შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (მე-6 თავი)


8-08-2015, 12:35
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 520

თავი მეექვსე-„უსათაურო“
დილიდანვე დაეტყო ჩემ ხასიათს გუშინდელი ღამე. გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი გარემოს. პოზიტიურ განწყობას სხვებსაც ვუზიარებდი.
საუზმეს მივირთმევდი, როდესაც ტელეფონის ნაცნობი მელოდია გაისმა. ეკრანი უცნობ ნომერს აჩვენებდა. მწვანე რგოლს ხელი გადავუსვი და მობილური ყურთან მივიტანე.
-დილამშვიდობისა-ნაცნობი ბარიტონის გაგებისას, ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა.
-დილამშვიდობის-ნასიამოვნებმა ჩავილაპარაკე და მის შემდეგ სიტყვებს გაბადრული დაველოდე.
-დღეს საღამოს გცალია?
-კი, მცალია-თავის დაფასებაზე არც მიფიქრია, ისე გავეცი პასუხი კითხვაზე.
-მაშინ მოემზადე და 7 საათზე გამოგივლი.
-„7 საათზე“ მაწყობს-ვუთხარი და ტელეფონი მაგიდაზე დავდევი.
ექვსი საათისთვის გარდერობის კარი გამოვაღე და საღამოსთვის მომზადება დავიწყე. გარდერობში ფირუზისფერი ტანსაცმლები ხშირია. ღია ცისფერი ნელ-ნელა მუქდება. სწორედ ეს ფერები არის გამორჩეული ჩემს ტანსაცმლებში. მიყვარს ეს ფერები რადგან მახსენებს ცას. ცას, რომელიც ნელ-ნელა მუქდება და ღამით ლურჯად გვევლინება, ლამაზია, ზოჯერ ზედმეტად ლამაზი და რა თქმა უნდა ამ ფერებით გალამაზებული ტანსაცმელი კიდევ უფრო ლამაზი და მომხიბლელი ყოფილა.
დღესაც ფირუზისფერი ტანსაცმლით გავალამაზე შებრაწული ტანი. თეთრი მაღალქუსლიანი ამოვიცვი ფეხზე. თმა ოდნავ მაღლა ავიწიე და თეთრი ჩანთა მხარზე გადავიკიდე. მისაღებ ოთახში გავედი და დიმიტრის მოსვლას დაველოდე. დიდი ხანიც არ იქნებოდა გასული ტელეფონზე წერილი, რომ მომივიდა. ოჯახის წევრებს დავემშვიდობე და კარი გამოვიხურე.
7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (მე-6 თავი)

კორპუსი დავტოვე და ახლო მდებარე მანქნისკენ წავედი. მივესალმე და ერთმანეთი „მეგობრულად“ გადავკოცნეთ. მანქანა არ დაუძვრია, რამაც გამაკვირვა, მაგრამხმა არ ამომიღია.
-ერთი წლით მივდივარ, საქართველოდან-„ერთი წლით მივდივარ, საქართველოდან“ ეს სიტყვები რამდენიმე-ჯერ გავიმეორე გონებაში. შემდეგ უბრალოდ გავშეშდი და ცხელს სითხეს თავისუფლება მივეცი. ვიჯექი და ცრემლებს ნიაღვარივით ვღვრდიდი. მის თვალებში მწუხარება, ტკივილი, სევდა იდგა. ხელებით ცდილობდა ჩემი თვალებიდან წამოსული მარილიანი სითხე შეეკავებინა, მაგრამ არ გამოდიოდა. უეცრად მანქნიდან გადმვედი და კორპუსისკენ გეზი ავიღე. კიბეებზე ვიდექი და ვქვითინებდი, როდესაც ყველაფრისმომასწავლებელი სიტყვა გავიგე:
-მიყვარხარ!-ნელა შევტრიალდი და შუა გზაზე მდგარ დიმიტრის გავხედე, რომელიც თავჩაღუნული იდგა. გავიქეცი, მისკენ გავიქეცი და ბაგეებს დავეტაკე. უნდა დარჩენილიყო, მძლავრი მოგონება ჩემთან ერთი წლის განმავლობაში, აუცილებად უნდა დარჩენილიყო. მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და დავიჭირე, თბილი და ამავდროულად სევდით სასვე კოცნა დავიჭირე.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდს, მაინც მიიღებ, გპირდები მანამ სული მიდგამს იმ ვარდებს შენს ხელებში დავაბინავებ.-შუბლზე ბაგეების ანარკლი დამიტოვა და შეტრიალდა-უხვი მოგონებებისთვის მადლობა.
-დიმიტრი ავალიანი ჩემს გულში ბინა გაქვს, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად დაგელოდება.-ეს ვთქვი და კიბეებს ჩქარა ავუყევი, მაგრამ ნაკვალებს ვტოვებდი, ტკივილით სავსე ნაკვალებს ვტოვებდი. ყველაზე მეტად გული მტკიოდა და გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა: „ნუთუ მაინც და მაინც უნდა წასულიყო, რომ ჩვენი გრძნობა გაშლილიყო?“
დეპრესიული პერიოდი არ მქონია, მაგრამ ჩემში ჩამარხულ გრძნობებს ღამე თავისუფლებას აძლევდა. ახალ-ახალი ტუილების თქმა მიწევდა მშობლებისთვის, თუ რატომ მქონდა ჩასისხლიანებული თვალები. ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც გულღია ვიყავი, ვიკა იყო. რამდენ-ჯერ მის მუხლზე ჩამძინებია, რამდენ-ჯერ ჩემთან ერთად თეთრად გაუთენებია ღამეები, მაგრამ ჩემს გვერდით იდგა. არ ვიცი, როგორ გადავლახავდი ამ გამოცდას, რომ არა ის...


ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი რაც აქ მოხდა თქვენთვის სუფთად და გასაგებად გადმომეცა. იმედია არც ერთ პერსონაჟს არ გაკიცხავთ, რადგან ჩემის აზრით, მათ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.
მოცულობას რაც შეეხება ვეცადე გამეზარდა...

შეფასება, ვარსკვლავები, კომენტარები თქვენთვის მომინდია



№1  offline მოდერი sopiko

აჰაა ესე იგი გაბრაზებული ვარ მე დემეტრეზეც და შენზეც.სად გარბოდა ის კაცი და ან შენ სად გარბოდი ამაზე დიდი თავი რომ ვერ დაწერე:-D შენზე რას ვფიქრობ ხომ იცი ♥♡♥ ველოდები შემდეგს...

 


№2  offline წევრი KaTE:))

sopiko
აჰაა ესე იგი გაბრაზებული ვარ მე დემეტრეზეც და შენზეც.სად გარბოდა ის კაცი და ან შენ სად გარბოდი ამაზე დიდი თავი რომ ვერ დაწერე:-D შენზე რას ვფიქრობ ხომ იცი ♥♡♥ ველოდები შემდეგს...

სად გარბოდა არ ვიცი ჯერ, მაგრამ სიყვარულის არა ბონალურად ახსნაში, რომ დამეხმარა ეგ ვიცი და კარგია love wink
რატომღაც, რომ ვიტყვი აქ უნდა გავჩერდე-მეთქი მერე ვერ ვაგრძელებ, ამ თავში სხვა ინტრიგას ან სხვა რამეს ვერ დავწერდი მაშინ მომდევნო თავიც აქ უნდა დამეწერა და ეგრე ცუდი იქნებოდა :((
მეც მიკაქალ ^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent