შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფრთები...


16-06-2015, 11:19
ავტორი Heartbeat
ნანახია 3 673

რას არ გავცემდი ოღონდ ჩემთან იყო...როგორ მენატრება შენი ხელები...მწვანე თვალები მრავლის მეტყველი...წვიმაში უხმოდ მივაბიჯებ...მტკივა მე უშენობა,ისე მტკივა რომ ვეღარც ვინძრევი,და მაინც უხმოდ მივაბიჯებ და მხოლოდ ფოთოლთა შრიალი არღვევს გამაყრუებელ სუჩუმეს,საცაა ღრუბელი შეერთდება და წვიმაც გაიმეფებს,ის მაინც მიგრძნობს მომეფერება...მომელამუნება წვიმის წვეთები...და ჩემი ცრემლებიც მას შეერევა...ის მანუგეშებს რომ, ერთი გვყავს მზეც და მთვარეც...ცაც და ღრუბელიც...მე ხომ შეგევედრე არ წახვიდეთქო მაგრამ არც დამიგდე ყური ახლა მე ვიწვი უშენობით სატირლად მიგდებული,მენატრება მე შენი ხმა მხოლოდ და მხოლოდ შენი ტუჩები..შენი ჩახუტება და შენი ხელები მზესავით მწველი...აი იჭექა წვიმაც მოვიდა მეც გადმომცვივდა ცრემლები..ეს არის განცდა მონატრების და მარტოსულობის..რას არ გავცემდი ოღონდ აქ იყო და აქ მეგულებოდე ფრთებიც არ მაქვს წითელი ფრთები რომ,მოვფრინდე უკუნეთიდან...იცი მენატრები ძალიან და მინდა შენი ნახვა...ქარიც დაჰქრის და ჩემს თმებს დაუნდობლად მიჩეჩავს ეს ის თმებია შენ რომ გიჟდებოდი და აღმერთებდი..ნეტა მქონდეს მე წითელი ფრთები მოვფრინდებოდი ამ უკუნეთიდან შენთან ჩაგეხუტებოდი და გაგიღიმებდი ისე როგორც, შენ გიყვარდა და მაინც წითელი ფრთები მრჩება აუხდენელ ნატვრად...


მე მინდა მქონდეს წითელი ფრთები..
მოვფრინდებოდი უკუნეთიდან...
დაგიკოცნიდი მაგ ლამაზ თვალებს
მწვანე და დიადს..ცრემლით ავსებულს..
ნატანჯ სულის თქმას გულს რომ ეუბნება.

ჩაგიხუტებდი სულის შეკვრამდე..
როგორც ღრუბელი ცის კამარაზე
მზეს ეტმასნება...
შენს მწვანე თვალებს დავთმობდი ტანჯვით...
იმედით რომ კიდევ ვიხილავ
გავფრინდებოდი წითელი ფრთებით ისევ უკუნში..
ცეცხლის ალებით რომ, იფერფლება.
მე მინდა მქონდეს წითელი ფრთები ცის კამარაზე გავლით რომ ჩნდება.

მენატრები და უკვე წვიმაც წავიდა გრიგალიც გაქრა და სხივიც ჩაკვდა...ცისარტყელამაც დამტოვა მარტო...ახლა შენ გელი წითელო ფრთებო თქვენც ნუ გაქრებით ,ნუ მიმატოვებთ ამ უკუნეთში ტკივილით სავსე და გათანგულს.

ავტორი:ჰართბითი..



№1  offline წევრი yvavi

თემა რომ განგევრცო კარგი წასაკითხი გამოვიდოდა, თუმცა ლექსიც და პროზაული ნაწერიც თითქმის ერთ სტილშია. დამიჯერე ანტიდეპრესანტებს შემოგთავაზებს ვინმ როცა ამას წაიკითხავს. ემოცია უნდა იყოს, მაგრამ არა გადაჭარბებული.
თუმცა კარგია.
წარმატებები

 


№2  offline წევრი Heartbeat

yvavi
თემა რომ განგევრცო კარგი წასაკითხი გამოვიდოდა, თუმცა ლექსიც და პროზაული ნაწერიც თითქმის ერთ სტილშია. დამიჯერე ანტიდეპრესანტებს შემოგთავაზებს ვინმ როცა ამას წაიკითხავს. ემოცია უნდა იყოს, მაგრამ არა გადაჭარბებული.
თუმცა კარგია.
წარმატებები


მადდლობა ,რომ წაიკითხე და ერთი წუთი დამითმე...კი მართალი ხარ ეს ჩანახატი ჩემს ცხოცრებაზეა აგებული...უბრალოდ დავწერე და ვეცადე ემოცია გადმონეტანა ვიცი,რომ არარის ძაან კარგი...და დიდი მადლობა ჯანსაღი შენი სუბიექტური აზრის გამოთქმისთვის❤️❤️❤️წარმატებები შენც.
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3  offline წევრი anna777

ჩემი ყველაფერი ჩემი სიცოცხლე მიყვარხარი!! მე ვიცი შენი მუზები ვისაც ეკუთვნის დ. ესეც ინ მუზამ რი დაგაწერინა ისიც ვიცი *_*ისიც ვიცი ,რომ ძალიან ვიყვარვარ მეეც მიყვარხარ დ. ისიც ვიცი ,რომ ყველაზე მაგსრი ხარ!!
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№4  offline მოდერი Mary Drey

.................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent