"ევალინა" ანუ ტანგო ეშმაკთან
/////წერილი თვითმკვლელობის წინ/// ტუჩები მითრთთის...ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ... თვალებიდან უცნაური წყალი ჩამომდის მდინარეებად... მეღიმება...ეს სიმწრის ღიმილია... მიშველე! წამიყვანე... შენთან მინდა... აქ ვერ ვსუნთქავ.. ყველა უცნაურია.. შენი სურნელი მენატრება.. ისევ ვტირი.. ცრემლები ისევ მეწვის.. გთხოვ მჭირდები... მომაშორე აქაორობას... მომაშორე სიყალბით მოთხვრილ სამყაროს... მომაშორე არაადამიანებს... ზომბებივით უგრძნობებს.... მიშველე... მომეცი ჰაერი .... თორემ ვკვდები... ჩემი ფრთები ქრება და იწვის.... მიშველე გთხოვ... ვერ ხედავ გიკვდება... გიკვდება შენი სულის პატარა ნაწილი... იცი რა რთულია? ტუჩები ისევ მითრთთის... ნერწყვს ისევ ხმაურით ვყლაპავ... თვალებიდან ისევ უცნაური წყალი ჩამომდის... მდინარეებად... ისევ მეღიმება... ეს ღიმილი სიმწრის აღარაა... სიხარულში გადაიზარდა... მადლობა... მადლობა.. მადლობა რომ ფრთები მაჩუქე.... დამელოდე... მოვდივარ.... ... ევალინა ოთახის კუთხეში იჯდა და ქვითინებდა. ლამაზ სახეზე ცრემლები გზებს ტოვებდნენ...რომლებშიც ჩანდა ორი პატარა გოგონა, რომლებიც კამფეტების ჭამით იყვნენ გართული ... აქედან ერთი ახლა დედამიწაზე დააბიჯებდა მეორე კი....მთელი სახლი ხალხის უაზრო ზუზუნს მოეცვა...ყველა მხრიდან ერთი სიტყვა ისმოდა : "ვიზიარებ" "ვიზიარებ" "ვიზიარებ" "ვ ი ზ ი ა რ ე ბ " მრავლსიმომცველი და თან არაფრის მთქმელი... .. წერილს თვალს ვერ აცილებდა, რამდენჯერმე სცადა გადაეგდო, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს წამოდგა, ოდნავ დარეტიანებულმა ჭირისუფლებს შორის გაიკვლია გზა და გარეთ გამოვიდა.როგოც კი სადარბაზოს მოცილდა, შვება იგრძნო. ხელები ჩამოუშვა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. თმები აიწია და წავიდა. ცას უყურებდა, იღიმოდა, ბედნიერი იყო. გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრის სიკვდილი ჯერაც გულში ქარიშხალივით მოძრაობდა, მაგრამ მაინც უკეთ გრძნობდა თავს. ოდნავ გაწვიმდა და ევალინამაც ნაბიჯს აუჩქარა, სახლისკენ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ... აი ისევ მაგრამ... ევალინას თავბრუ დაეხვა და მოითენთა. არაფერი ესმოდა გარდა უცნაური მისტიური მუსიკისა, რომელიც აიძულებდა მშვიდად მდგარიყო შუა ქუჩაში. ჰაერმა წითელი ელფერი მიიღო. წვიმა სისხლად გადაიქცა. ნისლმა დაფარა იქაორობა. გოგონა ვერაფერს ხვდებოდა... არაფერი ესმოდა...მხოლოდ ხედავდა.... ქერათმიანი მამაკაცი ტანგოს ცეკვას სთავაზობდა... სისხლის წვიმაში....წითელი თვალები უცნაურად უელავდა ... ნაბიჯები ერთმანეთში აირია, მუსიკამ ყველა სხვა ხმა ჩაახშო.წითელი წვიმა ყველაფერს საზიზღარ იერს აძლევდა.ეშმაკი ევალინას მხოლოდ რამდენიმე სიტყვას უჩურჩულებდა ყურში -მარცხნივ, ახლა მარჯვნივ, უკან და ისევ წინ. გოგონა ხმას ვერიღებდა და უცნაურ დემონს ემორჩილებოდა. ის და მისი მეწყვილე დედამიწაზე უცნაურ კვალს ტოვებდნენ. ნაზი რხევით უფროდაუფრო მიიწევდნენ ჯოჯოხეთისკენ... .................. გავაგრძელო ? სულ რამდენიმე თავია ^^ ოდნავ ფანტასტიკაცაა ისე :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.