შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [10]


6-08-2015, 00:59
ავტორი ann tichy
ნანახია 3 576

-გაგუშ, ეს პატარა ელენეა, გაიცანი
-პატარა არ ვარ - დაუბღვირა დათოს და გაგას ხელი ჩამოართვა
-შემოდით - შეიპაჟა სახლში. ელენეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უამრავი ბუშტი, ალაფუშეტი და უზარმაზარი წარწერა „გილოცავ“ დაინახა.
-ეს..ეს...რა არის? - ძლივს აღმოხდა და ყიფიანს გახედა
-ბუშტების ბიზნესი დავიწყე
-გეგონა... შენც გეგონა, რომ გავიმარჯვებდი - წარმოთქვა სიამაყით
-ჰო, მაგრამ იმედი გამიცრუე და წყალში ხო არ გადავყრიდი ამხელა შრომას
-გაიცანი ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემსავით გააცურე და შეაწუხე - ეს ირაკლი სიორიძეა, რომელიც ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და კომენტატორი გამოვიდა
-არ იყო საჭირო - ხელი გაუწოდა ირაკლიმ და ნაძალადევად გაიღიმა - სასიამოვნოა
-თიკა, 20 ლარის სუნი მცემს, ხო არ დაგეწვა? - წარბები აზიდა არმენამ და დამსახურებული ფული მაღლა აწია.
-ენა აქვს ყიფიანს მოსაჭრელი! - გაბრაზდა თიკა
-ეს თიკაა, დანარჩენებივით, ჩემი ბავშვობის მეგობარი. 2 კვირაში თხოვდება - თიკამ გაიღიმა, თუმცა ღიმილი მალევე შეეყინა სახეზე, როცა დათომ დააყოლა - მეოთხედ.
-მეორედ - მშვიდად გაუსწორა და მეგობარს ენა გამოუყო - ძალიან სასიამოვნოა
-არმენ 20 ლარი! - გასძახა გაგამ და წარბები აათამაშა
-ეე, რა გჭირს ტო - უკმაყოფილოდ გახედა დათოს და გაგას 20 ლარი გაუწოდა.
-2 თითით ნუ მაძლევ, ბებიაჩემი ამბობს, უფულობა იცისო
-ბებიაშენს ყველაფერში უჯერებ? - დასცინა ირაკლიმ
-ასეთ საკითხებში არ ვრისკავ.
-ეს არმენაა - სინამდვილეში ბექა ქვია, თუმცა ბავშვობაში კოსმოსში უნდოდა გაფრენა და „არმსტრონგი“ შევამოკლეთ, შერჩა არმენა - არმენამაც ნაძალადევი ღიმილით გაუწოდა ხელი ელენეს
ირაკლი წამოდგა და ხელით ანიშნა ყველას, აცადეთო
-კოსმოსში ვერ გაფრინდა, მაგრამ ჟურნალებისთვის კომიქსებს წერს
-მაინც თქვა! - იყვირა არმენამ - არა, ვიცოდი, რომ იტყოდა!
-არის! 20 ლარი ბარბაქაძე! - მიმართა ირაკლიმ გაგას. ამ უკანასკნელმა საფულე ამოიღო, 20 ლარი მისცა და დათოს სიბრაზით გახედა - მოგკლავ რა.
-როგორ გააქანა საფულეში - დასცინა ირაკლიმ და ფული ჯიბეში ჩაიდო
-ეს კი გაგაა, რომელიც უკვე გაგაცანი. მასზე ცუდს ვერაფერს გეტყვი - სახე გაუნათდა გაგას - ნუ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ 27 წლისაა და დღემდე დედასთან ცხოვრობს.
-სიორიძე 20 ლარი დამინიავე, დაცხა - გამარჯვებული გამომეტყველებით გახედა თიკამ და ყელი მოიღერა. ირაკლიმ გაგას მოცემული ფული უღიმღამოდ გადასცა
-ეს კი ელენეა...
-რომელთანაც, როგორც ჩანს, ისეთივე საზიზღარია, როგორიც თქვენთან - დაასწრო ელენემ
-ჯიგარი ხარ! - შეაქო არმენამ
-ჩაარტყი - მაღლა აწია ხელი ირაკლიმ. თიკამ კიდევ ერთხელ აათვალიერა ელენე და დათოს ეჭვის თვალით გახედა
-თიკას ბავშვი ყავს - თემის გადატანას შეეცადა დათო - მიდი, შემოიყვანე
-კი, შენზე ცოტათი პატარა - მიმართა ელენეს და მეგობარს თვალებით ანიშნა, 1-ით 1-იო
-სულ ცოტათი. 2 წლისაა - უხერხულად დააყოლა დათომ
-დათუნა, მოდი მამასთან - დაუძახა ბავშვს ირაკლიმ. ელენეს გაოცება შუბლზე გამოკვეთილი ასოებით დაეწერა
-ჰო, ამ დებილს გავყევი 3 წლის წინ. სად მქონდა თავი თვითონაც არ ვიცი - ბავშვს ჟაკეტი გახადა თიკამ და ყოფილ მეუღლეს უკმაყოფილოდ მიუყვანა
-ჩვენ ვიცით სამაგიეროდ - გადაიხარხარა გაგამ. თიკას და ელენეს გარდა სიცილში ყველა აყვა.
-გაიცინე ელენე, ნუ გერიდება - უთხრა ირაკლიმ - ჩვენთან ეგეთები არ ტეხავს
-ქალური სოლიდარობის ამბავია, აცადე - უპასუხა გაგამ, რომელმაც გულზე ხელი დაიდო, რომ ამოესუნთქა და სიცილი განაგრძო. ელენეს გაეღიმა და თიკას გახედა, რომელსაც სერიოზული სახე შეცვლოდა და გულიანად იცინოდა. ამის დანახვამ გაკვირვებასთან ერთად, გაახალისა და თვითონაც სიცილი დაიწყო
-როგორც ხედავ, ჩემს მეგობრებთან არ მოიწყენ - მიმართა დათომ და სასმელი დაუსხა.
-ჯერ აჭამე ბავშვს, სკოლიდან მოდის - უსაყვედურა თიკამ - ხამი რო იქნები ადამიანი
-შენი საქმრო სადაა კნეინა? - არ შეარჩინა დათომ
-ალბათ გლობალურ საკითხებს წყვეტს - უპასუხა ირაკლიმ და სიცილი გადააბა
-ნუ გშურთ. თქვენნაირი მოცლილი რომ არაა - გაბრაზდა თიკა
-საერთოდ არ მშურს - ვერ ჩერდებოდა ირაკლი - პირიქით, მეცოდება. ეს ის პონტია, „ღმერთო, შეუნდე, არ იციან რას სჩადიან“
-სიორიძე ჩაგეთვალა - ხელი გაუწოდა არმენამ - ჩაარტყი
-იდიოტები ხართ და საერთოდ არ იცვლებით
-თიკა, ირაკლის ხო პატიჟებ შენს ქორწილში? - კითხა დათომ
-პირდაპირ თამადად დავნიშნავ
-იქ სადღეგრძელოები წავაა.... ოოო - თქვა გაგამ
-ყოფილი ცოლის ქორწილში თამადა თუ არ ხარ, რაა მამული - ირაკლიმ ჭიქა აწია - თიკას და იმ საცოდავს გაუმარჯოს, ჯერ რო არ იცის რა ელოდება - გადაიხარხარა და მეგობრებს გახედა, რომლებიც იატაკზე ხოხავდნენ - ჰა, რას იტყვით ბიჭებო? წავა?
-წავა კი არა თუ წამოვიდა ეს ჩანთა მაგ ერთუჯრედიან თავში, მერე როგორ იცინებ, დაგინახავ - ძლივს იკავებდა სიცილს თიკა
-მოტოციკლი გათხოვოს ყიფიანმა ქორწილისთვის? - კითხა არმენამ, რასაც უფრო დიდი ხარხარი მოყვა
-რა მოტოციკლი? - დაიბნა ელენე
-რა და, ჩვენი ქორწილის დღეს, ამ 2 დეგენერატს გზაში მანქანა გაუფუჭდა და დათოს მოტოციკლით მომაკითხეს, წარმოგიდგენია? - აუხსნა თიკამ
-მერე რა, მაგარი იყო „ზატო“ - ჩაერთო დათო
-მერე რა მოხდა? - დაინტერესდა ელენე
-მერე რა მოხდა და ისეთი ისტერიკა გავმართე, რო არ დასიზმრებიათ
-აუ სიზმარშიღა მაკლდა შენი ისტერიკები, შენ შემოგევლე რა - არ ჩერდებოდა ირაკლი
-რითი წახვედით? - არ ეშვებოდა ელენე
-მოტოციკლით
-და მე ტაქსით გამიშვეს - უკმაყოფილოდ წარმოთქვა დათომ
-შენც ხო არ დაიწერდი ჯვარს ჩემს მაგივრად? - უკბინა თიკამ
-თუ არ აჯობებდა - კვლავ ხარხარებდა ირაკლი
-შეუძლებელია თქვენი ატანა - თიკამ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა - აუ არმენა რო დათვრა და ტანო ტატანო წაიკითხა გახსოვთ?
-დათო ვიღაც ისეთ უშნო გოგოს ეცეკვებოდა, ეგრეც როგორ დათვრა არ ვიცი - გაიხსენა გაგამ
-ჰო, ჩანჩქერო რო იმღერა მერე პირდაპირ დარბაზში!
-ისე აბზრიალებდა, მოსალოდნელი იყო - დაამატა არმენამ - არა რა, მაგარი იყო! დავლიოთ ბიჭებო, დავლიოთ ამათი ბედნიერების, თორე ამჯერადაც რო გაეყაროს ქმარს, ისევ რომელიმეს შეგვეტენება - შეუძლებელი იყო, არ გაგეცინა!
-საოცრად გავატარე დრო - უთხრა ელენემ მანქანაში - ძაან მაგარი მეგობრები გყავს
-კიდევ კარგად არ იცნობ, არანორმალურები არიან
-ისე, ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ამ თამაშს, თუკი ეს ფული, მაინც წრეზე ტრიალებს?
-სწორედ მაგაშია მთელი მუღამი. ამ თამაშსაც „წრეზე ტრიალი“ ქვია. ცხოვრებაში ყველაფერი წრეზე ტრიალებს, ჩემო ელენე
-მოტოციკლი თუ გყავდა არ ვიცოდი
-ჰო, სულ მაგით დავდიოდი, ყველგან
-და ეხლა რატო აღარ დადიხარ?
-რავიცი, სერიოზული კაცი ვარ უკვე - ამის თქმა და ორივეს სიცილი ერთი იყო
-გაყიდე?
-არა, გარაჟში მყავს. მტვერი დაედო სავარაუდოდ
-გამასეირნე რა
-ეხლა რას ვაკეთებთ შენი აზრით? ისეირნე სახლში მისვლამდე
-მოტოციკლით
-ამ დროს?
-ჰო, მერე რა
-გვიანია უკვე, სხვა დროს იყოს
-მამაჩემს ვეტყვი, რომ ცუდად მექცევი
-ეგეთები ჩემთან არ გაგივა
-მაშინ იმას ვეტყვი, რომ საბარგულში ძაღლი გყავს - წარბები ნიშნისმოგებით აზიდა ელენემ
-რა? დაიცა, საიდან...
-დებილი ხო არ გგონივარ. ჰა, ეხლა
-კაი, მარა ძაან ცოტა ხნით
-ურაა! - გამარჯვებული სახით გახედა ელენემ, მუსიკას აუწია და ცეკვა დაიწყო

_____________
მეგობრებო, ვიცი, რომ თავი პატარაა, მაგრამ სხვანაირად ვერ დავყოფ, არ გამოდის. თქვენც დაიბნევით, რადგან ეს მოთხრობა ისედაც საკმაოდ არეულია... დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით. თქვენი თითოეული მოსაზრება ჩემთვის მნიშვნელოვანია!



№1  offline მოდერი D-roni

dzalian dzalian kargi xar !!!! ❤❤❤ ragac iraklis da tikas wkvili dzaan momewona sabolkld ra jandaba moxda mand :D

 


№2  offline წევრი gvichiani

აუ ამდენი არ მიცინია გულიანად :დ სამსახურში ვარ და იმხელაზე ვიხარხარე კაბინეტსი შემოცვივდნენ თანამშრომლები :დ :დ:დ wink wink wink
ძალიან მაგარი იყო,აი როგორც იტყვიან ზეეეეე თავი იყო love
ველოდები შემდეგს მოუთმენლად
love

 


№3  offline წევრი ann tichy

მადლობა თქვენ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent