ტრიალი წრის გარშემო [12]
*** რამდენიმე წამის განმავლობაში გასაღებს ნერვიულად ატრიალებდა, თუმცა კლიტეს ვერაფრით მოარგო. ბოლოს მიხვდა, რომ არასწორად უმიზნებდა. სახლში გამწარებული შევარდა და ჩანთა მთელი ძალით მოისროლა. ირგვლივ ისე მიმოიხედა, თითქოს იქ პირველად იყო. წამით კედელს თვალი მიაშტერა, შემდგომ კი მზერა ჩანთიდან გადმოვარდნილ პარიკსა და ტანსაცმელზე გადაიტანა. მაგიდის უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და ნაკუწებად აქცია. უნდოდა შვება ეგრძნო. რომ არა თანდაყოლილი ცივი გონების ნატამალი, ალბათ ყველაფერს გაანადგურებდა, რაც ხელში მოყვებოდა. ცრემლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სდიოდა, ახლაღა შეამჩნია. ხელის ზურგით მოიწმინდა და მაგიდას მიუჯდა. „ეს რა გავაკეთე?!“ - იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, სახე ხელებში ჩარგო და დახშული კვნესა ამოუშვა. ტელეფონმა რომ დარეკა, სავარძლიდან დაფეთებული წამოვარდა. -ელენე, ბარგი ჩამილაგე რა, ხვალ დილით პარიზში მივფრინავ. – ქმრის სიტყვები თანმიმდევრულად, საოცარი არაბუნებრივობით ჩაესმოდა ყურში. თითქოს სიზმარში იყო. -დიდი ხნით? - ტელეფონში ოდნავ ათრთოლებული ხმა გაისმა. ძლივს მოაბა თავი და 2 სიტყვა ერთმანეთს გადააბა. ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა, რომ წავიდოდა... -არ ვიცი, როგორც საქმეს დასჭირდება. სავარაუდოდ 1 კვირით. ეხლა ოფისში ვარ და ძალიან ბევრი საქმე მაქვს - სახე ოდნავ დამანჭა და თავი საჩვენებელი თითით მოიფხანა -კაი ჰო - ელენემ ტელეფონა გათიშა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა. გაოფლიანებული ხელისგულები მაგიდას მძიმედ დააყრდნო და თავი ჩაღუნა. ბოლომდე მოშვებული წყლის გამაყუებელმა ხმამ ვერ მოაშორა ფიქრებს, თუმცა ნიჟარიდან გადმოსულმა წყალმა ანაზდად გამოარკვია და ონკანი სასწრაფოდ დაკეტა. მიხვდა, რომ საკმაოდ შეტოპა იმისთვის, რომ გაჩერებულიყო. გაჩერება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მაშინ, როცა დასაკარგი თითქმის აღარაფერი გრჩება, ინერციით მიყვები მდინარეს, რომელიც თვითონვე აამღვრიე. ზანტად გადმოიღო ქმრის ჩემოდანი, რომელიც ასე ძალიან სძულდა. თუმცაღა ახლა ორმაგი მიზეზი ჰქონდა ამისთვის. -მოღალატე, როგორ გამირბის... აბა ვნახოთ, დღეს საღამოს როგორ დაიძვრენს თავს. - ფიქრობდა ხმამაღლა და ცრემლები გაუცნობიერებლად სდიოდა - არ ვაპატიებ, გავამწარებ! - იმუქრებოდა და მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. *** -ელენე მელიქიძე! - გამოაცხადა ლექტორმა 200 კაციან აუდიტორიაში -დიახ! - ფეხზე წამოდგა ელენე -თქვენ კარგად იცით ჩემი საგანი, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ხართ -დიდი მადლობა, ბატონო რეზო -მაგრამ, ამ საგნის ჩაბარება-არჩაბარება თქვენს პასუხზეა დამოკიდებული -გისმენთ - მოემზადა ელენე და ყველა ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ სულაც წარუმატებელი რეჟისორების ბიოგრაფიები თავში ერთდროულად დაუტრიალდა -გაყვებით თუ არა ცოლად დათო ყიფიანს? -რაა? - ელენეც და თითოეული იქ მჯდომი სახტად დარჩა - მგონი რაღაც მომესმა - როგორღაც მოუყარა სიტყვებს თავი -არაფერიც არ მოგესმათ - წამოდგა ლექტორი - კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, ან კი, ან არა! -ეს ხელის თხოვნაა? დათოს ნაცვლად მთხოვთ ხელს? - კვლავ ვერ იაზრებდა მომხდარს -არა, სკორსეზეს ფილმოგრაფია. დიდხანს გელოდოთ, მელიქიძე? - არა, ამდენი ხნის განმავლობაში დათოს უადგილო და არაადეკვატური საქციელები აღარ უკვირდა, მაგრამ ამ ფაქტს მაინც ვერ აღიქვამდა რეალურად. იდგა გაქვავებული და ხმას ვერ იღებდა. 200 კაცის გაკვირვებული თვალები ასმაგად აბნევდა -კი! - თქვა მოულოდნელად -კი? - გაიმეორა ლექტორმა -კი! - კარი მომენტალურად გაიღო და დათო ყიფიანი შემოვიდა. -აბა ეს ყველაფერი მეც გამიმეორე! - ბეჭედი ამოიღო, მუხლებზე დაიჩოქა და განაგრძო -ელენე მელიქიძე! გამომყვები ცოლად? - ყველა შოკში იყო. დათო ხომ ისედაც თითქმის ყველა გოგოს მოწონდა და ეხლა საერთოდ გადაირივნენ. ელენემ საჩვენებელი თითი ნიკაპზე დაიდო და თქვა: -არ ვიცი, ჯერ ბეჭედს შემახედე - საერთაშორისო დუმილი წამებში გადაიზარდა სიცილ-კისკისში. ელენე დათოს მიუახლოვდა და ბეჭედს დაკვირვებით შეხედა. აუდიტორიაში კვლავ სიჩუმემ დაისადგურა -მმმ... არაა, არ მომწონს. ამიტომ... არა! - თქვა ელენემ სრული სერიოზულობით. მისმა პასუხმა დათოს ჩათვლით, ყველა დააბნია. მამაკაცს ცივმა ოფლმა დაასხა. მოვლენები გეგმის მიხედვით არ ვითარდებოდა. -ფეხმძიმედ ვარ! - განაცხადა დათომ რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, რასაც წინაზე უფრო ხმამაღალი სიცილი მოყვა. -უაზრო ხარ! - გაეცინა ელენესაც - გამოგყვები, ჰო. მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე დათომ ბეჭედი გაუკეთა -ეხლა კი მოუსვით აქედან და ლექცია ჩამატარებინეთ - მიმართა ლექტორმა ორივეს. გასვლისას კი დაუძახა: -ჰო მართლა, ბედნიერებას გისურვებთ -ფილმებს უყურებ? - ჰკითხა ელენემ გამოსვლისას -არა -გეტყობა -რაზე? -ამხელა აუდიტორიაში ლექტორს რომ ათხოვნინე ჩემი ხელი, აი ამაზე! -აბა პირდაპირ მე რომ შემოვსულიყავი და უარი გეთქვა, გავბანძდებოდი -რეპუტაციას უფრთხილდება ბიჭი - თქვა და მანქანის კარი გააღო -და „ამხელა აუდიტორიაში“ კარატების დათვლა შენ რომელ ფილმში გინახავს? -განერვიულე - ეშმაკურად გაუღიმა ელენემ -მაგის გარეშეც ვნერვიულობდი -ისე, რეზო როგორ დაითანხმე, გეხვეწები -მამაჩემის მეგობარია და ვთხოვე რა -ანუ ეგ საგანი ჩავაბარე? -დაუჯერებელია ელენე, რომ ასეთ დროს მაგაზე ფიქრობ -რავი, თვითონ ეგრე მითხრა, ამ საგნის ჩაბარება-არჩაბარება თქვენს პასუხზეა დამოკიდებულიო. სიტყვა სიტყვით! -დამაფასე -ოჰ, ვითომ რატომ? -რა მაგრად გაკლია და მაინც ცოლად მომყავხარ -მანქანა გააჩერე! -ე-ე, კაი, გეხუმრე, რა გჭირს -გააჩერე მეთქი! დათომ მანქანა გააჩერა და ლაპარაკის დაწყება დააპირა, თუმცა ელენემ არ დააცადა და აკოცა. მამაკაცს გაეღიმა და მანქანა დაძრა -ხო გეუბნები, მაგრად გაკლია თქო -დათო, მოგხვდება! -ნახე, უკვე ძალადობაზე გადმოდიხარ. ცოლი რო გახდები მერე კუთხეშიც დამაყენებ ალბათ -წინ იყურე რა. ჰო, მართლა, სად მივდივართ? -გაგასთან. იქ გველოდება ყველა -ანუ, იცოდი, რომ დაგთანხმდებოდი -კი -აბა, რეზო რა საჭირო იყო? -სიფრთხილეს თავი არ ტკივა -კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო? - გადაიხარხარა ელენემ -ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო - ნიშნისმოგებით გადახედა დათომ - Cartier-ში ვიყიდე, სხვათაშორის -კაი რა, დათო. ძაან მომეწონა, მართლა! -არ მოგეწონებოდა და რა, შენ უნდა ატარო ეგ ბეჭედი -ღმერთს მადლობა, მოვედით - ელენე მანქანიდან სასწრაფო წესით გადმოვიდა. *** -შენ წამიყვან აეროპორტში? - ჰკითხა დათომ სახლში დაბრუნებისას -ვერა, დილით რეპეტიცია მაქვს -კაი, მაშინ ჩემებთან დავრჩები დღეს. ბარგი ჩამილაგე? -კი, ოთახში დევს -კაი წავედი - აკოცა ელენეს და კარისკენ გაემართა. გარეთ გასვლისას ტასოს დაურეკა -სასტუმროში ხარ? - ელენემ წამით დაიჯერა, რომ მართლა მშობლებთან მიდიოდა. ხმა შეიცვალა და მშვიდად უპასუხა -არა, მეგობართან -ვაუ, შენ მეგობრებიც გყავს? -შენ წარმოიდგინე, მყავს -კაი სასტუმროში რომლისთვის იქნები? -მალე. ესე 1 საათში -კაი. იქ დაგელოდები მაშინ თავს ძალა დაატანა და მოწესრიგება დაიწყო. სარკესთან რომ მივიდა პატარა ბავშვივით აზლუქუნდა, ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. *აი რა მინდოდა! ყველაფერი მქონდა 5-იანზე! დებილი რო იქნები თავიდანვე!* - ბრაზობდა ელენე თავის თავზე, თუმცა იცოდა, რომ უკვე ძალიან, ძალიან გვიანი იყო. -პარიზში ჩემს მაგივრად ცოლთან ერთად რო მოხვდე, გაგიტყდება? - ჰკითხა დილით, მანქანაში ჩაჯდომისას -არა, მაგრამ ელენეს არ უყვარს პარიზი -აჰაა... ანუ შენ არ იქნები წინააღმდეგი - მარცხენა წარბი აზიდა ელენემ და მკაცრად გახედა. დათოს გაეცინა -რის მიღწევას ცდილობთ, ანასტასია? -საკმარისია! - აღმოხდა ელენეს - არ ვარ მე ანასტასია, არანაირი ანასტასია არ არსებობს - საკუთარი ხმა დაიბრუნა ქალმა. შემდგომ პარიკი ისტერიკულად მოიძრო და მეუღლის რეაქციას დაელოდა. ამ უკანასკნელს წარბიც არ შეხრია. მხოლოდ წამიერად გახედა ეჭვის თვალით. ელენე დაიბნა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა ექნა, ან რაში იყო საქმე. -დათო! - ისე დაუყვირა, ყური თავად ეტკინა -ჰო - ვერაფრით აეხსნა ქმრის სიმშვიდე -თქვი რამე! - დათომ მხოლოდ გაუღიმა - რა გაცინებს, ნუ შემშალე! -როგორ ფიქრობ, საკუთარ ცოლს ვერ ვიცნობდი? საწოლში მაინც? - დასცინა ქმარმა -რააა???? ანუ, ყველაფერი იცოდი? -კი -როდის მიხვდი? -თავიდანვე -როგორ? -კაი, შენც კიდე, გიგის დათანხმებას რა უნდა! - ელენემ თითქოს ენა გადაყლაპა -რატომ? რაში დაგჭირდა? -ცივდებოდი -მაგარი გამოსავალი გიპოვია! -ვიცი. ვერ ხედავ, რა დღეში ხარ? გიყვარვარ ელენე მელიქიძე - თვალი ჩაუკრა დათომ და თავზე ხელი გადაუსვა -მიყვარხარ? კი არ მიყვარხარ, მეზიზღები, ვერ გიტან, მძულხარ, მოაბრუნე მანქანა, არსად წამოგყვები! - ბრაზობდა და ხელებს გამალებით ურტყამდა -ფრთხილად, საჭესთან ვზივარ - მარჯვენა ხელით ცოლის მოგერიებას ცდილობდა -თუ გინდა ევერსტზე იჯექი! არ მაინტერესებს! მოულოდნელად დათოს საჭე გაექცა და უზარმაზარ ტრეილერს დაეჯახა -ელენე ფრთხილად! - გადაეფარა ცოლს და გაითიშა -დათო! დათო! გაიღვიძე - ანჯღრევდა ქალი და მეორე ხელით ტელეფონს ეძებდა. ჩანთაში ყველაფერი იპოვა, გარდა ტელეფონისა. მათ შორის, ვატოს ბეჭედიც, რომელიც მაშინვე გაიკეთა. იმპულსურად და დაუფიქრებლად. თავიდან სისხლი მოსდიოდა, გრძნობდა, მალე გაითიშებოდა და აფეთქდებოდნენ. ტელეფონს ძლივს მიწვდა და სასწრაფო გამოიძახა. მერე? მერე აღარაფერი ახსოვს. ღმერთს მადლობა, ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდა და გადმობრუნებული მანქანიდან ორივე გადმოიყვანა. ელენე გონს მაშინ მოეგო, როცა საავადმყოფოში შეყავდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.