შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად.(4)


7-08-2015, 00:01
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 938

ყველაფერი მოვუყევი ჩემს გოგოებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რატომღაც ვერავის წარმოედგინა რომ ოდესმე მეც შემიყვარდებოდა ვინმე, თან ასე მალე. ჭამა რომ დავასრულეთ და დავისვენეთ ჯერ კიდევ 3საათი იყო დანინა აწუწუნდა.
–აუუ საალომეე გეხვეწები დაურეკე მაგ შენ თორნიკეს და უთხარი ცოტა მალე ჩამოვიდეს თორე გავიყინე აღარ მინდა აქ.
–კარგი რა ნინა! საღამოს ჩამოვალო მითხრა და ტვინს ხოარ შევუჭამ?
–რა ტვინის შეჭმაა უბრალოდ რომ თხოვო მალე ჩამოვიდეს, ან ტაქსით წავიდეთ თორე მართლა გავიყინე მეეც.
–მაინც არ დავრეკავ ლიზა და თუ გინდათ წადით.
საღამოს 8საათამდე გავიყვანეთ დრო ლაპარაკში, უკვე მეც აღარ შემეძლო მაგრამ თორნიკესთან მაინც არ ვრეკავდი. კიდევ ორი საათიც და უკვე გაბრაზებულმა მოვკიდე ელენეს ხელი და ხმამაღლა გამოვაცხადე:
–ტაქსით მივდივართ!
–მოგწერა რამე?
–არა ნინა და ზუსტად იმიტორო არც მომწერა და არც დამირეკა ჯობს ტაქსით წავიდეთ, ნატაც გაგიჟდა უკვე, ხვალამდე ვერ დაველოდები, ალბათ დავავიწყდი.
–მიწერე მაინც რო მივდივართ, ტყუილად აღარ ჩამოვიდეს.
–კარგი.
ტელეფონი ავიღე და მივწერე:'დიდი მადლობა ღამის ათ საათამდე რომ მალოდინე, მალე თბილისში ვიქნები შენი ჩამოსვლა საჭირო აღარ არის'.
რა თქმა უნდა, არ უპასუხია. თბილისში ძლივს ჩავაღწიეთ, 3საათი ნატას საყვედურებს ვუსმენდი, თუმცა არაფერი არ მაინტერესებდა იმის გარდა, რატომ დამიკიდა თორნიკემ ესე, იქნებ ყველაფერი მომეჩვენა_თქო ისიც კი ვიფიქრე, იმ იმედით დავიძინე რომ დილით მისი მესიჯი დამხვდებოდა, ან ღამე გამაღვიძებდა მისი ზარი, თუმცა არც ერთი მომხდარა.
შუადღეს ნინა ამოვიდა ჩემთან.
–კარგი რა სალ, მაგ იდიოტი ბიჭის გამო როგორ ხარ ცუდ ხასიათზე, გამოჩნდება რა.
–შეგიძლია იკას კითხო?
–გააფრინე? რა ვუთხრა სალომეს ერთი ბიჭი შეუყვარდა და ხოარიცი რატო არ დაურეკა–თქო?
–გთხოვ! ესე ვერ გავძლებ, არ შემიძლია.
–კარგი დავრეკავ.
ტელეფონი აიღო და ირაკლისთან დარეკა, სახეზე ეტყობოდა რომ ამას მხოლოდ ჩემთვის აკეთებდა, ხმამაღალზე ჩავართვევინე და გავჩუმდი.
–იკა რასშვები?
–ნიკასთან გავდივარ, შენ?
–სალისთან ვარ. მისმინე რაღაც უნდა გკითხო.
–გისმენ ჩემო პატარა.
–ის ბიჭი როიყო ღამე შენთან, თორნიკე.
–კალანდაძე?
–არ ვიცი რაგვარია, ვოღაც ანასტასიასთან ერთად იყო.
–ხო მერე?
–ხოარიცი სადარის?
–რაში გააინტერესებს?
–მითხარი რა გთხოვ.
–დღეს წავიდნენ ეგ და ტასო სადღაც სანამ სკოლა დაიწყება უნდა დავასვენოო თუ რაღაც რა. რატო ინტერესდები შენ მაგ თემით შეგიძლია ამიხსნა?
–მერე გეტყვი წავედი ეხლა.
გაუთიშა და შემომხედა.
–ხო გეუბნებოდი იდიოტია_თქო.
ალბათ ვიტირებდი, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა და უბრალოდ ნინას ჩავეხუტე.
–გინდა გარეთ გავიდეთ?
–არა ნინ კარგად ვარ.
–დარწმუნებული ხარ?
–კი.
ჩვენი ერთად ყოფნა ჩვენს შეხვედრამდე იყო გადაწყვეტილი, ამიტომ ჩემი შინაგანი სამყარო ვერ ეგუებოდა რომ დავკარგე, რომ ცალ–ცალკე უნდა ვიყოთ ბედნიერები და არასდროს ერთად, თუმცა ადამიანი იმით არის ძლიერი რომ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას ეჩვევა, ამიტომ მეც შევეგუე ჩემს ცალმხრივ სიყვარულს და ცხოვრებას ვაგრძელებდი და ბოლოს ის დღეც დადგა როცა სკოლაში უნდა წავსულიყავი დიდი ხნის დასვენების შემდეგ. დილით ნინამ გამომიარა და ერთად მივედით, სწავლა მიყვარს, არც დილით ადგომაა ჩემთვის პრობლემა, უბრალოდ სკოლა არ მიყვარს! შემზარავია ის ფაქტი თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ერთმანეთის დამცირებას და როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ჩაცმაში და არამარტო.. 15წუთით ადრე მივედით, ნინა ბავშვებთან ლაპარაკში იყო გართული და მე ფანჯრიდან ვიყურებოდი. დავინახე როგორ მოაცილა თორნიკემ ანასტასია სკოლაში და საშინელი გრძნობა დამეუფლა, სკამზე დავჯექი და თავი დავხარე, ცოტახანში მასწავლებელი შემოვიდა და დამიძახა.
–გისმენთ ლელა მას.
–გარეთ რამდენიმე შენი კლასელი დგას, როგორც ჩანს ამოსვლას ჯერ არ აპირებენ, ჩადი და სასწრაფოდ ამოათრიე.
–მას..
–არავითარი მას!
გამაწყვეტინა სიტყვა შინაბერა ლელამ, რომელიც ყველაზე ყოველთვის გაბრაზებული იყო, თითქოს ჩვენი ბრალია ქმარი რომ არ ჰყავდა, 'ღმერთო, ოღონდ ასეთი არვიყო' გავიფიქრე გულში და ბრძანებას დავემორჩილე. დარწმუნებული ვიყავი რომ ქვევით მხოლოდ ჩემი კლასელები იყვნენ და თამამად ჩავდიოდი, სკოლიდან გასული არ ვიყავი ისე დავიყვირე.
–ნიკა ლელა გეძახით.
ალბათ ჩემი ხმა იმ ადამიანმა გაიგო ვისაც არ უნდა გაეგო და ჩემკენ მოტრიალდა. არ ვიცი ჩემგარდა სხვაც დაინახა, თუ ჩემ დანახვაზე გაუბრწყინდა სახე, მასთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა და შევტრიალდი. უცებ ხმა გავიგე:
–არ წახვიდე უნდა გელაპარაკო.
მოვტრიალდი, თორნიკე ჩემკენ მოდიოდა.
–გაკვეთილზე მაგვიანდება.
–მოიცდის გაკვეთილი საქმე მაქვს.
–ვერ მოიცდის.
მკაცრად ვუთხარი და კლასში ავირბინე, უკან მთელი ჩემი კლასი მომყვებოდა, 15წუთში თორნიკემ საკლასო ოთახის კარი შემოაღო.
–გამარჯობათ ქალბატონო, შეიძლება ერთი წუთი სალომე გავიყვანო?
გული ამიჩქარდა, არმინდოდა გასვლა, თუმცა ვიცოდი სხვა გზა არ მქონდა, ფეხზე ავდექი და სწრაფი ნაბიჯით წავედი თორნიკესკენ, მშვიდად დავტოვე კლასი და გამოვიხურე კარი, მერე თორნიკეს გაბრაზებული მივაშტერდი და დავიწყე.
–შეგიძლია ამიხსნა რა გინდა? რა უფლებით გაგყავარ გაკვეთილიდან? ან საერთოდ რატო მოისურვე ჩემთან ლაპარაკი? ანასტასიას კლასი ერთი სართულით ზემოთ არის და შეგიძლია ის გამოიყვანო, თან ტუალეტებს არ ამოწმებენ და კარგად გაერთობით.
ვერავინ ვერ წარმოიდგენს რამხელა ძალისხმევა დამჭირდა რომ მისთვის ეს ყველაფერი მეთქვა.
–შეგიძლია მე მომისმინო?
–ყურადღებით გისმენ.
–არ მინდოდა ყველაფერი ესე მომხდარიყო, რომ მცოდნოდა არ გეტყოდი ჩამოვალ–თქო და არ გალოდინებდი.
–კაი, შეიძლება კლასში შევიდე?
–გაბრაზებული ხარ?
–გაბრაზებული ვინებოდი ჩემთვის რამეს რომ ნიშნავდე, მაგრამ არაფერს არნიშნავ და შესაბამისად იმდენად რომ გაბრაზებაც არ შემიძლია.
სახე შეეცვალა, ეტყობოდა როარ სიამოვნებდა ჩემი ტონი და ლაპარაკი.
–აღარაფერი მაქვს სათქმელი, შეგიძლია კლასში შეხვიდე.
–აუცილებლად.
ვთქვი გამარჯვებით გახარებულმა, შეტრიალებას ვაპირებდი, მაგრამ თორნიკემ ორივე ხელით დამიჭირა და მაკოცა, არ ვიცოდი რატომ არ შემეძლო თავი გამომეწია და კლასში შევსულიყავი, არ ვიცოდი რატომ ვერ ვიმორჩილებდი თავს, არც მანამდე და არც მერე ესე არავის უკოცნია ჩემთვის. მანდატურის გამოჩენამ თორნიკე იძულებული გახადა წასულიყო და მე მომხდარისგან დაჩლუნგებული ზარის დარეკვამდე გარეთ ვიდექი, ბოლოს ლელა გამოვარდა.
–რატომ არ შემოეთრიე კლასში? ეს შეყვრებულების ბაღი კიარარი სკოლაა შვილო სკოოლა! თავხედები ესენი.
–შეურაწყოფაზე ნუ გადადიხართ ქალბატონო ლელა, თქვენ გინდათ რომ ყველა შინაბერები ვიყოთ თქვენსავით?
ზედმეტი ტლიკინისთვის თავი დირექტორის კაბინეტში ამოვყავი.
-სალომე აბაშიძე, სკოლის პირველ დღეს, პირველ გაკვეთილზე რისი გაფუჭება მოასწარით?
-არაფერი გამიფუჭებია.
-ენას როვერ აჩერებს იმის ბრალია.
-ბავშვთან გავარკვევ ქალბატონო ლელა. თუ არაფერი გაგიფუჭებია აქ რატომ ხარ?
-ლელა მასწავლებელს ვუთხარი თქვენ გინდათ რომ ყველა თქვენნაირი შინაბერები ვიყოთ_თქო.
მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა კარგად მოქცევა, ჩემს ნათქვამზე ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-გასარიცხია სკოლიდან ბატონო დირექტორო, გასარიცხი!
-გაკვეთილზე ადი აბაშიძე, შემდეგისთვის გაითვალისწინე რომ მასწავლებელს არ უნდა ეუზრდელო!
-ბატონო ნიკოლოზ დიდი მადლობა.
გავუღიმე და კაბინეტიდან გამოვედი, გარეთ მთელი ჩემი კლასი მელოდებოდა.
-რა გითხრეეს?
-მასწავლებლებს არ ეუზრდელოო.
38მა ბავშმა დაიწყო ლელას ლანძღვა. კლასში რომ შევედით ნინამ ჩემი ტელეფონი მომცა.
-ვიღაცამ დარეკა, არ ვიცოდი ვინ იყო და ავიღე.
-მერე?
-სალომე დირექტორის კაბინეტშია_თქო, ყველაფერი გამომკითხა და ამ ნომერზე დამირეკოს როცა გამოვაო, სავარაუდოდ თორნიკე იყო.
ტელეფონი გამოვართვი და დავრეკე.
-გადარჩი?
-კი.
-ბოდიში ჩემი ბრალია.
-შენ რა შუაში ხარ ზედმეტი არაფერი არ უნდა მეთქვა.
-სკოლის მერე მნახავ?
-ანასტასია?
-არ მაინტერესებს, უკან დამელოდე 2ზე მოვალ.
-კარგი.
გავუთიშე და ბედნიერი შევეგებე ქართულის მასწავლებელს რომელმაც საგრძნობლად დაიგვიანა.
-აბა ბავშვებო დღეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს, "ალუდა ქეთელაურს" ვიწყებთ და ყველამ ყურადღებით მომისმინეთ.
-ამან თუ ისევ ისე ახსნა გაკვეთილი წიგნს თავზე დავახევ.
-კაი რა ნინ.
ორივე ჩუმად ვიცინოდით მაგრამ მარიკამ მაინც დაგვინახა.
-გამოდი აბაშიძე და ახსენი გაკვეთილი თუ ისე კარგად იცი რომ სიცილით ხარ დაკავებული.
-მას ხომ იცით რომ არ გამიჭირდება.
-გამოდი, გამოდი.
-მგონი ახსნა ეზარება და უნდა რომ შენ შეგტენოს.
სიცილით მითხრა ნინამ, მეც სიცილით მივდიოდი მასწავლებლისკენ, წიგნი შემომთავაზა, უარი ვუთხარი და დავიწყე, 15წუთში რაც შემეძლო ყველაფერი ვთქვი, მარიკამ ხმა ვერ ამოიღო, თუმცა არ ესიამოვნა რომ ის ვიცოდი რაც ჯერ ახსნილი არ ჰქონდა. დანარჩენ 4გაკვეთილზე ბიჭებთან ვიჯექი და მასწავლებლებზე ღადაობით გაგვყავდა დრო. ნინა გავაცილე და სკოლის უკან მივედი უკვე 3ის 3წუთი იყო და არავინ ჩანდა, 4ის ნახევრამდე ველოდე და როცა დავრწმუნდი რომ არ მოვიდოდა თვალცრემლიანი ნელი ნაბიჯით წავედი სახლისკენ, უცებ უკნიდან ხმა გავიგე.
-დამელოდე რა.
გავიხედე, ვერ ვიცანი მაგრამ მაინც დაველოდე. მოვიდა, გამიღიმა და ხელი გამომიწია.
-მე დემეტრე, შენ?
-სალომე.
ვუპასუხე ღიმილით და ხელი ჩამოვართვი.
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, სანთებელას დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა.
-აუ ალბათ სადმე დამრჩა.
თქვა იმედგადაწურულმა.
ჩანთიდან ჩემი საყვარელი სანთებელა ამოვიღე და გავუწოდე. გაჩერდა.
-მოიცა შენ ეწევი?
სიცილით ვუპასუხე
-კი.
-ისეთი ლამაზი ხარ არ მეგონა თუ ეწეოდი.
-დიდი მადლობა.
-სად ცხოვრობ?
-აქვე, მეხუთე სადარბაზოში.
-ამ სკოლაში სწავლობ?
-კი.
-რამდენი წლისხარ?
-17ის.
-სახლამდე მიგაცილებ.
-მადლობა მაგრამ არ შეწუხდე.
-წასასვლელი მაინც არ მაქვს გასაღები სახლში დამრჩა და ძმაკაცი გვიანობამდე არ მოვა.
შემეცოდა, თვალებში ეტყობოდა რომ არ იტყუებოდა.
-ამოდი ჩემთან, გვიანობამდე მარტო ვიქნები.
-აუ მართლაა?
-ხო.
-ანგელოზი ხარ რაა.
ჩემთან ავედით, საჭმელი გავამზადე, გემრიელად ვისადილეთ და ტახტზე დავჯექით კინოს ყურება გვინდოდა, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივხვდით რომ ჩვენი გემოვნება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ამიტომ გადავიფიქრეთ. ჩემს ოთახში გავედი და ისიც გამომყვა, ლოგინზე წამოვწექით და ჩაგვეძინა. მართალია მისი დანახვისას ისეთი გრძნობა არ მქონია რაც თორნიკეს დანახვისას და მასთან ყოფნა ისე არ მაფორიაქებდა როგორც თორნიკესთან ყოფნა, მაგრამ ეს სიმშვიდე იმდენად მომწონდა რომ არც კი გამხსენებია თორნიკე კალანდაძე რომელმაც უკვე მეორედ გადამაგდო. 9საათზე ძმაკაცმა დაურეკა და ორივეს გაგვეღვიძა, არ ვიცი როგორ მოვახერხეთ მაგრამ ჩახუტებულებს გვეძინა, მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა ვიღაცის სითბო და ალბათ ამიტომ არ ვეუბნებოდი უარს.
-ჩემი წასვლის დროა.
თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა.
-ადგომა მეზარება კარს ხოგააღებ?
-კი რა თქმა უნდა.
მაგრად ჩამეხუტა, მადლობა გადამიხადა და გავიდა. მალევე მობრუნდა უკან.
-ხვალ დილით რომ გამოგიარო წინააღმდეგი ხოარ იქნები?
-არა.
-მაშინ დროებით.
-დროებით დემეტრე.
საღამოს გარეთ გავედი და ნინას ყველაფერი მოვუყევი.
–შენ ცუდად ხოარ ხარ? ჯერ ერთი დღის გაცნობილ ბიჭზე ატყდი მიყვარს მიყვარსო, მერე ხუთი წუთის გაცნობილი ბიჭი სახლში აიყვანე და ერთად გეძინათ, ყოველთვის ვიცოდირო დაქალი მყავდა მარა ასეთიც არ მეგონე.
–კაი რა ნინ.
სიცილში ავყევი.
–გარეთ ხოარ დავტოვებდი?
–არა როგორ გეკადრება. მოიცა მე ხვალ მარტო უნდა წავიდე სკოლაში?
–ლიზასთან და ნიასთან ერთად თუ ამანაც არ გადამაგდო.
–თორნიკე დაივიწყე!
–ვცდილობ, თუმცა არამგონია თორნიკეს დავიწყება შევძლო თან იმ კოცნის მერე.
–ეგეთი რა გაკოცა.
–შენ ვერ გაიგებ ბაღის მერე არავისთვის გიკოცნია.
–ქმრისთვის ვინახავ.
ასე მხიარულად მიმაცილა სახლამდე, დაღლილი ვიყავი და ეგრევე ოთახში შევედი. ვიწექი და ვფიქრობდი: 'როგორ მიყვარს, ღმერთო ნეტა იცოდეს როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს..' ამ ფიქრებში ჩამეძინა და დილის რვა სააცთზე გაგიჟებული ნატა შემომივარდა ოთახში.
–შენ რა კიდე გძინაავს? შვიდ საათზე შენ თვითონ დგებოდი ხოლმე და ეხლა რა დაგემართა?
–ავდგები ნატა დაწყნარდი.
ავდექი და აივანზე გავედი. 15წუთში ისევ შემოვიდა ნატა.
–პიჟამოთი აპირებ წასვლას?
–აუ რა ჩავიცვა?
–მე რას მეკითები? რო გეტყვი უცებ არ ჩაიცვა რა.
ძლივს ჩავიცვი, ყავა დავლიე, ელენეს ვეთამაშე და ტელეფონმაც დარეკა.
–უკვე შენს სახლთან ვარ.
–ჩამოვდივარ.
–გელოდები.
ავდექი და ჩანთას დავუწყე ძებნა.
–ნინა იყო?
–კი დედა.
–გელოდება?
–ხოო და სადარი ჩემი ჩანთა?
–როგორ შეცვლილა, თავის ძმას დამსგავსებია.
–აუუ დედაააა!
ჩანთა ავიღე, ელენეს და ნატას ვაკოცე და გარეთ გავარდი.
–მგონი სკოლაში დაგაგვიანდება.
–არაუშავს მიჩვეულები არიან.
გადამკოცნა და თბილად ჩამეხუტა.
–წამო მაშინ გრძელი გზით წავიდეთ რა.
–რატო?
ის ვკითხე თითქოს პასუხი არ ვიცოდი, თუმცა მისგან გაგება ბევრად უფრო მესიამოვნებოდა.
–შენთან ერთად მინდა ყოფნა და ხუთი წუთი არ მეყოფა.
–კაი წავიდეთ გრძელი გზით.
ხელი შემომხვია, მე დებილი ბავშვივით ვუღიმოდი, მიუხედავად იმისა რომ გრძელი გზით წავედით, 10წუთში მაინც სკოლასთან ვიყავით.
–აუუუ რატო ცხოვრობ სკოლასთან ესე ახლოს რააა.
გაბრაზებას ვერ მალავდა დემეტრე.
–შეგიძლია კლასამდე ამაცილო.
–წავედით.
ხელი მომკიდა და ცდილობდა რაც შეიძლება ნელა ევლო.
–დღეს ჩემთან ამოდი ჩემს ძმაკაცებს გაგაცნობ.
–ცოტა ადრე ხოარარის?
–არა, შენ ჩემი მომავალი შეყვარებული ხარ და ჩემი ძმაკაცები უნდა გიცნობდნენ.
–მომავალი შეყვარებული?
სიცილი ვერ შევიკავე.
–ხო, მომწონხარ. ლამაზი ხარ, კეთილი, თბილი. მგონი არც მე არვარ ცუდი ბიჭი, ვუხდებით ერთმანეთს.
არაფერი მითქვამს გავუცინე და კლასში შევედი, მერე რაღაც გამახსენდა უცებ გამოვბრუნდი და დემეტრეს დავუძახე, იქვე იყო და უცებ მოვიდა, ჯიბიდან დანა ამოვიღე და გავუწოდე.
–ეს გუშინ ჩემთან დაგრჩა.
–აუ რამდენს ვეეძებდი შენ აზრზე არხარ. გქონდეს.
–მადლობა მაგრამ დანას არ ვხმარობ.
–გოგო ხარ დანა სულ უნდა გედოს ჯიბეში რაიცი რახდება.
გამიღიმა, ყელში მაკოცა და წავიდა, მე დანას ხელი ძალიან მაგრად მოვუჭირე და კლასში შევედი.
გაკვეთილები იმდენად გაიწელა ტირილი მინდოდა, ბოლოს სწავლით გადაღლილი გარეთ გამოვედი ნინასთან ერთად და მოსაწევად სადარბაზოში შევედი, ჩემს ტელეფონზე თამაშობდა და მომაწოდა გირეკავენო.
–რას შვები სალომეე?
–ეხლა გამოვედი სკოლიდან შენ?
–საქმეებზე ვარ, საღამოს ცხრაზე გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ კაი? თუ გინდა შენი დაქალიც წამოიყვანე ოღონდ ერთი, თორე ბევრი გოგო ერთად ძნელი ასატანია.
–კარგი ცხრაზე მზად ვიქნები.
–გკოცნი ჩემო პატარა.
ნინას სახე კითხვის ნიშანს ჰგავდა.
–რაო?
–საღამოს ცხრაზე გამოგივლი და ჩემთან ავიდეთო, შენც მოდიხარ.
–მე რამინდა გააფრინე?
–ერთი დაქალი წამოიყვანეო და რა თქმა უნდა შენ მიმყავხარ.
–ძალიან გინდა ირაკლიმ მომკლას?
–მე დაგიცავ.
–ისე ეგ დემეტრე მართლა მოგწონს?
–არ ვიცი ნი, ყველაფერს ასრულებს რასაც იძახის და ამას ვაფასებ, თბილია, ყურადღებიანი.
–მაგრამ მაინც თორნიკე ხო?
–თორნიკესთან ვაბშე სხვას ვგრძნობ.
–კაი წავიდეთ თორე მეცადინეობას ვერ მოვასწრებთ.
7საათამდე ვმეცადინეობდი, მერე ნინა გამოვიდა და ტანსაცმლის არჩევაში დამეხმარა, ძმაკაცებს მაცნობდა და წვეულების კაბის ჩაცმას ისევ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ვარჩიე, თუმცა უნდა ვთქვა რომ კარგად გამოვიყურებოდი, თმა გავიშალე და ზამთრისთვის შესაფერისი მაკიაჟიც გავიკეთე, ზუსტად 9ზე დამირეკა დემეტრემ.
–ეჭვი არ მეპარება რომ უკვე მზად ხარ.
–კი ნამდვილად მზად ვარ, ჩამოვიდე?
–ხო.
ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ მაინც მანქანით წაგვიყვანა, ნინა მოხიბლული დარჩა და 5წუთში ერთხელ თვალს მიკრავდა, გამაცნო თავის ძმკაცები და მითხრა რომ კიდევ ერთი იყო მოსასვლელი, ის ვისთნ ერთადაც ცხოვრობდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ვნერვიულობდი. და ის ერთიც მოვიდა, შეყვარებულთან ერთად.
–გაიცანი სალ, ეს თორნიკე კალანდაძეა ჩემი ძმაკაცი და ამის შეყვარებული ტასო.
მერე თორნიკეს მიუბრუნდა, რომელიც გაოცებული სახით მიყურებდა.
–თორნიკე ეს ჩემი მომავალი შეყვარებულია სალომე აბაშიძე.
ვგრძნობდი რომ ჩემი და თორნიკეს სურვილები ერთმანეთს ემთვეოდა, ორივეს გვინდოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. ისეთი სახეები მივიღეთ თითქოს ერთმანეთ პირველად ვხედავდით და ერთხმად ვთქვით
–სასიამოვნოა.
ვცდილობდი თორნიკეს არ შევჯახებოდი და ხან სად ვიმალებოდი ხან სად, ალბათ დემეტრემ რამე იეჭვა და გვერდზე დამიდგა.
–შეგიძლია ამიხსნა რა გჭირს?
–არაფერი.
–მაშინ რატო მემალები, გაშინებ?
–არა დემეტრე რა სისულელეა.
–ხოდა დამიმტკიცე.
დემეტრემ დამტკიცება არ მაცადა, თვითონ დაიხარა და მაკოცა, ეს იმ კოცნას საერთოდ არ გავდა. ზურგს მიწვავდა თორნიკეს დაჟინებული მზერა.
______________________
თუ მოგწონთ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ, ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს.



№1  offline წევრი Ketacharkviani

Didi madloba keti

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent