მეზობელი (სრულიად)
იმ დროს, როდესაც ჩვენს ქალაქში ბინების შენების ბუმი იყო, არავინ დიდად არ ფიქრობდა როგორ აეშენებინათ სახლები და რა გამოვიდოდა საბოლოოდ. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სწორედ ასეთი კონფუზი მოხდა. ქალაქის დღევანდელ სახეს თუ შეხედავთ, გაგიკვირდებათ რომ ასეთი რამ მოხდა და საერთოდ რატომ მოხდა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ფაქტი რჩება ფაქტად. და აი რა მოხდა... ორი მაღალსართულიანი სახლი ააშენეს იმდენად ახლოს, რომ მათ შორის გასასველი სულ პაწაწინა დარჩა. გვერდიგვერდ ალბათ 3 ადამიანსაც გაუჭირდებოდა გავლა. „და მერე რა მოხდა?“- იკითხავთ ალბათ თქვენ,- „დიდი ამბავი, თუკი სახლები ერთმანეთთან ახლოს ააშენეს. ამით ვის გაკვირვებას ცდილობ?“,- მკითხავთ ალბათ. მთელი საოცრება ამ შეცდომის მდგომარეობს არა იმაში, რომ სახლები ძალიან ახლო ახლოს ააშენეს, არამედ იმაში, რომ მხოლოდ ეს ორი სახლი დგას ფეხების ტიპის კონსტრუქციაზე და აივნებს შორის მანძილი 10 სანტიმეტრს შეადგენდა. რომელ გენიოსს მოუვიდა თავში ამ სახლების აშენების აზრი არავინ იცის, მაგრამ ისინი, ვინც ამ სახლებში ცხოვრობდნენ არა მხოლოდ სადარბაზოებით, არამედ ბინებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძველი სახლი დაანგრიეს, რათა ქალაქის ხედის გაუმჯობესებისათვის ახლები აეშენებინათ, ამ სახლებზე ხელის მოკიდება არავის უფიქრია. ხოლო ხალხმა, ვინც იქ ცხოვრობდა, ამ წლების განმავლობაში მოიგონეს ლეგენდა: ყველა, ვინც ცხოვრობს სახლში, რომლის აივანიც მეზობლის აივანს ეხება, აუცილებლად იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს. მცხოვრებლებმა, გადაწყვიტეს განეახლებინათ სახლების ხედი და დაიქირავეს მხატვრები, რომლებმაც ორივე იდეალურად მოხატეს. ამან რაღაც ჯადოსნური აურა შექმნა იმ ტერიტორიაზე. გარშემო ლამაზი პარკი, ბავშვების ჟრიამული წელიწადის ოთხივე დროს და მეგობრული გარემო, სახლებს ნამდვილად ჯადოსნურს ხდიდა. მე ერთ-ერთ სახლში, მეოთხე სართულზე მაჩუქა ბინა მამამ. სკოლა წარმატებით დავამთავრე, უნივერსიტეტში უპრობლემოდ ჩავირიცხე უფასოზე და თან მამას საოცნებო სპეციალობაზე - სამედიცინოზე. მეც მისი გზის გავლა ავირჩიე და ამიტომაც ვაპირებდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ღირსეული კარდიოლოგი გავმხდარიყავი. ბინა დავიმსახურე, ისევე როგორც ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ, მათემ, რომელიც მომავალი იურისტია. უბრალოდ მათემ ქალაქის ცენტრში ისურვა ცხოვრება, მე კი სიმშვიდე მინდოდა, ამიტომაც მამამ დაუფიქრებლად აარჩია ზემოთ ხსენებული სახლი. რემონტს მთელი ზაფხული დასჭირდა, ხოლო როდესაც დასვენებული დედაქალაქს დავუბრუნდი, ჩემი პატარ, მყუდრო ბინა უკვე მე მელოდა. დედამ ყველაფერი გააკეთა, რათა იდეალური ყოფილიყო მცირედი დეტალიც კი. -დღეიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, მაგრამ არ დაგავიწყდეს დედიკო და მამიკო,- მაკოცა მამამ თავზე და თვალზე ცრემლმომდგარ დედასთან ერთად დატოვა სახლი. ჩემი დედიკო... მამიკო... გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემით იამაყოთ. დასალაგებელი მხოლოდ ის ნივთები მქონდა, რაც თან ჩამოვიტანე ზღვიდან. გადავაწყვე თეთრი და ფერადი ტანსაცმელები, ჯერ თეთრები შევყარე გასარეცხად, მე კი აბაზანაში შევძვერი. საღამომდე ყველაფერი მივალაგე, გარეცხილი და გამშრალი ტანსაცმელები დავაუთოვე კიდეც და ადგილებიც მივუჩინე. როგორც კი ბინაში შემოვდგი ფეხი, მაშინვე პირობა მივეცი ჩემს თავს, რომ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში მექნება და ყველაფერს დავალაგებ. ერთად ერთი რაც ცოტათი მაწუხებდა, იყო ჩემი აივანი, რომელიც ძალიან ახლოს იყო მეზობლის აივანთან. ზედმეტად ახლოსაც კი. თუმცა ეს გარემოებაც არ მიშლიდა ხელს დავმტკბარიყავი ჩემი საკუთრების სიმყუდროვით. იმედია კარგი მეზობლები მეყოლებიან და პრობლემებს არ შემიქმნიან, სხვა არაფერია სანერვიულო. ვახშმის მერე კონდიციონერი გამოვრთე და ფანჯრები გავაღე მთელს ბინაში. არასოდეს მიყვარდა კონდიციონერის ჰაერის სუნთქვა და მით უმეტეს ასეთ დაგუბებულ ჰაერში ძილი. თანაც საკმაოდ სასიამოვნო საღამო იყო, არ ცხელოდა აუტანლად, სიო ოდნავ არხევდა ფარდებს. როდესაც ჩემი ოთახის აივნის კარი გავაღე, შევამჩნიე, რომ მეზობელ სახლში უკვე ვიღაც იყო. თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. გაცნობისათვის გვიანი იყო, სჯობს დილის საათებში გამოვეცნაურო, ალბათ უკეთესი იქნება. ფარდა დავხურე და საწოლზე დავეხეთქე. ასე თუ ისე ძალიან დავიღალე დღის განმავლობაში. მგზავრობა, დალაგება... სამწუხაროდ შეჩვეული არ ვიყავი მსგავს დატვირთვებს, დედა არასოდეს მავალებდა არაფერს. უყვარდა როდესაც თავად გვემსახურებოდა, გვანებივრებდა შვილებს და მეუღლეს. მიუხედავად დაღლილობისა, საერთოდ არ მეძინებოდა. ამიტომ ხან ოთახს ვათვალიერებდი და დეტალებზე ვამახვილებდი ყურადღებას, ხან კი შეფარვით ვადევნებდი თვალს მეზობლის ოთახს. რამდენიმე წუთში გავიგე, რომ ჩემი მეზობელი ახალგაზრდა ბიჭია. ჩემზე ასაკით ძალიან დიდი არ იქნება, ალბათ 25-27 წლის მაქსიმუმ. სახლში მარტო იყო. დასკვნა: ან მარტო ცხოვრობს, ან ოჯახის წევრები დასასვენებლად არიან ქალაქგარეთ, ან სულაც საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოთახში ფარდა იყო ჩამოფარებული, მაინც ვხედავდი ბიჭის ლამაზი სახის ნაკვთებს. მოკლედ შეჭრილ თმას და ლამაზ აღნაგობას. უცებ გავწითლდი, როდესაც მივხვდი, რომ მეზობელმა მაისური გაიხადა და ისე დადიოდა ოთახში. ჯერ კარადაში ეძებდა რაღაცას, მერე გირი აიღო და იმით ვარჯოშიბდა რამდენიმე წუთი. არ ვიცოდი გამხარებოდა, რომ ასეთი სიმპათიური მეზობელი მყავს, თუ არა. ასეთი ბიჭები, როგორც წესი, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. და თუკი მარტო ცხოვრობს, მაშინ ალბათ ხშირად დაჰყავს კიდეც გოგონები სახლში... მუცელზე გადავბრუნდი და თავი ბალიშში ჩავრგე. თუკი ჩემი მეზობელი მარტო ცხოვრობს, ან გაუმჭვირვალე ფარდები უნდა ვიყიდო, ან ახალი ბინა ვეძებო... ეჰ როდესაც აჩქარებული გულის ცემა დავიმშვიდე და ისევ ზურგზე გადავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ მეზობელმა შუქი ჩააქრო და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ ფარდა მაინც არ ჰქონდა დახურული. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაზე გაწოლილ ბიჭს, მერე კი რამდენიმე წამით მზერა ეკრანზე შევაჩერე. თავიდან ვერ აღვიქვი რას უყურებდა, მაგრამ როდესაც მივხვდი, წამოვხტი და ოთახიდან გავვარდი. იდიოტი! კრეტინი! შტერი! სულელი! ეპითეტებს ვეღარ ვიხსენებდი. ნუთუ არავის უსწავლებია, რომ როდესაც მსგავს რაღაცეებს უყურებს, უნდა დაიმალოს? რომ ასეთი რაღაცეების ყურება საერთოდ მიუღებელია? რომ... რომ... გაუნათლებელი! მე სიმრაზისაგან მაკანკალებდა, ჩემმა მეზობელმა კი არაფერი იცოდა ამის შესახებ და მშვიდად განაგრძობდა უფროსებისათვის განკუთვნილი ფილმის ყურებას. მთელი ღამე მისაღებ ოთახში, დივანზე გავატარე. ვერც დავიძინე და ვერც დავმშვიდდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბინის შეცვლა მომიწევდა. არადა უკვე შევეჩვიე და შემიყვარდა ჩემი სახლი. ახლა კი ვიღაც იდიოტის გამო უარი უნდა ვთქვა მასზე. მეორე მხრივ, კიდევ ერთ ასეთ ღამეს ჩემი ფსიქიკა ვეღარ გადაიტანდა. დილას აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი იოგურტი არ მქონია. უხალისოდ ჩავიცვი და დავტოვე ბინა. მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას. სადარბაზოდან გასული ვიღაცას დავეჯახე. -უკაცრავად,- ჩავიბუტბუტე და თავი დავხარე. მერიდებოდა უცნობისათვის თვალებში შეხედვა. -არა უშავს,- მიპასუხეს მხიარული ხმით,- ფრთხილად იარე. შენ ჩვენი ახალი მეზობელი ხარ? მე მხოლოდ თავი დავუქნიე. -რომელზე ცხოვრობ?- განაგრძო დაკითხვა უცნობმა. -მე... მეოთხეზე,- ენის ბორძიკით ვუპასუხე მე. -ვაუ, ანუ მეზობლები ვართ,- ვერ დაფარა ხმაში აღფრთოვანება მან, მე კი მომენტალურად ავხედე უცნობს და მივხვდი, რომ ეს აღსასრულის დასაწყისი იყო. მისმა შავმა თვალებმა ისე ჩამითრია, როგორც მორევმა. გუშინ ღამე ვიფიქრე, რომ მიმზიდველი იყო. რა გულუბრყვილო ვყოფილვარ. ჩემს წინ ნამდვილი სრულყოფილება იდგა, მე კი თვალებს არც ვახამხამებდი ისე ვუყურებდი. -ჰეი,- დამიძახა და ოდნავ შემეხო. -რა? რაიმე მითხარით?- გამოვფხიზლდი მაშინვე. ის ადგილი, სადაც შემეხო თითქოს მეწვოდა. -მე თომა ვარ, შენ? -მანონი,- ვუპასუხე ჩახლეჩილი ხმით. -იშვიათი სახელი გქვია,- მითხრა და გამიღიმა. მე კი მისი ღიმილის დანახვისას სუნთქვა შემეკრა,- როდის გადმოხვედი ჩვენთან? -გუშინ,- ვუპასუხე და მომენტალურად გამახსენდა ჩემი უძილობის მიზეზი და მისი იდეალურობაც მაშინვე შარშანდელი თოვლივით აორთქლდა. მეც თითქოს გამოვფხიზლდი ბოროტი ჯადოქრის წყევლისაგან. როგორც სჩანს სახეზე დამეტყო ცვლილებები. სიმართლე რომ ვთქვა, არც არასოდეს გამომდიოდა ჩემი რეალური გრძნობების დაფარვა. -რაიმე მოხდა?- მკითხა ბიჭმა გაოცებულმა. -მოხდა?- ხმას ავუწიე მე,- არავის უთქვამს თქვენთვის, რომ ფარდა უნდა დახუროთ ხოლმე, როდესაც კინემატოგრაფიის „შედევრებს“,- ხაზი გავუსვი ამ სიტყვას,- უყურებთ? თავიდან დაიბნა, მერე კი მიხვდა რაზეც ვეუბნებოდი და გაწითლდა. -დაინახე?- დამნაშავეს სახე მიიღო,- სიმართლე გითხრა, ვიცოდი რომ ვიღაც გადმოდიოდა, მაგრამ შუქი არ ენთო და არ მეგონა სახლში თუ იქნებოდი. მე ჩავიცინე და ზურგი ვაქციე ჩემს ახლად გამომცხვარ მეზობელს. -ჰეი,- დამიძახა მან და მეც მივბრუნდი,- ასეთი რამ აღარ განმეორდება. -იმედია,- ვუთხარი და გზა განვაგრძე. იმ დღის მერე ყოველნაირად ვცდილობდი მასთან შეხვედრა თავიდან ამერიდებინა. მერე სწავლაც დაიწყო და მეზობელზე საფიქრელად არც კი მეცალა. თუ მიწევდა შეხვედრა, უბრალოდ ცივად ვესალმებოდი და მაშინვე ვშორდებოდი, რათა არაფერი ეკითხა. არაერთხელ დამიჭერია მისი დაინტერესებული მზერა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. როგორც აღმოჩნდა მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი შიშები არ გამართლდა, სახლში არავინ მოჰყავდა. მხოლოდ შიგა და შიგ მოდიოდა მასთან ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც აშკარად დამლაგებელი იყო. ჩემი მისდამი დამოკიდებულება ერთმა შემთხვევამ შეცვალა. იმ დღეს უნივერსიტეტიდან გვიან დავბრუნდი და ძალიან მშიოდა. საჭმელი გაზზე დავადგი და მე აბაზანაში შევედი. დაღლილს თბილ აბაზანაში ჩამეძინა. დილას კი საკუთარ საწოლში გამეღვიძა, სავარძელში კი თომას ეძინა. თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბოლო რაც მახსოვდა - აბაზანაში ვიწექი. წამოვდექი და აღმოვაჩინე, რომ ხალათში ვიყავი გახვეული. ძლივს გავხსენი ქამარი და ნორმალურად ჩავიცვი ხალათი. მერე კი თომასთან მივედი და ოდნავ ვუჯიკე. -არ მინდა,- ჩაიბურტყუნა ბიჭმა და სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი. მე ჩამეცინა. -თომა,- დავუძახე ხმადაბლა. ბიჭს გაეღვიძა, პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა ნამძინარევი თვალები და ისე ამომხედა. -გაიღვიძე?- გამიღიმა რაღაცნაირად თბილად, ნაზად. -კი,- გამეცინა მე,- რა მოხდა?- ვკითხე ინტერესით. არ მინდოდა მასთან ჩხუბი, თან მაინტერესებდა როგორ აღმოჩნდა ჩემთან და რატომ. -გუშინ გვიან მოხვედი. გეტყობოდა დაღლილი იყავი. გაზზე რაღაც დადგი და აბაზანისკენ წახვედი. როდესაც დიდი ხანი არ გამოჩნდი, ხოლო შენმა ქვაბმა საეჭვოდ დაიწყო შავი ბოლის გაშვება, თავი ვერ შევიკავე და აივანზე გადმოვხტი. გაზი გამოვრთე და შენს საძებნელად წამოვედი. აბაზანაში გიპოვე, უკვე გაციებულ წყალში გეძინა. და სანამ გაბრაზდები, გეტყვი რომ ისე ამოგიყვანე წყლიდან, რომ არ შემომიხედავს შენთვის,- უცნაურია, ამაზე მე არც კი მიფიქრია და მაშინვე გავწითლდი. ბიჭმა ხელი მომკიდა, თავისკენ დამქაჩა და მუხლებზე დამისვა, მე ადგომა არც მიფიქრია. ამ ადამიანმა სიკვდილს გადამარჩინა, რა უნდა მეთქვა? ერთ წამში გადაიქცა ჩემთვის გმირად,- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამ ხალათში გაგახვიე და ლოგინში ჩაგაწვინე. ქვაბიც გაგირეცხე. მერე აქ შემოვედი, ვაპირებდი ცოტა ხანს მეყურებინა შენთვის. -რატომ?- ვკითხე გაოცებულმა. -როდესაც გძინავს, ანგელოზს ჰგავხარ,- მითხრა და თმა ყურს უკან გადამიწია, მერე კი ლოყაზე მაკოცა. მე კიდევ უფრო მეტად გავწითლდი,-თუმცა ეხლა კიდევ უფრო ლამაზი ხარ. ასეთი ნაზი, დამყოლი, ჩემი... -შენი,- ვუთხარი და სახე მის კისერში დავმალე. -ლეგენდა მართალი ყოფილა,- თქვა თომამ. -რა ლეგენდა? -ამ სახლს მართლა შეუძლია ნამდვილი სიყვარული გაპოვნინოს,- მე გამეცინა. -ანუ მადლობა სახლს?- ვკითხე სიცილით და ისიც შემომიერთდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.