შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო 5


6-08-2015, 23:40
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 842

3 სართულიანი სახლის წინ ვიდექი და ვუყურებდი როგორ გადმოჰქონდა პროდუქტები რატის მანქანიდან, მალევე გააღო სახლის კარი და ყველაფერი შიგნით შეიტანა. მეც უკან შევყევი და უხმოდ დავჯექი იქვე მდგარ დივანზე. სახლში ციოდა ამიტომ არც მიფიქრია ქურთუკის გახდა.
-გათბობას ჩავრთავ, მანამ შენ თუ გინდა პლედი ნახე იქნება რომელიმე ოთახში, მეორე სართულზე-კიბისკენ მიმითითა მან, კარგად ვიცოდი ამ სახლის აგებულება ამიტომ პირდაპირ მესამე სართულისკენ ავიღე გეზი. მესამე სართულზე მხოლოდ 3 ოთახი და 1 აბაზანაა, ჩემს საყვარელ ოთახში შევედი რომლის აივანიც ულამაზეს ბუნებას გადაჰყურებდა და აივანზე დავჯექი, მართალია ძალიან ციოდა მაგრამ ვერ ვშორდებოდ, როდესაც აქ ამოვდიოდით ოჯახებით მე სულ ამ ოთახში ვიყავი, მალევე შემოვიდა ეზოში მანქანა, იქიდან კი გაბრაზებული ლიკა გადმოხტა და უკნიდან სიცილით მოყვა ლევანი
-ლიკააა-დავიყვირე მე და ხელი დავუქნიე რომ დავენახე. მანაც სწრაფად ამომხედა და რომ დამინახა აქ ვიყავი კისრისტეხვით შემოვარდა სახლში, ლევანი ხელის აწევით და ღიმილით მომესალმა და ლიკას მოყვა უკან. მალევე ამოვიდა ლიკა
-აქ რაგვინდა?-გაკვირვებულმა მკითხა მან
-არვიცი რატიმ წამომათრია-მხრები ავიჩეჩე მე.
-მე ლევანმა-გაიცინა მან
-რაიყო რა გაბრაზებული გადმოხტი მანქანიდან? რამოხდა?-ვკითხე და თვალებში ჩამოურილი თმა უკან გადავუწიე, მზარავს იმის გაფიქრება რომ შეიძლება მეც ესე მექნება თმა!
-ლევანიზე ვარ გაბრაზებული, წამო რა ქვემოთ ცივა აქ-სწრაფად მომკიდა ხელი და ქვედა სართულზე ჩამიყვანა, სადაც ბიჭები ბუხარს ანთებდნენ
-სად იყავით?-გვკითხა რატიმ
-მესამე სართულზე, შენს ოთახში რომელიც ამ წლების მანძილზე ელეს ჰქონდა მისაკუთრებული-ენა გამოუყო ლიკამ
-სახლშიც ჩემს ოთახში და აქაც-თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.
-ისე ჩემი ოთახი ერქვა მთელი 10 წელი-გაბრაზებულმა ვუთხარი
-მაგრამ სინამდვილეში ჩემია-ნიშნისმოგებით მითხრა
-იყოს-მხრები ავიჩეჩე ისე ვითონ არ მაინტერესებდა და ტელეფონი ამოვიღე დედასთვის რომ დამერეკა, სწრაფად გავედი ვერანდაზე.
-ხო დე-მიპასუხა მან
-არც იცი შვილი სახლში რომ არ გყავს არა?-ვკითხე სიცილით
-ვიცი, რატიმ დამირეკა, ძალიან კარგი ბიჭია-გაიცინა დედამ
-ოოხხ, რასშვებით-ვკითხე მათ
-დედი, რომ ჩამოხვალ რაღაც უნდა გითხრა-მითხრა გახარებულმა
-ეხლა მითხარი-ვერ მოვითმინე მე
-რომ ჩამოხვალ მაშინ მე-გაიცინა მან
-ხო კაი-დავნებდი მე
-ელენეე, შემოდი საჭმელი ვჭამოდ-გამომძახა ლიკამ
-კაი დე უნდა ვჭამოთ დაგირეკავ მერე-ვუთხარი და გავუთიშე. სახლში შევედი და ლიკას დავუჯექი გვერდით.
-დამაჯინე რა აქ-სიცილით ჩამჩურჩულა ყურში ლევანმა
-ნწუ-გავიცინე მე და ლიკას გავხედე რომელიც ინტერესით გვიყურებდა
-კარგი თუ გინდა შენმა დაქალმა მთელი დღე დაბღვერილმა იაროს-მხრები აიჩეჩა მან და წასვლა დააპირა
-დაეგდე-სიცილით ვუთხარი და ადგილი დავუთმე, ლიკამ მკვლელი თვალებით შემომხედა მაგრამ დავაიგნორე და ბუხრის წინ მვკალათდი.
-არგშია შენ მანდ რო დაჯექი?-დამიძახა რატიმ
-არაა, აღარ მშია-ცხვირი ავიბზუე და ხელები ბუხარს მივუშვირე რომ გამეთბო, მალევე რატი მოვიდა და გვერდით მომიჯდა, არ შემიხედავს მაგრამ ვიცოდი რომ ის მიყურებდა, ბოლოს ადგოლას ვაპირებდი ხელი რომ მომკიდა და ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა
-რა?-ვკითხე გაკვირვებულმა
-აქ იჯექი-მკაცრად მითხრა
-რატო?
-იმიტომ რომ იქ წყვილია რომელსაც არ სჭირდებათ მესამე პირი, მითუმეტეს ეხლა-ირონიულად მანიშნა სამზარეულოზე.
-არ მივდივარ სამზარეულოში-გაბრაზებული ავდექი ფეხზე და ვერანდაზე გავედი, საშინელი სიცივე იყო თან არც ქურთუკი მეცვა მაგრამ შიგნით შესვლა დამეზარა. ცოტა ხნით აივანზე ვიყინებოდი მაგრამ მალევე შევედი სახლში და ჩემს აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე რომელსაც რატი წარბშეკრული დაჰყურებდა, ხელი წავიღე ტელეფონი რომ ამეღო მაგრამ ლომიძემ დამასწრო და სწრაფად აიღო ხელში, სენსორს ხელი გადაუსვა და ყურთან მიიტანა
-გისმენთ.
-..
-არა ელენესთან საუბარი არ შეიძლება ეხლა, მითხარი რა გინდა და გადავცემ.-ჩაიცინა ირონიულად
-..
-არა ხომ გითხარი, ყელი ტკივა და მითხარი და ვეტყვი-გაიცინა მან
-..
-ელე დღეს საღამოს გცალიაო?-ირონიულად მკითხა რატიმ
-არა არმცალიაო-გასცა მალევე პასუხი
-..
-რატომ და შენნაირ ს*რთან არ უნდა შეხვედრა-უცებ უთხრა გაბრაზებულმა და ტელეფონი გათიშა.
-რაიყო ეხლა ეს?-ვკითხე გაბრაზებულმა
-კიდევ ერთი ს*რი მოგაშორე თორნიკეს სახელით-თვალი ჩამიკრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-იდიოტო-ვუყვირე და ხელი მკლავზე მივარტყი
-წამოდი შენ-სწრაფად დამავლო ხელი და კიბეებისკენ წამიყვანა
-ეე დეგენერატოო, გამიშვიი-ვიყვირე და მალევე გავიგონე სამზარეულოდან ლევანის სიცილის ხმა
-შენც იდიოტი ხარ-გავძახე და კიდევ ერთხელ ვცადე ხელის გათავისუფლება, მანამ არ გამიშვა სანამ მესამე სართულზე იმ ოთახში არ ამიყვანა სადაც ჩამოსვლისას ვიყავი ასული.
-აქ რაგვინდა?-ვკითხე მას.
-რავი, ვიფიქრე აქ დარჩებათქო, იცოდე არც გაბედო ძირს ჩასვლა-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი მან
-აქ სიცივეა-დავიწუწუნე მე
-ხო აქ არ ჩამირთია გათბობა, მოიცა ჩავრთო-სწრაფად ჩავიდა კიბეებზე, მე კი დრო ვიხელთე და აბაზანაში შევედი ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის.. რომ გამოვედი რატი უკვე ამოსული იყო
-ეხლა შეგიძლია იყო აქ-თითი დამიქნია.
-ტელეფონი მომეცი და არც იმათ შევუშლი ხელს მე ჩემთვის შენ შენთვის-შევთავაზე და ხელები ჰაერში ავწიე
-კარგი მოდი-დამთანხმდა, გახარებული მივედი მასთან და წინ დავუდექი, ხელი გავუშვირე რადგან ტელეფონი მოეცა მაგრამ სწრაფად მომხვია ხელი წელზე და მის სეულზე ამაკრა
-ჭკვიანად იყავი-ჩამჩურჩულა ყურში და ყურის ბიბილოზე მაკოცა. ჭრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, ხმა ვერ ამოვიღე
-როგორ მომწონს ჩემს შეხებაზე ჟრუანტელი რომ გივლის-კვლავ ჩამჩურჩულა მან
-მომშორდი-გაბრაზებულმა ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე
-ჯერ რაღაც მინდა-ხრიწიანი ხმით თქვა და თავი დახარა და გააზრებული არ მქონდა მისი ფაფუკი და ცხელი ტუჩები უკვე ჩემსას რომ ეხებოდა. ჯერ ქვედა ტუჩზე მაკოცა, ნელა და აუჩქარებლად, საოცარი სინაზით და სიფრთხილით შემდეგ კი ზედაზე. გაკვირვებული შევყურებდი მის მინაბულ თვალებს და ბოლოს გონს რომ მოვეგე სწრაფად ავფართხალდი და მისი მოშორება ვცადე კბილები რომ ქვედა ტუჩზე დამასო და დამცინავი მზერით შემომხედა თვალებდი რომელიც ზედმეტად ახლო იყო და ზედმეტად ლამაზი. ხმა ვერ ამოვიღე ან როგორ ამომეღო მოწებებული იყო ჩემს ტუჩებზე რამოდენიმე წამში კიდევ ერთხელ მაკოცა წამიერად და მომშორდა
-როგორ ბედავ-ვუყვირე და ხელი უნდა გამერტყა რომ გამიკავა
-ჩვეულებრივად-ირონიულად მითხრა და მეორე ხელიც დამიჭირა.
-უზრდელო! ტუტუცო! ხეპრე! ხისთავიანო-ვლანძღავდი და ვცდილობდი ხელები გამეთავისუფლებინა, რატი კი იცინოდა. ჩემს ყვირილზე მალევე ამოვიდა ლიკა და ესეთ მდგომარეობაში რომ დამინახა სახეზე სიბრაზე გამოეხატა.
-რას აკეთებ?-დაუყვირა
-შენ რატომ ერევი?-წარბი აუწია რატიმ. ჩემი ორივე ხელი მის ერთ ხელში მოიქცია და ცალი ხელით ლიკა დაიკავა
-რა რატომ ვერევი როგორ ექცევი ჩემს დაქალს?-აყვირდა ლიკაც და შეეცადა თავი დაეხსნა მალევე მოვიდა ლევანიც და სიცილი დაიწყო. ლიკა თავის მკლავებში მოიქცია და პირზე ხელი ააფარა
-რას უშვები? მოგკლავთ ორივეს-დავიყვირე და სწრაფი და ძლიერი მოძრაობით დავიხსენი თავი მაგრამ ეხლა წელზე მომხვია ხელი და მეორე ლიკას მსგავსაც პირზე ამაფარა
-ვიზიარებ! შენთვის მიჩუქნია ძმაო მაგ ქაჯი-უთხრა სიცილით რატიმ ლევანს
-არა სად ნახეს ერთმანეთი. ორივე ერთნაირია-გაიცინა ლევანმაც. ბოლოს რომ მიხვდნენ რომ მართლა ძალიან გავბრაზდით ჯერ მე შემიყვანეს ოთახში და მერე ლიკა შემდეგ კი კარი ჩაგვიკეტეს
-ჯობია აღარ დამენახოთ თორემ ჩემი ხელით ამოგაცლით გულებს-უყვიროდა გამწარებული ლიკა ძმას და მომავალ შეყვარებულს. მე კი ხმას არ ვიღებდი და გაბრაზებული ვიჯექი საწოლზე.
-ლიკა აზრი არაქვს კივილს დაწყნარდი-ვუთხარი და გვერდით მოვისვი.
-დეგენერატები, ნახონ ხმა თუ გავცე-ნაწყენმა ჩაიდუდღუნა ლიკამ
-ხოდა ეგრეც იყოს. ეხლა დავიძინოთ და ხმა აღარ გავცეთ არცერთს-დავეთანხმე მეც და საწოლში შევწექი რომ არ გავყინულიყავი. ჯერ კიდევ არ იყო ოთახი საკმარისად გამთბარი.
-მოდი თორე გავიყინე-გაიცინა ლიკამ და საწოლში შემომიწვა. ორივე მალე გავთბით და ჩაგვთვლიმა. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს თბილი სხეული რომ მომშორდა. უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე და იმ მხარეს გადავბრუნდი საითაც ლიკა მეგულებოდა.ხელით რომ ვერ მოვძებნე ცალი თვალი გავახილე და სილუეტს მოვკარი თვალი ლიკა რომ გაჰყავდა ხელში აყვანილი. მალევე ამოვიცანი ლევანი და კვლავ მშიდად გავაგრძელე ძილი. რომ გავიღვიძე უკვე გათენებული იყო. ისე თბილად ვიწექი არ მინდოდა ადგომა მაგრამ არც ოთახში იყო სიცივე. უკმაყოფილო სახით ავდექი და სიცივე რომ შევიგრძენი საბანი კვლავ მოვიხვიე ბეჭებზე. იქვე კომოდში ლიკას თბილი წინდები ავიღე და ამოვიცვი. ფეხშველი ჩავედი პირველ სართულზე და არც მივსალმებივარ ბიჭებს მთქნარებით მივუჯექი ბუხარს.
-გაცივდები ფეხი ჩაიცვი- გავიგე რატის ხმა მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. მალევე გამოვიდა სამზარეულოდან ლიკა და გვერდით მომიჯდა
-არ გშიათ?-გვკითხა ლევანმა მაგრამ პასუხი არცერთმა გავეცით.
-წამო რა ელე, გარეთ გავიდეთ-გაიცინა ელემ
-კარგი წამო-გავიცინე მეც და მანტო მოვიცვი. ფეხსაცმელების ჩასაცმელად ვიყავი ოთახში ასული ოთახდი რატი რომ ამოვიდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
-ვნახოთ რამდენ ხანს არ გამცემ ხმას-ჯიბრიანად ჩაილალაპა და ლოგინზე დაეხეთქა.

----------
აზრს ველი :)



№1  offline მოდერი ჯია

შინაარსი ძალიან მომწონს ❤️მაგრამ გთხოვ სახელებს მიაქციე ყურადღება, რატი ხან რატია ხან უჩა და რავი კიდევ რამოდენიმეჯერ აგერია სხვა პერსონაჟების სახელებიც და დაუკვირდი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჯია
შინაარსი ძალიან მომწონს ❤️მაგრამ გთხოვ სახელებს მიაქციე ყურადღება, რატი ხან რატია ხან უჩა და რავი კიდევ რამოდენიმეჯერ აგერია სხვა პერსონაჟების სახელებიც და დაუკვირდი.

იმიტომ რომ ადრე დაწერილი ისტორიია და პერსომაჟს უჩა ერქვა და მშემდევ სხვა ისტორიებში დაარქვეს და მე შევცვალე:) მადლობა დავუკვირდები აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent