შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ვატო ვეკუა (ბინო)


6-08-2015, 18:45
ავტორი natela
ნანახია 5 665

უკვე საღამოვდებოდა მუსიკალურიდან რომ გამოვიდა, არ უყვარს ამ დროს სიარული, თბილისი დღეა საშიში და ღამე ხომ საერთოდ მაგრამ რა ქნას, სამწუხაროდ ძმა არ ყავს, აღარც მამა, ერთერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე ჰქონდა მამამისს რომა კანონიერი ქურდების გარჩევაში მოყა და ისიც ბრმა ტყვიამ მოკლა, ასე უთხრა პოლიციელმა თორემ თვითონ რა იცის.. კი სცადეს სამართლის პოვნა მაგრამ ოთხმოცდაათიანების საქართველოში სამართალი სანთლით რო ეძებო ვერ იპოვი, ერთადერთი მფარველი ყავთ, ბიძაშვილი ჯაბა ყიფიანი, არანაირად არ მოსწონს ჯბას საქმიანობა, არც ის რომ კაი ბიჭია მაგრამ რა ქნას ჯაბა სიგიჟემდე უყვარსმ, თანაც არც მას და არც დედამისს ჯაბას მეტი არავინ ყავს..
ჯაბა ყიფიანი, კაი ბიჭი, ჯერ ისევ არიფია მაგრამ საკმაოდ გავლენიანია, სიკვდილივით ეშინია იმ დღის ნინას როცა ჯაბას მკერდზე შვიდქიმიან ვარსკვლავს დაინახავს.. სწრაფად აუყვა ქუჩას, ჩიხებში არასოდეს შედის და ამიტომ ორჯერ მეტი დრო ჭირდება სახლში მისასვლელად, ხანდახან ჯაბა აცილებს როცა "საქმე" არ აქვს მაგრამ ეს ხანდახან ძალიან იშვიათადაა.. ტრადიცულად მოკრა თვალი სკვერთან ჩასასტავებულ კაი ბიჭებს და ნაბიჯსაც აუცქარა, მანქანის გამაყრუებელი ხმა გაიგო და მერე საბურავების ღრჭიალი, ერთხელ გაიხედა უკან და თვალი მოკრა მერსედეს ბენცს საიდანაც შავებში ჩაცმული ოთხი მაღალი ფიგურა გადმოვიდა სიცილით.
- ბარო სასტავ!- ხელი აწია მანქანის მფლობელმა, ვატო ვეკუამ (ბინომ).
არავინ იცის რატომ შეერქვა ეს სახი სამი კაცის გარდა, ეს სამი კაცი კი, ჯაბა, ვეკუას ბიძაშვილი, ვოლსკი,( ვალო იაშვილი) და ჯემოა(ჯემალ ბურდული).
ხმაურით მიესალმნენ პიჭები და მიიწ მოიწიეს რომ მოსულებისთვის ადგილი დაეთმოთ, ჯაბას დანახვა გაუხარდა ნინას მაგრამ მიხვდა ახლა ჯაბას მისთვის არ ეცალა და გზა გააგრძელა, სახლში მისულმა კი ცხელი ცაი დალია და პორდაპირ სამეცადინოდ დაჯდა.
.................
- სად ხართ დაკარგულები ამდენ ხანს რას აკეთებდით ზუგდიდში?- უკმაყოფილოდ კითხა ვოლინამ.( ვოლინა ხარკოელი ქურდის სახელია რომელიც წიგნი მგლებშია გამოყენებული, მე ეს სახელი მომეწონა და ავტორს დავესესხე.).
- რაღაც საქმე გვქონდა - მოკლედ მოუჭრა ჯაბამ.
- სხადნიაკი იყო ხო?- ჩაეძია გეგე.
- ხო - თავი დაუქნია ვატომ და სიგარეტი გააბოლა.
- მერე რა ქნეს?- იკითხა ისევ გეგემ.
- როდის იყო ბოზ*ბი სხადნიაკიდან ცოცხლები გამოდიოდნენ?- იკითხა ჯემომ.
- მართლა მაგ ნაბო*არმა ჩაუშვა?- მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცოდა ეს მაინც გაიკვირვა ერთერთმა.
- ხო მაგან ..
- ფუ მაგისი დედაშ**- შეიგინა გეგემ.
......................................
როგორ ვერ იტანს ლამფას მაგრამ სხვა განათების საშუალება არ არსებობს და ნინასაც ასე უწევს სწავლა, ნანიმ ახლიდან შეუვსო დაცლილი ჩაის ფინჯანი და გვერდით მიუჯდა ქალიშვილს მაგრამ კარზე კაკუნმა არ აცალა, სწრაფად წამოხტა ფეხზე ნინა , ამ დროს მხოლოდ ჯაბა შეიძლებოდა მოსული, კარი ნანამ გააღო და მოლოდინიც გამართლდა, სწრაფად გადაკოცნა ბიცოლა და თვალებგაბრწყინებული ბიძაშვილისკენ დაიძრა, ნინამაც სწრაფი ნაბიჯებით გდაკვეთა ოთახი და ჯაბას მკერდში ჩაეკრა, საშუალო სიმაღლის გოგონაა ჯაბა კი ორ მეტრიანია და რა ქნას მხრებამდეც ვერ სწვდება... მყუდროება ვიღაცის გამარჯობამ დაურღვია, ყველაზე ნაკლებად ელოდა მის სახლში ვეკუას, იცოდა ჯაბა რომ მისი ძმაკაცი იყო მაგრამ ვეკუა ისეთი კავის შვილია, არ ეგონა მის სახლში თი იკადრებდა შემოსვლას.
- გამარჯობა- ხმადაბლა დაიჩურჩულა და ჯაბას ახედა.
- ეს ჩემი ძმაკაცია- სიცილით გადახვია ხელი ჯაბამ ვატოს და მეორე ხელით ნინა მიიხუტა.- იმედია მასპინძლობას გაგვიწევთ, ორი დღე დავრჩებით.
პირი დააღო ნინამ, იმხელა სახლი აქვს ვეკუას და რატომ უნდა დარჩნენ აქ მაგრამ კითხვას ვინ გაბედავდა? თან ჯაბას არ უყვადა ზედმეტი კუთხვები და ამაზე იმდენად ბრაზდებოდა ხშირად უყვიროდა კიდეც ნინას.
- რათქმაუნდა- სწრაფად გამოერკვა ნანი.- ეს ჯაბას სახლიცაა ასე რომ დაბრძანდით რამეს გავამცადებ..
- არ გინდა ნანი ბიცოლა, აგერ მაგ პარკებშია ყველაფერი, რამდენიმე ჩემი ძმაკაცი ამოვა კიდევ .. მომენატრნენ ბიჭები.
- ხო შვილო რათქმაუნდა, ახლა ნინა გამოუშვი მომეხმაროს..
- კარგი - გაუცინა ჯაბამ, ბიძაშვილს თავზე აკოცა და ხელი გაუშვა.
მაინც მოასწრო მისთვის ლეგენდად ქცეული ვეკუას ათვალიერება.
შავი შარვალი, შავი პერანგი და ტყავის ქურთუკი ეცვა, თხელი სწორი ცხვირი, მოკლედ აჭრილი ქერა თმა და უცნაურად ნაცრისფერი თვალები, სიგარეტი გაუკიდა და მისი თვალიერებით გართულ ნინას ცერად გახედა, უცნაურად გაეღმი გოგონას დაბნეულ ქმედებაზე სამქარეულოში რომ მოკურცხა ..
სწრაფად გააწყვეს სუფრა, ჯაბას ძმაკაცებიც მალე ამოვიდნენ, ისევ ის სასტავი, ჯემო, გეგე, ვოლსკი და ვოლინა, ჯაბას მოტანილი არაყიც დადო მაგიდაზე და ტერიტორიას გაეცალა, ასე მიქცა ნანიც, იციან რომ არ უყვარს ჯაბას ასეთ დროს ქალების დასწრება.
სუფრა გვიანობამდე გაგრძელდა, მაგრამ ხმაურიანი არ ყოფილა, ასევე უხმაუროდ დაიშალნენ ბიჭები და მხოლოდ მაშინ გავიდა ნინა მაგიდის ასალაგებლად, ნანის უკვე ეძინა და აღარ უნდოდა გაღვიძება, სუფრის ალაგებას როგორც კი შეუდგა აინიდან ხმა გაიგო, შიშმა აიტანა, ყველამ იცოდა რომ ჯაბას სახლი იყო და არ უნდა შესულიყვნენ მაგრამ იქნებ ჯაბასაც ყავდა მტრები, თანაც ეუცნაურა, ვეკუების სახლის პატრონი რომ მის სამოთახიანში დარჩა, ნელა დაიძრა აივნისკენ, კარი ფრთხილად გააღო და კინაღამ იკივლა პირისპირ რომ დაეჯახა მკერდზე გამოსახულ შვიდქიმიან ვარსკვლას დაბლა რომ მგლის დაღებული ხახა ეხატა და რაღაც წარწერაც ამშვენებდა, წარწერა ვერ წაიკითხა რადგან იმ ხელის პოატრონს ახედა პირზე რომ ჰქონდა აფარებული და ყვირილის საშუალებას არ აძლევდა, შიშის პირველმა ტალღამ გადაუარა რადგან ვატო ამოიცნო იმ ტატუს პატრონში, მეორე ტალღა კი მაშინ მოაწვა როცა მიხვდა რომ ეს ტატუ მართლაც ვატოსი იყო, დაბნეულმა დახედა ჯერ ტატუს და მერე გაღიზიანებული სახით მდგარ ვეკუას.
- რა იყო?- უხესად გაისმა მკაცრი, ბოხი ბარიტონი, გაღიზიანებულმა მოაშორა ხელი ვეკუამ და ოდნავ დაიხია უკან.
- ეს ეს ..- აბლუყუნდა ნინა- შენ, შენ..
- რა?- გაეღიმა ვატოს.
ლამაზი ღიმილი აქვს, ნინას ძალიან მოეწონა მაგრამ ტატუმ ისევ გადაფარა ყველაფერი და შიშიც ისევ სწრაფად გავრცელდა ორგანიზმში.
- შენ ქურდი ხარ?- ჩურჩულით იკითხა ნინამ და ტატუს გაუსწორა თველი, მერე მომღიმარ ვეკუას ახედა.
- ხო რა იყო მერე რამ შეგაშინა?
- მე- ცოტახანს გაჩერდა რომ ძალა მოეკრიბა, თვალი გაუსწორა ვატოს და მტკიცე, პრეტენზიული ტონით განაცხადა- არ მინდა ჯაბასაც ჰქონდეს ასეთი ტატუ..
- კაი?!- უფრო ფართოდ გაეცინა ვეკუას მაგრამ სწრაფად დასერიოზულდა და მკაცრი ხმით იკითხა.- აბა რა გინდა ს ტატუ ჰქონდეს?
- წესივრად ილაპარაკე- გაბრაზდა ნინაც.
- ამ ცხოვრებაში ან ქურდი უნდა იყო, ან , ან ძაღლი, ჯაბა კიდევ კაი ბიჭია, ვაჟკაცი სულის პატრონი და ნაბოზ*ობას სიკვდილი ურჩევნია..
- და თქვენ ადამიანები გგონიათ თვქვენი თავი? ხალხის ხოცვა რაღაც სულელური პრინციპების გამო ადამიანობაა? მეზიზღება ეგ ცხოველური კანონები..- ტონს აუწია ნინამაც და როცა ვეკუას თვალებში ჩამდგარი ბრაზი დაინახა მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა, ვეკუას და ვინმემ უყვიროს? ეგ უკვე თემაა..
- ტონს დაუწიე ცინგლიანო ღლაპო, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები, ამ შემხვევაში კაბიანის სურველები სულ , ჯაბა ქურდადაა დაბადებული და ქურდიც იქნება ასე რომ დაეტიე შენ ადგილზე და ეგ გრძელი ენა დაიმოკლე- სიმწრით გამოსცრა ვეკუამ და მთელი ძალით მოუჭირა ნინას სუსტ მკლავს ხელები.
ტკივილისგან, შიშისგან და დამცირებისგან კანკალი აუტყდა ნინას, თვალებიც სწრაფად აევსო ცრემლით, ვეკუამ სწრაფად დახედა გოგონას გაწითლებულ მკლავს და ხელი მოაშორა, როგორც კი თავისუფლება იგრძნო აივნიდან გავარდა და ვანაში შეიკეტა, სწრაფად დაიბანა პირი და ხელზეც ცივი წყალი დაისხა, ეს ჯაბამ არ უნდა ნახოს, იცის რომ გაუბრაზდება და ეჩხუბება გრძელი ენისთვის, ჯაბა არასდროს აპატიებს მის საქმეში ასე ჩარევას. სწრაფად შეიშრო სახე, ოთახში შევიდა, ჟაკეტი მოიცვა და ისევ სუფრას მიუბრუნდა ვეკუა აღარ უნახავს, პირველსათზე ნანიმ გააღვიძა, გუშინდელი სამცადინო დაამთავრეო, ასეც მოიქცა და მერე ისევ მუსიკის მასწავლებელთან წავიდა, ჯაბა და ვეკუა არსად უნახავს, მუსიკის მასწავლებელმა ტრადიციულად დიდიხანს დატოვა, ისევ შებინდებისას გავიდა, სახლთან ახლოს ახალგაზრდა შავებში ჩაცმული ბლატნოები იყვნენ, ვერანაირად აუქცია გვერდი და ვერც გავლა გაბედა ამიტომ გაცერდა, სწრაფად მისწვდა ყურთასმენას ვეკუას წყნარი ლაპარაკი.
- სიჩუმე იყოს- ავად გაისმა ვეკუას ხმა- ქურდი ლაპარაკობს, აქ ნაბოზრ*ების საბლატაო არ არის, კაი ბიჭს კი ბლატაობას ვერავინ დაუშლის, ეს ესე იყო და ესე იქნება, დაა თუ ვინმეს პრობლემა აქვს აქ ვარ არსად გარბივარ..
- ხო და გავარკვიოთ- დაიყვირა ვიღაცამ.
- ხმაა ბიჭოო! მე ქურდი კაცი ვარ და თუ რამეა გასარკვევი სხადნიაკზე ვარკვევ გაიგე ბიჭო? ახვრების საბლატაო არ არი არც ვაკეში და არც არსად! გასაგებია?- დასჭრქა ვეკუამ.
ხმა არავის ამოუღია, მძვინვარე მზერა მოავლო წრეშე შეკრებილ ბიჭებს ვეკუამ და ნელა დაიძრა მანქანისკენ, ცოტახანს გაუშტერა თვალი ნინას და შემდეგ ჯაბას გახედა რომელიც უკვე მოახლოებოდა მანქანას, თავით ანიშნა ნინაზე და მანქანაში ჩაჯდა, ჯაბამ ხელით მოუხმო ნინას, თავზე აკოცა და მანქანის კარი გაუღო, სწრაფად ჩაჯდა ნინა და მასზე მოშტერებულ ბრბოს უკანა სავარძლიდან გახედა, შეშინებული მზერა მოავლო ვეკუას რომელიც აშკარად გაბრაზებული იყო, ზიზღსა და სიბრაზეს იმდენად გაევსო მისი უცნაურად ნაცრისფერი თვალები რომ შიშავეში გადადიოდნენ, მაგრად უჭერდა საჭეს ხელს და აშკარად სპიდომეტრს არ უყურებდა, რაღაც ანიშნა ჯაბამ, რის შემდეგაც ვეკუამ სარკეში გამოხედა შეშინებულ ნინას და მანქანის სიჩქარეს უკლო..
სწრაფად გადმოხტა მის სახლთან გაჩერებული მანქანიდან და კიბეებზე აირბინა ჯაბამ გააფრთხილა რომ დააგვიანდება და არ დაელოდონ, ყოველთვის ეშინია რომ რამე მოუვა მაგრამ ვერც ვერაფერს ამბობს... ან რა უნდა თქვას ჯაბა მისას არ გაიგებს და უნდა გაუბრაზდეს ტყუილად, სახლში შესულმა კარის დაკეტვა ვერ მოასწრო რომ ტელეფონი აწკრიალდა, მისი კლასელი იყო, დათა, დაბადებისდღეზე დაპატიჟა ნინა არ უნდოდა მაგრამ დაპირდა რომ თვითონ წაიყვანდა და მოიყვანდა, ამიტომ სწრაფად მოემზადა ნანის დაემშვიდობა, კიბეებზე დაეშვა და დათას მერსედესში მოკალათდა.
დათა ყოველთვის ზრდილობიანი და კარგი ბიჭი იყო, მამამისის პოლიციაში მუშაობს ჯაბას თქმით ძაღლია, არასდროს მოსწონდა ჯაბას ასეთი ტონი დატას მამის მიმართ, თვითონ იცნობს გიას და ძალიანაც მოსწონს ის კაცი, თანაც დარწმუნებულია რომ ჯაბას ის და,პალი ქურდები უტენიან თავს ათასი სისულელით..
ტრადიციულად ხმაური იყო დათას განათებულ სახლში, ეს ძვირი სიამოვნებაა მაგრამ დათა კარგად ცხობვრობს, კლასელებს მიესალმა და სუფრაზე დაიკავა კუთვნილი ადგილი.
- ვა თვით ნინა ყიფიანი!- გადაეხვია ზაზა.
- შე ცერცეტო!- ლოყაზე აკოცა ნინამ მეგობარს.
- შეგრცხვეს უნამუსო- ეწყინა ზაზას.
- კაი ზაზა მოეშვი ახლა- სიცილით დატუქსა დათამ.
- რატო ძმაო გოგოს გიწუხებთ?- სიცილითვე გახედა ზაზამ მაგრამ დათას მკვლელი მზერა დაიჭირა და მოკეტა, ნინამ უხერხულად ახედა გაბრაზებულ დათას და ხელზე დაქაჩა შეეშვი, ზაზამაც ამით ისარგებლა და თავი დაიძვრინა.
- ნინაჩკა დაგვიკარი რაა- გაიწელა ზაზა როცა სასმელმა თავისი ქნა.
- აწყობილია?- დათას გახედა ნინამ და პიანინოზე ანიშნა.
- ხო - თავი დაუქნია დათამ.
კლასისი რამდენიმე გოგო პიანინოს შემოეხვია, დათა კი კომგორტუკლად დაჯდა და იმ გოგოს მოსასმენად მოემზადა უკვე თავისი რომ ეგონა და ასე ერთ ორ წელიწადში ცოლადაც მპოიყვანდა, არა აქამდეც მოიყვანდა მაგრამ ცოტა ხო უნდა იგრიალოს? ნინა კი არსად გარბის.. ჰაეროვნად გაიჟღერა ოთახში მისმა ხმამ და დანარჩენი გოგონებიც აყვნენ, დათამ ამაყი მზერა მოავლო მშობლებს, მათაც სწრაფად გაუღიმეს და ანიშნეს რომ შვილის არჩევანი მოეწონათ, პირველისკენ ნანიმ უკვე მესამედ დარეკა, ნინას მომზადებული ჰქონდა პასუხი მალე მოალო მაგრამ ნანიმ პირდაპირ უთხრა ჯაბაა სახლში და გელოდებაო, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა სწრაფად აააყენა დათუნა მაგიდიდან და სახლში წააყვანინა თავი.
- თუ სადმე გასვლა დაგჭირდეს დამირეკე ხოლმე კარგი?- კითხა დათამ და სიგარეტის ნამწვი გადაგდო ფანჯრიდან- არ მინდა მარტომ იარო..
- არ არის საჭირო- თვალი აარიდა ნინამ.
- ნინაჩკა, რა არის საჭირო და რა არა რომ ვიცი იმიტომნ გეუბნევი, სახლში თუი არ ვიქნები ლალი მომძებნის..
- კარგი, კარგად დათა- გაუღიმა ნინამ.
- დროებით- გაუღიმა დათამაც და დაელოდა რდის შევიდოდა გოგონა სადარბაზოში მერე კი სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს, ვსიო ნინა სახლში, ბიჭები დანარჩენებსაც მიიყვანდნენ და ახლა იწყება მისთვის დაბადებისდღე.
...............................
- რომელი საათია?- მკაცრად გაისმა ჯაბას ხმა.
- პირველი- სწრაფად უპასუხა ნინამაც.
- და სად იყავი?
- დათას დაბადებისდღეზე..
- იმ ძაღლის შვილის?- გაბრაზება აშკარად დაეტყო ჯაბას ხმას.
- დათა ჩემი კლასელია- არც ნინა ჩამორჩა გაბრაზებაში.
- იქნებ უფრო მეტიც?- მეორე ღერ სიგარეტს გაუკიდა ჯაბამ.
ვეკუამ გამომცდელი მზერა შეავლო გაბრაზებულ ნინას და ოდნავ შესამჩნევლად ჩაიღიმა.
- რას ნიშნავს მეტი?- იკითხა ნინამ.
- ბიჭებმა მითხრეს რომ ხშირად გხედავენ მის გვერდით..
- შენ რა ჯაშუშები გყავს?- გაბრაზდა ნინა.
- კითხვაზე მიპასუხე- იყვირა ჯაბამ.
- რატომ მიყვირი?- თვალები აემღვრა ნინას.- დათა ჩემი კლასელია და რა არის იმაში უცნაური რომ ხშირად ვართ ერთად?- ცრემლი მუჭით მოიშორა და ნაწყენმა გახედა ჯაბას.
- ის ბიჭი ახვ*რი ძაღლია და არ მინდა სათოფეზე გაგეკაროს- გამოსცრა ჯაბამ.
- დათა კარგი ბიჭია!
- შენ ყრუ ხარ გოგო?!- ისევ იყვირა ჯაბამ და ფეხზე წამოიჭრა, ვეკუაც სწრაფად ადგა ფეხზე, ჯაბას მხარზე დაადო ხელი და დაბალი ხმით უთხრა.
- რა გაახურე, ამას რას ელაპარაკები, წამო და იმ ძაღლიშვილს დაველაპარაკოთ...
- არა!- სწრაფად იკივლა ნინამ.- რა გინდა ჯაბა? ან შენ საერთოდ რა გინდა, შეეშვით დათას გასაგებია? აღარ ვნახავ, ოღონდ შეეშვი ჯაბა!- ტონი შეარბილა ნინამ და ჯაბას შეხედა თვალებში.
- შედი ოთახში- ავად გამოსცრა ჯაბამ.
ნინას აკანკალებულ ნიკაპზე მიხვდნენ ბიჭები რომ ისევ ატირდა, სწრაფად გადაჭრა ოთახი და ხმაურით მიიკეტა ოთახის კარი, საწოლზე დაემხო და ატირდა, ჯაბას და დათას დაპირისპირება იმდენად საშინლად მოეჩვენა რომ სიკვდილი ინატრა, დათას მამა არავის აპატებს შვილთან შეხებას, ჯაბა კი უბრალო ლაპარაკით არ გაცრდება, პლიუს ვეკუა რომელიც უკვე კანონიერი ქურდია, სერიოზული დაპირისპირება მოხდება და ამაში დამნაშავე თვითონ იქნება.
- ამის დედა შე!!! - იყვირა ჯაბამ და სიმწრით მიარტყა კედელს მუშტი.
- კაი ვსო- ხმამაღლა განაცხადა ვეკუამ.- ერთი ორს ვიცნობ ვინც მაგ ძაღლს დაუკავშორდება და გააფრთხილებს, არც მამაისს აწყობს ჩვენთან უთანხმოება და ვაბშე მოაშორებს თავის ნაბი*ვარს საქართველოდან, კარგად იცის რომ მე ჩავერევი და ისიც იცის რომ ვინც ქურდზე აწევს ხელს ტრუპია..
- ეგ ახვარი ახლოს რომ ვნახო ნინასთან იქვე გამოვჭრი ყელს - გამოსცრა ჯაბამ და ნინას ოთახს გახედა.
- არ ნახავ მე მივხედავ მაგას..- დააიმედა ვეკუამ და აივნისკენ დაიძრა.
მეორე დილით თვალებდასიებულ ნინას დანახვაზე ჯაბას უსიამოვნოდ გასცრა, სპეციალურად დარჩა სახლში რომ ენახა მაგრამ ახლა ლაპარაკის სურვილი გაუქრა,არც მისალმებია ნინა, არც ლოყაზე უკოცნია, არც კი გაღიმია უხმოდ დალია ჩაი, ნანის დაემშვიდობა და თავის დაქალთან სოფოსთან წავიდა.
- დაჯე- ფეხებთან გაუჩერა მანქანა ვეკუამ.
- იყოს მივალ- თვალი აარიდა ნინამ და გზა განაგრძო.
- მეორედ არ გავიმეორებ- გაამკაცრა ტონი ვეკუამ.
- ნუ გაიმეორებ- სხვა მხარეს გაუხვია ნინამ.
დამპლურად ჩაეღიმა ვეკუას და დიდი სისწრაფით ჩაუქროლა ნინას.
- ავადმყოფი- ჩაიბურტყუნა და გზა განაგრძო, საღამომდე დარჩა სოფოსთან, მერე კი სახლში დაბრუნდა, ნანი მეზობელთან დახვდა, ჯაბა კი აშკარად ახალი მოსული იყო ვეკუასთან ერთად.
უხმოდ აუარა გვერდი და ოთახში შეიკეტა.
- რა ბავშვია!- გაიცინა ვატომ.
- ხო- სიცილით დაუქნია თავი ჯაბამ.- იმ ახვ*რზე რა ხდება?
- მოსკოვში გაუშვებს მამამისი ზეგ..
- თუ არ უნდა კუკიაზე გაუშვას მასე უნდა ქნას..
- არ გავიდეთ?
- მოიტანეს ?
- ხო რაა..
- ვატო შენ ხო იცი რომ ბიჭები ეგრე ადვილად არ დათმობენ..
- უკანალში შევთხრი ყვეკლას ვინც გაბედავს გაეკაროს, ათასჯერ ვთქვი რომ არცერთი ჩემი კაცი არ გაეკარება წამალს..
- წავედით- ფეხზე ადგა ჯაბაც.
- ნინა მარტო უნდა იყოს?
- ხო არ დაგავიწყდა ვის სახლში ხარ, კაი ბიჭის სახლში არავინ შედის ძმაო- ხელი დააარტყა ჯაბამ მხარზე.
- წავედით- ჩაიცინა ვეკუამ და სახლიდან გავიდა.



№1  offline წევრი ebe

Dade gtxov male <3

 


№2  offline წევრი Morgana Malfoy

რაღაც საკაიფო ჩანს მალე დადე.

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№4  offline წევრი Queen ♛

ძაან მაგარია ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent