შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად.(5დასასრული)


8-08-2015, 00:06
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 2 626

ნინამ გადამარჩინა, მოვიდა და ბოდიშის მოხდით თხოვა დემეტრეს ცოტახანი მასთან მარტო დავეტოვებინე.
–დედაშენმა უკვე 5ჯერ დარეკა, არ ვიღებდი, მაგრამ ბოლოს ძალიან შემეშინდა, ხო იცი უმიზეზოდ ასეთ დროს არ დარეკავდა, სასწრაფოდ გადაურეკე.
ანერვიულებულმა ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და დედასთან დავრეკე.
–რა ხდება დე?
–სასწრაფოდ სახლში მოდი და ელენე წაიყვანე.
მისმა ხმამ უფრო მეტად შემაშინა.
–დედა რამე მოხდა?
–მამაშენი იყო მოსული.
–რაა? რა უნდოდა?
–მთხოვა ისევ ჩემი ცოლი გახდიო და უარი რომ ვუთხარი..
ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო და გამითიშა, ისე გავარდი ნინასთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, კართან მივედი და ვცდილობდი გამეღო, ვერაფრით ვერ გავაღე და დემეტრეს დასაძახებლად ვაპირებდი წასვლას როცა გვერდზე თორნიკე მომიდგა.
–რამე ხდება? რა სახე გაქვს?
–შენთვის საინტერესო არაფერი, თუ შეგიძლია კარი გამიღე.
–რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთვევაში გაგიღებ თუ ამიხსნი რახდება, დემემ მიქარა რამე?
–არა დემეტრე არაფერ შუაშია, დედაჩემმა დამირეკა, რაღაც ცუდი მოხდა ბოლომდე არც მე არ ვიცი, სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდე, გთხოვ გამიღე კარი სანამ ყველა დამინახავს.
კარი გამიღო და ჩემთან ერთად გამოვიდა.
–მადლობა დახმარებისთვის მაგრამ წამოყოლა არ მჭირდება.
–ნეტა შენი თავის დანახვა შეგეძლოს, სუ კანკალებ და თან ისეთი შეშინებული ხარ, არამგონია ჩემი წამოყოლა არ გჭირდებოდეს.
ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა, ჩემს სახლთან 5 წუთში მივედით, მანქანიდან გადმოვედი.
–უკან მირუნდი თორნიკე.
–მე ყველაზე საშინელი ბიჭი ვარ შენს თვალში ხო?
–შენი აზრით ეხლა ამაზე სალაპარაკოდ მცალია?
–5წუთი არაფერს წყვეტს!
მკაცრად მითხრა და ხელი მომიჭირა.
–ჩემთან ბევრი შეგეშალა, თუმცა შენი შეძულება მაინც არ შემიძლია.
–გიყვარვარ?
–როგორ უნდა მიყვარდე არც კი გიცნობ, შენი ძმაკაცი თავის შეყვარებულად მთვლის და საერთოდ აქ არ უნდა იყო.
–ვიცი დათქმულ დროს არცერთხელ მოვედი მაგრამ ახლა როცა ყველაზე მეტად გჭირდება, მე ვარ შენს გვერდით, მხოლოდ მე.
–ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თორნიკე, შენ შეყვარებული გყავს, მე შენთვის არაფერს ვნიშნავ და რატომ გიხსნი ამას მაშინ როცა დედაჩემი სახლში მელოდება.
–ვიცი გული ბევრჯერ გატკინე მაგრამ ვიცოდი რომ ჩვენი სიყვარული ამ წყენებს გაუძლებდა, ისიც ვიცოდი რომ ჩემს დასავიწყებლად ვინმესთან იქნებოდი, თუმცა ცოდნის მიუხედავად როცა დავინახე დემეტრეს როგორ კოცნიდი..
–ამაზე ლაპარაკის დრო არ მაქვს.
წინ წავედი და ისიც გამომყვა.
–უბრალოდ ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო.
–კარგი.
კიბეებზე უცებ ავირბინე, სახლის კარი გავაღე და ისეთი რაღაც დამხვდა სიკვდილი მომინდა, ჩემი შეშფოთებული სახის დანახვაზე თორნიკე მომიახლოვდა და ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა.
–რაც არ უნდა იყოს მე ყველაფრის გადატანაში დაგეხმარები.
ვგრძნობდი როგორ მამშვიდებდა მისი ჩემ გვერდით ყოფნა, სახლი სახლს აღარ გავდა, ყველაფერი დალეწილი და მიყრილ–მოყრილი იყო, ყოველთვის ვიცოდი რომ მამაჩემი იყო, მაგრამ ის რაც მან გააკეთა მასაც კი არ შეეფერებოდა, დედაჩემი ვერსად რომ ვერ ვნახე მივხვდი აივანზე იქნებოდა, როცა მას შევხედე დავრწმუნდი რომ ყველაზე დიდ ტკივილს იმ ადამიანების უბედურება გვაყენებს რომლებიც სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს, დედასთან მივედი, ჩალურჯებულ სახეზე ხელი მოვუსვი და ჩავეხუტე, ის ცრემლებს ელენესგამო იკავებდა მაგრამ მე ვერ შევძელი..
–სალ გთხოვ უბრალოდ აქაურობა მიალაგე, მე ბავშვს წავიყვან და დედაჩემთან წავალ.
–ყველაფერს მივხედავ დე, უბრალოდ ფრთხილად იყავი.
–არ ინერვიულო იქ მაინც არ მოვა, ამიტომ ფრთხილად შენ უნდა იყო.
ლოყაზე მაკოცა და კიდევ ჩამეხუტა.
–ხომ იცი მე ვერაფერს დამიშავებს.
ოთახში შევედი და დავინახე როგორ ეთამაშებოდა თორნიკე ელენეს, ბიჭები ყველაზე საყვარლები არიან ბავშვებთან თამაშის დროს, ამიტომ ამ ამბავმა ჩემი გაღიმება შეძლო, ელენემ დამინახა თუ არა ჩემკენ გამოიქცა.
–მოდი დედიკოსთვის სახლი დავალაგოთ.
–სახლს მე მივხედავ ელ, შენ დედიკოს გაყევი.
ნატა ოთახში შემოვიდა და შევატყვე რომ თორნიკეს დანახვა არ ესიამოვნა.
–დედა ეს ჩემი მეგობარია თორნიკე, ერთად ვიყავით და მანქანით გამომიყვანა.
–ხო რა თქმა უნდა ეს ის თორნიკეა ღამის 4საათზე შენ გამო რომ გამაღვიძა.
–მიხარია თქვენი ნახვა ქალბატონო ნატა.
–მეც გამიხარდებოდა მაგრამ ამ სიტუაციაში.. ჩანთას ავიღებ და წავალ სალ, ჭკვიანად იყავი გთხოვ და თუ რამეა ეგრევე დამირეკე, კარგი იქნება ღამე აქ თუ არ დარჩები, ნინასთან წადი.
ჩამეხუტა, თორნიკეს დაემშვიდობა და წავიდა.
–შენ როდის წახვალ?
–შენი აზრით აქ მარტო დაგტოვებ?
–ჯობია დემეტრესთან მიხვიდე და აუხსნა რატო წამოვედი, ნინასთვისაც არ დამირეკავს, ჯანდაბა ტელეფონი იქ დამრჩა.
–მე დაგარეკინებ, თუმცა არ იფიქრო რომ ნინა თუ ამოვა მე აქედან წავალ.
ტელეფონი გამოვართვი და დავრეკე.
–ნინ მე ვარ რას შვები?
–მადლობა ღმეერთს სად ხარ სალომე? მოვკვდი ნერვიულობით.
–სახლში ვარ, ამოდი და მოგიყვები.
–ეხლა არ შემიძლია ირაკლი ამოვიდა და თმებით წამომათრია დემეტრეს სახლიდან, თეას დაურეკა და სანამ არ მოვა ვერსად ვერ წახვალო, მაპატიე კარგი?
–ხო რა თქმა უნდა.
–თეასთან ლაპარაკის მერე ეგრევე შენთან წამოვალ, რაცარუნდა იყოს არ ინერვიულო. მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ.
გავთიშე და ტელეფონი თორნიკეს დავუბრუნე.
–როდის ამოვალო?
–ვერ ამოვა სახლში პრობლემები აქვს.
–ანუ მარტო ჩვენ ვიქნბით.
–არა თორნიკე, მარტო მე!
–შეეგუე იმას რომ აქედან შენ გარეშე არ წავალ.
–მაშინ სახლის დალაგებაში უნდა მომეხმარო.
–კარგი.
მასთან ერთად ყოფნა ჩემს ტკივილს ამსუბუქებდა, გვიანობამდე ვალაგებდით სახლს ბოლოს დაღლილობამ ძალიან შეგვაწუხა და ლოგინზე წამოვწექით.
–არ მეგონა სახლის დალაგება ესეთი სახალისო თუ იყო.
–როცა ვიღაცასთან ერთად ალაგებ სახალისოა.
–და თან როცა იცი რომ იმ ვიღაცას შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი არუნდა.
–თორნიკე კალანდაძე, რატომ გგონია რომ შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი არ მინდა?
–წამოდი.
ამაყენა, ხელი მომკიდა, შუქი აანთო და სარკესთან დამაყენა.
–შეხედე.
–რას შევხედო თორნიკე?
–შენს თვალებს შეხედე.
–შევხედე მერე?
–ეხლა ჩემსას შეხედე.
შემომატრიალა და თვალებში ჩამხედა.
–შევხედე.
–მერე ვერაფერს ხვდები?
–რას უნდა მივხვდე? შენ მწვანე თვალები გაქვს, მე ცისფერი.
–არა სალ, ჩვენი თვალები.. ორივე ერთნაირად ანათებს, შენ თვალებში გეტყობა რომ ჩემთან ყოფნაზე მეტად არაფერი არ გინდა, და ჩემს თვალებშიც ზუსტად ის ჩანს რომ შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი არ მინდა.
ჩავეხუტე, შუბლზე მაკოცა და სამზარეულოში გამიყვანა.
–ეხლა შენ დაისვენე მე საჭმელს მოგიმზადებ.
–შენ საჭმლის მომზადებაც იცი?
–მგონი რაღაც შემიძლია.
მართალია მისი მომზადებული საჭმელი არც ისე გემრიელი იყო, მაგრამ ის რომ მისი მომზადებული იყო ეს უკვე ყველაფერს წყვეტდა. აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით როცა ნინამ დამირეკა.
–ყველაფერი კარგად მაქვს, ამოვიდე?
ალბათ თორნიკემ გაიგო და ხელი მომიჭირა.
–მინდა რომ ამ ღამეს მარტო მე და შენ ვიყოთ, გთხოვ.
მარტო მე და შენ, ჩვენ ორი ერთად..
–ნინ სახლი უკვე დავალაგე, ხვალ გნახავ კარგი?
–დარწმუნებული ხარ?
–კი.
ტელეფონი სკამზე დავდე და თორნიკეს გაღიმებული მივაშტერდი.
–რა? არ მითხრარო შენ არ გინდოდა.
–ალბათ მინდოდა.
ახლოს მოიწია და მაკოცა.
–კარგი ხო სახლში შევიდეთ.
–კიდე ცოტახანი რა.
ხელს არ მიშვებდა კალანდაძე.
–უკვე ძალიან მცივა.
–კარგი, შენი კოცნა სახლშიც შემიძლია.
–ვერ ვხვდები ჩვენ შორის რა ხდება და ეს არ მომწონს.
სალში შემიყვანა, სავარძელზე დავსხედით.
–ჩვენ შორის ისეთი რაღაც ხდება რასაც სიტყვებითც ვერ ახსნი, ამას ვერ ხვდები?
–ხო, რაღაც მაგდაგვარს ვხვდები მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
–პატარა რომ ვიყავი დედა სულ იმას მეუბნებოდა, ნამდვილი სიყვარული ის არის რომ შეხედავ და შეგიყვარდებაო, მხოლოდ ერთი შეხედვა რომ არის საკმარისი იმისთვის რომ შეგიყვარდესო. სალ, შემოგხედე თუ არა მივხვდი რომ მიყვარდი, რომ შენს გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა ჩემთვის.
–მაშინ რატომ არ მაგრძნობინებდი ამას?
–არ ვიცი, მეშინოდა რომ გრძნობებში გამოტყდომით ყველაფერს დავაჩქარებდი და შენც დაგკარგავდი.
–იმ წუთიდან როცა პირველად შემოგხედე მივხვდი რომ ჩემი გული შენ გეკუთვნის და ყოველთვის ასე იქნება.
–მიყვარხარ! ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები სადაც არ უნდა ვიყო.
მასთან ძალიან ახლოს მივედი და ისე ჩავეხუტე თითქოს ვიღაც მართმევდა და მე ვცდილობდი მისთვის არ დამეთმო. იქამდე მიმეორებდა სიტყვა 'მიყვარხარს' სანამ არ ჩამეძინა. დილით ადრე გამეღვიძა და პირველი ვინც დავინახე თორნიკე იყო, ყველაზე დიდი ბედნიერებაა როცა ახალ დღეს იმ ადამიანთან ერთად იწყებ რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, როცა თვალის გახელისას პირველს იმას ხედავ, ვისი ნახვაც ყველაზე დიდ ბედნიერებას განიჭებს. არ ვდგებოდი, ვუყურებდი როგორ ეძინა და როგორ ცდილობდა რომ ჩემთვის ხელი არ გაეშვა, კარებზე დაჟინებულმა კაკუნმა იძულებული გამხადა თორნიკესთვის თვალი მომეშორებინა და ავმდგარიყავი, დარწმუნებული ვიყავი რომ ან ნინა ან ნატა იქნებოდა ამიტომ ბედნიერმა გავაღე, თუმცა შევცდი, არც ერთი არ იყო.
–ოოხ რა სიურპრიზია ჩემი საყვარელი შვილი რომელსაც ჩემი ნახვა არ უნდა.
მისმა სუნმა ძველი დრო გამახსენდა, როგორც ჩანს ახლაც ყველა სასმელი დალია რაც შესთავაზეს.
–აქ არაფერი გესაქმება, გეყო რაც დედას გაუკეთე ეხლა მოშორდი აქედან.
–თორე რას მიზავ? იქნებ პოლიცია გამოიძახო.
ყელში ხელი მომიჭირა და ისტიქტურად ვიყვირე, ჩემს ყვირილზე თორნიკეს გაეღვიძა და გაღიზიანებულმა მამაჩემმა სახეში ისე ძლიერად დამარტყა რომ ძირს დავარდი, ამ დროს თორნიკე გამოვარდა, ფეხზე წამომაყენა და მამაჩემს იმდენი ურტყა სახეში სანამ ტკივილისგან ძირს არ დააგდო, ვცდილობდი მის გაჩერებას, თუმცა მამაჩემი არ ცდილობდა დანებებას, მეც და თორნიკესაც გვაფურთხებდა, ხელებს და ფეხებს იქნევდა, თორნიკემ ვეღარ გაძლო, ჯიბიდან დანა ამოიღო და ისე მაგრად ჩაარტყა მუცელში რომ მამაჩემმა ეგრევე გონება დაკარგა, არ ვიცოდი რა მექნა, თორნიკე მის ცემას არ წყვეტდა და მეც უძლური ვიყავი, ბოლოს ადგა სისხლიანი ხელები შარვალზე შეიწმინდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა.
–არავის მივცემ უფლებას შენზე ძალა იხმაროს, არავის გაიგე, მნიშვნელობა არ აქვს ეს მამაშენი იქნება თუ სხვა ვინმე.
–თორნიკე, მითხარი რომ არ მომკვდარა, გთხოვ მითხარი რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა.
–არაფერზე არ ინერვიულო. მიყვარხარ.
ხელი გამიშვა და სახლიდან ისე გავიდა კარიც არ დაუკეტავს, მე მამაჩემის გვამთან ჩავიკეცე და არ ვიცი რის გამო ვტიროდი, იმის გამო რომ მამაჩემი მოკვდა, თუ იმის გამო რომ ის ჩემი ცხოვრების ერთადერთმა სიყვარულმა მოკლა. სხვა არაფერი მახსოვს რაც იმ დღეს მოხდა. თორნიკე დაიჭირეს, ალბათ ბევრს უნდა ვთქვა რომ ის ციხიდან გამოვიდა და ჩვენ ყველაფრის დაძლევა შევძელით და ერთმანეთი არ დაგვიკარგავს, თუმცა ასე არ მოხდა, მასთან ციხეში არავინ მიშვებდა, მე მისი ნახვა მინდოდა და დაჟინებით ვთხოვდი ყველას რომ მასთან წავეყვანე, თუმცა ხშირად არ ხდება ის რაც გვინდა, 1თვეში დემეტრე მოვიდა ჩემთან.
–აქ იმისთვის მოხვედი რომ თორნიკესთან წამიყვანო? დემეტრე თორნიკეს ვნახავ?
გვერძე მომიჯდა და მომეხვია.
–სალ აქ ამის მოსაცემად მოვედი.
ჯიბიდან წერილი ამოიღო, ხელში დამაჭერინა და წავიდა. რა თქმა უნდა იმ წუთშივე გავხსენი და კითხვა დავიწყე.
'თუ ოდესმე რამე მომივა მოვალ შენთან ისე, როგორც ძაღლი მიდის პატრონთან. თუ რამე მომივა ვიცი, მხოლოდ შენი ცრემლი იტყვის არ წახვიდე, დარჩიო. ვიცი მარტო შენ შეამჩნევ უჩემობას. ყოველთვის ისე მიყვარდი როგორც მორწმუნე ადამიანს უყვარს ღმერთი. ეხლა როცა ამას ვწერ სრულიად ჯანმრთელი ვარ, საკანში ვზივარ და შენ გელოდები, არ ვიცი აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემთან, იქნებ იმის გამო ხარ გაბრაზებული რომ მამაშენი მოვკალი, მინდა იცოდე რომ ეს მხოლოდ შენს დასაცავად გავაკეთე, მკვლელი არ ვარ, აქამდე არავინ მომიკლავს. როცა შენ ამას წაიკითხავ მე ცოცხალი აღარ ვიქნები და მინდა გითხრა რომ შენ, თვალებცრემლიანიც და ტკივილისგან განადგურებულიც კი ყველაზე ლამაზი ხარ. მინდა გითხრა რომ არ შეიძლება ვინმეს ვინმე ისე შეუყვარდეს, როგორც მე შენ მიყვარხარ. არ გეტყვი იმას რომ სხვა ბიჭი იპოვე და მასთან ბედნიერი იყავითქო, არ გეტყვი იმიტომ რომ ამას ვერსად ვერ შევეგუები, შენ და შენ გვერდით სხვა ბიჭი ეს ყველაზე დიდი ტკივილი იქნება ჩემთვის. შენ ახლა უკვე ხვდები როგორი ეგოისტი ვარ. ერთადერთი ვისიც ხარ და ყოველთვის იქნები მე ვარ, შენ ჩემი ნახევარი ხარ, შენ გარეშე ვერ წარმომიდგენია და ვიცი რომ ვერც შენ წარმოგიდგენია ჩემ გარეშე მაგრამ ორივემ უნდა გავუძლოთ. ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით. მოიწმინდე სახიდან ის ცრემლი რომელიც მაგიჟებს და დედას მიტყნავს! მოიწმინდე ცრემლები და გაიღიმე ისე, როგორც იღიმოდი მაშინ პირველად რომ გნახე ან მაშინ როცა გითხარი რომ მიყვარხარ. სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ერთად ვართ! გესმის? ე რ თ ა დ! მიყვარხარ ჩემო პატარა და არ გელოდები, ჯერ ადრეა და ყოველთვის ადრე იქნება შენთვის. თავს გაუფრთხილდი, გააკეთე ეს ჩემ მაგივრად.'
წერილი ჩავიხუტე და ჩავიკეცე, მხოლოდ იმის ძალა მქონდა რომ წერილისთვის ხელი არ გამეშვა, ვიღაცები ფიქრობდნენ რომ მე ცოცხალი ვიყავი და ცხოვრებას ვაგრძელებდი, თუმცა ისინი ყველაზე მეტად ცდებოდნენ, რადგან მე მაშინ მოვკვდი როცა თორნიკე მამაჩემის სისხლით დასვრილი წავიდა ჩემი სახლიდან, მაშინ მოვკვდი როცა ის მამაჩემის მკვლელობისთვის დააკავეს და მაშინ როცა თორნიკეს წერილიდან შევიტყვე მისი სიკვდილის ამბავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ამბების მერე კიდევ რამდენ ხანს ვიარსებებ, ან რამდენ წარმატებას მივაღწევ, როცა უკვე მკვდარი ვარ და ველოდები როდის განადგურდება ჩემი სხეული რომ საბოლოოდ დავიკავო ჩემი ადგილი თორნიკე კლანდაძესთან. დამიჯერეთ, დაიჯერეთ რომ ადამიანი მაშინ კიარ კვდება როცა მის გვამს კუბოში დებენ, არამედ მაშინ როცა სიცოცხლის აზრს კარგავს, და დამიჯერეთ რომ ნამდვილი სიყვარული ერთი შეხედვით ჩნდება, როცა შეხედავ და გრძნობ რომ ის ის არის.
___________________________
რატომღაც გადავწყვიტე რომ დღესვე დამემთავრებინა. მოგეწონათ? იმედი მაქვს ცოტათი მაინც. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent