შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [13]


9-08-2015, 00:36
ავტორი ann tichy
ნანახია 3 737

-დათო ყიფიანი - მიმღებში ამცნობდა სასწრაფო ექიმებს - 31 წლის. ავტოკატასტროფაში მოყვა. ღვედი არ ეკეთა. თავი დაარტყა.
-ელენე მელიქიძე, მეუღლე. 24 წლის, მსუბუქი მოტეხილობა...
-შვილო - საკაცეს გაყვა დათოს დედა
-ქალბატონო, თქვენი შვილი უგონოდაა, ტომოგრაფია სჭირდება და შემდგომ ოპერაცია
-ელენე - მივარდა გამწარებული ქალი რძალს - შვილო, როგორ ხარ?
-დამშვიდდით, ნინო დეიდა, კარგად ვარ
-რას ქვია კარგად?! ეს... ეს ბეჭედი შენ საიდან გაქვს ელენე? - ელენემ თითზე დაიხედა და ქორწინების და ნიშნობის ბეჭდის გარდა გაახსენდა, რომ ვატოს ბეჭედიც ეკეთა. ცერა თითით საჩვენებელს მიწვდა და ვატოს ბეჭედს თითი დაადო
-ამაზე მეკითხებით? - იკითხა ნერვიულად
-ჰო. რა სულელი ვარ, რა ბეჭედი, რის ბეჭედი! რა დროს ეგაა, რეებს გეკითხები! - გამწარდა ქალი
-არა... არაფერია... ეს..
-ქალბატონო, თუ შეიძლება პალატა დატოვეთ - მიმართა ექიმმა დედამთილს
-ექიმო, ძალიან გთხოვთ, სულ 2 წუთით - მუდარით თხოვა ელენემ
-ტომოგრაფიაზე მიგვყავს და გამოგვყევით ლიფტამდე
-ნინო დეიდა, ბეჭედი რატომ გეცნოთ? მე ადრე მაჩუქეს ეს
-ეს ყიფიანების საგვარეულო ბეჭედია. დათომ დაკარგა 5 წლის წინ და მას შემდეგ ვეძებ, ყველგან. - ელენე გაშრა, დაიბნა და მილიონმა აზრმა ერთდროულად გაუელვა თავში
-ვატო....? - თქვა თავისთვის
-რა, შვილო?
-ქალბატონო, აქ უნდა დაგტოვოთ. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე გაგაგებინებთ. - ნინო მისაღებში დაბრუნდა და ელენეს დედასთან დარეკვა სცადა
-თინა, გამარჯობა. რატომ არ მპასუხობდი?
-შეხვედრაზე ვიყავი, რა ხდება?
-ავარიაში მოხვდნენ ელენე და დათო. სააავადმყოფოში ვარ. არ იჩქარო, მე აქ ვარ
-დაგირეკავ ცოტა ხანში. ნიკოს გავუვლი
-კარგი. - ყურმილი გათიშა და თავისკენ მომავალ ექიმს შეეგება - რა ხდება?
-მე ელენე მელიქიძის ექიმი ვარ. სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ბავშვის გადარჩენას მოვახერხებთ თუ არა, არ ვიცით
-ბავშვის? ელენე ფეხმძიმედაა?
-ჰო, 7 კვირის, არ იცოდით?
-არა, წარმოდგენა არ მქონდა.
-თქვენ მისი ოჯახის წევრი ხართ, არა?
-ჰო, დედამთილი ვარ
-გამომყევით, საბუთებზეა ხელი მოსაწერი
-კარგით, და ჩემს შვილზე რა ისმის?
-დათოს ოპერაციას უკეთებენ
-ღმერთო, ეს რა საშინელება დაგვემართა!
***
გილოცაავთ! - გაისმა ერთხმად, როცა გაგას სახლში ფეხი შეაბიჯეს.
-დათუშ, მეჯვარე ვინ იქნება? -იკითხა არმენამ
-გაგა
-აი ვიცოდი! - თიკუნა 50 ლარი მესროლე, გაგა გენაცვალოს
-აუ დათო, კაი რაა - უღიმღამოდ ამოიღო საფულედან 50 ლარი და გაგას ესროლა
-აუ მართლა მესროლა, ტო. მაგ მილიონერ ქმარს შენ გაშორდი და მე რატო მეჩხუბები?
-ღირსი იყო და იმიტომ - სიგარეტს უკმაყოფილოდ მოუკიდა თიკამ
-მე თავიდანვე არ მომწონდა ეგ ტიპი - თქვა ირაკლიმ და ბიჭებს ეშმაკურად გადახედა - ისე, საწოლში ჩემზე მაგარი იყო?
-არა
-ეე თიკა კაი რა - ფეხზე ხელი დაირტყა ირაკლიმ - ეხლა სწერვული სახე უნდა მიგეღო და უნდა გეპასუხა „ბევრად“
-არ უნდა მაგას ბევრი ბაზარი, მაიტა 20 ლარი - გამარჯვებული სახით მოკალათდა გაგა სავარძელში
-დაიცა, 50-ზე არ შევთანხმდით?
-30 შენს ექს მეუღლეს - თიკამ ხელი ღიმილით გაუშვირა
-აუ თქვენ რა ტიპები ხართ ტო, ეგრე არ შეიძლება - შეაწუხა შექმნილმა ვითარებამ ირაკლი
-ისე, ცოლი ნამდვილად შენ მოგყავს დავით? - იკითხა არმენამ და გაგას გახედა
-რა იყო, მეჯვარეს ნაკლები მაყუთი ჭირდება? - დასერიოზულდა გაგა
-როგორ არ გბეზრდებათ ამდენი წელი ეს თამაში? - სიცილითა და ცნობისმოყვარეობით იკითხა ელენემ
-ღადაობ? გაგა მთელი 28 წელია თავს მაგით ირჩენს - აუხსნა არმენამ და ხარხარისა და დანარჩენების 1-2 „ტკბილი“ რეპლიკის შემდეგ განაგრძო - აბა, დავიწყოთ, მეგობრებო, გუგულების დალოცვა.
უკვე კარგად შეზარხოშებულიყვნენ, როცა გაგამ იდეა გააჟღერა
-და ვაფშე, დღეს რო დაიწეროთ ჯვარი? - იქედან გამომდინარე, რომ მთვრალი მეგობრის ნათქვამი სერიოზულად არავის მიუღია, პასუხად გაგამ მხოლოდ ხარხარი მიიღო
-არა, ცვეტში, სერიოზულად ვიძახი
-კაი, გაგუშ, მთვრალზე მოსაყვანი გოგო არ ყავს ნიკო მელიქიძეს - თითქოს ეწყინა დათოს
-აი, თავს დავდებ, ესენი დღეს ჯვარს დაიწერენ - ჩასჩურჩულა არმენას ირაკლიმ
-შენი თავი რად მინდა, უტვინო, 100 ლარი დადე
-შენ, ისე, ტყუილად კი არ გეძახით არმენას, მართლა სომეხი ხარ მემგონი - გასწორდა ირაკლი და წყვილს მიმართა - არა, მთვრალზე მოსაყვანი ნაღდად არაა, მარა მაგითი ვერ განსაზღვრავ, ძმაო. თორე, აბა, მე რო ფხიზელზე მოვიყვანე, რა?! შემრჩა შუაღამესგადაცილებული კონკია - ყველას სიცილი აუტყდა. ვერც თიკამ შეიკავა თავი
-აუტანელი ხარ. ნამდვილი დეგენერატი!
-და მაინც გიყვარვარ - თვალი ჩაუკრა ყოფილ მეუღლეს, რომელმაც პასუხად ენა გამოუყო
-ჰა, ეხლა. სანამ ამათმა დაგასწრეს, დაიწერთ ჯვარს, თუ არა? - მიუბრუნდა გაგა დათოს და ელენეს
-მიდით, არ უნდა მაგდენი ფიქრი მაგ ამბავს - ჩაერთო ირაკლი - აი, თიკუნა გათხოვებს რომელიმე სადედოფლო კაბას, იმდენი აქვს, შეარჩევ რომელიმეს
-მე არ ვარ წინააღმდეგი - თქვა დათომ სიცილის დასრულების შემდეგ - შენ, ელენე?
-სიმართლე გითხრა, ჩემი ქორწილი ეგეთი არ წარმომედგინა
-ქორწილი გვექნება, პროსტა ჯვარი დავიწეროთ - თანხმობის ნიშნად ელენემ გაუღიმა. არმენას გაუხარდა მეგობრის გაბედნიერება, მაგრამ საფულეს 100 ლარი დაკლება უშნოდ დაეტყობოდა. ამიტომ, გაგასთან ახალი სანაძლეო დადო
-ისე, ბარემ, თიკას და ირაკლისაც ხო არ დაეწერათ ჯვარი?
-არანაირად - თქვა ორივემ ერთხმად
-ნახეთ, რამდენი საერთო გაქვთ - შეიცხადა არმენამ
-ბიჭო, რა პონტია იცი? - მიუბრუნდა ირაკლი არმენას - მღვდელმა თიკა კიდევ ერთხელ რო დაინახოს, ან წიხლით ისვრის ეკლესიიდან, ან მონაზვნად აღკვეცავს
-დაიცათ, თუ ელენე არაა მთვრალზე მოსაყვანი, მე ბარემ-ზე მოსაყვანი ქალი ვარ? - უსაყვედურა მეგობარს თიკამ
-ნუ, თუ სიტყვებზე გამოკიდებაა, მოსაყვანი „მამენტ“ „ვაბშე“ არ ხარ - სიტუაციის განმუხტვა სცადა გაგამ
-კიდევ ერთი-ორი ჭიქა დაუსხით ამათ და დათოს და ელენეს თუ არ დაასწრონ, ნახავთ - არ ცხრებოდა არმენა
-კაროჩე, რა! - უკმაყოფილოდ გამოვიდა ირაკლი ეკლესიიდან - მაინც მე შემრჩა ეს გოგო
-გილოცავთ გაბედნიერებას! - შამპანური გახსნეს ბიჭებმა
-აბა დავლოცოთ ახალშეუღლებულები
-დედაჩემი რო გაიგებს, რომ მესამედ გავთხოვდი, თან ამ დეგენერატზე - გააფრენს - წუხდა თიკა
-დედაჩემიც - დაუყვავა დუმილის შემდეგ ირაკლიმ
-დედაჩემიც - აყვა ელენე და ყველამ ერთდროულად დათოს გახედა
-დედაჩემს მაგრად გაუსწორდება - იყო პასუხი. ამას მოყვა სმა, სადღეგრძელოები და ასე გათენებამდე.



№1  offline წევრი Winchester ))

ვაიმეე ელეე რა კარგი გოგო ხარ შეენ ❤
და თურმე დათუნა-ვატუნაც რა კარგი ვიღაც ყოფილა მე კიდე მეგონა ღალატობდა ცოლს. ვაიმეე რა საყვარელი ყოფილა მართლა❤❤❤
შენც ძალიან კარგი ხარ და კიდე რო დადო ერთი? :( კაი ხოო ვიცი რო არ დადებ მაინც (გაბრაზებულსახიანისმაილი)

აუ ეს დათოს სამეგობრო მაგარი ვიღაცეები არიან რაა :D "ეს გოგო მაინც მე შემრჩა" და "დედაჩემს მაგრად გაუსწორდება " მაგარი იყო :D:D:D

 


№2  offline მოდერი D-roni

chemtvis ukve erterti sauketeso xar ❤❤❤

 


№3  offline წევრი ann tichy

ann tichy
D-roni
chemtvis ukve erterti sauketeso xar ❤❤❤

კაით რა, ხალხო, ნუ მაწითლებთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent