშებდა და გარემოს თვალებით მაზვერინებდა. „ნუ უყურებ ყველაფერს სერიოზულად.გამოეწყვე და გაერთე“-ამომძახა რაღაც ხმამ.ეს ხომ ირაკლის ბოლო დღე იყო თბილისში.შემდეგ ვინ იცის როდის ჩამოვიდოდა.“უნდა წავიდე“-გავამყარე გადაწყვეტილება და ტანსამელი გადმოვალაგე.მოტკეცილი შავი შარვალი ამოვიცვი,ზემოთ სადა ზედა ჩავიცვი,ფეხზე ოდნავ ამაღლებული ფეხსაცმელი და სადა მაკიაჟი გავიკეთე,პატარა ჩანთა ავიღე და საათს დავუწყე ყურება.მეშინოდა,რომ მომდევნო წამებსა ან წუთებში არ შემეცვალა გადაწყვეტილება. ისევ თავიდან ვახვევდი ფიქრებს,როცა ტელეფონი ამიცეკვდა.მისი მოქმედება და ტანში დენის გავლა ერთი იყო.არ მიპასუხია,ისე ავირბინე კიბეები და ირაკლის წინ ავესვეტე.თვალებით შემათვალიერა,ისევ ძველებურად ჩაიღიმა. -ლამაზად გამოიყურები. -მადლობ-უხერხულად შევხედე მის სპორტულ ჩათმულობას და შემდეგ მისი ხელებიც შევამჩნიე,რომლებიც უკან ჰქოდნა დამალული. -რას მიმალავ?-თვალები ოდნავ ავაფახუნე და მის თვალებს შევხედე,რომლებშიც ჭინკები ცეკვავდნენ. -ნახე-ხელები მისი ხელებისკენ წავიღე და ალბომი შემრჩა ხელში-ეს ისაა,რასაც ჩეი თვალები ხედავს-ლამის იყო ავმხტარიყავი. -კი,ესაა-ირაკლიმ ხელები ძლიერად შემომხვია და მეც ძლიერად ავთრთოლდი-არ ვცდებოდი,შენ მგრძნობიარე ხარ,შესაძლოა ზედმეტადაც კი-თვალებში შემომხედა და მანიშნა ალბომი ერთად დავათვალიეროთო. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი-შენს წესს არღალატობ-გავუღიმე და შემდეგ ჰორიზონს ვერ ვაშორებდი თვალს,რადგან ალბომის დათვალიერების სურვილი მკლავდა,ხოლო სხვა რამეზე ფიქრი ისე მიჭირდა,როგორც უდაბნოში მოწყურებულ მგზავრს,რომელსაც არ შეუძლია იფიქროს საყვარელ ქალზე და,რომელსაც მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი ელანდება. -მოვედით-ხელი ოდნავ შემახო,მაგრამ არ გავნძრეულვარ,მის ჟენტლმენურ ჟესტს დაველოდე და შემდეგ ღიმილით ავდექი. -გემისკენ-ხელი ოდნავ მომხვია და მიბიძგა უზარმაზარი გემისკენ-ფეხი გაკვირვებით ავდგი-ეს მხოლოდ ჩვენთვისაა?-მხრები ამეწია და უფრო მჭიდროდ ვიგრძენი მისი სხეული. -კი,დღეს მხოლოდ ჩვენ ვიქნებით აქ-გამიღიმა და თმებში ხელები შემიყო ისე,როგორც ჩვეოდა ხოლმე. -პაემანია?-გაკვირვებული სახე მივიღე,როცა სანთლებსა და რომანტიკულ გარემოს მოვკარი თვალი.-ეს ყვალეფრი მე მოვამზადე-ირაკლის პასუხი არ გაუცია და სკამისკენ მიბიძგა,დაჯექიო. -კოქტეილი და არა ალკოჰოლი-გამომცდელად შემომხედა. -მზრუნველი ხარ-მოკლედ ვუპასუხე და კოქტეული მოვსვი-გასაოცარი სურნელია-შევუქე ნაშრომი და მის თვალებს შევხედე,თითქოს დამშვიდებულიყო,ღია ფერი მიეღო და საოცრად მიმზერდა.ქალს რა გამოაპარებს მამაკაცის ფლირტის მომცველ მზერას და,მითუმეტეს,ასეთი მამაკაცის. ალბომი გადავშალე და გული უფრო ამიჩქარდა...ვუყურებდი ფოტოებს და უფრო მიხაროდა,რომ ის არსებობდა.რამდენიმე პატარაობის ფოტოც ვნახე,სადაც ის და მისი და გაღიმებულენი უცქერდნენ ფოტოეაპარატს. -მადლობა-გავუღიმე და ისევ ალბომს შევხედე. -ანი,რაღაც მინდოდა მეთქვა-დიდ ხელებში ჩემი ციცქნა მტევნები მოიქცია და გამიღიმა. -ირაკლი,შენ კითხვაზე არ მიპასუხე...-საკუთარ თავს დავცინე გულში.რას ვეკითხებოდი.იქენბ ისიც მეკითხა,ქრისტინე სად არისო.როგორი გულუბრყვილო ვარ ზოგჯერ,ისეთი,რომ საკუთარი თავი მინდა მაგრად ვცემო. -კითხვა...სახელებს არაფერს ვარქმევ ხოლმე..არ მიყვარს,ხომ ხვდები?-ხელები უფრო მაგრად მომიჭირა და პირისკენ კოვზი წამოიღო-მორიდებულად გავაღე პირი პატარაზე და ლუკმა მძიმედ გადავუშვი.“რა ვთქვა?-ვეკითხებოდი საკუთარ თავს,მაგრამ ამით ყველაფერი რომ გამეფუჭებინა,მერე სად წავიდოდი? -რა ლამაზია ეს ყველაფერი.კაპიტანი მხოლოდ ჩვენთვის მიდის..-ბავშვურად აციმეციმებული თვალებით შევხედე. -დიახ,ჩვენთვის-გამიღიმა და სკამი ჩემკენ მოწია.მჭიდროდ დაჯდა ჩემს გვერდით და თავი ხელებში მომიქცია-ანი,წამოდი ვიცეკვოთ. -აქ?-მხრები ავიჩეჩე და ფეხზე ავდექი-მუსიკა? -მუსიკაზე არ იდარდო-რაღაცას ხელი მიაჭირა და მუსიკამაც გაუჟღერა-ეს საოცარია-გავუღიმე და მხარზე ხელი დავადე. რიტმულად ავყევი,ის ნელ-ნელა იწეოდა ჩემკენ და თან მიღიმოდა,უფრო და ფრო მჭიდროდ ვიყავი მის სხეულთან და მესმოდა გულისცემა,როემლიც მხოლოდ ჩემს გარშემო ტრიალებდა.“მიყვარს,მგონი“-ისევ ჩვეული ფიქრები ამომიტრიაა გონებაში.“არა,შენ არ გუყვარს ფლების უკან გადახვევა“-თავს გაღიმება ვაიძულე და მხარზე თავი მივადე ირაკლის,რათა ჩემი ფიქრები არ ამოეცნო.“იქნებ სულ არ შეეძლო,მაგრამ შეყვარებულ ქალს მუდამ ეშინია მამაკაცმა არ ამოიცნოს მისი გრძნობები,არ უნდა,რომ პირველმა გადაუშალოს გული და გაუმხილოს ყველაზე დიდი საიდუმლო...განა ქალისთვია არსებობს სხვა,ამაზე ძლიერი გულის ნადები?“ მთელი საღამო ერთად გავატარეთ,მერე შემოგვაღამდა კიდეც,მაგრამ ირაკლიმ,არ გამიშვა,მერე ორი კვირა ვეღარ გნახავო.მინდოდა,უარი მეთქვა,უფრო სწორედ,ჩემს ერთ ნაწილს უნდოდა,მაგრამ დავეთანხმე და თანაც დიდი სიამოვნებით> ღამით გარემო მშვენიერი იყო,უფრო თვალწამრტაცი,ვიდრე დილას და ეს ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა და თანაც იმის გაფიქრება,რომ ამდენ საათს ირაკლის გვერდით ვატარებდი,დიდ ბედნიერებას მგვრიდა. მზის ამოსვლისას ფეხის წვერებზე ავიწიე და მანაც დამაგება მზერა-მზე ასე ამოდის...ისე,როგორც შენ-გამეღიმა და უფრო ავეკარი.მისი სხეული ჩემსას დიდ სიმხურვალეს გადოსცემდა.მეღიმებოდა,ხან მას ვიცქერდი და ხან მზეს. -უკვე გამოჩნდა-აღტაცებით ავხედე ცას და მისი ძლიერი მკლავები წელზე ვიგრძენი,შემდეგ თავი ამტკივდა,რადგან ის მის დიდ მტევნებში იყო,ტუჩები ჩემსს ბაგეებს შეახო და რაღაც არაჩვეულებრივად მაკოცა.არ იყო გიჟური,არ იყო ჩქარი,მაგრამ იყო ნაზი,რომანტიკული და სასიამოვნო.მთელი სხეულით ვთრთოდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,მაგრამ მხოლოდ ამ კოცნაზე ვფიქრობდი.მისი მზერა ისევ ჩემს წინ იყო,მაგრამ მამაკაცი ხმას არ ირებდა. დიდ ხანს ვუყურეთ ერთმანეთს და მერე ახლოს მოიწია,მოიწია და ყურში მოწყვეტით ჩამჩურჩულა:-ნეტავ,იცოდე,რამდენჯერ წარმოვიდგეინე ჩვენი კოცნა.. ამ სიტყვებზე უფრო ავკანკალდი,წავიქცეოდი,რომ არა მისი ძლიერი მკლავები,რომლებშიც ჩავესვენე.ვიცოდი,რომ ფიქრობდა ჩემს მგრძნობიარებობაზე,ვიცოდი,რომ ახლა მის წინ იყო ნაზი და უსუსრი გოგონა,გოგონა,რომლის თვალები გასცემდა ყველაფერს. -დღეს საღამოს ხომ მოხვალ აეროპორტში?-გემიდან გადმოსვლისას მკითხა და ხელით მკერდზე ძლიერად მიმიჭირა. -არ ვიცი-გულუბრყვილოდ ვუპასუხე. -დავშორდით..დიდი ხანია,მაგრამ ჩემებმა არ იციან,არ მინდოდა მათი პანიკა მენახა.ნუ,ჩემი მშობლების,თორემ ხატია სიხარულისგან შემჭამდა. -ირაკლი...ვწუხვარ..-ისევ რაღაც სისულელე ამოვროშე და ყურში მისი სიცილი ჩამესმა. -რა სულელი ხარ..მე შენ მიყვარხარ’-წავბარბაცდი და უკან წავიწიე.არ ვიცოდი,რა მეპასუხა-ნურაფერს მეტყვი.ვიცი,რომ მოულოდნელი იყო შენთვის... მანქანიდან დაძაბული გადმოვედი,სადარბაზომდე მიმაცილა და ყურში ჩამრჩურჩულა,თუ გინდა მოდიო. სახლში აცრემლებული ავედი,ნათია წინ ამესვეტა,სად იყავი გუშინო.დამალვას აზრი არ ჰქონდა და ორივეს,ნათაისაც და მარისაც,რომელიც დაძაბულად წრუპავდა წვეს,მოვუყევი ემი რომანტიკული თავგადასავალი. -ხომ ვამბობდით-ხტუნვა დაიწყეს ერთმანეთზე მიშტერებულებმა. -დაქალური ბანალურობა-გადავიხარხარე და მაცივარი გამოვაღე-ხვდებოდით,არ?-დიახაც-თავლი ჩამიკრა ნათიამ და მანიშნა,ჭიქები იქით არისო. -გაგიმარჯოთ..ეს რაჭული ღვინოა-დასძინა ნათიამ და ჭიქების ჭაქუნმა გაჟღერა,გაიღჟღერა და საათის წიკ-წაკს შეუერთდა... -ნაღდი რაჭულია?-თვალი ჩავუკარი ნათიას და სიცილს მოვყევით. -გოგოებო-თურმე ხატია დიდი ხნის ატუზული იყო კარებთან და ზარს გამალებით რეკავდა,მაგრამ ჩვენ განა გვესმოდა. სირბილით გავვარდი კარებისკენ და ხელში აწითლებული ხატია შემრჩა. -გოგოებო,დაყრუვდით-მაგიდისკენ წამოვიდა,ჭიქა გამოვართვა და თავადაც მოსვა:-რაჭულია-გაკვირვებით ჩაილაპარაკა და დაკვირვება დაგვიწყო. -რამეს მიმალავთ? -დღეს დედაჩემი დაბადების დღეა-მარიმ რაღაც მალევე მოიფიქრა და გაღიმებული სახით შეხედა გაკვირვებულ ხატიას. -ვულოცავ-გოგონამ,მგონი,დაიჯერა,მან ხომ საერთოდ არ იცოდა როდის იყო მარის დედის დაბადების დღე. -აქ არ არის თორემ დიდი ტორტით დავადგებოდით-გაიხუმრა ნათიამ და პიცის ნაჭერს დაწვდა-გუშნდელია,მაგრამ გემრელი-აილოკა ტუჩები და დივანზე დაეშვა. -ანი,აუცილებად,უნდა წამოხვიდე დღეს აეროპორტში..ხომ არ დაგვიწყებია?-ხატია ისევ ჩემს სუსტ წერტილს ჩაეჭიდა. -გოგო,ამისთვის მოხვედი?-ლამის იყო თმები ყალყზე ამსვლოდა. -აბა,რა მექნა ირაკლიმ შემჭამა მისი ნახვის გარეშე ვერ წავალო. -განა გუშინ მთელი ღამე ერთად არ ვიყავით გემზე?-მალევე ავიფარე პირზე ხელი,მაგრამ უკვე ნათქვამი მქონდა და უკან როგორ დავაბრუნებდი?“საკუტარი თავი ავად გაეცი“-ერთი მე ამას დამჩხაოდა,ხოლო მეორე ამაყობდა,გამბედაობა შემთხვევით მაინც გამოაჩინეო.შემრცხვა და თავი დავხარე,ხატიას ვეღარ შევხედე. -რა?-თვალები დაჭყიტა გოგონამ.-მარი,მომატყუე,ჰო?აი,თურმე რას აღნიშნავდით. -ბოდიში-ჩაილუღლუღა მარიმ და ნათიას მიეკრო ისე,თითქოს ხატია უშელებელი დევი ყოფილიყო. ათასი აზრი გავივლე თავში,მაგრამ ამ უკანსკნელს ზემოთ კი ვერ ვწევდი.“რას იტყოდა დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო?“ -ასეც ვფიქრობდი...ვიცოდი,რომ ქრისტინე არ უყვარდა-ახტა ხატია და პიცა ამდიანად ჩაკბიჩა. -ანუ არ მიბრაზდები?-თავი ზემოთ ძლივს ავწიე და ხატიას გავუსწორე მზერა. -ღადაობ?-ჭიქა გამომიწოდა-დავლიოთ თქვენი სადღეგრძელო,ჩემო სარძლოვ-მის მომართვაზე ყველას გაგვეცინა.ხატია კი ისე ჩამხუტებოდა,რომ ხელს ვერავინ გააშვებინებდა. ^^ -ანი,მეგონა არ მოხვიდოდი-ირაკლიმ ერთი ხელი თავზე მომხვია,მეორეთი წელი დამიჭირა,რომ სიხარულისგან არ ჩავკეცილიყავი,თითქოს მიხვდა ჩემს ფიქრებს,თუმცა განა ასეც არ მოხდებოდა,როცა მის სხეულს ვგრძნობდი და ეს უკანასკნელი ძალზედ მაბნევდა. -უბრალოდ „ტაქსის“ შეაგვიანდა-წვერზე მოვუსვი ხელი და თვალებში ჩავხედე-ხატია,ყავას ყიდულობს-ამით უხერხულობა თითქოს დავმუხტე. -კიდევ დიდ ხანს ვერ მოვა,ხომ იცი ყავა როგორ უყვარს-გამიღიმა და თმებში ხელი შემიცურა-როგორ მინდა,რომ არ მივდიოდე,მაგრამ ორი კვირა მალე გავა-მალევე დაიიმედა თავი და უფრო გაიღიმა. -სულ რაღაც თოთხმეტი დღე..-გადავითვალე და ირაკლის ღრმა თვალებში დავიკარგე. ამ დროს ხატია მოვიდა. -ანი,შენ ამერიკანო და შენ კრემიანი,ირაკლი-გამოგვიწოდა ორივეს და თვალი ჩაგვიკრა. -ათი წუთით და უნდა გავიდე-ჯერ დას გადაეხვია და მერე ჩემს თმებში ჩარგო თავი. -მომენატრები,მაიმუნო-ხატია უკან დაიწია და მარტო დაგვტოვა-გარეთ დაგელოდები-მომაძახა და ხელი უფრო ძლიერად დაიქნია ყურებამდე დაკრეჭილ ძმას. ^^ -ადექი,ბათუმში მივდივართ-ხატია დილაუთენია თავზე დამადგა.გოგოებმა დაიჟინეს წავიდეთო და იმაზე კი არ ფიქრობენ,რომ ირაკლის გარეშე არ მინდა. -უკვე?-ბუზღუნით ავსწიე თავი. -უკვე-მანქანა მალე მოვა-გუშინ მარიმ იშოვა რაღაც მანქანა და უფრო გავინ ვერ მოვალო.მე კი ისე მეძინება,თან ღამითაც არ მიძინია ნორმალურად.სულ ირაკლიზე ვფიქრობდი და,მგონი,გარიჟრაჟისას ჩამეძინა. მარი და ნათია უკვე მოსულიყვნენ და მისაღებში ფუსფუსობდნენ,არაფერი დაგვრჩესო. -ყველაფერი ჩაალაგე,არა?-ხატიამ გამომცდელად შემომხედა და აწეწილ თმაზე მომაშტერდა. -კი,ჩავალაგე-ზლაზვნით ავდექი ფეხზე.მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი მომხვდა თვალში,ამიტომ ნათიას ცალი ფლოსტი ჩავიცვი და მძიმედ ავდექი-როგორი დახუთული ჰაერია-ორივე ფანჯარა გამოვაღე და ჩემოდანი გარეთ გავათრიე.სააბაზანოდან გამოსულმა პიჟამო საღამოს გამზადებული ტანსაცმელი მალევე გადავიცვი და პიჟამოთი ხელში გოგნებთან გავედი-ეს უნდა ჩავტენო-ტავიბუზღუნე და ჩემოდანი გავხსენი. -აი,მოვიდა-ხატიამ ფანჯრიდან მზერა ჩენკენ გადმოიტანა და კარები ფართოდ გააღო-აბა,წავედით,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი. -რა მოხდა? ათ დღეში მოხვალ კიდევ-დამცინა ნათიამ და შემომიბდღივირა,რატომ არ გაქვს რეაქციაო. -ფლოსტები არ მიდევს-გავვარდი საძნებელში,ცალს დავტაცე ხელი და მეორე საწოლიდან ძლივს გამოვაძვრინე., -მოვდივარ-დავიყვირე და სირბილით გავვარდი.გოგონებმა გადაიხარხარეს-ცააკვეხე სადმე. ^^ ბათუმში ჩასვლა და ირაკლის ზარი ერთი იყო. -როგორ იმგზავრეთ?-სიხარულისგან ავკანკალდი,როცა მისი ამარელვებელი ბარიტონი ჩამესმა. -მგონი,კარგად,შენ?-ნორმალურად. -ახლა მივდივართ სახლში-საღამოს დაგირეკავ-გავუთიშე და გზას გავხედე.მალე კოტეჯში ვიყავით.ორ საათში ყველანაირად მოვეწყვეთ და მერე ზღვაზე გასვლა გადავწყვიტეთ. -რაღაც-რაღაცები შეცვლილა-შენიშნა მარიმ.სხვებმაც თავიანტი აზრი გამოთქვეს,მაგრამ მე,რადგან პირველად ვიყავი,არაფერი მითქვამს.ნუ,კი ვიყავი რამდენჯერმე ნამყოფი,მაგრამ მხოლოდ ბავშვობაში. მალევე ამომიტივტივდა ადრეული ბავშობის მოგონებანი,როგორ ვატარებდი ზაფხულის რამდენიმე კვრიას ბებიასა და ბაბუასთან ერთად.მახსოვს,გრძელ საწოლზე ვიწექი დიდ დერეფანივით ოთახში.ღამით ვტიტინებდი ხოლმე და ბაბუა ამბობდა,ვინც ხმა ამოიღოს მელიას რაღაც ალოკოსო,ზუსტად აღარ მახსოვს.ისიც მახსოვს,როგორ მოგვქონდა იმდენი საზამთრო,რამდენი დღეც ვრჩებოდით,კიდევ უამრავი პროდუქტი.მახსოვს,როგორი სიხარულით წამოვიღე ახალი საცურაო კოსტუმი,როგორ მიხაროდა და როგორ ვეხვეოდი დედასა და მამას აცერცეტებული პატარა ანი.მართალია,კუპალნიკი მალევე გადავაგდე და ქვედა საცვალი ვამჯობინე,მაგრამ რამდნეიმე ფოტო მაინც გადამიღეს,რომელსაც დღემდე ვუყურებ ხოლმე და ვიხსენებ იმ დროს. -ლუკა აქ არაა,თორემ შენს ნიჭს დააფასებდა-ნათიამ კომპლიმენტი მითხრა,მაგრამ მაგის თავი,ნამდვილად,არ მქონდა.შუა ზღვაში ვცურავდი.ნუ,ეს ჩემთვის შუა ზღვა იყო. დღეები მხიარულად მიდიოდა.ერთ დღეს,დელფინარიუმშიც კი ჩამსვეს.გოგონებმა დაიჟინეს ყველანი უნდა ვეთამაშოთ დელფინებსო და მეც აღარ მითქვამს უარი.ერთ-ერთმადელფინმა ცხვირზე პირიც კი მომადო.ბოლოს,მეც მადლობელი ვიყავი იმ დროისთვის,რომელიც დელფინებთან გავატარე. -მოგეწონა,ჰო?-ხატიამ პირსახოცი ტანზე შემოიხვია,მაგრამ,ეტყობოდა,რომ ისევ უნდოდა დელფინებთან თამაში. -შესანიშნავი-ვუპასუხე და თან „ფეისბუქზე“ ფოტოს ვტვირთავდი. მგონი,არაფერი გამოგვრჩენია,კარგ დროს ვატარებდიტ,საღამოს ირაკლის ზარებიც მილამაზებდა,მაგრამ ეს დღეებიც წარსულს ჩაბარდა,როგორც ხდება ხოლმე.ისევ დადგა მანქანით თბილისში დაბრუნების მომენტი.გამოვემშვიდოეთ იქაურ გართობას და თბილისის გზას დავადექით. სახლში მისული მაშინვე ლოგინზე დავენარცხე და მონატრებულ ჭერს შევხედე.ზოგჯერ ისეთ წვრილმანებზე ვამახვილებ ყურადღებას,რომ თავადაც მიკვირს. უცებ ტუმბოზე დადებული ტელეფონი აცეკვდა.“ვინ უნდა იყოს?“-გადავწვდი ბუზღუნით და ირაკლი შემრჩა ხელში. -როგორ იმგზავრე,პატარა? -საშინლად მეძინება-ძლივს ჩავილაპარაკე ლამის იყო ძილში გავპარულიყავი,მაგრამ მის ხმას მაინც სიამოვნებით ვუსმენდი-შენ როგორ ხარ,ირაკლი?-იქითაც მოვიკითხე და მისი სახე წარმოვიდგინე.მაინტერესებდა,როგორი გამომეტყველება აკროდა იმ მომეტში,როცა ასე ვენატრებოდი და მეც ასე მკლავდა მასზე ფიქრები. ——————— იმედია,არ დაიშურებთ კომენტარს.მიყვარხართ ყვეალანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.