შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს (1)


8-08-2015, 15:33
ავტორი Mariam-
ნანახია 1 711

იმედი, იმედი მანამ ცოცხლობს ადამიანში სანამ ის მარტოობით გაჟღენთილ ჰაერს სუნთავს. ჩემს მარტოობის ოთახში კი უკვე მერამდენე დღე თენდება არვიცი მაგრამ ვიცი რომ დიდიხანია მარტო ვარ, ყველასგან შორს, იმიტომ არა რომ მე ასე ვისურვე, არც ღმერთს უსურვებია ასე უბრალოდ ასე ხდება, ადამიანები ან მარტო არიან ან არა. და მე იმ ადამიანთა რიცხვში მოვხვდი მარტო რომ უნდა იყვნენ. განა ფიზიკურ სიმარტოვეზე მაქვს საუბარი, არა, ეს სულიერი მარტოობა. ვდგევარ ფანჯარასთან ყოველ დილას და ვფიქრობ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, არც არავინ მკითხულობს ჩემგან ხო ინიციატივის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობაში არ არსებული რამ გახდა. ვდგევარ და ვფიქრობ იქნებ გავბედო და სუიციდის მსხვერპლი გავხდე, მაგრამ რომ არ გამომივიდეს, ჯარიმის გადახდა მომიწევს. ეს უფრო მარტოს გამხდის. ან იქნებ სულაც არაა მიზეზი ჯარიმა, უბრალოდ სიცოცხლე მიყვარს.
ჰო, მე ირაკლი ვარ, მეგობრებისთვის არარაობა, ოჯახისთვის ტვირთი, ყოფილი შეყვარებულისთვის წარუმატებელი ადამიანი, ხალხისთვის კი არაფერი, სიცარიელე. ვცხოვრობ მიყრუებული უბნის მიყრუებულ სახლში (უკაცრავად, ოთახში) სადაც დგას ერთი მაგიდა ერთი სკამი ლოგინი ერთი კაცისთვის და თასი, კატის საჭმლისთვის, რომელიც არ მყავს. ხედავთ მე ისე მარტო ვარ კატაც კი არ მყავს. დიდიხანია სოციალური ქსელებს აღარ ვიყენებ. ჩემი მრავალხელში გამოვლილი ლეპტოპი კი მხოლოდ ერთადერთ სიმღერას უკრავს. რომელიც მეზიზღება. ოდესმე თუ მარტო აღარ ვიქნები აუცილებლად ამ ლეპტოპს ყველაზე ახლო მდებარე ნაგვის ურნაში მოვისვრი. არმაქვს არც სახლის და არც ჯიბის ტელეფონი. თავს რით ვირჩენ? არ მინდა რომ თავი ვირჩინო, არაფერში მჭირდება თვის გადარჩენა, ჩემნაირი ადამიანისთვის ისიც საკმარისია რომ ოცდახუთ წლამდე მოაღწია. მაგრამ ხომ იცით მშობლის გული რა არის რაც არაუნდა არარაობა იყოს მისი შვილი სასიკვდილოდ არ გაიმეტებს, ასეთია დედაჩემიც, მოდის კვირაში ერთელ ბევრს ლაპარაკობს, წყევლა კრულვაში მხდის სულს მაგრამ საჭმელი მაინც მოაქვს, საათობით ვდგევარ უახლოეს ნაგვის ურნასთან დედას მოტანილი საჭმლით ხელში და ვფიქრობ თავიდან მოვიშორო გადარჩენის გზა მაგრამ დედას მაგრად „გაუტყდება“ რომ ვერ გადამარჩინა ამიტომ სახლში ვბრუნდები და ვჭამ...
ჰო ჩემი ცხოვრება ასეთია არაფრით გამორჩეული. ერთადერთი მეგობარი რომელიც მომიკითხავს საზღვრებს გარეთ არის, ღმერთმა უწყის როდის დაბრუნდება, ან დაბრუნდება კი სიბინძურის ქალაქში ?!
დღეები გადიან , მე უბრალოდ მემატება ასაკი და მეტი არაფერი, ტანისამოსიც იგივე, ხასიათიც, ფიქრებიც და სულიერი მდგომარეობაც. არაფერი იცვლება გარდა წელიწადის დროებისა ჩემთან. ყოველდღიურ იმედზე ვფიქრობდი კვლავ და სახლში უცნობის ნაბიჯების ხმა გავიგონე, (დედა სულ ერთნაირი ნაბიჯებით დადის) მაინც დაბრუნდა, არ მესმის ადამიანები როდესაც ამ ქვეყნიდან მიდიან უკან დაბრუნების სურვილი ერთი დღით მაინც რატო უჩნდებათ. ჩემი მეგობარი წლების მანძილზე არ მინახავს და ძლიან შეცვლილია მაგრამ ვიცანი, მხოლოდ იმით რომ ვიცი მის გარდა არავის გავახსენდებოდი. გულთბილად გადავეხვიე, მართლაც რომ გამიხარდა მისი ნახვა ეს იყო ის რამოდენიმე წამი როდესაც ვიგრძენი რომ უცხო სხეული შემოვიდა ჩემში თითქოს ჩემი მარტოობის გაძევებას ეცადა მაგრამ არა ჩემს მარტოობას ჩემში იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული რომ შეუძლებელია ვინმემ გააძევოს. ჩემი მარტოობა ჩემში იმ თამგალს გავს, ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი რომ ერთად ექაჩებოდნენ... ერთი გადახვევა მას ვერ ამოძირკვავს. ჩემს ერთადერთ სკამზე მივიპატიჟე და მე ფეხზე დავდექი, ის უბრალოდ ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი, ნელ-ნელა თვალები მეხილებოდა, საოცარ ამბებს ყვებოდა ჯერ რომ არც კი მსმენია მაგრამ ჩემი მარტოობა მაინც ჩემთან იყო. ის არ მიმატოვებს, ერთადერთი ვინც არასდროს მიმატოვებს ჩემი მარტოობაა.
-ირაკლი მისმენ?
-გისმენ სანდრო აბა რას ვშვრები
-მოკლედ ახლა მიდი წვერი გაიპარსე მოწესრიგდი და ჩემთან წამოდი ჩემი ცოლი უნდა გაგაცნო
-ცოლი მოიყვანე?
-ზუსტად ორი საათია მაგ ამბავს გიყვები
-მაპატიე დღეს ცოტა გაფანტული ვარ
-კარგი მოიფანტე ახლა და მიდი მოწესრიგდი
პირსაბანთან მივედი და წვერის გაპარსვა დავიწყე
-ქართველია ?
-ვინ?
-შენი ცოლი
-რათქმაუნდა, არასდროს სხვა რასის ქალისთვის არ გამიხედია-თან სიცილით კვდებოდა მე გაოცებული ვუყურებდი ჩემს გაპარსულ სახეს სარკეში, ლოყები ზედმეტად დამთხელებოდა, ჩემი კუბოკრული პერანგი ოთხი ზომით დიდი მაინც მექნებოდა, შარვალს ქამარიც აღარ იჭერდა ტანზე, ერთდერთი რაც რიგზე იყო ჩემი კეტები იყო, ფეხის ზომა კვლავ იგივე მაქვს ჩავილპარაკე და სანდროსკენ შევბრუნდი
-ირაკლი რამე ისეთია რაზეც უნდა ვინერვიულო?
-კი
-რა ხდება?
-ცოლს შვილი მოსდევს შვილს უძილო ღამეები და ნერვოზი, გილოცავ მეგობარო დაოჯახებას. -მხარზე ხელი ვკარი და გავიღიმე
-მადლობა თანადგომისთვის-ორაზროვნად გამიღიმა-წავიდეთ
-ჰო წავიდეთ
ჩემს სახლთან მისი ახალთახალი მანქანა იდგა, ჯერ კიდევ უცხოური ნომრით, არასდროს მიტაცებდა მანქანები არც სხვა სატრანსპორტო საშვალებელი ყოველთვის ფეხით სიარული მიყვარდა შემეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით წავსულიყავი თუ საკმარისი დრო მქონდა, ოდესღაც იყო პერიოდი როცა დროსაც კი ვზოგავდი, დღეს კი იმდენი დრო მაქვს საფლავში მყოფებსაც რომ არ აქვთ. სანდრო გაუჩერებლად ლაპარაკობს მახსენებს ფაქტებს რომლებსაც წლებია ვივიწყებ. ნერვებს არ ვუჩივი ძლიერი მაქვს მოთმინების უნარიც ამიტომ არაფერს ვამბობ უბრალოდ ვზივარ და ვუსმენ როდის მორჩება ბოდვას. გამიხარდებოდა მისი ნახვა ისეთივე რომ დაბრუნებულიყო როგორიც წავიდა მაგრამ დრო ადამიანებს ცვლის (საკუთრ თვზე გამოვცადე) იქნებ ისიც არ მელოდა ასეთს (მარტოს) როგორც იქნა ბოლო მოეღო მისი მოგონებების ფრქვევას და მანქანა გააჩერა.
-მოვედით ირაკლი, შეიძლება ანას მეგობრებიც აქ იყვნენ და როგორც შენ იცი ისე არ დაერიო ყველას-იცინოდა თან სახლისკენ მიმიძღვოდა, გაგიკვირდებათ და ერთდროს პირწავარდნილი ბაბნიკი ვიყავი არცერთ გოგოს არ ვუშვებდი ხელიდან.
-არცერთს არ გავეკარები გპირდები
-ვინ არის?-უცებ შემობრუნდა ჩემსკენ სანდრო და დაჟინებული მზერა მომაპყრო
-არავინ უბრალოდ მაგის განწყობა არ მაქვს.
-ვერ დავიჯერებ-ჩაიღიმა და კვლავ სიარული განაგრძო, როგორც იქნა მივაღწიეთ მეშვიდე სართულამდე, (ჰო, ფეხით ავედით) სანრომ კარი შეაღო-ანა!-გოგონა ისე გამოვიდა თითქოს მოფრინავსო ფარფატა, გამხადარი იყო, შემეშინდა და სუნთქვა შევიკავე რომ ამომესუნთქა შეიძლება წაქცეულიყო კიდეც, მოხდენილი გვირილებიანი კაბა ეცვა და გულწრფელად მიღიმოდა, ხელი გამომიწოდა.
-მე ანა, ბევრი მსმენია სანდრო შენზე, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში
-არ გაუჭირდება-ღიმილით უთხრა სანდრომ მეუღლეს და შუბლზე აკოცა, მისაღებისკენ წავედით აქ კიდევ იყო ხალხი, როგორც სანდრომ მოსალოდნელად ჩათვალა.
-ესენი ჩემი მეგობრები არიან-ღიმილით თქვა ანამ-სალომე, ნინი, გურამი, ნიკა და ელენე
-სასიამოვნოა, მე სანდრო.- შესამჩნევად ვთქვი და ეს იყო წამი როცა შემეშინდა ადამიანების, როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი მეგობარი ერთდროულად ყავდეს მეგობრის ყოლა უკვე ისე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, პატარა ბავშვს ვგავდი ალბათ ახლი დაწყებული რომ აქვს ლაპარაკი და მხოლოდ სამი სიტყვა იცის, დედა, მამა და მშია.დავჯექი და უბრალოდ ხალხს ვაკვირდებოდი, შევამჩნიე რომ სალომეს უსწორმასწორო კბილები და ლამაზი ტუჩები ქონდა, ნინის წვრილი, გძელი თითები მაგრამ პატარა ფრჩხილები, ოდნავ კეხიანი ცხვირი აუშნოებდა მის სახეს, გურამი ალბათ ას კილოს დიდიხანია გადაცდა და სუნთქვასაც გაჭირვებით ახერხებდა მე კი ამის პრობლემა ნამდვილად არ მქონდა, ნიკა ისეთი იყო გოგოების 99% რომ ოცნებობ, მაღალი ქერა, მწვანე თვალებით, ცხვირზეც არანაირი ნაკლი არ ქონდა და ჰოი საოცრებავ, საქორწინო ბეჭედი, ნეტავ ვინ დაიპყრო ამ პრინცის გული, ჩემს თავს ველაპარაკებოდი ხმადაბლა და არც კი ვუსმენდი რას საუბრობდნენ ისინი. ელენე? ელენეზე ვერაფერს ვიტყვი, ის რაღაცით ანას გავდა, ერთი ფიქრი ვიფიქრე კიდეც ანას და ხომ არ არისთქო. ის თითქმის არ ლაპარაკობდა უბრალოდ იჯდა და ხანდახან იღიმოდა. მზერა მასზე შევაჩერე და თითქმის თვალიც არ დამიხამხამებია.
-ირაკლი შენ სად მუშაობ-მკითხა სალომემ
-დროებით სახლში
-პროფესია?
-იცი? ასე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი-ელენე მიყურებდა და ღიმილი არ მოშორებია სახიდან
-ვისთან ცხოვრობ?
-მარტო-კითხვებისგან თავდასახწევად ავდექი აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. ვუყურებდი ღამის განათებებით გადავსებულ მიდამოს და ოდნავ შემშურდა, ჩემი ფანჯრიდან ასეთი ხედი არ იყო. ყველაფერი მბჟუტავი იყო. მეორე ღერის დამთავრებისას ვიგრძენი მხოლოდ რომ გარეთ საკმაოდ სიცივე იყო. ზამთარი დამდგარიყო უკვე.
-ცოტა სასაცილო ხარ
-უკაცრავად? -უკან შევბრუნდი და ჩემს წინ ელენე იდგა
-ჰო სასაცილო ხარ
-კარგია თუ ვინმეს ვართობ-ზურგი შევაქციე და მოაჯირს დავეყრდენი
-მოგბეზრდა არა?
-რა?
-აქ ყოფნა
-არა უბრალოდ მოსაწევად გამოვედი ახლა კი უკან დავბრუნდები
-მე მომბეზრდა
-შეგიძლია წახვიდე-ოთახში დავბრუნდი, ნასვამი ხალხი უფრო არეულად აღმიქვამდა, წასვლა გადავწყვიტე, სანდროს და ანას დავემშვიდობე, ჩემი პალტო მოვიცვი და გარეთ გავედი, გავედი თუარა სადარბაზოდან ზემოდან ხმა მომესმა
-შეგეძლო ჩემთან ერთად წასულიყავი, დამელოდე!-ზევით ავიხედე და აივანზე არავინ ჩანდა, სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე
-ასე არა? თავიდან მომიშორე-შევბრუნდი და კვლავ ელენე
-პატარა გოგონავ ნუ ცდილობ ჩემს ცდუნებას-ელენე იცინოდა, კისკისებდა, წამიერად მეგონა გაგიჟდა კიდეც ხელი მკლავზე დამადო.
-აბა? სად მივდივართ?
-სახლში მიგიყვან, ნასვამი ხარ მერე კი ჩემს გზაზე წავალ
-რით აპირებ სახლში წამიყვანო?-ირგვლივ მიმოვიხედე და არაფერი დამაიმედებლად მატყუარა არ ჩანდა ამიტომ სიმართლე ვუთხარი
-ფეხით
-ხუმრობ არა? ორი საათი მაინც დაგვჭირდება
-მაშინ თავად წადი
-და შენ?
-მეც თავად წავალ
-არა ეგრე არმინდა, მოდი ისე ვქნათ რომ ერთად წავიდეთ და ერთადვე გავჩერდეთ
-რას გულისხმობ?
-წამიყვანე შენთან
-არა
-რატო? დედიკო გაგიბრაზდება?-ელენე იცინოდა, ახლა კი სერიოზულად ვფიქრობდი ეს ლამაზი გოგო გიჟათქო
-არა, მარტო ვცხოვრობ უბრალოდ იქ შენი ადგილი არ არის.
-კარგი მაშინ უბრალოდ გამაცილე-ხელკავი გამომდო და აღმართს ჩავუყევით ხმას არცერთი ვიღებდით
-შენს ნომერს არ მომცემ?
-არ მაქვს
-კარგი რა, როგორ შეიძლება ოცდაამეერთე საუკუნეში ტელეფონი არ გქონდეს, უკანასკნელ მათხოვარსაც კი აქვს
-მათხოვარი არ ვარ უბრალოდ არ მიყვარს როცა მაწუხებენ
-გაწუხებ?-წარბები შეჭმუხნა და ადგილზე გაშეშდა
-შენ არაფერ შუაში ხარ
-მე ყოველთვის შუაში ვარ...
ამის შემდეგ არაფერი უთქვამს უბრალოდ სახლამდე მივიყვანე და მეც შინ წავედი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent