არასოდეს მიგატოვებთ (3)
სწრაფი ნაბიჯით შევიდა გეგი ბავშვთა სახლში და კატოს მომვლელთან შეხვედრა მოითხოვა. გაკვირვებული გამოვიდა თიკო ოთახიდან და გეგის წინ დაუდგა - ბატონო გეგა, მოხდა რამე? კატო ხომ კარგადაა? - თიკო, თუ შეიძლება გარეთ ვისაუბროთ, დიდ დროს არ წაგართმევთ ბავშვთა სახლის ეზოში, სკამზე ჩამოსხდნენ. გეგის დიდი ხანია ესე არ უნერვიულია და უხერხულად არ უგრძვნია თავი ვინმესთან საუბრის წინ -იცით საქმე იმაშია რომ კატო ძალიან ცუდად არის. არ ლაპარაკობს, არ ჭამს, სულ ტირის და თქვენ გკითხულობთ. უჭმელობის და ნერვიულობის გამო ცუდად გახდა და ეხლა საავადმყოფოშია. მთელი ღამე თქვენს სახელს ბოდავდა... - მე ეს არ ვიცოდი. ეხლავე წამოვალ საავადმყოფოში და ვნახავ - თიკო, იცით ძალიან მეუხერხულება, მაგრამ თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. იქნებ ჩვენთან წამოხვიდეთ სახლში და კატოს გაზრდაში დამეხმაროთ. ვიცი საქმე ფულში არაა, მაგრამ სამ იმდენს გადაგიხდით, რამდენსაც აქ იღებდით. კატოს ძალიან გაუხარდება... - კატო ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგად იყოს, თანაც ძალიან მომენატრა - ანუ ეს ნიშნავს რომ თანახმა ხართ? გოგონამ თავი დაუქნია. გეგიმ მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა და თიკოს კარები გაუღო. საავადმყოფოს შესასვლელთან გოგონას კურსელი შეხვდა, ამიტომ გეგის უთხრა ცოტახანში ამოვალ პალატაშიო. გეგიმ მარტომ შეაღო პალატის კარები და საწოლში მოკუნტული კატო დაინახა, თოჯინა ყავდა ჩახუტებული... - კატო მამი როგორ ხარ? საწოლის წინ ჩაიმუხლა პატარა საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა - არ მელაპარაკები? იცი თიკო მოვა ეხლა შენთან - დედიკო მოდის? პატარა მაშინვე საწოლში წამოჯდა - ხო, მოდის - მალე მოვა? - გარეთ მეგობარს ელაპარაკება და შემოვა პატარა საწოლიდან ენერგიულად ჩამოხტა და ფეხშიშველი პალატიდან გაბაჯბაჯდა. გეგი პატარა ფეხსაცმელებით უკან გაეკიდა, მაგრამ კატო ისე მოხერხებულად ძვრებოდა ექთნებს შორის, დაწევას ვერ ახერხებდა. დედიკოოო, მთელ ხმაზე დაიყვირა და გეგიმ ცოტახანში თიკოს კისერზე ჩამოკიდებული ბავშვი შეამჩნია. ასობით თვალი იყო მათკენ მიშტერებული... თიკო უხერხულად შეიშმუშნა და ჩახუტებულ ბავშვთან ერთად პალატაში შევიდა. მთელი საღამო ვერ მოიშორა კატო, ტკიპასავით გულზე ყავდა მიკრული და არ შორდებოდა. ტელეფონზე სალაპარაკოდაც არ გაუშვა, მერე აღარ მოხვალო და თვითონაც თან გაყვა. გეგის ეღიმებოდა მათ დანახვაზე, ნერვიულობამაც გაუარა. თიკომ ორი თეფში წვნიანი და ერთი ნაჭერი ნამცხვარი ხუთ წუთში გადააყლაპინა მასზე აკრულ პატარას. ექიმმა ალაპარაკებული და მომღიმარი ბავშვი, რომ დაინახა გეგის უთხრა შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ სახლშიო. თიკოც რა თქმა უნდა გაყვათ, კატო წამითაც არ უშვებდა პაწაწუნა ხელებს. მეორე დილას გეგი ბავშვის ტირილის მაგივრად, სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა. გაკვირვებული შევიდა სამზარეულოში და მისგან ზურგით მდგარი თიკო დაინახა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა. კატო კი სკამზე წამოსკუპებულიყო, პატარა ფეხებს აქანავებდა და ნამცხვრის ნაჭრებს ღიღინით ბანანებით რთავდა. გულში სითბო ჩაეღვარა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა - კატო მამი როგორ გეძინა? - ბავშვმა ამოხედა და გაუღიმა. ამ ხნის განმავლობაში პირველად გაუღიმა... ღიმილის დროს ანისავით მასაც ფოსოები უჩნდებოდა. -კალგად მეძინა, გამე დედიკომ დამაძინა და მელე დედასაც ჩემთან ელთად ეძინა. გეგიმ თმებზე აკოცა, მასაც დედიკოსავით ჩალისფერი და ხვეული თმა ქონდა... - დეე მშია, გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე თიკოს. - ახლავე კატო, ცოტა ხანი დამაცადე გეგიმ ღიმილით შეათვალიერა ბავშვი, რომელიც შოკოლადიანი და ბანანებიანი ნამცხვრის მოლოდინში სკამზე მოუთმენლად ცქმუტავდა. ეხლა პატარა ბევრად უფრო ლამაზი მოეჩვენა... გაწეწილი და დაუვარცხნელი თმა კიკინებად ქონდა შეკრული, დიდი თაფლისფერი თვალები აღარ იყო ჩაწითლებული, წითელი კოპლებიანი კაბა ეცვა და რაც მთავარია იღიმოდა... მისი ღიმილი სიხარულით ავსებდა... ეს პატარა, მისი ასლი რომ იყო, საოცრად შეუყვარდა... თიკომ ღიმილით დადგა მაგიდაზე ორი ჭიქა ყავა და ერთი კაკაო.კატო მაშინვე ბანანებიან ნამცხვარს სწვდა და თიკოს კალთაში კომფორტულად მოთავსდა... - კატო მაა აცადე თიკოს ჭამა, მოდი სკამზე დაჯექი - არაუშავს მიჩვეული ვარ, ჩვენ სულ ესე ვსაუზმობთ, გაუღიმა თიკომ ღიმილის დროს მასაც ფოსოები უჩნდებოდა...უცხო თვალს კატო და თიკო ნამდვილი დედა-შვილი ეგონებოდა, რადგან ძალიან გავდნენ ერთმანეთს ჩალისფერი თმებით და თაფლისფერი თვალებით. თიკო რატომღაც ანის ახსენებდა გეგის და მასში ეს კმაყოფილებას იწვევდა. - თიკო სწავლობთ სადმე? საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, როცა მიხვდა რომ გოგონას მისი მზერა აწითლებდა. - ოთხი კურსი დავამთავრე, შემდეგ საზღვარგარეთ მინდოდა მაგისტრატურის გავლა, მაგრამ დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ამიტომ დარჩენა და მუშაობა გადავწყვიტე... მაგისტრატურის გავლას სამომავლოდ ვგეგმავ. ოთხი კურსი დაამთავრა? მას კი ის 19-20 წლის ეგონა - და რამდენი წლის ხარ? - ქალებს ასაკს რომ არ ეკითხებიან არ იცი? თბილად გაუღიმა. 23-ის გავხდი ერთი თვის წინ - აუუ კიდე მინდა ნამცქვალი, დაიწუწუნა მოთხუპნულმა კატომ - კატო გული აგერევა, სამი ნაჭერი შეჭამე - გემლიელია და იმიტო - კატო მართალია, უგემრიელესი იყო. ქალიშვილს მხარი აუბა გეგიმ - კატოს ხელ-პირს დავბან და მოვალთ, ამოილუღლუღა შექებისაგან გაწითლებულმა თიკომ და გეგის პატარას შოკოლადით მოთხუპნულ თითებზე და სახეზე ანიშნა. გეგიმ რა თქმა უნდაო, თავი დაუქნია, ძალიან მოწონდა გოგონას სიწითლე. აბაზანიდან გასუფთავებული გამოვიდა კატო და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გეგი გაკვირვებულმა შეათვალიერა - სად მიდიქალ? - სამსახურში მაა და მალე მოვალ. შენ თიკოსთან დარჩები. გინდა რამე წამოგიღო, რომ წამოვალ? - კიი, სოკოლადები - აუცილებლად წამოგიღებ, შუბლზე აკოცა და თიკოზე აკრულ ბავშვს ხელი დაუქნია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.