შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გაჩვეულებრივდე!


6-08-2015, 17:29
ავტორი Comfortably numb
ნანახია 2 352

მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს. არაერთხელ ვცადე გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ვერაფრით რომ ვერ მოვახერხე მისი მოღუშული სახის შეცვლა, ხელი ჩავიქნიე და გავჩუმდი, თუმცა გულში მთელი ხმით ვყვიროდი და ,,ტკბილი'' სიტყვებით ვამკობდი ელის, რომლის რჩევითაც ყოველგვარი შესავლის გარეშე ,,ვახარე'' სიახლე ნიკუშას.
,,მეტის ღირსი ხარ, ნინა ნაკაშიძე''_საშინლად ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს._,,ნეტა რას ელოდი? სიხარულით მიიღებდა ყოფილთან შენს,,სიყვარულობანას'' თამაშს?''
,,კაცმა რომ თქვას, არასოდეს ჰქონია შენს პროფესიასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია, ახლა ასეთი რა დაემართა?''_თავის გამართლებას ცდილობდა მიამიტი ,,მეორე მე''...
საკუთარ თავთან ბრძოლა ყოველთვის საშინელ დღეში მაგდებდა და პრობლემის მოგვარების ნაცვლად დამატებით ახალს მიქმნიდა, ამიტომაც დროებით შევწყვიტე იმაზე ფიქრი, რასაც უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა და უხმოდ შევუდექი ნიკუშას დაკვირვებას_საჭეზე თითებს ძლიერად უჭერს და მძიმედ სუნთქავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვიულობს და ცდილობს თავი შეიკავოს, რათა რაიმე ისეთი არ მითხრას, რაც ორივეს გვატკენს; გზას თვალს თითქმის არ აცილებს, მაგრამ დროდადრო ჩემსკენ აპარებს გაბრაზებულ მზერას და უსიტყვოდ მეუბნება, რომ საუბარს აზრი არ აქვს.
ვნებდები და ყურადღების გადატანას ვცდილობ, ფანჯრიდან ვიხედები და ვამჩნევ, რომ სარკე ოდნავ გაბზარულია, ნეტავ აქამდე რატომ არ დავკვირვებივარ? რა გასაკვირია, როცა გვერდით ასეთი მამაკაცი გიზის.
_ნიკუშ, სარკე გაქვს გამოსაცვლელი!_მექანიკურად გავხედე და მის გაცოფებულ სახეს რომ წავაწყდი, მაშინვე მობილურს ჩავხედე და თავი მანამდე არ ამიწევია, სანამ მკაცრად არ დამიძახა, თუ იკადრებ, გადმობრძანდიო.
დასჯილი პატარა ბავშვივით უხმოდ ავედევნე უკან, მაგრამ სადარბაზოს წინ შევდექი და ბოროტად მოელვარე ოთხი თვალის დანახვაზე უკან დახევა დავიწყე, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ოდნავ გამიხარდა კიდეც ამ საზიზღარი არსებების ხილვა.
_ნიკუშ!_საწყლად დავუძახე, ისიც დაუფიქრებლად მობრუნდა, რადგან კარგად იცოდა, როგორ პანიკურად მეშინოდა კატების.
_ნეტა როდის გაიზრდება!_თავისთვის ჩაილაპარაკა, ხელებში ამიტაცა და მანამდე არ გაუშვია, სანამ ბინის კარი არ შევაღე, მერე კი უხმოდ გამეცალა.
მოსაცმელი და ჩანთა სწრაფად მივაგდე და მადუღარა ჩავრთე. რამდენიმე წუთში ორი ფინჯანი ყავითა და მტკიცე გადაწყვეტილებით გავემართე ნიკასკენ, რომელიც მისაღებ ოთახში, კომპიუტერთან იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა.
_ვის წერ?_გაუბედავად ვკითხე, როცა ჭიქა მაგიდაზე დავუდგი, მერე კი გვერდით მდგარ სავარძელში მოვკალათდი._ლოლაძე!
_მგონი ისედაც შეხედე, რომ რეზის ვწერდი._გულგრილად მიპასუხა ისე, რომ მონიტორისტვის თვალი არ მოუცილებია.
_ნიკა, ხუთი წლის ბავშვები ხომ არ ვართ? ხომ შეიძლება, რომ დავილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ?
_რა უნდა გავარკვიოთ?_შემომხედა და ირონიულად ჩაიცინა._მშვიდად შევეგუო, როგორ შეასრულებს ჩემი შეყვარებული ვიღაცის გოგოს როლს მთელი ქვეყნის დასანახად?
_სულ ცოტა ხნით, ტრაგედიას ნუ ქმნი!_მუდარით ავხედე._ერთ თვეში პრემიერაც იქნება, მანამდე კი მხოლოდ რამდენიმე შოუში გამოვჩნდებით ერთად, ფილმის პიარისთვის ეს კარგი ნაბიჯი იქნება.
_მე კიდე ვიჯდები და ამ ყველაფერს ტელევიზორში ვუყურებ, ვაუ!_კვლავ ცინიკურად გაიღიმა და ,,ბედნიერი'' სახით წამოდგა._მართლა გინდა, რომ იდიოტად ჩამთვალონ?
_ხალხის აზრი როდის აქეთ გაინტერესებდა?_მეც ავდექი და თვალი თვალში გავუყარე.
_არასოდეს და შენც კარგად იცი ეს._ჩამოყრილი თმა გადამიწია და მსუბუქად მომქაჩა.
_ეს იგივეა, მე რომ შენს მოდელებზე ვიეჭვიანო._უცებ შევცვალე თემა.
_ჯერ შიშველი ფოტოსესია არ მომიწყვია, მაგრამ მშვენიერი აზრი მომივიდა, ვიფიქრებ ამაზე_ამის გაგონებაზე სისხლი გამეყინა და ხელი ვკარი, მაგრამ სწრაფად დამიჭირა და მკერდზე ისე ძლიერად ამიკრა, რომ სუნთქვა შემეკრა.
_ალბათ, ძალიან მოგეწონება, როცა ასე შეგეხება_დამცინავად ჩაილაპარაკა, ხელები მაისურის შიგნით შემიცურა და უხეშად მაკოცა. ვგრძნობდი, როგორ დასრიალებდა მისი თითები კანზე და გული ისე მიცემდა, მიკვირდა, გონზე როგორ ვიყავი.
,,ნუთუ ამას ვერასოდეს შევეჩვევი? მის ყოველ შეხებაზე ისე რატომ ვნერვიულობ, თითქოს პირველად მიახლოვდებოდეს? ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც შევძლო ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა? არა, ზედმეტად მოქმედებს ეს მამაკაცი ჩემზე, არ შეიძლება ადამიანს ასე მიეჯაჭვო ნინა, დამღუპველია''_ვფიქრობდი ჩემთვის და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერსაც ვერ შევცვლიდი. ეს კარგად იცოდა ლოლაძემაც, რომელიც კარგად იცნობდა ჩემს სისუსტეს და მშვენივრად ახერხებდა მისით სარგებლობას.
_ღამე მშვიდობისა, სახელოსნოში დავიძინებ!_მოულოდნელად მითხრა და ვნებამორეული და გაშეშებული მარტო დამტოვა.
_ღმერთო, როგორ მეზიზღება!_სიმწრით ამოვიოხრე და სავარძლის კიდეზე დადებულ ფინჯანს ხელი მთელი ძალით ვკარი.



№1  offline წევრი mani156

აუუ მაგარიიიიაა ^_^ მალეე გააგრძელეე !!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent